პრევენცია პროგრესისთვის/Prevention For Progress

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პრევენცია პროგრესისთვის/Prevention For Progress

პრევენცია პროგრესისთვის/Prevention For Progress უფლებადამცველი ორგანიზაცია | Human rights organization PFP strives to support vulnerable groups and contribute to their reintegration and rehabilitation.

ა(ა)იპ “პრევენცია პროგრესისთვის“ (PPF) (დაფუძნებისას „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის) დაფუძნდა 2013 წლის დეკემბერში. 2013-2021 წლებში, ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებდა სახელწოდებით „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, ხოლო 2022 წლის დასაწყისში განხორციელდა მისი რებრენდინგი და საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელწოდებით.

ორგანიზაციის მიზანია მოწყვლადი ჯგუფების ად

ვოკატირება, მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების უფლებების დაცვა, ბავშვთა კეთილდღეობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელშეწყობა. The non-governmental organization Prevention for Progress (PfP), originally Rehabilitation Initiative for Vulnerable Groups, was founded in December 2013. After finalizing the organizational development project at the beginning of 2022, the organization continues its operations with the new name and branding. The organization is devoted to defending the rights of persons in conflict with the law, developing juvenile justice and child welfare systems, ensuring equal rights for women, and promoting civil activism.

❗️❗️❗️არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: ⭕️,,ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მივმართეთ ...
22/12/2025

❗️❗️❗️არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება:

⭕️,,ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მივმართეთ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევბისა და მასების კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

⭕️ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებელი ან არაიდენტიფიცირებელი ტოქსიკური და ექსპერიმენტალური ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები.

⭕️არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები - სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და სჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. რაც მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან/და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტადარტებით დაშვებულ ნორმებს.

⭕️სუსის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა “დასკვნამ” პასუხების ნაცვლად შეკითვები და ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი. სუს-მა დაადასტურა, რომ შსს-ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშული ქიმიური ნივთიერება შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში? გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა.
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდეთ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად.

⭕️ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში. ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება.
ამასთან, მივესალმებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის საქართველოს საკითხზე მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივას, რომლითაც მათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს შეისწავლოს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე.

⭕️ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს იმოქმედონ მყისიერად და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები დაზარალებულების უფლებებისა და ღირსების დასაცავად.”

ხელმომწერი ორგანიზაციები:

- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული ცენტრი (GCRT)
- დემოკრატიის მცველები
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- საქართველოს მომავლის აკადემია
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

21/11/2025

ტატო ქელბაქიანი და ნინო ტყეშელაშვილი, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლებლობა ექნებათ, 10 წლის ბავშვი
მოათავსონ დახურულ სისტემაში (ფაქტობრივად ციხეში)

11/11/2025

ტატო ქელბაქიანი, პალიტრას ეთერში, კორუფციის ფაქტებთან და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით.

While "Georgian Dream" continues to entrench its control over Georgia's public institutions and state resources, the cou...
10/11/2025

While "Georgian Dream" continues to entrench its control over Georgia's public institutions and state resources, the country’s anti-corruption mechanisms are being repurposed not to hold those in power accountable, but to target independent civil society organizations in Georgia.

Independent monitoring reveals that since 2013, companies linked to “Georgian Dream’s” officials and the party's founder, Bidzina Ivanishvili, have secured over 3.28 billion GEL in state tenders. Of this, 1.028 billion GEL was allocated to companies connected to donors of the ruling party between 2020 and 2024, with their donations totaling 7.7 million GEL.

Corrupt activities related to state tenders are multifaceted and include non-competitive procurements and simplified tenders, which favor companies closely associated with the ruling party. Additionally, employment programs that are formally intended to support vulnerable citizens often redirect public funds to further the party’s narrow interests, financing informal networks of party affiliates. It is also notable that public officials are involved in opaque property transactions, with many cases of undeclared property. Between 2024 and 2025, over 34 million GEL worth of property, including cash and real estate, was transferred to officials. These transactions are formally recorded as gifts, but in practice, they function as an alternative form of corruption aimed at maintaining political loyalty and distributing influence. However, these matters are not reflected in the Anti-Corruption Bureau's 2023-2024 reports, despite the Bureau's legal mandate to monitor officials' asset declarations and respond to suspicious transactions.

The Bureau's reports are formal and fail to document any instances of elite corruption, conflicts of interest, or specific property transaction evaluations. This demonstrates that the Bureau is not fulfilling its preventive or oversight functions, but rather serving political purposes of retaliation.

As a result, while "Georgian Dream" publicly claims to fight corruption, in practice, state resources are being seized by the political elite and businesses linked to the party, enriching themselves at the cost of transparency, fair competition, and public accountability.

At the same time, the State Anti-Corruption Bureau is being used as a tool to persecute independent civil society organizations. The Bureau has compelled these organizations to provide extensive data, including personal information and retroactive details from 2024 onward, which represents an unprecedented intrusion into the autonomy of civil society.

On September 4, 2025, the Bureau began "monitoring" over 80 non-governmental organizations under controversial amendments made to the "Law on Grants" earlier this year in April. These amendments contradict the freedom of association guaranteed by the Constitution of Georgia and disproportionately target organizations working on human rights and democratic accountability.

These actions reflect a growing trend in which the captured state apparatus seeks to restrict civil sector activities while corrupt government representatives remain untouchable. Control becomes repression, disguised as justice. When accountability is only applied to civil society, not to the powerful and corrupt, it becomes repression masked as oversight, stifling civic freedoms and limiting civil society’s ability to monitor, speak out, and hold power accountable - a direct threat to Georgia’s democratic future.

The dual reality is clear: while high-ranking officials of the "Georgian Dream" and businesses associated with them are embroiled in corruption, the oversight mechanisms created by the "Georgian Dream" are being used against the very organizations that seek to expose this corruption. This cannot be construed as anti-corruption policy. Instead, it is a protection racket for corruption, one that persecutes the independent civil sector fighting to expose them.

Signitories:
1. Europe Foundation
2. Georgian Young Lawyers' Association
3. Transparency International - Georgia
4. Human Rights Development Foundation
5. Women of Georgia
6. Civic Idea
7. Equality Movement
8. Prevention for Progress
9. Women's Initiatives Supporting Group
10. Human Rights Center (HRC)
11. Institute for Tolerance and Diversity (TDI)
12. Georgia’s Future Academy
13. Free Journalists' House
14. Support and Opportunity Development Center
15. Democratic Meskhetian Union
16. Georgia Regional Empowerment Fund
17. Georgian Media Group
18. Green Sector
19. Civil Movement for Freedom
20. Democracy Research Institute
21. Rights Georgia
22. Georgian Association Psycho Social Aid Ndoba
23. Partnership for Human Rights
24. GRLZWAVE
25. Media Center Kakheti
26. Association "Social Umbrella"
27. Green Alternative
28. Center for Engagement and Development
29. Batumi Independent Living Center
30. The Georgian Centre for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims - GCRT
31. Meeting Place - Dmanisi
32. Young Feminists
33. Media Institute
34. Racha Community Organization
35. Georgian Democracy Initiative (GDI)
36. Gori Photographer Club/Art House
37. Georgia’s European Orbit
38. Civic Integration Foundation
39. Center for Support and Empowerment
40. EuroClub Kvareli
41. Profesio – Personal and Professional Development Center
42. Lomeki
43. Economic Policy Research Center (EPRC)
44. Media Development Foundation (MDF)
45. Institute for Development of Freedom of Information (IDFI)
46. Community Found LELI
47. Leliani Adult Educational Center
48. Civil Society Foundation
49. Center for Strategic Research and Development of Georgia
50. Europe-Georgia Institute (EGI)
51. Independent Trade Union of Public Servants - Constitution Article 78
52. Tetritskaro Youth Center

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფც...
10/11/2025

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

დამოუკიდებელი მონიტორინგის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მათ შორის, 2020–2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.028 მილიარდი ლარი მიენიჭათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველი პარტიის დონორებთან, ხოლო მათივე შემოწირულობების ოდენობამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული ქმედებები მრავალმხრივია და მოიცავს არაკონკურენტულ შესყიდვებსა და გამარტივებულ ტენდერებს, რომლებიც მიკერძოებულია მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიების სასარგებლოდ, ასევე დასაქმების პროგრამებს, რომლებიც ფორმალურად მიზნად ისახავს მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერას, მაგრამ რეალურად საჯარო სახსრებს მმართველი პარტიის ვიწრო-პარტიული ინტერესების მიღწევისკენ მიმართავს, პარტიული კადრების არაფორმალურ ქსელების დაფინანსების გზით. ასევე ნიშანდობლივია, საჯარო მოხელეთა არაპირდაპირი, გაუმჭვირვალე ქონებრივი გარიგებები, მათ შორის არაერთი დადასტურებული შემთხვევა დაუფიქსირებელი ქონების შესახებ. 2024–2025 წლებში მხოლოდ ამ ფორმით დაფიქსირდა 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების, მათ შორის, ნაღდი ფულის და უძრავი ქონების გადაცემა თანამდებობის პირებზე. ფორმალურად ეს ტრანზაქციები რეგისტრირდება როგორც საჩუქარი, თუმცა ფაქტობრივად წარმოადგენს ალტერნატიულ კორუფციულ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ლოიალობის შენარჩუნებას და გავლენების სისტემურ განაწილებას. ეს საკითხები არ არის ასახული ანტიკორუფციული ბიუროს 2023–2024 წლების ანგარიშებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს კანონით ევალება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარიგებებზე რეაგირება.

ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები ფორმალური ხასიათისაა, მათში არ ფიქსირდება არც ერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც კონკრეტული ქონებრივი გარიგებების შეფასება. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ბიურო რეალურად არ ახორციელებს პრევენციულ ან მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ ემსახურება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებს.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, პრაქტიკაში, სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტის და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, რომლებიც მდიდრდებიან გამჭვირვალობის, სამართლიანი კონკურენციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების იგნორირების ხარჯზე.

ამავდროულად, სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად. დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალებენ ბიუროს მიაწოდონ მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის, პირადი მონაცემები, 2024 წლიდან დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე, რაც უპრეცედენტო ჩარევაა სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაში.

2025 წლის 4 სექტემბერს, ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის “მონიტორინგი”, „გრანტების შესახებ კანონში” ამა წლის აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებაზე მომუშავე ორგანიზაციებს.

ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან. კონტროლი გარდაიქმნება რეპრესიად, რომელიც ნიღბად იყენებს სამართლიანობას. ასეთი შერჩევითი ქმედება ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სპობს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობს გამოთქვან დამოუკიდებელი აზრი ან ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ კორუფციაზე ან სხვა სახის დანაშაულებზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

ყველასთვის ნათელია “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი. მაშინ როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს. ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა — ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომელითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ევროპის ფონდი
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
4. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
5. ქალები საქართველოდან
6. სამოქალაქო იდეა
7. თანასწორობის მოძრაობა
8. პრევენცია პროგრესისთვის
9. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
12. საქართველოს მომავლის აკადემია
13. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
14. მხარდაჭერის და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
15. დემოკრატ მესხთა კავშირი
16. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი
17. ქართული მედია ჯგუფი
18. მწვანე სექტორი
19. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
20. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
21. უფლებები საქართველო
22. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
24. გრლზვეივ
25. მედია ცენტრი კახეთი
26. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
27. Მწვანე ალტერნატივა
28. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
29. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
30. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
31. ა(ა)იპ - ,,შეხვედრის ადგილი - დმანისი”
32. ა(ა)იპ - ახალგაზრდა ფემინისტები
33. მედიის ინსტიტუტი
34. ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
35. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
36. ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / ხელოვნების სახლი
37. საქართველოს ევროპული ორბიტა
38. სამოქალაქო ინტეგრაციი ფონდი
39. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
40. ყვარლის ევროკლუბი
41. პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
42. ლომეკი
43. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
44. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
45. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
46. სათემო ფონდი ლელი
47. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
48. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
49. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
50. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
51. საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი
52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

10/11/2025

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას რა შედეგები მოყვება - ტატო ქელბაქიანი.

10/11/2025

ტატო ქელბაქიანი - კრიმინალური ავტოროტეტების გავლენების ზრდასთან დაკავშირებით.

10/11/2025

ტატო ქელბაქიანი - სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებაზე და პატიმრების რაოდენობის ზრდაზე.

26/10/2025
ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემო...
14/10/2025

ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.


- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (Civil Society Foundation).
- პრევენცია პროგრესისთვის (PFP).
- საქართველოს ევროპული ორბიტა (Georgia's European Orbit ).
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Civic Movement for Freedom.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI).
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი (Civil Solidarity Fund).
- Partnership for Human Rights. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC).
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (Democratic development union of Georgia)
- საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy).
- მედიის განვითარების ფონდი (MDF).
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI).
- უფლებები საქართველო (Rights Georgia).
- ყვარლის ევროკლუბის (EuroClub Kvareli).
- დემოკრატიის მცველები (Democracy Defenders).
- Მწვანე ალტერნატივა.
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride).
- საფარი (Sapari).
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (Georgian Foundation for Strategic and International Studies).
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center).
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის - საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

22/09/2025

Address

თბილისი, ზაალ ქიქოძის ქუჩა N12
Tbilisi
0108

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პრევენცია პროგრესისთვის/Prevention For Progress posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to პრევენცია პროგრესისთვის/Prevention For Progress:

Share