Sustainable Development Fund of Georgia Coast

Sustainable Development Fund of Georgia Coast N1 პროექტი-შავ ზღვაში პირველი ხელოვნური წყალქვეშა პარკის შექმნა!


2014 წლის 14 დეკემბერს, სასწავლო ცენტრ "ინტელექტ ცენტრის" ოფისში საქართველოში პირველი ხელოვნური წყალქვეშა პარკის პროექტთან დაკავშირებით, ქართველი დაივერების, ეკოლოგების და პროექტის მხარდამჭერების შეხვედრა შედგა. აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ისეთი არასამთავრობო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ფონდი), რომელიც სრულფასოვნად მოამზ

ადებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ახალ საინტერესო და ინოვაციურ საზღვაო პროექტებს და ჩვენი ზღვისპირეთის მდგრადი განვითარების პროგრამებს. მართალია ჩვენი ფონდის მუშაობა უმეტესწილად ზღვისკენ იქნება მიმართული, მაგრამ ის ასევე დიდ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს შიდა წყალსატევებში (განსაკუთრებით ტაბაწყურის ტბაზე) ქვეყნისათვის საჭირო, ტურისტულ, მეთევზეობის და აგრეთვე ეკოლოგიურად უვნებელი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას. ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა საზღვაო დარგების სპეციალისტების გარდა ყველა პროფესიის და ზღვის მოყვარულ ადამიანს შეეძლება.
>უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ახალ არაკომერციულ ორგანიზაციას ყველა ხელისუფლებასთან უფრო თავისუფლად და აქტიურად შეეძლება მოლაპარაკების წარმოება და რაც მთავარია საკუთარი პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსების მოძიება მას საქართველოს გარდა, უცხოეთის საერთაშორისო განვითარების პროგრამებიდან და გარემოსდაცვითი ფონდებიდანაც შეეძლება.
>დიდი იმედი გვაქვს, რომ XXI საუკუნეში მაინც, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქეს გვესმის ჩვენი ზღვისპირეთის მდგრადი განვითარების, აგრეთვე შავი ზღვის და ულამაზესი ტბების გარემოს დაცვის მნიშვნელობა.
>ფონდის პირველი რიგის ამოცანა იქნება საქართველოს ზღვისპირეთში მდგრადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროექტების, მათ შორის წყალქვეშა პარკების და სხვადასხვა თემატური მუზეუმების დაპროექტება-განხორციელება და მისი აქტიური მხარდაჭერა.
>ჩვენი საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე ფონდის N1 პროექტი იქნება შავ ზღვაზე კვარიათი-გონიოს სანაპირო ზოლში პირველი ხელოვნური წყალქვეშა პარკის და სხვადასხვა თემატური მუზეუმების დაპროექტება-განხორციელება. აღნიშნული პროექტის შესახებ ფეისბუკის ჩემს გვერდებზე რვა მიმართვა და საინფორმაციო პოსტი გამოქვეყნდა, მას უკვე ათასობით ადამიანი გაეცნო და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა წყალქვეშა პარკის პროექტი ჩემს მიერ უკვე წარდგენილი იყო ტრაბზონის საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც პროექტისადმი დიდი ინტერესი და მხარდაჭერა გამოთქვეს შავი ზღვის ქვეყნების არაერთმა სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შესაბამისად ფონდის ახალმა დამფუძნებლებმა და მასში გაწევრიანების ყველა მსურველმა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და ფონდის N1 პროექტის სათანადო დონეზე მომზადება-განხორციელებისათვის მაქსიმალურად აქტიურად უნდა ჩაერთონ.
>როდესაც ფონდი ოფიციალურად დარეგისტრირდება, მისი სახელით ქვეყნის პრეზიდენტისადმი და პრემიერ მინისტრისადმი მომზადდება და გაიგზავნება სპეციალური მიმართვა-პეტიცია.
>დაწყებულია ფონდის საინიციატივო ჯგუფის და მართვის 10 კაციანი საბჭოს შეკრება-ჩამოყალიბება, ვისაც გსურთ მის მუშაობაში აქტიურად ჩაერთოთ ან გაწევრიანდეთ და აღნიშნული პროექტების განხორციელებაში თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ასევე გაწევრიანდეთ სპეციალურ ჯგუფში (ამისათვის უნდა შემოხვიდეთ და მოითხოვოთ მასში გაწევრიანება) იხ. www.facebook.com/groups/738682166215087/

ფონდის საინიციატივო ჯგუფის სახელით
დავით ნიკოლეიშვილი
ტელ: 577464862; 577124979.
ელ-ფოსტა: [email protected]
20.12.2014 წ.

Diving Center Poseidons World.დაივინგის და წყალქვეშა ნადირობის სეზონიც მოვიდა! პოსეიდონის სამყაროს განახლებული დაივინგ ც...
30/05/2026

Diving Center Poseidons World.
დაივინგის და წყალქვეშა ნადირობის სეზონიც მოვიდა!
პოსეიდონის სამყაროს განახლებული დაივინგ ცენტრი გთავაზობთ:
დაივინგის და წყალქვეშა ნადირობის ახალ და აგრეთვე მეორად აღჭურვილობას:
👉წყალქვეშა სანადირო თოფებს (არბალეტებს), თბილ და საზაფზულო ჰიდროკოსტუმებს, მასკებს, სასუნთქ მილებს, ლასტებს, ნეოპრენის ნასკებს, ბოტებს, ხელთათმანებს, წყლის ფეხსაცმელებს, ქამრებს, 1 კგ, სიმძიმეებს, მობილურის წყალგამძლე კეისებს;
👉ასევე კომპაქტურ 0.5, და 12, 15 ლიტრიან ბალონებს, რეგულატორებს, ჰაერის და სიღრმის საზომებს, ტივტივადობის ჟილეტებს (BCD), GoPRO-ს და წყალქვეშა ბოქსებს, წყალქვეშა ფანრებს, მეტალო საძიებლებს, წყლის ჩანთებს;
👉სპეციალურ წყალქვეშა ბოქსს (მუშაობს 40 მეტრის სიღრმემდე) და ახალი სმარტფონი - 512 GB, 2 SIM კარტით.
👉დაივინგის სხვადასხვა დონის კურსებს და აშშ-ს SDI (Scuba Diving International) საერთაშორისო სერთიფიკატებს;
👉დაივინგის და წყალქვეშა ნადირობის ტურებს შავ ზღვასა და მაღალმთიან ტბებში, როგორც დამწყები, ასევე სერთიფიცირებული პირებისათვის;

სპეციალური შეთავაზებები!
👉ვინც ივნისის ბოლომდე DiveMaster-ის კურსებს შეიძენს, ის ბონუსად მიიღებს 40 უფასო დაივინგს, პლუს ჩაერთვება SDI-ის დაივერების დასაქმების პროგრამაში. გარდა ამისა ჩვენს ცენტრში დამატებით მიიღებთ იმ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც არცერთი უცხოური დაივინგ ცენტრი არ შემოგთავაზებთ, მათ შორის საძიებო დაივინგის და წყალქვეშა არქეოლოგიის მიმართულებით!
👉DiveMaster-ის კურსის და დაივინგის სრული კომპლექტის შეძენის შემთხვევაში, სპეციალური ფასდაკლების გარდა მიიღებთ სხვადასხვა საჩუქრებს, მათ შორის GOPRO-ს, წყალქვეშა ბოქსს ან საყვინთ ეკიპირებას;
👉სასერთიფიკატო კურსების შეძენით, დაივინგის და წყალქვეშა ნადირობის სრულ აღჭურვილობაზე შეგიძლიათ 10-დან 20%-დე ფასდაკლება მიიღოთ;
👉დაივინგის კურსების გავლის დროს, გონიოში მდებარე საოჯახო სასტუმრო "ხომალდში" ცხოვრების შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ფასდაკლება;
👉დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მესინჯერში ან ვოთსაპში დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
👉ასევე შეგიძლიათ თქვენ თავად დაგვიკავშირდეთ.
Tel/Viber/whatsApp: +995.577.124979 დავითი.

გაფრთხილება!!!Რაც უფრო ძლიერ ჩავეხუტებით და მივენდობით "დედიკო რუსეთს", მით უფრო მალე გვესტუმრება ყულევის პორტში უკრაინუ...
16/04/2026

გაფრთხილება!!!
Რაც უფრო ძლიერ ჩავეხუტებით და მივენდობით "დედიკო რუსეთს", მით უფრო მალე გვესტუმრება ყულევის პორტში უკრაინული დრონები!
ამ პოსტს და გაფრთხილებას ვწერ როგორც ზღვის ეკოლოგი და დაივერი, რომელიც უკვე კარგა ხანია ცხოვრობს და მუშაობს ზღვაზე და ჩემთვის სულერთი არ არის როგორც ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ასევე შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა!
ქართულო ოცნებავ - ტყემალზე არავინ არ ზის და არც ყველა ქართველი არ ვაპირებთ გავხვდეთ არქიფო სეთურის ყურმოჭრილი მრევლი!
ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ ვინ აშენებს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ყულევში და უმეტესწილად ვისი ნავთობი შემოვა და გავა იქ!
უკვე კარგა ხანია უკრაინული დრონები და ფრთოსანი რაკეტები სისტემატურად ბომბავენ და უმოწყალოდ ანადგურებენ რუსეთის პორტებს და განსაკუთრებით მათ ნავთობ საცავებს და გადამამუშაველ ქარხნებს!
თქვენ და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინელმა დრონებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს და გაანადგურეს ლენინგრადის, ნოვოროსისკის, ტუაფსეს თუ კასპიის ზღვაში მდებარე ნავთობის ობიექტები!
უკრაინა უკვე კარგა ხანია გახდა მსოფლიო ლიდერი თანამედროვე დრონების წარმოებაში! გარდა ამისა Მას სულ მალე მხოლოდ დიდი ბრიტანეთი 120000 შორ მანძილზე მოქმედ დრონს მიაწვდის! მასზე არა ნაკლები რაოდენობის დრონს თუ მძლავრ რაკეტებს მიაწვდის გერმანია და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიც!
Შესაბამისად ქართულმა ოცნებამ, აქედანვე უნდა კარგად გააცნობიეროს ის უდიდესი საფრთხე და პასუხისმგებლობა, რაც რუსული ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ყულევს ან სხვა ნებისმიერ ჩვენს საზღვაო პორტს თუ ქალაქებს უქადის!
ამიტომ უკვე ნამდვილად დროა ხელისუფლებამ, ასევე მათ მიერ სრულიად დაქვემდებარებულმა თუ მხარდამჭერმა პროპაგანდისტულმა მედეა საშუალებებმა და ქართველმა მოქალაქეებმა, უფრო სწორად და სამართლიანად შეაფასოთ არსებული რეალური მდგომარეობა!
საჭიროა აქედანვე ყველამ გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა რუსს დამყრობლებთან და XXI საუკუნის ველურ ბარბაროსებთან, ჩართულია უთანასწორო სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში და ის არც რუსეთში, არც შუა ზღვაში და არც მის მეგობარ თუ ოკუპირებულ ქვეყნებში, არავითარ შემთხვევაში არ მოერიდება საკუთარი მტრის ნავთობის მატარებელ ხომალდებს, ენერგეტიკული თუ სამხედრო ობიექტების განადგურებას!
ამიტომ მოგიწოდებთ შეაჩეროთ ყულევის და ასევე სხვა ქართულ პორტებში სანქცირებული რუსული ტანკერების შემოსვლა, მათ მიერ ნავთობის შემოტანა და გადამუშავება, რომელიც არა მარტო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პორტებს და ქალაქებს უქადის დიდ საფრთხეს, არამედ თავად შავი ზღვის ეკოსისტემას და შესაბამისად მთელი ზღვისპირეთის ეკონომიკასაც, განსაკუთრებით კი მეთევზეობის, სასტუმრო და სრულიად ტურისტულ ინდუსტრიას!!!

45 likes, 2 comments. "Fire spreads and intensifies in Tuapse refinery in Russia’a Krasnodar after Ukrainian drone attack"

ყველა ჩემს ახლობელ, ნაცნობ თუ უცნობ ქალბატონს და რა თქმა უნდა ქალ-დაივერებს გილოცავთ 8 მარტს!დაივინგის შესწავლის მსურველ...
08/03/2026

ყველა ჩემს ახლობელ, ნაცნობ თუ უცნობ ქალბატონს და რა თქმა უნდა ქალ-დაივერებს გილოცავთ 8 მარტს!
დაივინგის შესწავლის მსურველ ქალბატონებს კი ისევ ვთავაზობთ სხვადასხვა დონის კურსებს და შავ ზღვასა თუ უცხოეთში ახალ საინტერესო წყალქვეშა თავგადასავლებს!
👉სპეციალური შეთავაზება!!!
ვისაც გსურთ დაივინგის კურსების გავლა და გარკვეული თანხის დაზოგვა, გამონაკლისის სახით გთავაზობთ ჩაეწეროთ ჩვენს დაივინგ ცენტრში მარტის თვის ბოლომდე და დარეგისტრირდეთ TDI/SDI-ის (აშშ) საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე, თავად სრული კურსი კი ზაფხულის თბილ პერიოდში გაიაროთ!
👉ის ქალბატონები ვინც მარტის თვეში ჩაეწერებიან, დარეგისტრირდებიან www.tdisdi.com -ის ვებგვერდზე და ასევე თვის ბოლომდე ავანს ან სრული კურსის ღირებულებას გადაიხდიან, ისინი 10-დან 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ!
სრული კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ SDI-ის საერთაშორისო სერთიფიკატები, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს!
👉დასაქმება უცხოეთში!
ის ქალბატონები ვინც უცხო ენებს კარგად ფლობთ და ვისაც ევროპის ან კარიბის ზღვის ქვეყნების ცნობილი კურორტების დაივინგ ცენტრებში გსურთ დასაქმება, გირჩევთ DiveMaster-ის სრული ოთხი კურსი გაიაროთ და დაივინგის სერთიფიცირებული გიდი გახდეთ!
შესაბამის ვაკანსიებს TDI/SDI-ის ფედერაცია და აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო დაივინგ ცენტრები ჩვენ მუდმივად გვაწვდიან და ამ მხრივ ნამდვილად დიდი არჩევანი გვაქვს!
მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი II შესახვევი, სახლი №10. საოჯახო სასტუმრო "ხომალდი".
Tel: +995.577.124979.
Viber/whatsApp: +995.577.124979.

ყველა დაივერს, ჩემს ახლო მეგობრებს და ყველა კარგ ადამიანს გილოცავთ ახალ წელს!Happy New Year to all divers, my close frie...
01/01/2026

ყველა დაივერს, ჩემს ახლო მეგობრებს და ყველა კარგ ადამიანს გილოცავთ ახალ წელს!
Happy New Year to all divers, my close friends, and all good people!
Всем дайверам, моих близких друзей и всех хороших людей поздравляю наступающий Новый год!

დაივერებს და საკოლექციო ღვინის მოყვარულებს!გთავაზობთ შავ ზღვაში ორი წლის დავარგებულ პრემიუმ კლასის წითელ ღვინო მუკუზანს....
30/12/2025

დაივერებს და საკოლექციო ღვინის მოყვარულებს!
გთავაზობთ შავ ზღვაში ორი წლის დავარგებულ პრემიუმ კლასის წითელ ღვინო მუკუზანს. ამჟამად ამოღებულია ოთხი ბოთლი, მაგრამ მხოლოდ ორი ან მაქსიმუმ სამი ბოთლი გაიყიდება!
მოკლედ თუ გსურთ ახალ წელს და შობას საკუთარ სუფრას სრულიად განსხვავებული (დაივერული) იერი მისცეთ ან თქვენს საყვარელ ადამიანებს მეტად იშვიათი და ზღაპრული საჩუქარი გაუკეთოთ, მაშინ ეს წითელი საკოლექციო ღვინოები ჩვენი აბობოქრებული ზღვიდან თქვენთვის ამომიღია!
👉ეს არ არის უბრალოდ ღვინო ან ჩვეულებრივი ღვინის ბოთლები, ეს ღვინოები - ქართულ მეღვინეობაში საქართველოს სრულიად ახალი ისტორიაა, რომელიც ამ გიჟმაჟი ზღვის ფსკერზე მთელი ორი წელი ინახებოდა, ზღვის ენერგეტიკით ივსებოდა და ძველდებოდა!
👉ზღვაში კი ერთი წლის დავარგებული ღვინო, მთელ სამ წელს უდრის, გემოც სულ სხვანაირი აქვს, ამიტომ გახდა ეს ღვინოები და ღვინის ბიზნესი ასეთი პოპულარული ევროპაში!
👉ისიც გაითვალისწინეთ და დააფასეთ, რომ ზღვის ფსკერზე დღემდე ქართული ღვინოები, მთელი ორი წელი უწყვეტად, ასეთ ძლიერ შტორმებსა და წყალქვეშა დინებებში უსაფრთხოდ, ჯერ არცერთ ქართველ დაივერს თუ მეღვინეს არც შეუნახია და არც დაუძველებია!
👉ეს ღვინოები მეტად იშვიათია, საკოლექციო და თანაც ისტორიულია, შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს!
დამიკავშირდით მხოლოდ რეალურმა კლიენტებმა!
Tel./Viber/whatsApp: ‪+995.577.124979‬.

09/12/2025

და ვინ გაუღებს საქართველოს თავის ხომალდის კარს?!
ცისფერი პლანეტა ფაქტიურად იგივე პრინციპით არის მოწყობილი, როგორც ხმელეთი. დიდი და ძლიერი ცხოველი ერევა და ჭამს პატარას, იქ გადარჩენა მხოლოდ ძალიან სწრაფ, გონიერ და ეშმაკ ცხოველებს შეუძლიათ, აგრეთვე იმ თევზების და ორგანიზმების პოპულაციას ვინც ძალიან სწრაფად და ინტენსიურად მრავლდება.
დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მეტად რთული პოლიტიკური მდგომარეობაა, უფრო ზუსტად იმდენად რთული და სახიფათო, რომ საქართველო (როგორც პატარა და უმწეო თევზის გუნდი) შეიძლება სრულიად გადაყლაპოს და რუკიდან გააქროს უფრო დიდმა და მრავალრიცხოვანმა ქვეყანამ!
იმის მაგიერ, რომ ქართველები (ისევე როგორც ებრაელები, ადრე ფინელები ან თუნდაც უკრაინელები) ერთ ძლიერ მუშტად შეიკრნენ და ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, სულ ერთმანეთთან ბრძოლაში, დამცირებაში, სიკვდილამდე ცემასა და დაჭერებით არიან დაკავებულნი!
შედეგად საქართველო ტერიტორიულად კიდევ უფრო დაპატარავდა, ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაბეჩავდა, ქართველების უდიდესი ნაწილი კი უცხოეთში გადაიხვეწა!
ამ დელფინების გუნდს ბედმა გაუღიმა და შემთხვევით გამავალ ხომალდზე პოვეს დიდი მტაცებლებისგან თავშესაფარი. დღეს ხელისუფლებას 100%-იანი რწმენით და გარანტიით შეუძლია გვითხრას, ხვალ, რომ საქართველოს საზღვრებს ახალი დიდი მტერი მოადგება, მაინც ვის ხომალდს თუ "პარახოდს" უნდა შეაჯდეს საქართველო, რომელი დიდი ქვეყანა გაუღებს მას კარს ისე, რომ ისევ სრულფასოვნად შეგვინარჩუნდეს საკუთარი - ენა, მამული და სარწმუნოება?!
მე უკვე კარგა ხანია ცისფერ პლანეტაზე და მესამე განზომილებაში ვცხოვრობ და არა ხმელეთზე, ამიტომ ზღვის და ასევე ამ ჩვენი ამოტრიალებული ცხოვრების კანონზომიერებანი საკმაოდ კარგად ვიცი და მესმის, რომ პირდაპირ ვთქვა, საქართველოს თავის ხომალდის კარს მხოლოდ ევროპა და ევროკავშირი გაუღებს! ჩინეთი, არაბული და მთლიანად ისლამური სამყარო, მას როგორც პატარა თევზს უცებ გადაყლაპავს, ხოლო ახალი რუსულ-მონღოლური ურდო და ბოროტების იმპერია (თუ ის საბოლოოდ არ დაინგრა და არ დაიშალა), მას კიდევ უფრო დააქუცმაცებს, სხვების დასანახად ცინიკურად დაამცირებს და პოლიტიკური რუკიდან საბოლოოდ გააქრობს...
https://www.facebook.com/reel/826849319975953

ფანჯარა მესამე განზომილებაში!კონკურსი: ყველაზე მაგარი და გაბედული ქალი დაივერები მესამე განზომილებიდან! ყურადღება! თუ სა...
06/11/2025

ფანჯარა მესამე განზომილებაში!
კონკურსი: ყველაზე მაგარი და გაბედული ქალი დაივერები მესამე განზომილებიდან!
ყურადღება! თუ საქართველოშიც არსებობს ისეთი ქართველი დაივერი ქალბატონი, რომელსაც თეთრ, რიფის ან თუნდაც შავი ზღვის ზვიგენთან წყალქვეშ ორიგინალური სურათი აქვს გადაღებული (ოღონდ არა ფოტოშოპში და AI-ით გაკეთებული) და ასევე აქვს TDI/SDI, SSI, CMAS, PADI-ის (ან სხვა საერთაშორისო ფედერაციის) დაივერის სერთიფიკატი, ჩვენი დაივინგ ცენტრი საჩუქრად, ზღვაში 2 წლის დაძველებულ პრემიალური კლასის წითელ ღვინოს გადასაცემს.😊
მოკლე განმარტება:
რადგანაც საქართველოში სრული პოლიტიკური საგიჟეთი, სიბნელე და მარაზმი არა და არ მთავრდება, ხოლო ქართველი ახალგაზრდობის და ასევე ფაქტიურად მთელი საზოგადოების ზღვის სამყაროსადმი ცოდნა და ინტერესი უკვე დიდი ხანია ნულს ქვემოთაა დაშვებული, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია და დაივინგ ცენტრი პოსეიდონის სამყარო ჩვენს გამომწერებს და ასევე ყველა დაინტერესებულ პირს გთავაზობთ, ხანდახან ცოტათი მაინც მოწყდეთ ამ ცოდვილ მიწას, ქართულ პოლიტიკურ სრულ მარაზმს და უფრო ახლოს გაეცნოთ ზღაპრულ ცისფერ პლანეტას, რომელიც აქვე დედამიწაზეა და არა სადღაც მარსზე თუ იუპიტერის შორეულ პლანეტებზე!
P.S. თუ ჩვენი დაივერების და გამომწერების ინტერესი იქნება, მე ისევ შემიძლია პერიოდულად (მაინც) სხვადასხვა სახის საინტერესო შემეცნებითი მასალები, ფოტო და ვიდეო კოლაჟები, აგრეთვე სრულიად ახალი კონკურსები და პროექტები შემოგთავაზოთ, რომელშიც ყველას, მათ შორის ბავშვებს, მოზარდებს და ჩვენს გაბედულ ქალბატონებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.
შესაბამისად გთხოვთ კომენტარებში დაპლიუსდეთ ვისაც ასეთი სახის კონკურსები, აგრეთვე დაივინგის სწავლა, ტურები, ჩვენს სრულიად ახალ საზღვაო პროექტებში მონაწილეობის მიღება, ზღვაში დაძველებული ღვინის და თუნდაც სხვა სახის საინტერესო ინფორმაციის მიღება გაინტერესებთ.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ:
Tel./Viber/whatsApp: ‪+995.577.124979‬.
დავით ნიკოლეიშვილი
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე.

ყველა დაივერს და ღვინის მოყვარულებს!მე უკვე კარგა ხანია გამოწერილი მაქვს სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის პლატფორმა - "Worl...
07/02/2025

ყველა დაივერს და ღვინის მოყვარულებს!
მე უკვე კარგა ხანია გამოწერილი მაქვს სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის პლატფორმა - "World Military/ანალიტიკა".
მე ძალიან მომწონს და ვაფასებ ამ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელთაც ჩვენი საზოგადოებისათვის მეტად საჭირო და საინტერესო ინტერნეტ პროექტი შექმნეს.
რამდენიმე დღის წინ მე ჩემი დაივინგ ცენტრის მეშვეობით მათთან თანამშრომლობა გადავწყვიტე და შევთანხმდით, რომ პერიოდულად ჩემს მიერ შავ ზღვაში დაძველებული ღვინოების გარკვეული ნაწილი სარეალიზაციოდ გადავცე და ამ გზით მათი პლატფორმის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.
👉ამიტომ ყველას გთხოვთ თქვენც გამოიწეროთ ეს საინტერესო გვერდი და დონაციის გზით შეძლებისდაგვარად თქვენც დაუჭიროთ მათ მხარი.
👉ამასთან ერთად თუ კარგი ღვინო გიყვართ და თან გსურთ თქვენს ახლო მეგობარს დაბადების დღეზე იშვიათი და მეტად ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოთ, მაშინ გირჩევთ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ქვემოთ გამოცხადებულ აუქციონში!
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=122138711732453714&id=61563611447032&rdid=fM5dr78MFFIjEiMh #

ყურადღება სიახლე!!!დაივინგ ცენტრი პოსეიდონის სამყარო და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია!👉აშშ-ს SDI (Scuba Diving ...
23/01/2025

ყურადღება სიახლე!!!
დაივინგ ცენტრი პოსეიდონის სამყარო და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია!
👉აშშ-ს SDI (Scuba Diving International) დაივინგის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით იწყებს სრულიად ახალ - დაივერების დასაქმების პროგრამას!
👉ისწავლე დაივინგი, გახდი პროფესიონალი დაივერი და დასაქმდი მსოფლიოს წამყვანი საზღვაო კურორტების მოქმედ დაივინგ ცენტრებში!
👉არსებული ვაკანსიების მოწოდებას უზრუველყოფს SDI-ი და დაივინგ ცენტრი პოსეიდონის სამყარო;
👉ყველაზე მეტი ვაკანსიები მოდის კარიბის ზღვის აუზის, ევროპის და ასევე აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ინდონეზიასა და იაპონიაში არსებულ დაივინგ ცენტრებიდან!
👉პირველ ეტაპზე მიიღება მხოლოდ 10 სტუდენტი!
👉კურსი დაწყება თებერვლის თვიდან, პირველი 3-4 კაციანი ჯგუფის შეკრებისთანავე!
👉დაივერის დასაქმებისთვის აუცილებელი მინიმალური დონე - DiveMaster-ი!
👉სტუდენტის მინიმალური ასაკი 17 წელი;
👉სრული ოთხი კურსის სწავლის პერიოდი 2-3 თვემდე;
👉სწავლება იქნება ეტაპობრივი, გარკვეული პაუზებით, რადგან ყველა დაივერმა წყალქვეშ უნდა დააგროვოს მინიმუმ 40 სამუშაო საათი;
👉სრული კურსის გავლა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში;
👉სწავლების დრო და გრაფიკი მაქსიმალურად სტუდენტებზე იქნება მორგებული;
👉სრული კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ერთიანად, ეტაპობრივად და ბანკის განვადებით;
👉სრული კურსის ღირებულება განსხავებულია და დამოკიდებულია სტუდენტების რაოდენობასა და გადახდის პირობებზე;
👉კურსის დროს სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან სრული საყვინთი აღჭურვილობით და თბილი ჰიდროკოსტუმებით;
👉თეორიული სწავლება და პრაქტიკული ვარჯიშები ჩატარდება შავ ზღვაზე ბათუმის მახლობლად, გონიოს სანაპიროზე და საოჯახო სასტუმრო "ხომალდში";
სპეციალური შეთავაზება!
👉სრული კურსის გავლის დროს საოჯახო სასტუმრო "ხომალდში" ცხოვრების შემთხვევაში გათვალისწინებულია 10%-იან ფასდაკლება;
👉სტუდენტებს საშუალება ექნებათ ადგილზე შეიძინონ როგორც ახალი, ასევე მეორადი საყვინთი აღჭურვილობა 10-20% ფასდაკლებით!
👉დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მესინჯერში ან ვაიბერ/ვოთსაპში დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
ასევე შეგიძლიათ თქვენ თავად დაგვიკავშირდეთ.
Tel: +995.577 12 49 79.
Viber/whatsApp: +995.577.124979 დავითი.

Explore the depths with Scuba Diving International (SDI) – where the world of sport diving unfolds at your pace. Founded in 1998 by diving veterans, SDI stan...

იყიდება წყალქვეშა სანადირო თოფები, 45 და 105 სმ-იანები, ფასი 150-250 ლარი;დაივერის წყლის ნიღბები (არის სასუნთქი მილებიც)...
14/01/2025

იყიდება წყალქვეშა სანადირო თოფები, 45 და 105 სმ-იანები, ფასი 150-250 ლარი;
დაივერის წყლის ნიღბები (არის სასუნთქი მილებიც), ფასი 100-150 ლარამდე;
ახალი და მეორადი წყლის სასუნთქი აპარატები, ფასი 200-350 დოლარამდე;
მანომეტრი, სიღრმის საზომი-კომპასით ან მის გარეშე, ფასი 100-150 დოლარამდე;
ახალი და მეორადი ტივტივადობის ჟილეტი, ფასი 150-300 დოლარამდე;
ახალი და მეორადი დაივერის ლასტები, ფასი 100 ლარიდან;
მაღალი წნევის 12 და 15 ლიტრიანი ბალონები, ფასი 300 დოლარიდან;
სიმძიმის სამაგრი ქამრები, სვინეცის 1 & 2 კგ. ტყვიებით;
დაივერის სრული აღჭურვილობა, 5.5 მმ-იანი კომბინიზონის ჩათვლით, ფასი შეთანხმებით.
👉სპეციალური შეთავაზება!
ვინც 500 ლარის აღჭურვილობას შეიძენს ან 30 იანვრამდე დაივინგის სასერთიფიკატო კურსს დაიწყებს, ის როგორც სწავლებაზე, ასევე საყვინთ აღჭურვილობის შეძენაზე 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს!
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
Tel: +995.577 12 49 79.
Viber/whatsApp: +995.577.124979 დავითი.

Address

Agmashenebeli Avenue N154, IV Floor, Room 6 (Business Center Green Office)
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sustainable Development Fund of Georgia Coast posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Sustainable Development Fund of Georgia Coast:

Share