03/09/2026
🇮🇹 სრულად დაფინანსებული ბიზნესვიზიტი იტალიაში ქართული კომპანიებისთვის! ✈️
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC) ქართულ კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ TECNA 2026-ის Buyer Program-ში - საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 22–25 სექტემბერს, იტალიის ქალაქ რიმინიში გაიმართება.
📍 რიმინი, იტალია
📅 22–25 სექტემბერი, 2026
🎁 Buyer Program-ის ფარგლებში მონაწილეობის ძირითადი ხარჯები სრულად ფინანსდება გამოფენის ორგანიზატორების მიერ:
✈️ ორმხრივი ავიაბილეთი ბოლონიამდე
🏨 3 ღამე 4★ სასტუმროში
🚐 აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტის ტრანსფერი
🚌 ყოველდღიური ტრანსფერი სასტუმრო–გამოფენა–სასტუმრო
🗣️ თარჯიმანი ბიზნესშეხვედრების დროს
🛋️ Business Lounge-ზე წვდომა
🍽️ ლანჩი
🎯 ვისთვის არის საინტერესო?
პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ:
• სამშენებლო მასალების წარმოებაში;
• კერამიკული ფილებისა და მოპირკეთების მასალების წარმოებაში;
• კრამიტისა და იატაკის მასალების წარმოებაში;
• ბუნებრივი და ხელოვნური ქვის წარმოებაში;
• მინის, ხის, ლამინატისა და ალუმინის დამუშავებაში;
• ინტერიერისა და დეკორის მიმართულებით;
• ახალი მასალებისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარებაში.
🤝 მთავარი შესაძლებლობა - საერთაშორისო B2B შეხვედრები
Buyer Program-ის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ შერჩეულ საერთაშორისო კომპანიებთან გამართონ 10 ინდივიდუალური B2B ბიზნესშეხვედრა, დაამყარონ ახალი საქმიანი კონტაქტები, მოძებნონ პოტენციური პარტნიორები და გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს.
გარდა ამისა, TECNA 2026-ის ფარგლებში გაიმართება DECORTECH Conference, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ზედაპირების დამუშავების, დეკორაციის, ახალი მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული კომპანიებისთვის.
🇬🇪 GAACC-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნას.
თუ თქვენი კომპანია აღნიშნულ სფეროებში საქმიანობს და გსურთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
📞 +995 557 55 22 33