მეგობრების ფონდი - Friends Foundation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეგობრების ფონდი - Friends Foundation
Directions Website

მეგობრების ფონდი - Friends Foundation საქველმოქმედო ფონდი ბავშვების დასახმარებლად. ფონდის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე.

ჩვენი მეგობრების უმეტესი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში, მათ აქვთ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი და მზად არიან ყოველ თვე მინიმუმ 10 ლარი საკუთარი შემოსავლიდან გადმორიცხონ ფონდის ანგარიშებზე.

ჩვენი მეგობრების ის ნაწილი, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სტაბილურად, მზად არიან საკუთარი დრო და შრომა გაიღონ უსასყიდლოდ ფონდის მიზნების შესასრულებლად.

ფონდის წევრი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი;
ბ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს ფონდიში წარმოადგენს ორგანიზაციის წევრი-იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი; ამასთანავე, ორგანიზაციის წევრი-იურიდიული პირის დამფუძნებლები (წევრები) არ ითვლებიან ორგანიზაციის წევრებად.
ფონდის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, თუ კი ამის სურვილი ექნება, ფონდის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ფონდის წევრი მოვალეა დაიცვას ფონდის წესდება; პროპაგანდა გაუწიოს ფონდის მიზნებს; არ გაახმაუროს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია; გადაიხადოს საწევრო, მინიმუმ 10 ლარის ოდენობით, თუ საწევროს გადახდის ვალდებულებას დაადგენს ფონდის გამგეობა.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეგობრების ფონდი - Friends Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share