NCA - Nature Conservancy Association

NCA - Nature Conservancy Association NCA - Nature Conservancy Association

ასოციაციის ძირითადი მიზანია, კანონით დადგენილი წესით დაიცვას და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ფლორასა და ფაუნას.

მისი საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს:

- საქართველოს ბუნებრივი გარემოს, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა/შემუშავება და განხორციელება.

- ქართული ფლორისა და ფაუნის ენდემური ჯიშების დაცვა, პოპულარიზაცია და სელექცია, მათ შორის, ქართული რუხი ფუტკრი

ს დაცვა და პოპულარიზაცია;


- გადაშენების პირას მყოფი და წითელ წიგნში შეტანილი ენდემური ჯიშის მცენარეებისა და ცხოველების დაცვა.


- ერთობლივი ღონისძიებებით ქართული ტყეების აღდგენა, განსაკუთრებით, მეჩხერ ტყეებში დაზიანებული ხეების ჩანაცვლება საღით და მათი მოვლა. (აგრეთვე, მოსახლეობის ინსტრუქტირება ტყეში გაჩენილი ხანძრის დროულად ლიკვიდაციის გზების შესახებ);


- გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა/შემუშავება და განხორციელება.

- ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენცია;

- სპეციალისტების მოწვევა კონფერენციების, ტრენინგებისა და სწავლებების ჩასატარებლად. გარემოსდაცვითი განათლების და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

- საქართველოში ეროვნული უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე ეკოლოგიური და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის შესწავლა და არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის საჭირო ღონისძიებების დასახვა.

Address

Tbilisi
0162

Telephone

+995995599802200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NCA - Nature Conservancy Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share