ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow

ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow, Community Organization, I. Chavchavadze Avenue 37M, Axis Towers, Terminal Business Center, Tbilisi.

“ქალები მომავლისთვის” ბიზნესასოციაციაა, რომელიც საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს ძლიერ, წარმატებულ ქალებს სხვადასხვა სფეროდან. ასოციაციის მისიაა ქალთა გაძლიერება, მათი როლის წინ წამოწევა და ჩართვა ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებში. ბიზნესფედერაცია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.გვჯერა, რომ დასახული მიზნების მიღწევა მხოლოდ გაერთი

ანებული ძალებით არის შესაძლებელი, ამიტომ ვქმნით ქალთა ძლიერ ქსელს, რომლის წევრებიც მზად არიან, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

შემოგვიერთდით: https://www.surveymonkey.com/r/WY6C8N7

24/12/2025

💬„ბევრჯერ მინახავს როგორ ხდება გარეგნული ცვლილებები შინაგანი რესურსების გაღვივების და ახალი შესაძლებლობების დანახვის საფუძველი. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ინსპირაციული იყო შემექმნა ბიზნესი, სადაც ესთეტიკა ხდება ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ცვლილებების და ტრანსფორმაციის ნაწილი."

🔴მაია წურწუმია - ბიზნეს ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი
📌რუბრიკა: ბიზნეს რჩევები ბიზნეს ქალებისგან

📍 ბიზნესასოციაციამ “ქალები მომავლისთვის” წევრებისთვის დახურულ შეხვედრას უმასპინძლა🤝 ტრადიციისამებრ შეხვედრაზე ოთხი წევრი...
19/12/2025

📍 ბიზნესასოციაციამ “ქალები მომავლისთვის” წევრებისთვის დახურულ შეხვედრას უმასპინძლა
🤝 ტრადიციისამებრ შეხვედრაზე ოთხი წევრის პრეზენტაცია შედგა:
👉 ნინა გადელიამ მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია Shine Energy • შაინ ენერჯი წარადგინა სადაც ის დამფუძნებლის და დირექტორის პოზიციას იკავებს. აღნიშნული კომპანია მზის ელექტროსადგურების პროექტირებას, ინჟინერიას, შესყიდვებსა და მშენებლობას (EPC) უზრუნველყოფს და ამ მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნესს, ისე ფიზიკურ პირებს. Nina Gadelia
👉 ანა მიქელაძემ ადამიანური რესურსების მართვის პლატფორმა talant.ge წარადგინა, რომელიც HR ადმინისტრირების პროცესის გაციფრულება მოიცავს
👉 თამარ ყაჭაშვილმა წარადგინა ლიდერობის პლატფორმა Turning Point - გარდამტეხი წერტილი, ტრანსფორმაციული ლიდერობის პროგრამა, რომელიც ქმნის სტრატეგიული პაუზის სივრცეს მოქმედი მენეჯერებისთვის-მათთვის, ვინც ქმნის, გარდაქმნის და ავითარებს ორგანიზაციებს, სისტემებს, გუნდებსა და იდეებს. პლატფორმის უნიკალური პროგრამები მიმართულია ლიდერის აზროვნებისა და უნარების რეაქტივაციაზე, ასევე რეალური მენეჯერული გამოწვევების შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტაზე, როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ ჭრილში.
👉 ირმა დაუშვილმა და რუსუდან კოპლატაძემ წარადგინეს მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია BVConsulting, კომპანიის ძირითადი მიმართულებები მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან, სტაბილურ და მასშტაბირებად ფუნქციონირებას

📢 ბიზნეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები  უზბეკეთის ქალთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებ...
24/11/2025

📢 ბიზნეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უზბეკეთის ქალთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

🤝 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები და ეკონომიკური პარტნიორობის შესაძლებლობები.

17/11/2025

💬„ჩემთვის ცოტა რთული იყო ჯანდაცვის სფეროდან განათლების სფეროში გადავსულიყავი, რადგანაც განათლების სფეროს განსხვავებული გამოწვევები აქვს, თუმცა კარიერა კოლეჯში ძალიან სწრაფად განვითარდა... რამოდენიმე წელში გავხდი კოლეჯის მფლობელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი.“
🔴მაია ჩიხლაძე - ბიზნეს ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
📌რუბრიკა: ბიზნეს რჩევები ბიზნეს ქალებისგან

📆 დღეს ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის გა...
14/11/2025

📆 დღეს ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელთან — დიანა კოსტასთან.

🤝 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის გზები.

10/11/2025

💬„რეგიონში ბიზნესის კეთება არასოდეს იყო ადვილი, მით უმეტეს, როდესაც ხარ ქალი... ბიზნესი 25 წლის წინ დავიწყე, იყო ინფრასტრუქტურული სირთულეები, ადამიანური რესურსების დეფიციტი, სკეპტიციზმი... ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობდა რომ გებრძოლა გამარჯვებისთვის“
🔴ლალი სამსონიძე - ბიზნეს ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი
📌რუბრიკა: ბიზნეს რჩევები ბიზნეს ქალებისგან

ნამცხვრისა და პიცის სახლი - SL Company

03/11/2025

💬„სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ, ბაზრის ცოდნამ მიმიყვანა ამ ბიზნესამდე... იმ პერიოდში, არანაირი ბიზნესის კეთება არ ვიცოდი და პროცესი მთლიანად ნამართი იყო ინტუიციური შეგრძნებებით“
🔴ნინო გამყრელიძე - ბიზნეს ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი
📌რუბრიკა: ბიზნეს რჩევები ბიზნეს ქალებისგან

4Hospitals

📢ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამარ ყაჭაშვილის ახალი წამოწყება - გარდამტეხი წერტილ...
20/09/2025

📢ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამარ ყაჭაშვილის ახალი წამოწყება - გარდამტეხი წერტილი - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე.

👉Turning Point - გარდამტეხი წერტილი არის ლიდერობის პროგრამა, რომელიც სპეციალურად მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის შეიქმნა. „გარდამტეხი წერტილი“ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ სტრატეგიული პაუზა, გადააფასონ გამოცდილება და ახალი ნაბიჯები გადადგან, რათა თანამედროვე ბიზნესგარემოში კიდევ უფრო ეფექტიანები და კონკურენტუნარიანები გახდნენ.

📎პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.turningpoint.ge/პროგრამები

🔗რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.turningpoint.ge/registration

📢21 ივლისს ბიზნეს ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“, მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია Shine Energy • ...
22/07/2025

📢21 ივლისს ბიზნეს ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“, მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია Shine Energy • შაინ ენერჯი-სთან პარტნიორობით უმასპინძლა დარგობრივ ღონისძიებას “ქალები ენერგეტიკაში”, რომელიც მიზნად ისახავდა ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გააქტიურებას, ტექნოლოგიური ინოვაციების გაზიარებასა და ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობას.

📌ღონისძიება წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგია, განახლებადი წყაროების განვითარების პერსპექტივები და სექტორში ქალების ჩართულობა.

📢 ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია Shine Energy-ის პარ...
04/07/2025

📢 ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია Shine Energy-ის პარტნიორობით გიწვევთ ღონისძიებაზე „ქალები ენერგეტიკაში“.

✅ღონისძიება აერთიანებს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს.

🟢 ძირითადი თემები მოიცავს:
• ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ენერგეტიკის სექტორში;
• ენერგეტიკის სექტორის განვითარება, ინოვაციები და მდგრადობა საქართველოში;
• საერთაშორისო პარტნიორობის, სახელმწიფოსა და კომერციული ინსტიტუტების როლი მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში;
• კერძო სექტორის ხედვა – მიღწევები და გამოწვევები;
• ქალების ჩართულობის გაძლიერება ენერგეტიკაში – მიმდინარე პროგრამები და საჭიროებები;

📅 21 ივლისი, 15:00 სთ
⚠ გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ადგილები შეზღუდულია და დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. მონაწილეობის დადასტურება მოხდება განაცხადის მიღებისა და გადარჩევის შემდეგ. დადასტურებულ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ელფოსტით გაეგზავნებათ.

სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ლინკს:

ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია Shine Energy-ის პ.....

02/07/2025

💬„ტოპ მენეჯმენტში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დავინახე, რომ ბაზარზე იყო პრობლემა ფინანსების მართვის ნაწილში, სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ბაზარს შესთავაზებდა კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას და კონსულტაციებს“
🔴თამარ ჩხატარაშვილი - ბიზნეს ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი
📌რუბრიკა: ბიზნეს რჩევები ბიზნეს ქალებისგან

EBIT Group - ებიტ ჯგუფი

20/06/2025

💬„პირველად, როდესაც ბიზნესი დავიწყე, საკუთარ გუნდსაც არ სჯეროდა, რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა... ეს ძალიან რთულია, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ეს, რომ დამემტკიცებინა, რომ კი - გამომივა“
🔴ნინო მუსერიძე - ბიზნეს ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი
📌რუბრიკა: ბიზნეს რჩევები ბიზნეს ქალებისგან

Nino Museridze
G G R C ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი

Address

I. Chavchavadze Avenue 37M, Axis Towers, Terminal Business Center
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow:

Share