საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი Georgian Composers Union

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი Georgian Composers Union

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი Georgian Composers Union საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი

04/04/2026
კომპოზიტორ რამაზ კემულარიას საიუბილეო კონცერტის მიმოხილვა
31/03/2026

კომპოზიტორ რამაზ კემულარიას საიუბილეო კონცერტის მიმოხილვა

ავტორი : ელენე ბუიშვილი ბაკალავრიატი , III კურსი საგანი - რედაქტირება საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია კომპოზიტორ ...

გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი, ღირსების ორდენის კავალერი და გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი, ანსამბლ „შავლეგოს“ დამფ...
16/03/2026

გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი, ღირსების ორდენის კავალერი და გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი, ანსამბლ „შავლეგოს“ დამფუძნებელი ჯემალ ადამაშვილი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

პანაშვიდი 16 მარტს.
მისამართი: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №10.

გამოსვენება 17 მარტს, 14:00 საათზე,
სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან.

8 მარტს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ოთარ მაღრაძის ჯაზ-ტრიოს კონცერტი “წვიმის შემდეგ...
07/03/2026

8 მარტს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ოთარ მაღრაძის ჯაზ-ტრიოს კონცერტი “წვიმის შემდეგ”.

მონაწილეობენ:
ოთარ მაღრაძე - ფორტეპიანო,
გიორგი სამსონაძე - ბას-გიტარა,
ჰიირგი სალაღიშვილი - დრამი.
წამყვანი - მანანა არველაძე.

კონცერტი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მხარდაჭერით.

დასაწყისი 15:00 საათზე.
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენაბლის გამზ. N123.
დასწრება თავისუფალია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულება 2026 წლის 20-21 თებერვალს ატ...
19/02/2026

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულება 2026 წლის 20-21 თებერვალს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას „პიროვნება და საზოგადოება დროის კონტექსტში”, რომელიც ეძღვნება ორი გამოჩენილი მუსიკისმცოდნის, ვლადიმერ დონაძისა და პავლე ხუჭუას დაბადებიდან 120 წლისთავს.

კონფერენციის პროგრამა და აბსტრაქტები იხილეთ კონსერვატორიის საიტზე:
https://surl.li/saclhv

7 თებერვალი - ქართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდ...
07/02/2026

7 თებერვალი - ქართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ქართველი კომპოზიტორების - სულხან ცინცაძის, ვაჟა აზარაშვილის და გია ყანჩელის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ კონცერტს.

✨ჯუბა ჯანდიერი - 90✨25 იანვარს ჯუბა ჯანდიერს - ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, მსახიობს, მხატვარს და პოეტს - 90 წელი უსრულდე...
25/01/2026

✨ჯუბა ჯანდიერი - 90✨

25 იანვარს ჯუბა ჯანდიერს - ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, მსახიობს, მხატვარს და პოეტს - 90 წელი უსრულდება.

ბატონ ჯუბას დაბადების დღეს ვულოცავთ! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ მრავალ სასიამოვნო სიახლეს და წარმატებას მის შემოქმედებაში!

თურქეთში მოღვაწე პიანისტის და პედაგოგის თამარ ბარდაველიძე-თორეს მიერ დაფუძნებული კულტურული ორგანიზაცია “TAMARART”, მეხუთ...
21/01/2026

თურქეთში მოღვაწე პიანისტის და პედაგოგის თამარ ბარდაველიძე-თორეს მიერ დაფუძნებული კულტურული ორგანიზაცია “TAMARART”, მეხუთე საერთაშორისო პროექტ-ფესტივალის „სიყვარულით საქართველოს“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ კონცერტს თურქი და ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის და პიანისტის გიორგი შავერზაშვილის საიუბილეო თარიღს.

კონცერტი გაიმართება 22 იანვარს თბილისის კონსერვსტორიის მცირე დარბაზში. დასაეყისი 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

Address

დავით აღმაშენებელის გამზირი 123
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი Georgian Composers Union posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი Georgian Composers Union:

Share