ღირსეული შრომის პლატფორმა / Georgia Fair Labor Platform

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ღირსეული შრომის პლატფორმა / Georgia Fair Labor Platform

ღირსეული შრომის პლატფორმა / Georgia Fair Labor Platform დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების ერთობა

ღირსეული შრომის პლატფორმა არის არაფორმალური ერთობა, რომელიც საქართველოს შრომითი პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო, აერთიანებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებსა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს.

პლატფორმის წევრები არიან შემდეგი ორგანიზაციები და პროფკავშირები:

▪️საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
▪️ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (O

SGF)
▪️ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“
▪️სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
▪️თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“
▪️სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
▪️Human Rights Watch

❗️❗️❗️გახსოვდეთ: თუ დამსაქმებელი გავალდებულებთ ტრენინგებზე დასწრებას, ეს დრო სამუშაო დროს წარმოადგენს და შესაბამისად უნდ...
09/10/2024

❗️❗️❗️გახსოვდეთ: თუ დამსაქმებელი გავალდებულებთ ტრენინგებზე დასწრებას, ეს დრო სამუშაო დროს წარმოადგენს და შესაბამისად უნდა აგინაზღაურდეთ.

⭕️ ამ დროის არანაზღაურება ხელფასის მოპარვის ფორმას წარმოადგენს და უკანონოა, რაზე რეაგირებისთვისაც შეგიძლიათ შრომის ინსპექციას მიმართოთ.

🔎 გაიგეთ მეტი სამუშაო დროსთან დაკავშირებით, თქვენს შრომით უფლებებზე, პლატფორმის გვერდის "იცოდე შენი უფლებების" დახმარებით-
https://shroma.ge/rights/working-hours/
https://shroma.ge/rights/salaries/

#იცოდეშენიუფლებები

👩‍💻 შრომითი კანონმდებლობა აწესებს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის პრინციპს, მათ შორის, ავალდებულებს ყველა დამსაქმ...
01/10/2024

👩‍💻 შრომითი კანონმდებლობა აწესებს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის პრინციპს, მათ შორის, ავალდებულებს ყველა დამსაქმებელს უზრუნველყოს თანაბარი სამუშაოს, თანაბარი ანაზღაურება ქალი და კაცი მშრომელებისთვის.

✊ დაიცავი შენი შრომითი უფლებები!

🔍 გაიგეთ მეტი თქვენი შრომითი უფლებების შესახებ პლატფორმის გვერდის-"იცოდე შენი უფლებების" გამოყენებით- https://shroma.ge/rights/women-workers/

01/10/2024

ძვირფასო მეგობრებო!

უკვე 29 დღეა სოფელი შუქრუთის მაცხოვრებლები პარლამენტის წინ აპროტესტებენ მათი სოფლის განადგურებას, სახლების, ეკლესიისა და სკოლის ნგრევას კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ.

ისინი შიმშილობენ, ზოგ მათგანს კი პირი აქვს ამოკერილი.

ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ამ ხალხს შესაბამისი კომპენსაცია აღებული აქვს, რაც მტკნარი სიცრუეა.

ამიტომ ხვალ 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება სოლიდარობის აქცია, რომელიც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებს.

მოგიწოდებთ სოლიდარობისკენ, მხოლოდ ეს თუ გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში!

❗️❗️❗️გახსოვდეთ: გამოსცადელი ვადით დასაქმება არ ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი თქვენს შრომით უფლებებს არ იცავს და თქვენზე ჩ...
19/09/2024

❗️❗️❗️გახსოვდეთ: გამოსცადელი ვადით დასაქმება არ ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი თქვენს შრომით უფლებებს არ იცავს და თქვენზე ჩვეულებრივ ვრცელდება სამუშაო დროის, შესვენების, ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და სხვა პირობები.

➡️გამოსაცდელი ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუცილებლად წერილობით;

➡️გამოსაცდელი ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს;

➡️გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში უნდა იღებდეთ ანაზღაურებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.

➡️ გაიგეთ მეტი თქვენი შრომითი უფლებების შესახებ პლატფორმის გვერდის-"იცოდე შენი უფლებების" გამოყენებით- https://shroma.ge/rights/

#იცოდეშენიუფლებები

🔴 არაფორმალურ სექტორში შრომა, ხშირად არაღიარებულ, დაურეგულირებელ და მჩაგვრელ შრომას გულისხმობს.⭕️ თუმცა, შრომითი ხელშეკრ...
10/09/2024

🔴 არაფორმალურ სექტორში შრომა, ხშირად არაღიარებულ, დაურეგულირებელ და მჩაგვრელ შრომას გულისხმობს.

⭕️ თუმცა, შრომითი ხელშეკრულების არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თქვენზე კანონმდებლობის გარკვეული დაცვის სტანდარტები არ ვრცელდება.

🔎 გაიგეთ მეტი არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შრომითი უფლებებზე, პლატფორმის გვერდის "იცოდე შენი უფლებების" დახმარებით-https://shroma.ge/rights/informal-workers/

#იცოდეშენიუფლებები

❗️ სტაჟირება დამსაქმებლისთვის უფასო შრომას არ ნიშნავს.⭕️ სტაჟირების მიზანია შეიძინოთ კვალიფიკაცია, პროფესიული ცოდნა, უნა...
03/09/2024

❗️ სტაჟირება დამსაქმებლისთვის უფასო შრომას არ ნიშნავს.

⭕️ სტაჟირების მიზანია შეიძინოთ კვალიფიკაცია, პროფესიული ცოდნა, უნარები ან პრაქტიკული გამოცდილება და არა ანაზღაურებადი თანამშრომლების ჩანაცვლება.

⛔️ თუ დამსაქმებელს სტაჟიორები ანაზღაურების გარეშე 6 თვეზე მეტი ვადით, ხოლო ანაზღაურებით 1 წელზე მეტი ვადით აჰყავს, იგი არღვევს შრომის კოდექსს.

➡️ გაიგეთ მეტი თქვენი შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ პლატფორმის გვერდის-"იცოდე შენი უფლებების" გამოყენებით- https://shroma.ge/rights/get-help/
#იცოდეშენიუფლებები

30/08/2024

💥 ფრიდრიხ ებერტის ფონდი და დამოუკიდებელი პროფკავშირი “გილდია” აფუძნებენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრემიას დრამატურგიაში, რომლის ფარგლებშიც ცხადდება პიესების/სათეატრო ტექსტების კონკურსი.

▫️ სათეატრო ტექსტი უნდა ასახავდეს სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობისა და/ან თანასწორობის იდეას და ეხმაურებოდეს ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ერთ ან რამდენიმე აქტუალურ პრობლემას/საკითხს.

▪️ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ დრამატურგებს, მწერლებს, სტუდენტებსა და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

▫️ შემოსულ ნამუშევრებს განიხილავს და კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ორგანიზატორების მიერ შერჩეული პროფესიონალი და კვალიფიციური წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

▪️ თავდაპირველად გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევარი, შემდეგ კი მათ შორის ერთი გამარჯვებული პიესა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ავტორებს შესაბამისი ფულადი პრემია გადაეცემათ.

▫️ ასევე, პრემიის ფარგლებში, გამოცდილი შემოქმედებითი ჯგუფის ჩართულობით, თბილისში, პარტნიორი თეატრის სცენაზე, გამარჯვებული პიესის საჯარო კითხვა გაიმართება.

▪️ გამარჯვებული პიესა მცირე ტირაჟით დაიბეჭდება და გაეგზავნება საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს, რეჟისორებსა და მსახიობებს.

▫️ უპირატესობა მიენიჭება ისეთ ტექსტს, რომლის მოცულობაც არ აღემატება 40 გვერდს (A4 ფორმატი, შრიფტის ზომა 12). ტექსტი უნდა იყოს დაწერილი ქართულ ენაზე და არ უნდა იყოს აქამდე გამოქვეყნებული ან დადგმული.

▪️ საკონკურსო ნამუშევრების მიღების საწყის ეტაპზე, ივლისის თვეში, მოეწყობა დრამატული წერის სამი სამუშაო შეხვედრა კონკურსანტებისთვის, რომელსაც ამ სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან. მიღებული ცოდნა და გამოცდილების გაზიარება მონაწილეებს წერის პროცესში დაეხმარება. შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ მითითებულ ლინკზე 30 ივნისის ჩათვლით:
https://shorturl.at/lTAty

💌 დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 სექტემბერი.
ნამუშევარს თან დაურთეთ განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია - მოკლე ბიოგრაფია და პროფესიული საქმიანობა.

🙌 დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ:
[email protected]
ველით თქვენს ნამუშევრებს და გისურვებთ წარმატებას!

ვრცლად https://docs.google.com/file/d/17idRmStFDanRd0JGfI7FyBcXBw40rIOp/edit?usp=docslist_api&filetype=msword

❓❓❓რამდენად იცნობთ თქვენს სამუშაო ადგილზე მოქმედი შრომის შინაგანაწესის შინაარსს?!❗️❗️❗️გახსოვდეთ-შრომითი ხელშეკრულებით შ...
29/08/2024

❓❓❓რამდენად იცნობთ თქვენს სამუშაო ადგილზე მოქმედი შრომის შინაგანაწესის შინაარსს?!

❗️❗️❗️გახსოვდეთ-შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ შინაგანაწესში არსებული სამუშაო პირობები ორივე მხარისთვის სავალდებულო ხდება. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოთ და გადმოგცეთ შრომის შინაგანაწესის ასლი.

➡️ გაიგეთ მეტი თქვენი შრომითი უფლებების შესახებ პლატფორმის გვერდის-"იცოდე შენი უფლებების" გამოყენებით- https://shroma.ge/rights/
#იცოდეშენიუფლებები

23/08/2024

📣 სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად საჩივრით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას.

◼ ჩვენ მიერ წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია „ევოლუშენის“ მიერ, საქართველოში საქმიანობისას, „მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ“ OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას. მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას

◼ აღსანიშნავია, რომ პრინციპების მიხედვით, მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მუქარებისაგან, როგორიც არის მოცემული ქვეყნის ტერიტორიიდან მისი განყოფილების მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანა სხვა ქვეყანაში, რათა არ იქონიონ უსამართლო ზეგავლენა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ან ხელი არ შეუშალონ მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობას . მოცემულ შემთხვევაში, „ევოლუშენ ჯორჯია“ სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავს და, გაფიცულების მძიმე სოციალური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მათზე ზეწოლის მოხდენას წარმომადგენლობის შეზღუდვის მუქარით ცდილობს.

◼ გაფიცულების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა, ხოლო 19 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი გაფიცული ახალგაზრდა პირის ამოკერვას გეგმავს. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყებიდან სწრაფი რეაგირება მოითხოვა, რადგან მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას და დაჩქარებულ რეაგირებას მოითხოვს.

◼ ამ ფონზე კიდევ უფრო პრობლემურია ის გარემოება, რომ სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ გაფიცულების მოთხოვნებზე და არაერთი მოწოდების მიუხედავად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ათასობით ახალგაზრდის მძიმე სოციალური და შრომითი პირობების უგულებელყოფას. უკვე რამდენიმე დღეა, გაფიცულების წარმომადგენლები სამინისტროსგან კომპანიასთან მედიაციის და მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. გაფიცულებს, მოთხოვნის მიუხედავად, არ შეხვედრია არც სახალხო დამცველი.

📌 სრული განცხადება - https://shorturl.at/MElxr

ლაბორ • LABOR

შრომის ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხარეებისთვის გასაგებ ენაზე. ხელმოწერამდე დასაქმებულს უნდა მიეცეს საშუალება და დრო სრულყ...
21/08/2024

შრომის ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხარეებისთვის გასაგებ ენაზე. ხელმოწერამდე დასაქმებულს უნდა მიეცეს საშუალება და დრო სრულყოფილად გაეცნოს დოკუმენტს.

➡️ გაიგეთ მეტი თქვენი შრომითი უფლებების შესახებ პლატფორმის გვერდის-"იცოდე შენი უფლებების" გამოყენებით- https://shroma.ge/rights/

#იცოდეშენიუფლებები

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღირსეული შრომის პლატფორმა / Georgia Fair Labor Platform posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ღირსეული შრომის პლატფორმა / Georgia Fair Labor Platform:

Share