ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახლგაზრდების დაკავშირებას, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი დამსაქმებელი. JOB fest-ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.studentjob.ge -ზე, რაც სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ გაეცნოს ვაკანსიებს და დასაქმების ფეს
ტივალზე პირდაპირ მათ მიერ შერჩეულ კომპანიებთან მივიდეს და გაესაუბროს.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვი ეწვიეთ jobfest.ge. ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათით, რომელსაც დარეგისტრირების შემდეგ მიიღებენ. აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირადი რეზიუმეთი - CV (რამდენიმე ეგზემპლარით).
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და HR hub-ის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia).
მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პალიტრა მედია ჰოლდინგი.