UNFPA in Georgia

UNFPA in Georgia Delivering a world where every pregnancy is wanted, every childbirth is safe, and every young person’s potential is fulfilled.

"თანდათან ხვდები, რომ ზრუნვა მხოლოდ მოვალეობა არ არის. მას სხვა მხარეც აქვს - როცა ხედავ, რომ ერთად ყოფნა რეალურად სასია...
27/08/2026

"თანდათან ხვდები, რომ ზრუნვა მხოლოდ მოვალეობა არ არის. მას სხვა მხარეც აქვს - როცა ხედავ, რომ ერთად ყოფნა რეალურად სასიამოვნოა. და ამ პროცესში შენც პოულობ სიამოვნებას. თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის მარტივი არაა. არის დაღლაც, სტრესიც, რთული პერიოდებიც. გადაღლილობის ფონზე ბრაზიც მიგრძვნია, მსხვერპლის როლშიც შევსულვარ - ხანდახან გინდა, რომ შენზეც იზრუნოს ვინმემ. მაგრამ საბოლოოდ, ერთად გატარებული წუთების სიტკბო ამ ყველაფერს წონის. ანიკაც ხშირად მეუბნება: „რა კარგია, ერთად რომ ვთამაშობთ“, „მომწონს, რომ ერთად ვართ“. ეს მოტივაციას და ძალას გმატებს. ჩემთვის მამობა არის მუდმივი პროცესი, სადაც შენც იცვლები, მუდმივად იზრდები ბავშვთან ერთად" - მიხეილ დიასამიძე, 6 წლის ანიკას მამა.
-----
მამებს ვთხოვეთ, თავიანთი გამოცდილების გაზიარება შვილებთან ურთიერთობაზე, მათთან გატარებულ საუკეთესო მომენტებსა და გამოცდილებებზე, რაც მამობას ახლავს თან.

წაიკითხეთ ამბავი სრულად:
https://georgia.unfpa.org/ka/AboutFatherhood

ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA

European Union in Georgia
UN Women Georgia
კაცები ზრუნავენ

25/08/2026

მამობა რთული, ამაღელვებელი და საინტერესო თავგადასავალია.

შვილებთან ერთად ხარისხიანი დროის გატარება, არც ისე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თავისუფალ დროს ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებასთან კონტაქტი, აახლოებს მამებს და შვილებს, რაც ჰარმონიული ურთიერთობების საფუძველია. ბუნებაში გასვლას პრაქტიკული მომზადება სჭირდება, რომელსაც გამოცდილი მოლაშქრე სანდრო შენგელია შვილებთან - ელენესთან და ტასოსთან ერთად გვიზიარებს.
----------
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და კამპანია "კაცები ზრუნავენ", ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას "როგორ?"

ვიდეო: გაგა კაპანაძე/UNFPA

კაცები ზრუნავენ
European Union in Georgia
UN Women Georgia

“პირველი ექვსი თვე ბავშვს ძირითადად მე ვბანდი, ყველას ეშინოდა, დედასაც, ბებიებსაც, რამე არ შეშლოდათ და ბავშვს რამე არ და...
24/08/2026

“პირველი ექვსი თვე ბავშვს ძირითადად მე ვბანდი, ყველას ეშინოდა, დედასაც, ბებიებსაც, რამე არ შეშლოდათ და ბავშვს რამე არ დამართნოდა. სამსახურიდან გამოვრბოდი, რომ მომესწრო. ამ პროცესზე ვგიჟდებოდი. შუადღესაც მოვრბოდი ხოლმე, რომ პარკში გამესეირნებინა… მაშინ კაცები ნაკლებად იყვნენ ჩართული ბავშვების მოვლაში. მე ეს არც მიმაჩნდა რაიმე განსაკუთრებულ მოვლენად. უბრალოდ ბუნებრივად ხდებოდა ასე. ბავშვი ჩემი იყო და მინდოდა მასთან ყველაფერი გამეკეთებინა” - ვოვა გაბისონია, სამი შვილის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუა.
-----
მამებს ვთხოვეთ, თავიანთი გამოცდილების გაზიარება შვილებთან ურთიერთობაზე, მათთან გატარებულ საუკეთესო მომენტებსა და გამოცდილებებზე, რაც მამობას ახლავს თან.

წაიკითხეთ ამბავი სრულად:
https://georgia.unfpa.org/ka/AboutFatherhood

ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA

European Union in Georgia
UN Women Georgia
კაცები ზრუნავენ

“ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეებია, როცა არ ვმუშაობ და მთლიანად თუთასთან ვარ. მისთვისაც დღესასწაულია, ჩემთვისაც. მგონია, ...
21/08/2026

“ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეებია, როცა არ ვმუშაობ და მთლიანად თუთასთან ვარ. მისთვისაც დღესასწაულია, ჩემთვისაც. მგონია, სწორედ ეს ყოველდღიური, ჩვეულებრივი წუთები ქმნის ყველაზე ძლიერ კავშირს... დღეს უკვე მამები ბევრად მეტად არიან ჩართულები, ვიდრე ადრე, და ეს ძალიან მიხარია. მეგობრებსაც ყოველთვის ვეუბნები, შვილი რომ შეგეძინებათ, თუ შეგიძლიათ, აიღეთ დეკრეტული შვებულება, დარჩით სახლში, გაატარეთ ის პირველი დღეები ერთად, რომელიც კრიტიკულად მნიშნელოვანია ბავშვისთვისაც და მშობლებისთვისაც. ეს დრო აღარასოდეს დაბრუნდება. სტუმრები, საქმეები, ყველაფერი მოიცდის. ბავშვის დაბადების პირველი დღეები კი, ვერა" - ლევან სუმბაძე, თუთას მამა.
-----
მამებს ვთხოვეთ, თავიანთი გამოცდილების გაზიარება შვილებთან ურთიერთობაზე, მათთან გატარებულ საუკეთესო მომენტებსა და გამოცდილებებზე, რაც მამობას ახლავს თან.

წაიკითხეთ ამბავი სრულად: https://georgia.unfpa.org/ka/AboutFatherhood

ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA

European Union in Georgia
UN Women Georgia
კაცები ზრუნავენ

18/08/2026

🌍🇪🇺 „სტერეოტიპები მხოლოდ ბარიერებს ქმნის.“ - პროექტის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მონაწილე.

„ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივაა, რომელიც 2020 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა საკუთარი იდეებითა და ინიციატივებით შექმნან უფრო თანასწორი, მდგრადი და ჰარმონიული საზოგადოება.

ვებგვერდი: https://shorturl.at/24iGy
***
🌍🇪🇺 "Stereotypes only create barriers." - The young participants of the “Youth for Social Change” project.

"Youth for Social Change" is an initiative of the United Nations Population Fund , implemented in the regions of Georgia since 2020 with the support of the European Union. The initiative aims to strengthen young people's knowledge, skills, and opportunities, empowering them to become agents of change and use their ideas and initiatives to build a more equal, sustainable, and inclusive society.

Website: https://eu4georgia.info/4xK1MbW

"ჩემთვის თავიდანვე ბუნებრივი იყო, რომ მამობა მხოლოდ ემოციური კავშირი არ არის. ეს ყოველდღიური ჩართულობაცაა. ბავშვის დაძინ...
17/08/2026

"ჩემთვის თავიდანვე ბუნებრივი იყო, რომ მამობა მხოლოდ ემოციური კავშირი არ არის. ეს ყოველდღიური ჩართულობაცაა. ბავშვის დაძინება, დაბანა, კვება, თამაში, დროის გატარება. თუ ამ პროცესში არ ხარ ჩართული, მაშინ აბა რაში უნდა იყო?.. შეიძლება რაღაცაზე არ ეთანხმებოდე. შეიძლება გაბრაზდე. შეიძლება იკამათოთ. მაგრამ არ უნდა არსებობდეს სიტუაცია, სადაც მას ეჭვი შეეპარება შენს მხარდაჭერაში. ეს სიტყვებით არ მიიღწევა. ეს უნდა იგრძნოს” - სამი შვილის მამა, მუსიკოსი აჩიკო გულედანი.
-----
მამებს ვთხოვეთ, თავიანთი გამოცდილების გაზიარება შვილებთან ურთიერთობაზე, მათთან გატარებულ საუკეთესო მომენტებსა და გამოცდილებებზე, რაც მამობას ახლავს თან.

წაიკითხეთ ამბავი სრულად: https://georgia.unfpa.org/ka/AboutFatherhood

ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA

European Union in Georgia
UN Women Georgia
კაცები ზრუნავენ

"მედიამ, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ პოზიტიური მამობისა და პარტნიორული თანასწორობის პოპ...
17/08/2026

"მედიამ, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ პოზიტიური მამობისა და პარტნიორული თანასწორობის პოპულარიზაციას, უარი თქვან მომუშავე დედების სტიგმატიზაციაზე და აჩვენონ როლური მოდელები, სადაც საოჯახო პასუხისმგებლობების გადანაწილება ოჯახის გაძლიერებისა და საერთო კეთილდღეობის საფუძველია".

წაიკითხეთ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დირექტორის, მარიამ ბანძელაძის ინტერვიუ OK! Magazine Georgia-თან.

საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, თითქოს თანამედროვე ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა აღა.....

14/08/2026

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორის დღეა.

UNFPA-ში გვჯერა, რომ პატარა ქმედებებსაც შეუძლია დიდი ცვლილების მოხდენა.

ფეხბურთელი დები, ნათია და ნინო გუსეინოვები, ჩვენი ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მონაწილეები არიან ქვემო ქართლიდან, რომლებმაც მარნეულში, სადაც გოგოების მონაწილეობა სპორტში რთულად წარმოსადგენია, საფეხბურთო ტურნირი გამართეს.

ორივე ბავშვობიდან თანატოლებისთვის თანასწორი, სამართლიანი და სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე ოცნებობს. ახლა ორივე სტუდენტია, მაგრამ არც ერთს განელებია ფეხბურთის სიყვარული.

August 12 is International Youth Day.

At UNFPA, we believe that even small actions can lead to big change.

Football player sisters, Nino and Natia Guseinova, are the participants of the UNFPA-led “Youth for Social Change” initiative in Kvemo Kartli, who have organized a football tournament in Marneuli, where girls’ participation in sports was hardly imaginable.

As kids, both dreamed of creating an equal and fair environment free from stereotypes for their peers. Now, both are students, but they never stopped loving football.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ჩვენი ახალი ინიციატივის “ცვლილებების მაძიებელთა კლუბის” წევრებს ვთხოვეთ, საკ...
13/08/2026

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.

ჩვენი ახალი ინიციატივის “ცვლილებების მაძიებელთა კლუბის” წევრებს ვთხოვეთ, საკუთარი თავებისთვის წერილი დაეწერათ მომავალში.

UNFPA 2020 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, რათა მათ ირწმუნონ საკუთარი ძალის, გახდნენ ცვლილებების შემოქმედები და შექმნან უფრო თანასწორი, მდგრადი და ჰარმონიული საზოგადოება.

სწორედ ამ ინიციატივის ნაწილია “ცვლილებების მაძიებლების კლუბი” - ახალგაზრდული სივრცე ინფორმაციის, ცოდნისა და შესაძლებლობების გასაზიარებლად, თანამოაზრეების საპოვნელად, რომელსაც 50-მდე მონაწილე ჰყავს.

August 12 is International Youth Day.

We asked the participants of our new Change Seekers Club to write letters to themselves in the future.

Since 2020, UNFPA, with the support of the European Union, is carrying out the 'Youth for Social Change' initiative in Georgian regions to support young people to believe in themselves, bring change and create more equal, stable and harmonious societies.

Change Seekers Club is part of this initiative, uniting 50 young leaders to share knowledge, opportunities, and connect with like-minded change-makers.

რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი? 🌟საქართველოს ბანკმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) ახალი პარტნ...
27/07/2026

რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი? 🌟

საქართველოს ბანკმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) ახალი პარტნიორობა დაიწყეს მზრუნველი მამობისა და თანასწორი მშობლობის მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანია, წავახალისოთ მამების ჩართულობა შვილების აღზრდაში, რაც ოჯახების გაძლიერების მთავარი საფუძველია.

პირველი საჯარო შეხვედრა შვილების ცხოვრებაში მამების მხარდაჭერის მნიშვნელობას დაეთმო. UNFPA-ის მეგობარმა, მასწავლებელმა გიორგი ლიპარიშვილმა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზუვზუვაძის მამამ - კახა ზივზივაძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა პირველი ნაბიჯებიდან დიდ წარმატებამდე. მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

შეხვედრაზე დამსწრე მამებისთვის ადგილზე დაიბეჭდა სპეციალური საგულშემატკივრო მაისურები მათი შვილების სახელებით - მამა - ყველაზე დიდი ქომაგი, როგორც მზრუნველი და ჩართული მამობის სიმბოლო.

ყოველდღიური ზრუნვა, ნდობა და ემოციური სიახლოვე სრულიად ცვლის ბავშვის თავდაჯერებულობას. UNFPA და საქართველოს ბანკი ერთად ზრუნავენ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც მამობა აქტიურ მონაწილეობასა და პასუხისმგებლობის თანაბარ გადანაწილებას ნიშნავს.

ფოტოები: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

Address

Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when UNFPA in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share