13/07/2026
🎉 IOV Georgia ულოცავს ანსამბლ „ლაშა-გიორგის“ 35 წლის იუბილეს!
დიდი სიხარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლაშა-გიორგის“ დაარსებიდან 35 წლის იუბილეს!
🌟35 წელი — ეს არის ქართული ტრადიციული ხელოვნების, დაუღალავი შრომისა და თაობების აღზრდის ღირსშესანიშნავი გზა. ანსამბლმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.
განსაკუთრებულ მადლობასა და მოლოცვას ვუგზავნით ანსამბლის შემოქმედებით გუნდს:🌟 სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ ქორეოგრაფს - ბატონ ემზარ სანიკიძეს.
🌟 პედაგოგს - ქალბატონ ნათია ჯუღელიძეს.
თქვენი პროფესიონალიზმი და ხელოვნებისადმი ერთგულება არის იმ წარმატების საფუძველი, რომლითაც დღეს მთელი საქართველო ამაყობს!
#ლაშაგიორგი35 #ქართულიცეკვა #ფოლკლორი #კულტურა #ოზურგეთი