GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია

GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია, Non-Governmental Organization (NGO), 44 Kote Apkhazi Str, Tbilisi.

ასოციაცია მიზნად ისახავს საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) განახლებადი ენერგიის სადგურების დეველოპერ და მფლობელ 40-მდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზნებია საქათველოში განახლებადი ენერგიის პროექტების ხელშეწყობა, საინვ

ესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორებთან, ასევე, ფინანსურ ინსიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

🔹”საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მთავარი მიზანია სამართლებრივად...
16/06/2026

🔹”საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მთავარი მიზანია სამართლებრივად დაარეგულიროს განახლებადი ენერგიის პროექტების ზემოქმედების არეალში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები და უზრუნველყოს მათთვის გრძელვადიანი მატერიალური და სოციალური სარგებლის მიღება. ეს არ გულისხმობს ერთჯერად კომპენსაციებს, არამედ სისტემურ მექანიზმებს, რომლებიც პროექტის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების განვითარებას.”

✒️ სრული ინტერვიუ GREDA-ს იურისტთან ლევან კოკაიასთან იხილეთ კომენტარში განთავსებულ ბმულზე 👇🏻

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georgia

🔹 GREDA-მ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.🤝 მემორანდუმი ითვალისწინებს განახ...
10/06/2026

🔹 GREDA-მ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

🤝 მემორანდუმი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას.

🌱 თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „მწვანე ინოვაციების სამიტი 2026“-ის ფარგლებში, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ უმასპინძლა. ღონისძიებაზე GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - “საქართველოს ენერგოსექტორის გამოწვევები და პოტენციალი“.

💡 ვაგრძელებთ პარტნიორობების გაძლიერებას და მწვანე ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

Maya Melikidze სოფიო მაჭარაშვილი

🔹” დიდი ჰესების განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან. ადგილობრივი გენერაციის ზრდა შეამცირებს ...
08/06/2026

🔹” დიდი ჰესების განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან. ადგილობრივი გენერაციის ზრდა შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას, გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო არა მხოლოდ თვითკმარი გახდეს, არამედ ჭარბი ენერგიის ექსპორტიორ ქვეყანადაც ჩამოყალიბდეს.”

💬 მატა გორდეზიანი, GREDA-ს პროექტების მენეჯერი და ჰიდროენერგეტიკოსი, საუბრობს ჰიდროენერგიის როლზე საქართველოს ენერგოსისტემაში, წყალსაცავიანი ჰესების მნიშვნელობასა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის პერსპექტივებზე.

📖 გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georgia-ის სრული სტატია იხილეთ კომენტარში განთავსებულ ბმულზე. 👇

Mata Gordeziani

💡 განახლებადი ენერგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ქმნის როგორც პირდაპირ, ისე ...
03/06/2026

💡 განახლებადი ენერგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ქმნის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ეკონომიკურ სარგებელს.

🔹 თითოეული ენერგეტიკული პროექტის განვითარება გულისხმობს მასშტაბურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიასა და ადამიანურ რესურსში. ეს ყოველივე ახალ სამუშაო ადგილებს აჩენს, აძლიერებს ადგილობრივ ბიზნესს და რეგიონული განვითარების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

💬 მაია მელიქიძე, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, საუბრობს საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, ენერგოუსაფრთხოებასა და სექტორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.

📖 სრული სტატია იხილეთ კომენტარში განთავსებულ ბმულზე. 👇

Maya Melikidze
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georgia

💡როგორ შეიქმნა GREDA და რა საჭიროებამ განაპირობა განახლებადი ენერგიის სექტორის გაერთიანება?🎙️ GREDA-ს გამგეობის თავმჯდომ...
01/06/2026

💡როგორ შეიქმნა GREDA და რა საჭიროებამ განაპირობა განახლებადი ენერგიის სექტორის გაერთიანება?

🎙️ GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი იხსენებს ასოციაციის დაარსების ისტორიას, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც სექტორი 2017 წელს იდგა და იმ მიზეზებს, რამაც ძლიერი და ერთიანი პროფესიული პლატფორმის შექმნა გახადა აუცილებელი.

სტატიაში წაიკითხავთ:
🔹 რა პროცესებმა განაპირობა GREDA-ს შექმნა;
🔹 როგორი იყო განახლებადი ენერგიის სექტორი ორგანიზაციის დაარსების პერიოდში;
🔹 რა მისიით დაიწყო საქმიანობა ასოციაციამ;
🔹 როგორ ჩამოყალიბდა GREDA დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესასოციაციად ქვეყანაში.

🖊️ სრული ინტერვიუ იხილეთ კომენტარში განთავსებულ ბმულზე👇

Giorgi Abramishvili

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georgia

🇬🇪 💡საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
26/05/2026

🇬🇪 💡საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

15/05/2026

📅 14 მაისს, GREDA-სა და უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის თანამშრომლობით, განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმების კვლევის შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა.

📊ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კვლევის ძირითადი მიგნებები, რომლებიც ასახავს სექტორში შრომის ბაზრის მოთხოვნებს, კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და განვითარების პერსპექტივებს.

🎙️პანელური დისკუსიის ფარგლებში ბიზნესის, განათლებისა და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს:

• თანამედროვე პროფესიულ უნარებსა და დამსაქმებელთა მოთხოვნებზე
• პროფესიული განათლების როლზე კვალიფიციური კადრების მომზადებაში
• ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერასა და სტაჟირების შესაძლებლობებზე
• ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე

🔹აღნიშნული კვლევა ჩატარდა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის მიერ.

🤝დიდი მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ღირებული დისკუსიისთვის!

უსაფრთხოების აკადემია Safety Academia Maya Melikidze Irina Kometiani Lelako Kurtanidze Etuna Tabunidze Vano Tabatadze Photomate Caucasus Astorios Georgia Nino Tabatadze

☀️🎢 როგორ იყენებს Disney მზის ენერგიას „მაგიური სამყაროს“ შესაქმნელად?მსოფლიოს სხვადასხვა Disney Resort-სა და პარკში დღე...
15/05/2026

☀️🎢 როგორ იყენებს Disney მზის ენერგიას „მაგიური სამყაროს“ შესაქმნელად?

მსოფლიოს სხვადასხვა Disney Resort-სა და პარკში დღეს უკვე ასიათასობით მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ატრაქციონებს, სასტუმროებსა და ინფრასტრუქტურას სუფთა ენერგიით ამარაგებს.

📍 Walt Disney World-ში 600,000-ზე მეტი მზის პანელი მუშაობს, ხოლო მზიან დღეებში კურორტის ელექტროენერგიის მოთხოვნის 100%-მდე სწორედ მზის ენერგიით იფარება.

✨ Disney-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მზის პროექტი მიკი მაუსის ფორმის მზის სადგურია. მზის პანელები ისეა განლაგებული, რომ Disney-ის ცნობილი პერსონაჟის სილუეტს ქმნის და განახლებადი ენერგიის პროექტს კიდევ უფრო გამორჩეულსა და სიმბოლურს ხდის.

📍 Disneyland Paris-ში ფუნქციონირებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მზის პარკინგის სისტემა - 80,000-ზე მეტი პანელით.

📍 Hong Kong Disneyland-ში კი ქალაქის ყველაზე დიდი სახურავის მზის პროექტია განთავსებული.

Disney-ის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგია გლობალური ბრენდების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 🌍♻️

🔗 სრულად სტატია იხილეთ კომენტარში.

🌍 World Hydropower Outlook 2025-ის მიხედვით, ჰიდროენერგეტიკა კვლავ რჩება განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილ  წყაროდ მსო...
01/05/2026

🌍 World Hydropower Outlook 2025-ის მიხედვით, ჰიდროენერგეტიკა კვლავ რჩება განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილ წყაროდ მსოფლიოში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგოსისტემების სტაბილურობაში.

📊 2024 წლის მონაცემებით:�🔹 ჰიდროენერგია უზრუნველყოფს გლობალური ელექტროენერგიის 14.3%-ს�🔹 დამატებულია 24.6 გიგავატი ახალი სიმძლავრე�🔹 პროექტების გლობალური პორტფელი 1,000+ გიგავატს აჭარბებს

⚡ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურს, რომლებიც კრიტიკულია მზისა და ქარის ენერგიის ინტეგრაციისთვის და უზრუნველყოფენ ენერგოსისტემის მოქნილობას.

🇬🇪 საქართველოსთვის, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ჰიდროპოტენციალი, აღნიშნული ტენდენციები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სექტორის განვითარების აუცილებლობას, როგორც ენერგოუსაფრთხოების, ისე განახლებადი ენერგიის ზრდის მიმართულებით.

⛓️‍💥წყარო იხილეთ კომენტარაში დართულ ლინკზე.

🌍 დღეს დედამიწის დღეა! 💡 ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხ...
22/04/2026

🌍 დღეს დედამიწის დღეა!

💡 ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ჩვენი საერთო სახლისთვის.

💦☀️💨 განახლებადი ენერგია ერთ-ერთი მთავარი გზაა გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და სუფთა, უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად.

Address

44 Kote Apkhazi Str
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322200036

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია:

Share