ქერქაძნები - ქერქაძეთა საგვარეულო კავშირი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქერქაძნები - ქერქაძეთა საგვარეულო კავშირი

ქერქაძნები - ქერქაძეთა საგვარეულო კავშირი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქერქაძნები - ქერქაძეთა საგვარეულო კავშირი, Non-Governmental Organization (NGO), Tbilisi.

08/01/2025

ჩემო ძვირფასო გვარიშვილნო, ჩემო უსაყვარლესნო ქერქაძნებო!!! ძალიან დიდი ხანი (თითქმის ოთხი წელიწადი) გავიდა მას შემდეგ, რაც მე თქვენ ასე საჯაროდ ჩემი სეფე სიტყვით აღარ შეგხმიანებივართ. ამისი ძალიან ბევრი მიზეზია: მსოფლიო კორონავირუსული პანდემია, ზოგადად ჩემი სამსახურებრივი მოუცლელობა, გარკვეული ცხოვრებისეული და თუნდაც ჩემი ჯანმრთელობით გამოწვეული პრობლემებიც კი და ასე სხვანი და სხვანი. მაგრამ ახლა ვსარგებლობ ამ შემთხვევით, კერძოდ, 2025 წლის შემობრძანებასთან ერთად და მაცხოვრის შობის დღესასწაულის გუშინდელ აღნიშვნასთან ერთად, ყველა ქერქაძის გვარის მატარებელ ადამიანს, ქალიან-კაციანად, დიდიან-პატარიანად, საკუთარი ოჯახის წევრებიანად, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, ვუსურვებ ყველა იმ სასიკეთო მიზნებისა და ჩანაფიქრის ამ წელიწადში ასრულებას, რომელიც წინა წლებში რაღაც მიზეზთა გამო მათთვის ვერ განხორციელდა, ვუსურვებ მათ, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას ოჯახებში, ბედნიერებასა და ხალისს, გამრავლებასა და კეთილდღეობას. ყველას, ყველას, ყველას გფარვიდეთ ჩვენი საგვარეულო წმინდანი უფალი ჩვენი, მაცხოვარი იესო ქრისტე. ამინ!!! ამასთანავე ძალიან გთხოვთ ყველას არ დავივიწყოთ ჩვენი გამორჩეული საგვარეულო დევიზიც: "ვიყოთ გვარად მრავლად, ერთად მარად".
ჩემო ძვირფასო ქერქაძნებო, ძველით ახალი წლის (გურიაში კალანდად რომ მოიხსენიება) მოახლოებასთან ერთად ასევე ახლოვდება 19 იანვარიც ნათლისღების საუფლო დღესასწაული და ისიც, რაც მხოლოდ ჩვენთვის ქერქაძნებისათვის არის ასე მნიშვნელოვანი -20 იანვარი. ეს დღე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ანუ საგვარეულო კავშირის "ქერქაძნების" დაარსების თარიღია. დიახ, 2013 წლის ამ დღეს დავაფუძნეთ იგი. თავის დროზე ამ კავშირმა დიდი როლი შეასრულა ჩვენი გვარიშვილების ერთად თავმოყრაში, რაც იმავე წლის 22 სექტემბერს დაგვირგვინდა კიდეც თბილისში, წმ.სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი უწმინდესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ჩვენი საყვარელი გვარის დალოცვის რიტუალით. დიახ, 12 წელი გასულა მას შედეგ. ბევრმა წყალმა ჩაიარა უკვე ჩვენს თვალწინ, ძალზედ სამწუხაროა, რომ ამ ხნის მანძილზე რამოდენიმე ჩვენი გვარიშვილი გამოგვაკლდა კიდევაც (ნათელი და სანთელი არ მოაკლდეს მათ ხსოვნას!), ამასთანავე დაიბადნენ და ამ ქვეყანას მოევლინენ ქერქაძის გვარის მატარებელნი ქალ-ვაჟები (ღმერთო დიდებულო გაგვაძლიერე ამ მხრივაც!) და რაც ასევე მთავარია შეგვამკე და გაგვაძლიერე რწმენაში, სამშობლოს სიყვარულში, თავშეკავებაში, მოთმინებაში, ერთმანეთის გატანაში, სიმშვიდესა და სასოებაში. ახლა ეს ჩემი სიტყვები განსაკუთრებით მიმართულია ჩვენ გვარში იმ გოგო და ბიჭი ქერქაძეთა მისამართით, რომლებიც ჩვენი გვარის დალოცვის მომენტში მეტად პატარები იყვნენ, თუმცა, ამჟამად ისინი უკვე გვარიანად წამოიზრდნენ და ჩვენ მიერ გვარის გამთლიანებისათვის წამოწყებული საქმიანობის ჭაპანი მომავალში უსათუოდ მათ უნდა ზიდონ თავიანთი მხრებით.
სწორედ ამიტომ და მეტწილად ამ მიზნის აღსასრულებლად, გუშინ WatsApp-ში შევქმენი ჩვენი ახალი საგვარეულო ჯგუფი სახელწოდებით: "ქერქაძნების საგვარეულო" რომელსაც შეეძლება შემოუერთდეს ნებისმიერი ჩვენი გვარის მატარებელი ანდა მათი ოჯახის წევრი, ჩვენი გვარის ერთგული პიროვნება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მას წინასწარ უნდა ჰქონდეს თავის მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული და გახსნილი WatsApp. მე გუშინ შევეცადე ამ ახალ ჩატში იმათი დამატება, ვისი მობილური ტელეფონის ნომერიც მოვიძიე ასე სახელდახელოდ. თუმცაღა, ამ მხრივ მე ბევრი ადამიანი ვერც კი დავამატე (ეს განსაკუთრებით ეხება უფროსი თაობის ჩვენ გვარიშვილებს), იმ მარტივი მიზეზის გამო, რადგანაც მათ WatsApp-ის პლატფორმა თავიანთ ტელეფონებში არ აღმოაჩნდათ. ამიტომაც ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ახლგაზრდა თაობის ჩვენ გვარიშვილთა მიმართ: დაეხმარეთ თქვენი ოჯახის წევრ უფროს თაობას (თუკი მათი ტელეფონების აპარატები ტექნიკურად ძალიან მოძველებული არ არის!) WatsApp -ის ჩამოტვირთვაში. მე კარგად ვიცი ჩემო ახალგაზრდა ქერქაძნებო, რომ ეს საქმე თქვენთვის ძალზედ მარტივად განსახორციელებელი პროცედურაა. ჩათვალეთ, რომ ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ ჩვენი გვარის კიდევ უფრო მეტად გაერთმთლიანებას, ცალკე აღებულ გვარიშვილთა ურთიერთგაცნობასა და დაახლოებას. WatsApp-ში ამ საგვარეულო ჩატის მეშვეობით სამომავლოდ ჩვენ ვაპირებთ ონლაინ ჩართვების განხორციელებასაც და სხვა აქტივობებსაც,რომელსაც მერე და მერე უფრო დავაანონსებ. ახლა კი მთავარია რაც შეიძლება მეტი ჩვენი გვარიშვილი ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი საგვარეულო ჩატის გამართულობაში.
რაც შეეხება საზღვარგარეთ უკვე მუდმივად მცხოვრებ ჩვენ გვარიშვილებს, მე მათ ვთხოვდი პირადში მომწერონ მათი საზღვარგარეთული მობილური ტელეფონის ნომრები (მათი ანონიმურობა ჩემგან ასი პროცენტით გარანტირებულია!!!), რათა შემდეგ მე შევძლო მათი დამატება ჩვენ საგვარეულო ჩატში (ბუნებრივია, მანამდე ისინი WatsApp-ში უნდა ჩაერთონ!!!).
და კიდევ ერთიც, ფეისბუკში უკვე დიდი ხანია არსებულ ჩვენ საგვარეულო ჯგუფსა და გვერდს არასოდეს არ გავაუქმებთ, რადგანაც მათი წვლილი უდიადესია და ისინი ჩვენი თანამედროვე ქერქაძეთა ყოფის ერთგვარ მატიანედაც აღიქმებიან. მე ღრმად მწამს, რომ ამ ახალი საგვარეულო ჩატის შექმნით ჩვენი ფეისბუკური ჯგუფიცა და გვერდიც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდებიან.
სიტყვა მეტად გამიგრძელდა, ალბათ ყველანი ძალიან გადაგღალეთ კიდეც. იმედია, მომდევნო წერილს უფრო ოპერატიულად (და არა ასეთნაირად ოთხწლიანი ინტერვალით!) გაახლებთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მონა მორჩილი, გვარის წინამძღოლი ჯიმშერ ქერქაძე 08.01. 2025

Address

Tbilisi
0102

Telephone

+995599274639

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქერქაძნები - ქერქაძეთა საგვარეულო კავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქერქაძნები - ქერქაძეთა საგვარეულო კავშირი:

Share