09/12/2024
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გაიმართა კონფერენცია „პაციენტის მართვის თანამედროვე პრინციპები ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში“
ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა იმსჯელეს საქართველოს ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ სერვისებში განხორციელებული ღონისძიებების, არანებაყოფლობითი მკურნალობის, ალტერნატიული მიდგომებისა და ამ მიმართულებით არსებული ევროპული პრაქტიკების შესახებ.
ეკა ჭყონია, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“: „სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დეფიციტური სერვისია როგორც ცოდნის მხრივ, ასევე გაცნობიერების მხრივ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდების მხრივ. ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ვიცით, ძალიან გვტკივა და ევროპელ კოლეგებთან ერთად ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, წინსვლა გვქონდეს ამ მიმართულებით“.
კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ (MED-EU/02/24-00049) და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კლინიკებს შორის თანამშრომლობა „BER-LISI“ (GIZ) ფარგლებში.