19/11/2025
🥳 „წიგნის მუზეუმი“ 8 წლის შესრულდა.
🏫 ეროვნულ ბიბლიოთეკაში „წიგნის მუზეუმს“, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 55 სკოლის მოსწავლე ესტუმრა; მარტო სკოლებიდან რამდენიმე ასეული დამთვალიერებელია ერთ თვეში. სწორედ ამაზე ვფიქრობდით მაშინ როცა „წიგნის მუზეუმის“ შექმნის პროცესში ჩაერთო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“.
💭 9 წლის წინ, როცა „წიგნის მუზეუმის“ იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ შემოგვთვაზა, გვინდოდა ეს მუზეუმი არა მარტო მეცნიერებისთვის და წიგნის მოყვარულებისთვის ყოფილიყო, არამედ ქალაქის ტურისტულ რუკაზე გაჩენილიყო, როგორც წიგნიერი ერის ისტორიის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც ომების, ბრძოლების, მუდმივად გადარჩენაზე ფიქრის მიუხედავად წიგნს აფასებდა, კითხულობდა, თარგმნიდა, წერდა, ბეჭდავდა და მომავალი თაობებისთვის ინახავდა. გადარჩენისას პრიორიტეტებში ყოველთვის იყო წიგნი და განათლება. ამ შენობის კედლები ფულის ძველ საცავში წლები ინახავდნენ ათასობით რარიტეტულ წიგნს და მხოლოდ მეცნიერებს შეეძლოთ მათი ნახვა.
🏛️ სწორედ ჩვენი ფონდის მეშვეობით იქცა იდეა რეალობად - ნულიდან დავიწყეთ მისი შენება; შეიქმენა საგამოფენო სივრცე, დამონტაჟდა თანამედროვე სავენტილიაციო სისტემა, ახალი ტექნოლოგიები, რაც ასე მნიშვნელოვანია ძველი წიგნებისათვის და ზუსტად გალაკტიონის დაბადების დღეს, როგორც დაგვიბარა, ჩვენი მდიდარი წიგნთსაცავის შესახებ - ანდერძად ვაქციეთ და შევასრულეთ; გავხსენით რეგიონში ყველაზე დიდი „წიგნის მუზეუმი“. აქ გამოფენილია უძველესი წიგნები, ხელნაწერები, პირველი ქართული ბეჭდური წიგნები, „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გამოცემა - ყველა ენაზე, აქვეა ილიას ოთახი და რაც მთავარია - მუზეუმი ღია და საინტერესოა ყველასთვის.
ყველაფერი გამოვიდა ისე, როგორც გვინდოდა ✅