Association Life Chance

Association Life Chance Life Chance Tbilisi Our goal is to help the disadvantaged youth and give them opportunity of an independent and self-reliant life.

+++ English description below +++

ასოციაცია „ცხოვრების შანსი“ არის ქართული არა-სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2010 წლის მაისში. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს ,მივცეთ მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც გადამწყვეტი იქნება მათი მომავლისთვის. ასოციაციის უმთავრესი მისიაა,

მისცეს ამ ახალგაზრდებს გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა.

ჩვენს სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდები ბავშვთა სახლებიდან, დევნილი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან და ასევე ჯანმრთელობა შეზღუდული ახალგაზრდები.

ასოციაციას სამიზნე ჯგუფებისთვის გათვალისწინებული აქვს შემდეგი შემოთავაზებები:
- წინა-პროფესიული მომზადების ტრენინგები;
- პროფესიული გადამზადების კურსები;
- არტ-თერაპიული კურსები;
- სოც. პედაგოგიური თანმხლება, კონსულტაციები და დახმარებები
გრძელვადიანი დასაქმებისათვის.
---------------------------------------------------------------------

Association “Life Chance” is a Georgian based NGO, which was established in May 2010. We aim to help these young people to escape from poverty, develop long-term prospects, attractive employments and thus be able to integrate into the society. Our work is focused on children and youths from protectory, IDP families and other milieus with a lot of social disadvantages. Association Life Chance provides further activities for our target groups :
- Professional orientation courses;
- Vocational education courses;
- Art-therapeutic courses in arts and handcraft;
- Socio-educational support, counseling and personal development trainings. FOR EUR TRANSFER :
BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK
TBILISI, GEORGIA
SWIFT: TBCBGE22
BEN’S IBAN: GE94TB7189536180100001
NAME OF THE BENEFICIARY: LIFE CHANCE

FOR GEL TRANSFER :
BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK
TBILISI, GEORGIA
SWIFT: TBCBGE22
BEN’S IBAN: GE50TB7189536080100001
NAME OF THE BENEFICIARY: LIFE CHANCE

მეგობრებო  და მხარდამჭერებო  , როგორც უკვე იცით , ჩვენი ორგანიზაცია  არის პარტნიორი  ორგანიზაცია  ახალგაზრდული სახლი • Y...
01/12/2024

მეგობრებო და მხარდამჭერებო , როგორც უკვე იცით , ჩვენი ორგანიზაცია არის პარტნიორი ორგანიზაცია ახალგაზრდული სახლი • Youth House, და ჩვენ წლების წინ ერთი მიზნისთვის გავვერთიანდით . ,,ახალგაზრდულ სახლში “ ჩვენი ახალგაზრდების პიროვნული , ემოციური , სოციალური და პროფესიული მხარდაჭერა არის მიზანი და ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს .
თქვენ იცით , რომ ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს ერთგული მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებიც მუდამ მხარში გვიდგანან და გვეხმარებიან, ესეც უწყვეტი პროცესია .

დღესაც , ჩვენი ორგანიზაციის მეგობრების ინიციატივით , გვაქვს მნიშვნელოვანი დღე , თქვენ ჩვენთან ნახავთ ჩვენი ახალგაზრდების ნამუშევრებს , რომლებიც მათ სახელოვან მხატვრებთან ერთად შექმნეს , დიდი შრომა ჩადეს , იმისათვის რომ ეს დღე შემდგარიყო.
ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ გზებს და პერსპექტივებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის , რომ ჩვენი საქმე არ შეფერხდეს და არ გავჩერდეთ 🌟

დღეს , 12 საათიდან 18 საათამდე გაიმართება გამოფენა გაყიდვა ჩვენს ეზოში , მოეწყო კულინარიული სივრცეები, საინტერესო აქტივობები ბავშვებისთვის , სურნელივანი ჩაი და კოცონი .
გელით ❤️
მისამართი - სიმონ ჩიქოვანის 14 , თბილისი

ენის გაკვეთილები 🇩🇪 🇬🇧 დიახ, კვირაში ერთხელ ინგლისურსა და გერმანულში ვამზადებთ ახალგაზრდებს. პროგრამა აგებულია თამაშის ე...
08/11/2024

ენის გაკვეთილები 🇩🇪 🇬🇧

დიახ, კვირაში ერთხელ ინგლისურსა და გერმანულში ვამზადებთ ახალგაზრდებს. პროგრამა აგებულია თამაშის ელემენტზე, რაც გულისხმობს, რომ უბრალოდ დაზეპირების ნაცვლად, თამაშ-თამაშით შემოგვესწავლება🙋‍♂️

ამ საინტერესო და საჭირო გაკვეთილებს, ჩვენი გერმანელი მოხალისეები უძღვებიან,
ამელი და ლუიზა 🌼

შევიჭყიტოთ ჩვენი ხის სახელოსნოში 👀 აქ ფისო მასწავლებლები (ფისო კიგურაძე) დაგხვდებათ. ახალგაზრდებთან ერთად ძველი ნივთების...
06/11/2024

შევიჭყიტოთ ჩვენი ხის სახელოსნოში 👀

აქ ფისო მასწავლებლები (ფისო კიგურაძე) დაგხვდებათ. ახალგაზრდებთან ერთად ძველი ნივთებისგან ახალს რომ ქმნის და საინტერესო ფუნქციას აძლევს.

აი მაგალითად, ერთი შეხედვით სრულიად გამოუსადეგარი ხის ნაჭერი, შეიძლება თქვენს ოთახს მშვენიერ მაგიდად მოევლინოს 🪄

ამ მეტამორფოზებს, საშობაო ბაზრობაზე გაგაცნობთ 🎄

Music! მუსიკის ტრადიციული გაკვეთილები 🎶 ლოლა მასწავლებელმა დიდი ხანია აგვამღერა და ამასობაში თუშურ სიმღერებთან ერთად, აფ...
25/10/2024

Music!
მუსიკის ტრადიციული გაკვეთილები 🎶

ლოლა მასწავლებელმა დიდი ხანია აგვამღერა და ამასობაში თუშურ სიმღერებთან ერთად, აფრიკულ siyahamba-ს გადავწვდით. ერთ დღეს, აი მაგალითად საშობაო ბაზრობაზე, გიმღერებთ 🕺

24/10/2024

მუსიკის გაკვეთილი, როგორც ასეთი..
ლიქოკელი ჩამორბოდ! 🪈🗻

თქვენი ფინანსური თანადგომა გვჭირდება! 🙌❤️როგორც იცით, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, ახალგაზრდული სახლის სასწავლო პროგრამ...
23/10/2024

თქვენი ფინანსური თანადგომა გვჭირდება! 🙌❤️

როგორც იცით, სამშაბათობით და ხუთშაბათობით,
ახალგაზრდული სახლის სასწავლო პროგრამაში ავტოსკოლის გაკვეთილები დავამატეთ. ამჟამად, ჩვენი ცხრა (9) ახალგაზრდა სწავლობს თეორიულ ნაწილს,
რისთვისაც დიდი მადლობა ბაკური მასწავლებელს!

თუმცა, თეორია რომ არ დაავიწყდეთ გამოცდამდე,
ამასობაში, ახალგაზრდები:
▪️ უნდა დარეგისტრირდენ გამოცდაზე
▪️ გაიარონ პრაქტიკული გაკვეთილები (მოედანი)
▪️ აიღონ შესაბამისი ცნობები გამოცდისათვის

აი სწორედ ამ ნაწილში გვჭირდება თქვენი დახმარება.
თითოეული ახალგაზრდისათვის საშუალოდ 300₾-ის ოდენობის თანხას ვაგროვებთ👌

თუკი გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა და გსურთ,
გახდეთ ახალგაზრდების პირდაპირი მხარდამჭერი🙏 რათა უახლოეს მომავალში მათ ჰქონდეთ მართვის მოწმობები და შეძლონ უფრო წარმატებულად დასაქმება,
დაგვიკავშირდით პირადად 🙌

თუ რაიმე კითხვა გექნებათ 📞
+995599604378 (ლელა)

მადლობა მხარდაჭერისათვის💕🌻

მებაღეობის გაკვეთილი 🌹 სანდრო მასწავლებელთან ერთად, ამ კურსის ფარგლებში ჩვენი მონაწილეები, 🌳 ერთის მხრივ თეორიულად შეისწ...
17/10/2024

მებაღეობის გაკვეთილი 🌹

სანდრო მასწავლებელთან ერთად, ამ კურსის ფარგლებში ჩვენი მონაწილეები,
🌳 ერთის მხრივ თეორიულად შეისწავლიან მცენარეებთან მუშაობის ტექნიკას, ოთახის მცენარეებზე ზრუნვას;
💪 ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს არსებულ ეზოში ხელით მუშაობენ მცენარეებთან, ჩვენს პატარა ბოსტანს პატრონობენ და დღითიდღე გარდაქმნიან ყველაფერს მშვენიერებისაკენ!

ჩვენი ეზოს ფლორა რომ ზეიმობს, მათი დამსახურებაა ❤️

წინა ხუთშაბათს დიდი ამბები დავატრიალეთ! ეკო პროექტი გვქონდა - "ახალი სიცოცხლე" 🌳ჩვენს ეზოში არსებული მიწის ნაკვეთი გავწმ...
14/10/2024

წინა ხუთშაბათს დიდი ამბები დავატრიალეთ!

ეკო პროექტი გვქონდა - "ახალი სიცოცხლე" 🌳

ჩვენს ეზოში არსებული მიწის ნაკვეთი გავწმინდეთ,
♦️ გავიტანეთ ნაგავი,
♦️ დავრგეთ ახალი ხეები,
♦️ ძაფებით სიმბოლური, ფერადი ინსტალაცია მოვქსოვეთ ხეებს შორის
და მოკლედ რომ ვთქვათ დიდი მეტამორფოზის დღე იყო!
დიახ, ამ სივრცეს ჩვენი დიდი მიზნებისთვის გამოვიყენებთ 🙌

დიდი მადლობა გვსურს ვუთხრათ, ამ ორგანიზაციებს თანადგომისთვის და იმისთვის, რომ ამ დღის გალამაზებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს!❤️

"ქეისიარი",
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი - STY Foundation
საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი
Metta • მეტტა

ფოტო - Zaqaria Chelidze

ჩვენი ეზო ❤️ 👩‍🍳 როდესაც ჩვენთან შემოხვალ, მარჯვნივ დაგვხდება კულინარიის სახელოსნო, მცირე თავშესაყრელი სივრცე და იქვე ახ...
10/10/2024

ჩვენი ეზო ❤️

👩‍🍳 როდესაც ჩვენთან შემოხვალ, მარჯვნივ დაგვხდება კულინარიის სახელოსნო, მცირე თავშესაყრელი სივრცე და იქვე ახლოს სასადილო, სადაც ერთად მივირთმევთ ხოლმე;

კულინარიის სახელოსნოს, რომ ჩაცდები მინის სახელოსნოა 🖌️, ხოლო მოპირდაპირედ სადურგლო🪵;
აი შუაში, დიდი შენობა რომ არის, იქ ნაწილობრივ თანამშრომლების ოთახებია, ხოლო ნაწილობრივ რამდენიმე ახალგაზრდის საცხოვრისი;

ცოტა ქვევით, მაია მგელიაშვილის სახელობის აუდიტორიაა, დიდი და ლამაზი.

კიდევ ბევრი რამეა, თუ გვესტუმრებით უკეთ მოგიყვებით 🫶

მოდი მინის სახელოსნოში შევიჭყიტოთ 👀 მინაზე მუშაობა დიდი ხანია, საყვარელ საქმედ იქცა ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ამასობაში ...
08/10/2024

მოდი მინის სახელოსნოში შევიჭყიტოთ 👀

მინაზე მუშაობა დიდი ხანია, საყვარელ საქმედ იქცა ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ამასობაში კი, მართლაც კარგ ოსტატებად ჩამოყალიბდნენ 💥

შესანიშნავ ნივთებს ამზადებენ და ცალი ხელით უკვე საშობაო ბაზრობისთვის ემზადებიან, რომ განახონ და შეგაყვარონ რა სილამეზეები ჩაიდინეს 🕺

პარასკევობით იცით რას ვაკეთებთ? თბილის ქალაქის თავგადასავლები გვაქვს 🏙️ ეს აქტივობა გულისხმობს, სებასტიანთან ერთად, თბილ...
03/10/2024

პარასკევობით იცით რას ვაკეთებთ?

თბილის ქალაქის თავგადასავლები გვაქვს 🏙️

ეს აქტივობა გულისხმობს, სებასტიანთან ერთად, თბილისში საინტერესო ადგილების აღმოჩენას, ქალაქში საკუთარი ადგილმდებარეობის სწორად განსაზღვრას და გადასაადგილებლად საჭირო ტრანსპორტის სწრაფად პოვნას;

საინტერესო და სახალისო გასეირნებები გვქონდა უკვე:
🕺ერთ დღეს აბანოთუბანს ვესტუმრეთ და ძველი თბილისის არქიტექტურას ვაკვირდებოდით,
🌲ხოლო შემდეგ პარასკევს კოჯორიდან თბილისისაკენ წამოვედით ფეხით. ლამაზი ხედები იყო 👀

ახლა კი დროა, ჩვენი თითოეული სახელოსნოს შიგნით შეგახედოთ, სადაც ჩვენი მონაწილეები ახალ პროფესიულ უნარებს ეუფლებიან და სა...
01/10/2024

ახლა კი დროა,

ჩვენი თითოეული სახელოსნოს შიგნით შეგახედოთ,
სადაც ჩვენი მონაწილეები ახალ პროფესიულ უნარებს ეუფლებიან და საინტერესო გამოცდილებებს იღებენ მომავალი ცხოვრებისათვის 🌻

კულინარიის კურსს მაია კაციაშვილი ხელმძღვანელობს! 👩‍🍳
სახელოსნო მოწყობილია მაქსიმალურად პროფესიონალურ დონეზე.
ექვს მაგიდასთან, ექვსი მონდომებული მომავალი მზარეული.

ნელ-ნელა ჩვენს გაოცებას იწყებენ საკუთარი გემრიელობებით 🍨

დანარჩენს შემდგომ მოგიყვებით

Address

S. Chikovani Street 14
Tbilisi
0171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Association Life Chance posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Association Life Chance:

Share