International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო

International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო, Nonprofit Organization, 24 Mosashvili Street, Tbilisi.
(1)

The ICRC is an impartial, neutral and independent organization whose exclusively humanitarian mission is to protect the lives and dignity of victims of armed conflict and other situations of violence and to provide them with assistance.

27/05/2026

ღაზა/ 13 წლის ამირი ქორწილში მიდიოდა, როცა ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და დაიჭრა. ის რაფაში არსებულ წითელი ჯვრის საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
წითელი ჯვრის საველე ჰოსპიტალი რაფაში 12 თვით გაიხსნა, თუმცა უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში აქ 11300 ოპერაცია ჩატარდა, პაციენტებს გაეწია 250000 კონსულტაცია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მრავალი პროცედურა.
https://www.facebook.com/reel/1518261063275474

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა წით...
18/05/2026

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით განხორციელდა 1992-93წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი ადამიანის ნეშტის მოძიება, ამოცნობა და ოჯახებისთვის გადაცემა.

ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით.

ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 18 მაისს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.
სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, 19 მაისს გაიმართება.

„თანაგრძნობას ვუცხადებ იმ 11 ოჯახს, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან გაურკვევლობის ათწლეულების შემდეგ მათ როგორც იქნა დაუბრუნდათ თავიანთი ახლობლების ნეშტი“ - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ანნ მონტავონმა. “ეს გახლავთ საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეების პასუხისმგებლობის დემონსტრირება დაკარგული პირების ოჯახებისადმი. ეს, ასევე, აღიარებაა იმისა, რომ საჭიროა ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი გაღრმავება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრისა და ადგილსამყოფელის გასარკვევად, მათი ოჯახების მხარდასაჭერად - ძლიერი, გრძელვადიანი და ადგილობრივად მართული სისტემის მეშვეობით“.

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერაც ითვლება 1719 ადამიანი. 2013 წლიდან, მოძიებულია 661 ადამიანის ნეშტი, აქედან 319 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
საკოორდინაციო მექანიზმი, ICRC-ის მხარდაჭერით, კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რომ გაარკვიოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სხვა ადამიანების ხვედრი.

For ENG see the first comment ⬇️

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეს რელიზი14.05.2026გრძელდება 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავში...
14/05/2026

წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტის (ICRC) პრეს რელიზი
14.05.2026

გრძელდება 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძიება

ICRC (ჟენევა) - 14 მაისს სტამბოლში (თურქეთი), გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება.
მონაწილეებმა განიხილეს მიღწეული შედეგები და დაკარგული პირების მოძიებასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. ეს დიალოგი, რომელიც საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარულ პრინციპებს ეფუძნება, გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისათვის პასუხების მოსაძიებლად.
ICRC-ის დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში ანიეს ქოთუ ბოლოჯერ თავმჯდომარეობდა შეხვედრას ორგანიზაციის სახელით, რადგანაც მისი მანდატი ა.წ. ივნისში იწურება. დესპანმა მონაწილეებს წარუდგინა ქ-ნი დენა ფიშერი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოპერაციების კოორდინატორი ევრაზიის რეგიონში, რომელიც ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მუშაობს ჟენევაში, და ამიერიდან შეასრულებს საკოორდინაციო მექანიზმის თავმჯდომარის როლს.
“ათწლეულების განმავლობაში, ოჯახებს გაურკვევლობაში უწევთ ცხოვრება, რადგან არაფერი იციან თავიანთი დაკარგული ახლობლების ხვედრის შესახებ. მათთვის პასუხების მიღების საჭიროება დროთა განმავლობაში არ ნელდება. მექანიზმის მდგრადი მუშაობა აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნას მათი უფლება - იცოდნენ ახლობლების ხვედრის შესახებ. ვასრულებ რა ჩემ მანდატს, დარწმუნებული ვარ, რომ საკოორდინაციო მექანიზმი კვლავაც განაგრძობს თავის მნიშვნელოვან საქმიანობას უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე იგივე თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით“ - განაცხადა ანიეს ქოთუმ. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, როგორც ნეიტრალური შუამავალი, ადასტურებს საკუთარ გრძელვადიან ძალისხმევას და კვლავაც განაგრძობს მონაწილეების მხარდსაჭერას უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მიმართ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში“.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს. 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საკოორდინაციო მექანიზმს, მათ შორის, ტექნიკური ცოდნის გაზიარების კუთხით.

For ENG see the first comment ⬇️

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა! ეს დღე თანამედროვე საექთნო საქმის ერთე-რთი დამაარსებლის ფლორანს ნაითინგეილის დაბადე...
11/05/2026

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!
ეს დღე თანამედროვე საექთნო საქმის ერთე-რთი დამაარსებლის ფლორანს ნაითინგეილის დაბადების დღეა.

ფლორანსმა სრულიად ახალგაზრდამ მოახერხა გაერღვია ოჯახის წინააღმდეგობა და დაპირისპირებოდა საზოგადოებაში იმხანად გავრცელებულ კლიშეებს, რომ ექთნობა დაბალი კლასის, განათლების არმქონე, ღარიბი ქალების საქმე იყო. მან შეისწავლა ექთნის პროფესია და შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება ამ დარგის განვითარებას მიუძღვნა.
1853 წელს ყირიმის ომის დროს ფლორანს ნაითინგეილი მოწყალების დად მუშაობდა თურქეთის ქალაქ სკუტარის (დღევანდელი უშკუდარი) სამხედრო ჰოსპიტალში. დაჭრილმა ჯარისკაცებმა მას შეარქვეს „ქალი ლამპარით ხელში“. (ღამით, როცა ყველას ეძინა, ფლორანსი თავისი პატარა ლამპარით ხელში დადიოდა თურმე და ამოწმებდა დაჭრილების მდგომარეობას).
ყირიმის ომის დროს მიღებული გამოცდილება საფუძვლად დაედო ფლორანს ნაითინგეილის მრავალ წერილსა თუ ნაშრომს და იმ რეფორმებს, რომელიც მან ბრიტანეთის იმპერიის სამედიცინო სფეროში განახორციელა ინგლისში დაბრუნებისთანავე.

ფოტო: დაცულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის არქივში
Copyright : ICRC archives
ეს ილუსტრაცია პირველად გამოქვეყნდა 1855 წლის 24 თებერვალს "Illustrated London News"-ში.

8 მაისს დაიბადა წითელი ჯვრის დამფუძნებელი ანრი დიუნანი. ამ დღეს აღინიშნება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთა...
08/05/2026

8 მაისს დაიბადა წითელი ჯვრის დამფუძნებელი ანრი დიუნანი. ამ დღეს აღინიშნება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღე. წლევანდელი 8 მაისის თემაა "გვაერთიანებს ჰუმანურობა".

07/05/2026

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის მირიანა სპოლიარიჩის ინტერვიუს ფრაგმენტი CNN-თან, სადაც ის აჯამებს თავის ვიზიტს ირანში და საუბრობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლიდან გამომდინარე სახელმწიფოების ვალდებულებაზე, კონფლიქტების დროს დაიცვან სამოქალაქო პირები.

ჟურნალისტ ბეკი ანდერსონის შეკითხვაზე საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ ირანში ახლახანს შეტანილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი სპოლიარიჩი პასუხობს, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მილიონობით ადამიანის მიგრაცია, შეუძლებელი იქნება გამკლავება და სამედიცინო დახმარების მიწოდება ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ირანის წითელი ნახევარმთვარე ძლიერი ორგანიზაციაა და მილიონობით მოხალისე ყავს. არა აქვს მნიშვნელობა ჰუმანიტარული ორგანიზაციების მზაობის ხარისხს - თუკი ადგილი ექნება ესკალაციის ახალ ტალღას, ჰუმანიტარულ საჭიროებებთან გამკლავება შეუძლებელი გახდება.
https://www.facebook.com/share/v/1E2LiRv9MD/

შეიარაღებული კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში, სხვების მოვლითა და მკურნალობით დაკავებული პირების მიმართ ძალადობა მძიმე...
05/05/2026

შეიარაღებული კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში, სხვების მოვლითა და მკურნალობით დაკავებული პირების მიმართ ძალადობა მძიმედ აწვება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას, მათ შორის ეროვნულ საზოგადოებებს, რომელთა მოხალისეები და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები ადგილებზე დახმარების წინა ხაზზე არიან.
სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების პერსონალს იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვადასხვა ნორმა, მაგრამ მათ ნებისმიერ დროს უნდა მოეპყრან პატივისცემით და ისინი უნდა იქნან დაცული. დაუშვებელია მათზე იერიშის მიტანა, მათდამი მუქარა ან საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა.
სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მხარეებს აქვთ ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, აღკვეთონ ასეთი მოქმედებები და უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი საკუთარი ვალდებულებების შესრულება.

In places affected by conflict, violence against those providing care and assistance has deeply affected the Red Cross and Red Crescent Movement, including National Societies, whose volunteers and community health workers are often on the front lines of response.
Medical and humanitarian personnel are protected under different rules of international humanitarian law, but both must be respected and protected at all times. They must not be attacked, threatened, or obstructed from carrying out their work.
States and parties to conflict have the power and the responsibility to prevent such acts and ensure respect for their obligations under international humanitarian law (IHL).

თეირანი (ICRC) - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩი ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩავიდა.ვიზი...
29/04/2026

თეირანი (ICRC) - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩი ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას, რომ განიხილოს ირანსა და ზოგადად რეგიონში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული გამოწვევები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მნიშვნელობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო პირებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვაში.
პრეზიდენტი პრაქტიკულ საკითხებსაც განიხილავს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეუქმნას შესაძლებლობა, მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანოს ქვეყანაში უახლოეს დღეებში, რითაც დაეხმარება ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას, რომელიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზეა ქვეყანაში.
აპრილის დასაწყისში საერთაშორისო წითელმა ჯვარმა 170 ტონა დახმარება შეიტანა ირანში კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. დაგეგმილია დამატებითი ტვირთის - ამჯერად სამედიცინო მარაგების - შეტანა უახლოეს დღეებში.
პრეზიდენტ სპოლიარიჩის ვიზიტი ირანში რეგიონში მისი ჩართულობისა და ირანის ხელისუფლებასთან მიმდინარე დიალოგის ფარგლებში ხორციელდება. ეს ორმხრივი დისკუსია ასახავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უშუალო ჩართულობას ყველა სახელმწიფოსთან ომის კანონების პატივისცემის გაძლიერების მიზნით.

For ENG see the first comment ⬇️

27/04/2026

ავღანეთი/ ნურისტანის პროვინციაში კონფლიქტით დაზარალებულმა 17,000-მა ადამიანმა, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულ იზოლაციაში იმყოფებოდნენ ურთულეს პირობებში, მიიღეს ჰუმანიტარული დახმარება - საკვები, სამედიცინო საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები. დახმარების შეტანა წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტის, ავღანეთის წითელი ნახევარმთვარი საზოგადოებისა და მსოფლიო სასურსათო პროგრამის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
Afghanistan | In Nuristan, families endured weeks of isolation and suffering. Today, 17,000 families affected by armed conflict are finally receiving food, healthcare, and essential items through the joint efforts of ICRC, the Afghan Red Crescent Society, and the World Food Programme.

https://www.facebook.com/reel/1643140496993009

აგატა კრისტი (Agatha Christie) წითელი ჯვრის მოხალისე იყო ვიდრე ცნობილი მწერალი გახდებოდა.პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთა...
24/04/2026

აგატა კრისტი (Agatha Christie) წითელი ჯვრის მოხალისე იყო ვიდრე ცნობილი მწერალი გახდებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე 1914 წელს, აგატამ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა საერთო საქმეში და ბრიტანეთის წითელი ჯვრის დახმარების მოხალისეთა რაზმში გაწევრიანდა, ხოლო მოგვიანებით, მოხალისე-ექთნად დაიწყო მუშაობა ბრიტანეთის წითელი ჯვრის სამხედრო ჰოსპიტალში. საარქივო ჩანაწერების მიხედვით, 1914 წლიდან 1918 წლის სექტემბრამდე მან ჯამში 3400 საათი იმუშავა წითელი ჯვრის მოხალისე-ექთნად.
1917 წელს აგატამ რამდენიმე გამოცდა ჩააბარა, რომ აფთიაქარის თანაშემწედ შეძლებოდა მუშაობა. სწორედ ამ დროს შეისწავლა მან თეორიული და პრაქტიკული ქიმია ქალაქში იმხანად ცნობილი ფარმაცევტის ხელმძღვანელობით. სწორედ აფთიაქში მუშაობისას მიიღო აგატა კრისტიმ ცოდნა წამლებისა და საწამლავების შესახებ, რაც შემდგომ თავის ნაწარმოებებში გამოიყენა.

სხვადასხვა წყაროში მითითებულია, რომ ახალგაზრდა ქალს თავდაპირველად ძალიან უჭირდა ომის ტრამვებთან მუშაობა და სისხლის დანახვაზე გულიც მისდიოდა თურმე. მოგვიანებით, მას მძიმედ დაჭრილებთან უწევდა მუშაობა და ქირურგიული ოპერაციების (ამპუტაციები) ექთნადაც უმუშავია მშობლიური ქალაქ ტორქუეის მერიის საქალაქო ჰოსპიტალში (Torquay’s Town Hall hospital).

ფოტოები: 1. აგატა კრისტის სარეგისტრაციო ბარათი. 2. ექთანი აგატა კრისტი, პირველი მსოფლიო ომის დროს
(ფოტოები ბრიტანეთის წითელი ჯვრის მუზეუმისა და არქივების საკუთრებაა). Photos are the property of the British Red Cross Museum and Archives.

Address

24 Mosashvili Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322355510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო:

Share