Georgian Association of Allergology and Clinical Immunology

Georgian Association of Allergology and Clinical Immunology The main mission of GAACI is to arrange scientific, medical, diagnostic and prophylactic activities
(2)

Association's Aims and Mission

The main goals of GAACI are to:
Introduce the innovative achievement of allergology, immunology and various research fields and promote the highest standards of scientific and medical practice and education among its members. Participate in elaboration of strategic and other documents for national healthcare development (legislation, programs, plans, guidelines) in

order to further improve allergology and immunology services; Expertise and implement of scientific research projects in allergology and immunology and adjacent disciplines;
Promote exchange of specialists, interns, ideas and work experience with professional associations and societies in other countries as well as facilitate postgraduate education and lifelong learning in allergology and immunology;
Undertake publishing and informational activities in accordance to legislation;

We welcome doctors and researchers involved in various areas of modern medical biological research and clinical practice who deal in their everyday practice with any kind of immunopathology.

ვულოცავთ საკიას პრეზიდენტს აკადემიკოს ბატონ რევაზ სეფიაშვილს, ასევე წყალტუბოს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლო...
23/05/2026

ვულოცავთ საკიას პრეზიდენტს აკადემიკოს ბატონ რევაზ სეფიაშვილს, ასევე წყალტუბოს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WAO) მაღალი საერთაშორისო აღიარების მიღებას.

WAO-ს მიერ გადმოცემული „Special Recognition Award“ წარმოადგენს აკადემიკოსი ბატონი რევაზ სეფიაშვილის მრავალწლიანი, გამორჩეული საქმიანობისა და ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებას.

ასევე, განსაკუთრებული პატივია, რომ ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, წყალტუბო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტი, თბილისი ოფიციალურად დასახელდა WAO-ს „Center of Excellence“-ად -საერთაშორისო ცენტრებად, რომლებიც გამოირჩევა განათლების, კვლევისა და პროფესიული ტრენინგების მაღალი ხარისხით.

ეს აღიარება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ქართული მედიცინის, ისე საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისათვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ღირსეულ ადგილს მსოფლიო ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სფეროში.

დიდი მადლობა მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციას (WAO) ამ მნიშვნელოვანი დაფასებისა და მხარდაჭერისათვის.

2026 წლის 2–5 მაისს თბილისში გაიმართა ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XV საერთაშორისო კონგრესი -  „GAACI meet...
19/05/2026

2026 წლის 2–5 მაისს თბილისში გაიმართა ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XV საერთაშორისო კონგრესი - „GAACI meets WAO 2026“, რომელმაც თავი მოუყარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტ დელეგატს, მეცნიერს, კლინიცისტსა და ახალგაზრდა მკვლევარს. აღნიშნული კონგრესი იქცა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მაღალი აკადემიური სტანდარტის მქონე სამეცნიერო პლატფორმად ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებით.

კონგრესის ფარგლებში, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (GAACI) მოწვევით, საზეიმოდ აღინიშნა ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO) 75 წლისა და ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI) 70 წლის იუბილე, რაც განსაკუთრებულ სიმბოლურ და ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებდა ღონისძიებას.

კონგრესი ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ შეფასდა 24 ევროპული CME კრედიტ-ქულით, რაც წარმოადგენს უმაღლეს შეფასებას. აღნიშნული შედეგი უპრეცედენტოა საქართველოს სამეცნიერო-სამედიცინო სივრცისთვის, ვინაიდან მსგავსი მოცულობის ევროპული აკრედიტაცია საქართველოში ჩატარებულ არც ერთ სამეცნიერო კონგრესს მანამდე არ მიუღია.

კონგრესს ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ლიდერები, მათ შორის: აარონ ჩეხანოვერი, მარიო მორაის ალმეიდა, ალენ კაპლანი, ბრაიან მარტინი, ჯორჯიო ვალტერ კანონიკა, ლენი როსენვასერი, იგნასიო ანსეტოგუი, ლუსიანა ტანო, ელხამ ჰოსნი, მელინდა რატკოფი, ანდრე მორეირა, კამალ მაურისე ჰანა, სევდეთ ოზდემირი და მრავალი სხვა საერთაშორისო ექსპერტი.

კონგრესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა ის ფაქტი, რომ World Allergy Organization-მა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და წყალტუბოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს მიანიჭა „ბრწყინვალების ცენტრის“ (Center of Excellence) სტატუსი. აღნიშნული აღიარება წარმოადგენს უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას და ადასტურებს ამ ინსტიტუციების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობას როგორც კლინიკური, ისე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტმა (SEU) ნობელის პრემიის ლაურეატს პროფესორ აარონ ჩეხანოვერს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობასა და ბიომედიცინის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის.

კონგრესის ფარგლებში ასევე ჩატარდა „საერთაშორისო სკოლა ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში“, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და ინტენსიურ საგანმანათლებლო სესიებს. სკოლის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიის, კლინიკური პრაქტიკისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის უახლესი სტანდარტების სწავლება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა-განხორციელებას.

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია მადლობას უხდის შემდეგ უნივერსიტეტებსა და დაწესებულებებს:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის საერათაშორისო უნივერსიტეტი, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სამედიცინო ცენტრი - "მრჩეველი" - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია ასევე გულწრფელ მადლობას უხდის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს, პარტნიორ ორგანიზაციასა და სპონსორს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონგრესის წარმატებით განხორციელებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მზარდი როლი საერთაშორისო სამეცნიერო და სამედიცინო თანამშრომლობის სფეროში.

შევხვდებით მალე - ახალი სამეცნიერო იდეებით, საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებითა და მედიცინის განვითარების საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული პროფესიული საზოგადოებით.

World Allergy Organization

EAACI

კონგრესის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://gaaci.ge/event-detail.html?id=12&type=upcoming
კონგრესის შესახებ სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/share/v/1CgHnikExq/

09/05/2026
08/05/2026

GAACI meets WAO 2026

🌍  „GAACI meets WAO 2026“ — ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესი, რომე...
02/05/2026

🌍 „GAACI meets WAO 2026“ — ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესი, რომელიც თბილისში აერთიანებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს, იწყება დღეს, დელეგატების რეგისტრაციით!

კონგრესის ფარგლებში, 3 და 4 მაისს, გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ:
🔹 Elham Hossny (Ain Shams University, კაირო, ეგვიპტე) — თემით: “Not Just Atopy – It Is a Primary Immunodeficiency”
🔹 Cevdet Ozdemir (Istanbul University, თურქეთი) — თემით: “Immunonutrition”

მონაწილეებს ელით უახლესი სამეცნიერო ცოდნა, საინტერესო დისკუსიები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

✨ შემოგვიერთდით და გახდით ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი!

🎉 მონაწილეებს, რომლებსაც სურთ დასწრება და არ აქვთ გავლილი რეგისტრაცია ეძლევათ შესაძლებლობა კონგრესზე, ადგილზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ მაქსიმალური 24CME კრედიტ ქულა.

📍 თბილისი, საქართველო
📅 2–5 მაისი, 2026

GAACI meets WAO 2026 კონგრესი იწყება ხვალ. გვაქვს სასიამოვნო სიახლე!დელეგატებს, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაცია ვერ მოას...
01/05/2026

GAACI meets WAO 2026 კონგრესი იწყება ხვალ.

გვაქვს სასიამოვნო სიახლე!

დელეგატებს, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაცია ვერ მოასწრეს, შეუძლიათ ადგილზე დარეგისტრირება. 🎉

კონგრესი აკრედიტებულია ევროპის აკრედიტაციის საბჭოს მიერ და გაიცემა მაქსიმუმ 24 CME კრედიტი.

📍 2–5 მაისი, 2026
📍 თბილისი, საქართველო

გელით!

კონგრესის დაწყებამდე დარჩა მხოლოდ 3 დღე.არ გაუშვათ შანსი, გააფართოვოთ პროფესიული კავშირები საერთაშორისო დონეზე და გაიღრმ...
28/04/2026

კონგრესის დაწყებამდე დარჩა მხოლოდ 3 დღე.

არ გაუშვათ შანსი, გააფართოვოთ პროფესიული კავშირები საერთაშორისო დონეზე და გაიღრმაოთ ცოდნა GAACI meets WAO 2026 კონგრესზე.

კონგრესი შეფასებულია უმაღლესი, 24 CME კრედიტ ქულით ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ.

რეგისტრაცია:
https://forms.gle/69poLbud1dzHbJ8bA

წლის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებამდე - GAACI meets WAO 2026 - დარჩა მხოლოდ 5 დღე. 🏆🎉📅 2026 წლის 2 მაისი ...
26/04/2026

წლის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებამდე - GAACI meets WAO 2026 - დარჩა მხოლოდ 5 დღე. 🏆🎉

📅 2026 წლის 2 მაისი – რეგისტრაცია
📅 2026 წლის 3 მაისი – კონგრესის ოფიციალური გახსნა

გიწვევთ, შემოგვიერთდეთ და გახდეთ მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესის თანამონაწილე.

🎓 მონაწილეებს მიენიჭებათ მაქსიმუმ 24 ევროპული CME კრედიტქულა.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/9JsDSBMqtavghf268

ასოციაციაში გაწევრიანება:
https://forms.gle/7LsVem59VFRYWwMB8

საერთაშორისო მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე -GAACI meets WAO 2026 დარჩა 1 კვირა! გიწვევთ, შემოუერთდეთ წამყვან სპეციალ...
24/04/2026

საერთაშორისო მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე -
GAACI meets WAO 2026 დარჩა 1 კვირა!

გიწვევთ, შემოუერთდეთ წამყვან სპეციალისტებსა და პროფესიონალებს
ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროდან,
მონაწილეობა მიიღოთ მაღალი დონის სამეცნიერო სესიებში,
განიხილოთ თანამედროვე მიღწევები და გააფართოვოთ პროფესიული კავშირები.

კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას
განვითარებისთვის, ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებისთვის.

მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 24 CME კრედიტი, რაც წარმოადგენს უმაღლეს შეფასებას. ეს არის უნიკალური პრეცენდენტი საქართველოში.

📅 2–5 მაისი
📍 თბილისი, საქართველო.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/69poLbud1dzHbJ8bA

ასოციაციაში გაწევრიანება: https://forms.gle/7LsVem59VFRYWwMB8

ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი - GAACI Meets WAO 2026, რომელიც გაიმართება  საერთაშ...
23/04/2026

ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი - GAACI Meets WAO 2026, რომელიც გაიმართება საერთაშორისო სკოლასთან ერთად, თბილისში 2–5 მაისს, წარმოადგენს გამორჩეულ და მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი ევროპის აკრედიტაციის საბჭოს მიერ შეფასებულია 24 კრედიტ ქულით, რაც წარმოადგენს უმაღლეს შეფასებას კონგრესის მსვლელობის ფარგლებში. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ხაზს უსვამს კონგრესის განსაკუთრებულ ხარისხს, მის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მაღალ პროფესიულ დონეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ნობელის პრემიის ლაურატი, მსოფლიო ალერგოლოგიის ორგანიზაციის (WAO) მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტები და სხვა წამყვანი მსოფლიო დონის ექსპერტები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კონგრესის ავტორიტეტსა და მნიშვნელობას.

გულითადად ვულოცავთ კონგრესზე რეგისტრირებულ მონაწილეებს - თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოთ მაღალი ოდენობის ევროპის კრედიტ ქულები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე.

გმადლობთ ნდობისა და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. თქვენი ჩართულობა არის ამ წარმატების მთავარი ნაწილი.

დეტალური ინფორმაცია კონგრესის კრედიტ-ქულების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://eaccme.uems.eu/course/32785

კონგრესზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/69poLbud1dzHbJ8bA

ასოციაციაში გაწევრიანება:
https://forms.gle/7LsVem59VFRYWwMB8

მოუთმენლათ ველით თქვენთან შეხვედრას!

წარმოგიდგენთ კონგრესის კიდევ ერთ გამორჩეულ სპიკერს – Melinda Rathkopf (აშშ), American College of Allergy, Asthma & Immun...
19/04/2026

წარმოგიდგენთ კონგრესის კიდევ ერთ გამორჩეულ სპიკერს – Melinda Rathkopf (აშშ), American College of Allergy, Asthma & Immunology (ACAAI)-ის საბჭოს წევრი.

👩‍⚕️ დოქტორი Rathkopf არის პედიატრიული ალერგოლოგიის სფეროში გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ალერგიული დაავადებების მართვის თანამედროვე სტანდარტების განვითარებაში.

📢 კონგრესის ფარგლებში იგი წარადგენს თემას:
“Update on Pediatric Food Allergies”

🌍 შემოგვიერთდით GAACI meets WAO 2026 კონგრესზე თბილისში 2-5 მაისს.

📌 რეგისტრაცია:
https://forms.gle/69poLbud1dzHbJ8bA

📌 ასოციაციაში გაწევრიანება და სერტიფიკატის მიღება:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfdL70zEYoxXiQDaZKOn2QmAeCG6zvPHZD23XRjuOY8IVN05A/viewform

Address

Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Association of Allergology and Clinical Immunology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian Association of Allergology and Clinical Immunology:

Share