27/04/2026
25 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის“ (ETAG) ორგანიზებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩატარდა კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი (AI) და მისი პრაქტიკული გამოყენება TESOL-ის კონტექსტში”.
🇺🇸 კონფერენცია თანადაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის პროგრამის ფარგლებში, რეგიონული ინგლისური ენის ოფიცრის, ჯონ სილვერისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.
🗣️გახსნის ცერემონიაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალოების შემსრულებელმა, ალან ს. პერსელმა, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ.
📌მისალმების შემდეგ კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების ტენდენციებზე მთავარი მოხსენებით დაიწყო. მოხსენება წარადგინა აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მ. ლივაისმა.
📄პროგრამა მოიცავდა პარალელურ სესიებსა და სამ პარალელურ სემინარს/ვექშოფს, რომლებსაც ინგლისური ენის სწავლების ექსპერტები აშშ-ის საელჩოდან, ჯონ ჯორდანი და მაიკლ ვესიო, დოქტორ ლივაისთან ერთად უძღვებოდნენ.
🔗ვრცლად: https://eu.edu.ge/ai-da-misi-praktikuli-gamokeneba/
🔗For English: https://eu.edu.ge/en/conference-artificial-intelligence-ai
The opening ceremony featured welcome remarks from Mr. Alan S. Purcell, Chargé d'Affaires ad interim at the US Embassy Tbilisi; Nino Taliashvili, Rector of