საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative, Non-Governmental Organization (NGO), I. Chavchavadze Avenue, 2nd deadlock, N4-8, 2nd floor, Apt 6, Tbilisi.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, კვლევის, ანალიზისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით.
ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ტოლერანტული გარემოს გან

ვითარება, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა, გაზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ მიზნებს ემსახურება მონიტორინგის, საჯარო დებატების, ფაქტებზე დაფუძვნებული კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის მეშვეობით.
ორგანიზაცია აერთიანებს მისი საქმიანობის ძირითად სფეროებში კვლევის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს. გუნდის წევრთა ექსპერტული პოტენციალი, გამოცდილება, მიუკერძოებლობა და სანდოობა განაპირობებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წამყვან როლს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების პოლიტიკის შესახებ დისკურსში.
ორგანიზაციას მართავს გამგეობა და ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მოქმედი თამჯდომარეა ედუარდ მარიკაშვილი.

📣 შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ა...
30/08/2025

📣 შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მზარდი ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე საქართველოში შემაშფოთებელია, მათ შორის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ეს გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.”- შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:👇🏻

https://x.com/swemfa/status/1961796591364247923?s=46&t=siMunVql8n2KHpYB9V8Gjg

30/08/2025

📣 ბრიტანეთის საელჩოს განცხადება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

🟣 “დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.” - აღნიშნულია განცხადებაში.

📣 “დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის "საბოტაჟის მომწყობების" იარლიყის მიკერებით ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას, ს...
30/08/2025

📣 “დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის "საბოტაჟის მომწყობების" იარლიყის მიკერებით ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას, სხვებს კი, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ, მსუსხავი ეფექტის სიგნალს უგზავნის.” - ნათქვამია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის, განცხადებაში.

⭕ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.

💭 "საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 ორგანიზაციას ანგარიშები გაუყინა და "საბოტაჟის" შესახებ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო ბრალდებით, თითქოს მათ დემონსტრანტებისთვის დამცავი საშუალებების ყიდვა დააფინანსეს.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად საქმე NGO-ების ხელმძღვანელების დაპატიმრებით დასრულდეს.

დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის "საბოტაჟის მომწყობების" იარლიყის მიკერებით ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას, სხვებს კი, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ, მსუსხავი ეფექტის სიგნალს უგზავნის.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მუშაობისთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავად არღვევს თავისი მოსახლეობის უფლებების. ადამიანის უფლებების შეზღუდვა უნდა დასრულდეს", — ნათქვამია განცხადებაში.

📣 ევროკავშირის განცხადება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშ...
29/08/2025

📣 ევროკავშირის განცხადება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით

“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით”- პრეს-სპიკერის განცხადება

https://europa.eu/!3VkkWH

*******

“The European Union urges the Georgian authorities to immediately reverse the decision to freeze the bank accounts of independent civil society organisations”
- Statement by the Spokeperson

https://europa.eu/!YYC8Qr

ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც...
27/08/2025

ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.

დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავალისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.

ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის - უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.

ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას.

For English, please scroll down 👇📣 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2025 წლის 15 ივლისს გიორგი მჟავანაძისა და ნო...
15/07/2025

For English, please scroll down 👇

📣 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2025 წლის 15 ივლისს გიორგი მჟავანაძისა და ნოდარ რუხაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

🟣 საქმე ეხება 2020 წლის 9 ნოემბრის დემონსტრაციაზე თბილისში დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი მჟავანაძესა და ნოდარ რუხაძეს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს.

🟣 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მომჩივნის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება), აგრეთვე, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ნოდარ რუხაძის მიმართ.

🟣 ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა პოლიციელთა მიმართ სამხრე კამერების გამოყენების პრაქტიკაზე, პოლიციელთა ჩვენებისათვის უპირატესობის მინიჭებაზე პირის ადმინისტრაციულად სამართალდარღვევის ცნობისას სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. აგრეთვე, სასამართლომ ხაზი გაუსვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას დემოკრატიული სახელმწიფოსათვის და ამ უფლებით სარგებლობის „მსუსხავ ეფექტს,“ რაც თან ახლავს არაპროპორციულად დაკისრებულ სანქციებს.

იხილეთ ვრცლად 👉 https://gdi.ge/ge/news/adamianis-uflebata-evropulma-sasamartlom-giorgi-mzhavanadzis
________________________________________

📣On July 15, 2025, the European Court of Human Rights announced its decision in the case of Giorgi Mzhavanadze and Nodar Rukhadze v. Georgia.

🟣 The case concerns activists Giorgi Mzhavanadze and Nodar Rukhadze, who were detained during a demonstration in Tbilisi on November 9, 2020, and subsequently found guilty of administrative offences.

🟣 The European Court of Human Rights found violations of Article 11 (freedom of assembly) of the Convention in respect of both applicants, as well as a violation of Article 6 (right to a fair trial) of the European Convention concerning Nodar Rukhadze.

🟣 The European Court provided significant clarifications on several critical issues: the practice surrounding police officers' use of body-worn cameras, the problematic tendency to accord primacy to police testimony when determining administrative guilt in the absence of corroborating evidence, and the fundamental importance of freedom of assembly and expression in democratic governance. The Court also emphasized the "chilling effect" that disproportionate sanctions can have on the exercise of these fundamental rights.

For more information 👉 https://gdi.ge/en/news/adamianis-uflebata-evropulma-sasamartlom-giorgi-mzhavanadzis

🟣სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლის სტრატეგიის 2023-2024 წწ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის სრ...
13/05/2025

🟣სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლის სტრატეგიის 2023-2024 წწ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ:
https://bit.ly/439urcE

საინფორმაციო ბარათი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და, შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

For English scroll down 👇🔴 GDI-მ შეისწავლა გურამ მირცხულავას საქმე და მიიჩნევს რომ გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია...
14/02/2025

For English scroll down 👇

🔴 GDI-მ შეისწავლა გურამ მირცხულავას საქმე და მიიჩნევს რომ გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

GDI სწავლობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

პატიმართა საქმეებს ეტაპობრივად შევისწავლით და ჩვენს შეფასებებს გამოვაქვეყნებთ. ახლა კი, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას გურამ მირცხულავას საქმეზე, 34 წლის მთარგმნელი, ქოფირაითერი, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. გურამი, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გურამ მირცხულავას საქმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ, „b“ და “e”, კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, გურამის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.

გურამ მირცხულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

ანგარიშის სრული ვერსია 👉https://gdi.ge/storage/files/doc/პოლიტიკური%20პატიმრები%20-%20გურამ%20მირცხულავა.pdf
____________________________________________

🔴GDI has conducted a thorough review of the case of Guram Mirtskhulava and has concluded that he is a political prisoner who should be released immediately.

GDI systematically examines cases of individuals detained under criminal charges by the Georgian Dream regime. This analysis is based on the criteria outlined in Resolution No. 1900 of the Parliamentary Assembly of the Council of Europe, titled "The Definition of Political Prisoner." It is important to emphasize that if a case meets at least one of the five established criteria, the individual is considered a political prisoner.

The assessment of detainees will be carried out and relevant reports will be published gradually. In the current report, we present our evaluation of the case of Guram Mirtskhulava, a 34-year-old translator and copywriter, on December 5, 2024, by the regime, and charged with involvement in the actions of an organized violent group. Guram, along with other detainees, is currently held in pretrial detention and faces a potential sentence of 4 to 6 years in prison.

An analysis of Guram Mirtskhulava’s case reveals that his detention satisfies criteria “b” and “e” outlined in the aforementioned Resolution of the Council of Europe simultaneously. Specifically, Guram’s detention is politically motivated by the ruling party, and it pertains to actions that do not constitute a criminal offense. Furthermore, his pretrial detention has resulted from a manifestly unjust legal process.

Guram Mirtskhulava should be released from detention immediately!

The complete version of the report 👉https://gdi.ge/storage/files/doc/Political%20prisoners%20in%20Georgia%20-%20Guram%20Mirtskhulava.pdf

For English scroll down 👇🏻🔴 GDI-მ შეისწავლა ჯანო არჩაიას საქმე და მიიჩნევს რომ ჯანო არჩაია პოლიტიკური პატიმარია და ის და...
07/02/2025

For English scroll down 👇🏻

🔴 GDI-მ შეისწავლა ჯანო არჩაიას საქმე და მიიჩნევს რომ ჯანო არჩაია პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

GDI სწავლობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

პატიმართა საქმეებს ეტაპობრივად შევისწავლით და ჩვენს შეფასებებს გამოვაქვეყნებთ. ახლა კი, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას ჯანო არჩაიას საქმეზე, 49 წლის დისტრიბუტორი, ტაქსის მძღოლი, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. ჯანო, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯანოს საქმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ, „b“ და “e”, კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ჯანოს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.

ჯანო არჩაია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

ანგარიშის სრული ვერსია 👉https://gdi.ge/storage/files/doc/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20-%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.pdf
_______________________________________

🔴 GDI has conducted a thorough review of the case of Jano Archaia and has concluded that he is a political prisoner who should be released immediately.

GDI systematically examines cases of individuals detained under criminal charges by the Georgian Dream regime. This analysis is based on the criteria outlined in the Resolution No. 1900 of the Parliamentary Assembly of the Council of Europe, titled "The Definition of Political Prisoner." It is important to emphasize that if a case meets at least one of the five established criteria, the individual is considered a political prisoner.

The assessment of detainees will be carried out and relevant reports will be published gradually. In current report, we present our evaluation of the case of Jano Archaia, a 49-year-old distributor, taxi driver, arrested on December 5, 2024, by the regime, and charged with involvement in the actions of an organized violent group. Jano, along with other detainees, is currently held in pretrial detention and faces a potential sentence of 4 to 6 years in prison.

An analysis of Jano’s case reveals that his detention satisfies at least criteria “b” and “e” set forth in the aforementioned Resolution of the Council of Europe. Specifically, Jano’s detention is politically motivated by the ruling party, and it pertains to actions that do not constitute a criminal offense. Furthermore, his pretrial detention has resulted from a manifestly unjust legal process.

Jano Archaia should be released from detention immediately!

The complete version of the report 👉https://gdi.ge/storage/files/doc/Political%20Prisoners%20-%20Jano%20Archaia.pdf

04/02/2025

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობ.....

Address

I. Chavchavadze Avenue, 2nd Deadlock, N4-8, 2nd Floor, Apt 6
Tbilisi

Telephone

+995322728008

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative:

Share

Our Story

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, კვლევის, ანალიზისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით. ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ტოლერანტული გარემოს განვითარება, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა, გაზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ მიზნებს ემსახურება მონიტორინგის, საჯარო დებატების, ფაქტებზე დაფუძვნებული კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის მეშვეობით. ორგანიზაცია აერთიანებს მისი საქმიანობის ძირითად სფეროებში კვლევის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს. გუნდის წევრთა ექსპერტული პოტენციალი, გამოცდილება, მიუკერძოებლობა და სანდოობა განაპირობებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წამყვან როლს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების პოლიტიკის შესახებ დისკურსში. ორგანიზაციას მართავს გამგეობა და ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მოქმედი თამჯდომარეა გიორგი მშვენიერაძე.