იურიდიული სწავლების ცენტრი LS

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიული სწავლების ცენტრი LS

იურიდიული სწავლების ცენტრი LS იურიდიული სწავლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი LS-ის მიზანია იურიდიული განათლების განვითარება საქართველოში

იურიდიული სწავლების ცენტრი LS-ის მიზანია იურიდიული განათლების განვითარება საქართველოში.

ჩვენი ტრენერები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და დარგის ექპერტები.

ჩვენ გთავაზობთ:

საგანმანათლებლო კურსებს კარიერული და ბიზნესის განვითარებისათვის;

ტრენინგებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად;

სწავლას საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში;

მოსამზადებელ კ

ურსებს ადვოკატთა, პროკურატურის და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის. Center for Legal Studies LS

Our aim is the development of legal education in Georgia. Our trainers are professors and experts of higher educational institutions. Our services:

Educational courses for career and business development;

Training Courses with the world's advanced universities;

Study Abroad, at the world's leading universities;

Preparatory courses for Bar exams, qualification exams of the Judges and Prosecutor's Office.

👩‍🎓ჩვენს ცენტრში დასრულდა ტრენინგი "როგორ დავწეროთ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი"ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შე...
21/05/2026

👩‍🎓ჩვენს ცენტრში დასრულდა ტრენინგი "როგორ დავწეროთ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი"

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:

📌შესავალი და მისი კომპონენტები - აქტუალობა, კვლევის მიზანი, კვლევის ამოცანები, კვლევის კითხვა/ჰიპოთეზა

📌კვლევის მეთოდების შერჩევა - როგორ უნდა შეირჩეს მეთოდი, რომელიც პასუხობს კვლევის კითხვას

📌ნაშრომის სტრუქტურა - როგორ უნდა ააწყო ლოგიკური, თანმიმდევრული და არგუმენტზე დაფუძნებული ტექსტი; თავების და ქვეთავების ფუნქცია და მნიშვნელობა

📌კვლევის შედეგები vs დასკვნა - რა არის მიგნებების წარმოდგენა და რითი განსხვავდება იგი ანალიტიკური შეჯამებისგან

📌კვლევის დასკვნა - დასკვნის მნიშვნელობა, მოცულობა და სტრუქტურა

📌ციტირება და პერიფრაზი - წყაროების გამოყენება აკადემიური სტანდარტების დაცვით

📌რა არის პლაგიატი და როგორ ხდება პლაგიატზე შემოწმება - პლაგიატის ტიპები, რისკები და ანტიპლაგიატის სისტემების გამოყენება

📌ხელოვნური ინტელექტის გამოყენება - როგორ გამოიყენო AI ეფექტურად და ეთიკური სტანდარტების დაცვით აკადემიურ წერაში

📌ნაშრომის პრეზენტაცია - როგორ წარმოადგინო შენი ნაშრომი თავდაჯერებულად და პროფესიონალურად, რა სტანდატრებს უნდა აკმაყოფილებდეს პრეზენტაცია

📌ყველაზე გავრცელებული შეცდომები საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის წერისას.

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულების შეფასებებს

🇬🇪 საქართველოს მოქალაქეობის გამოცდის მოსამზადებელი კურსიქართული ენა, ისტორია და სამართალი🚀 მოემზადეთ საქართველოს მოქალაქ...
19/05/2026

🇬🇪 საქართველოს მოქალაქეობის გამოცდის მოსამზადებელი კურსი

ქართული ენა, ისტორია და სამართალი

🚀 მოემზადეთ საქართველოს მოქალაქეობის გამოცდისთვის პროფესიონალებთან ერთად!

🎓 იურიდიული სწავლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი LS და საერთაშორისო სათარჯიმნო კომპანია GB International Group აცხადებენ მიღებას საქართველოს მოქალაქეობის გამოცდის მოსამზადებელ კურსზე.

📢კურსი შექმნილია იმ პირებისთვის, ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საქართველოს მოქალაქეობის მისაღები ტესტირება და გაიღრმავოს ცოდნა ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.

🎯 რატომ უნდა გაიაროთ კურსი ჩვენთან?
✅ სასწავლო პროგრამა სრულად მორგებულია მოქალაქეობის გამოცდის მოთხოვნებზე
✅ სწავლება მიმდინარეობს პრაქტიკული მაგალითებითა და ტესტებზე მუშაობით
✅ კურსს უძღვებიან სფეროს გამოცდილი სპეციალისტებები და პროფესიონალი ლექტორები რომელიც სწავლებას ინოვაციური მეთოდების გამოყენებით წარმართავენ
✅ ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური დასწრება, ასევე ონლაინ სწავლება Zoom-ის პლატფორმით
✅ ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული პროგრამა

🚀 რას მოგცემთ ეს კურსი?
📝 მოქალაქეობის გამოცდისთვის ეფექტურ მომზადებას
🎓 თავდაჯერებულობას ტესტირების წარმატებით ჩასაბარებლად
📖 საქართველოს ისტორიის ძირითადი საკითხების ცოდნას
⚖️ სამართლის საფუძვლების გააზრებას
🗣️ ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებას

📚 რას შეისწავლით?
🇬🇪 ქართული ენა

გრამატიკის საფუძვლები
სასაუბრო და წერითი უნარები
გამოცდის ტიპის დავალებები

🏛️ საქართველოს ისტორია

საქართველოს ისტორიის ძირითადი ეტაპები
მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები
სახელმწიფოებრიობისა და კულტურის საფუძვლები

⚖️ სამართლის საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები
მოქალაქის უფლებები და მოვალეობები
სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები

⏳ კურსის ხანგრძლივობა
📅 2 თვე (8 კვირა)
8 ივნისი - 31 ივლისი

⏱️ კურსის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 48 საათს

📘 თითოეულ საგანს დაეთმობა 16 საათი

👨‍🏫 თითოეულ მიმართულებაში ჩატარდება 8 შეხვედრა

📆 🕖 შეხვედრები გაიმართება კვირაში 3 დღე (19:00 -21:00)

💻 სწავლების ფორმატი

🏫 ფიზიკური დასწრება (ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრი, 37მ ილია ჭავჭავაძის გამზირი).
💻 ონლაინ სწავლება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით

💰 ღირებულება
💵 1490 ლარი (გადახდა ორ ნაწილად)

კურსზე დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1K_vyrSOnpj1nSZk50m6QIBde3px_oju2QGfzqcWnMm8/edit?pli=1

13/05/2026

📢 გსურთ გახდეთ სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

📢 გსურთ საფუძვლიანად იცოდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და პრაქტიკა?

📢 გაქვთ კომპანია/ორგანიზაცია და გსურთ თქვენი თანამშრომლის გადამზადება?
მაშინ ეს კურსი გჭირდებათ !

⚖️ ჩვენ უკვე 400-ზე მეტი ოფიცერი გადავამზადეთ, რომელთა უმეტესობა დასაქმებულია კერძო და საჯარო სტრუქტურებში!

📤 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი:
📌კურსი დაფუძნებულია თეორიულ და პრაქტიკული სწავლებაზე (კონკრეტულ მაგალითებზე)

📌გათვალისწინებული იქნება თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკა

📌შეგასწავლით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული აუცილებელი შიდა დოკუმენტების სტრუქტურას და კურსის ფარგლებში თქვენ თვითონ შეადგენთ პერსონალურ მონაცემთა პოლიტიკის დოკუმენტს

📌გადმოგეცემათ სასწავლო მასალები და შეხვედრების ვიდეოჩანაწერები

📌ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი გვაქვს სპეციალური ჯგუფი სოციალურ მედიაში და კურსის გავლის შემდეგ მუდმივად შეგიძლიათ კონსულტაციის მიღება

📌 წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დასაქმების მიზნით

📌კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

👩‍💼 კურსს გაუძღვება ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია არის სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუს პროფესორი. იგი არაერთი წელია უნივერსიტეტში კითხულობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, ჩატარებული აქვს პერსონალურ მონაცემთა შესახებ ტრენინგები და საჯარო ლექციები კერძო და საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და ნანტის უნივერსიტეტში. მას არაერთი კვლევა აქვს ამ მიმართულებით განხორციელებული, მათ შორის გერმანიაში, მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში. არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი .

👩‍🎓ჩვენი კურსდამთავრებულის სოფი ლელაშვილის  შეფასება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი  კურსის გავლის შე...
12/05/2026

👩‍🎓ჩვენი კურსდამთავრებულის სოფი ლელაშვილის შეფასება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ❤

"განვლილი ტრენინგი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ - საინტერესო, ინფორმაციული და პრაქტიკულ ნაწილზე ორიენტირებული კურსია. მასალა გადმოცემულია მარტივად და გასაგებად, რაც სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს გაუმარტივებს ათვისების პროცესს, არ მოითხოვს სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას.
პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის უშუალო, მეგობრული, სასიამოვნო გარემო, ტრენერის პროფესიონალიზმი და მონაწილეებისადმი გამოჩენილი ინდივიდუალური ყურადღება.

კურსი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი შესაძლებელს ხდის მოერგოს მსმენელის სამუშაო სფეროს, ჩაშალოს და გაითვალისწინოს მისი ვიწრო სპეციფიკაცია პერსონალური მონაცემების დაცვის ჭრილში.
ასევე, რაც კურსს მსვლელობისას გამოარჩევს ესაა მისი პრაქტიკული ნაწილი- რეალური ქეისები, მოსამზადებელი მინი დავალებები, დოკუმენტების შედგენის სპეციფიკის გაშინაარსება და შესწავლა.

და ყველაზე მნიშვნელოვანი- გამორჩეულად სასიამოვნო და პროფესიონალი ტრენერი, ქალბატონი ლიკა, რომელიც კურსის დასრულების შემდგომაც უანგაროდ განაგრძობს მსმენელების აქტიურ დახმარებას.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ხარისხიანი, საინტერესო და პრაქტიკული ტრენინგ-კურსისთვის. გისურვებთ წარმატებებს!"

👩‍🎓ჩვენი კურსდამთავრებულის სამართლის დოქტორის, პროფესორ თამარ ალფაიძის შეფასება   კურსის გავლის შემდეგ  ❤ "მოხარული ვარ,...
11/05/2026

👩‍🎓ჩვენი კურსდამთავრებულის სამართლის დოქტორის, პროფესორ თამარ ალფაიძის შეფასება კურსის გავლის შემდეგ ❤

"მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ტრენინგში. მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარ პროფესორი და სამართლის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, ტრენინგმა მომცა ახალი, თანამედროვე და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნა სწრაფად განვითარებადი სფეროს შესახებ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, ტრენინგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც სამართლის სფეროში საქმიანობს, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვა უკვე თითქმის ყველა მიმართულებას უკავშირდება.

ასევე, ეს არის ახალი პროფესიის ათვისების უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

აღსანიშნავია ტრენერის მაღალი კომპეტენცია, პრაქტიკული გამოცდილება და ტრენინგის საქმიანი, პროფესიული გარემო, რაც სწავლების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდიდა."

08/05/2026

📢 გსურთ გახდეთ სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

📢 გსურთ საფუძვლიანად იცოდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და პრაქტიკა?

📢 გაქვთ კომპანია/ორგანიზაცია და გსურთ თქვენი თანამშრომლის გადამზადება?
მაშინ ეს კურსი გჭირდებათ !

⚖️ ჩვენ უკვე 400-მდე ოფიცერი გადავამზადეთ, რომელთა უმეტესობა დასაქმებულია კერძო და საჯარო სტრუქტურებში!

📍„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში კომპანია/ორგანიზაცია შესაძლოა 1000-დან 20 000 ლარამდე დაჯარიმდეს. ამიტომ თქვენ კვალიფიციური კადრი გჭირდებათ!

📤 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი:
📌კურსი დაფუძნებულია თეორიულ და პრაქტიკული სწავლებაზე (კონკრეტულ მაგალითებზე)

📌გათვალისწინებული იქნება თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკა

📌შეგასწავლით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული აუცილებელი შიდა დოკუმენტების სტრუქტურას და კურსის ფარგლებში თქვენ თვითონ შეადგენთ პერსონალურ მონაცემთა პოლიტიკის დოკუმენტს

📌გადმოგეცემათ სასწავლო მასალები და შეხვედრების ვიდეოჩანაწერები

📌ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი გვაქვს სპეციალური ჯგუფი სოციალურ მედიაში და კურსის გავლის შემდეგ მუდმივად შეგიძლიათ კონსულტაციის მიღება

📌 წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დასაქმების მიზნით

📌კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

👩‍💼 კურსს გაუძღვება ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია არის სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუს პროფესორი. იგი არაერთი წელია უნივერსიტეტში კითხულობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, ჩატარებული აქვს პერსონალურ მონაცემთა შესახებ ტრენინგები და საჯარო ლექციები კერძო და საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და ნანტის უნივერსიტეტში. მას არაერთი კვლევა აქვს ამ მიმართულებით განხორციელებული, მათ შორის გერმანიაში, მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში. არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი .

📊 დაწყების თარიღი : 13 მაისი

📊 დასრულების თარიღი: 24 მაისი

ხანგრძლივობა : 20 საათი (6 დღე)
კურსის ფორმატი: კურსის გავლა შესაძლებელია როგორც ფიზიკური დასწრებით ასევე ონლაინ.
კურსის ღირებულება : 440 ლარი, (ორგანიზაციიდან რამდენიმე თანამშრომელის დასწრებისას მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება).

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრი, 37m ილია ჭავჭავაძის გამზირი. ტრენინგზე დასწრება ასევე შესაძლებელია ონლაინ.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე : https://docs.google.com/forms/d/1tHI7YOYBXlDNW8E9Rt4osclVrSmT8MEo-3UUbkvxcgg/edit

👩‍🎓🧑‍🎓ჩვენი კურსდამთავრებულების შეფასებები სამშენებლო სამართლის  კურსის გავლის შემდეგ
06/05/2026

👩‍🎓🧑‍🎓ჩვენი კურსდამთავრებულების შეფასებები სამშენებლო სამართლის კურსის გავლის შემდეგ

📹 რა უნდა იცოდეთ, სანამ კომპანიაში ვიდეომონიტორინგს დაიწყებთ?⚖️ გაითვალისწინეთ: ვიდეომონიტორინგი მხოლოდ ტექნიკური საკითხ...
06/05/2026

📹 რა უნდა იცოდეთ, სანამ კომპანიაში ვიდეომონიტორინგს დაიწყებთ?

⚖️ გაითვალისწინეთ: ვიდეომონიტორინგი მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, რადგან პირდაპირ უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას, თანამშრომელთა, მომხმარებელთა უფლებებს და სერიოზულ სამართლებრივ რისკებს. კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ამ ეტაპზე უშვებს კრიტიკულ შეცდომებს.

⚖️ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში კომპანია/ორგანიზაცია შესაძლოა 1000-დან 20 000 ლარამდე დაჯარიმდეს. ხშირად დარღვევები სწორედ ვიდეომონიტორინგის დროს ფიქსირდება.

🎯 სწორედ ამიტომ გთავაზობთ ერთსაათიან უფასო ვებინარს, სადაც მიიღებთ მკაფიო და პრაქტიკულ ცოდნას:

✔️ რა წესები უნდა დაიცვათ კომპანიაში ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას
✔️ რა არის ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი შეცდომები
✔️ როგორ უნდა დააბალანსოთ უსაფრთხოება და პირადი ცხოვრების დაცვა
✔️ რეალური მაგალითები პრაქტიკიდან — რატომ ჯარიმდებიან კომპანიები

🏛️ იურიდიული სწავლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი – LS უკვე 2 წელზე მეტია ატარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ კურსებს.

👩‍⚖️ ჩვენ უკვე 400-მდე მონაცემთა დაცვის ოფიცერი გადავამზადეთ, რომელთა უმეტესობა წარმატებით არის დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორში.

👉 თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ სამართლებრივი რისკები და იმუშაოთ სტანდარტების შესაბამისად დარეგისტრირდით ჩვენს ვებინარზე. სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1mfkgIx4oyKX-JDedY8N53DZSU6BqSSI6Z3oj0fCP2yI/edit

📢 შეგახსენებთ რომ ხვალ გვაქვს კურსდამთავრებულთა კონსულტაციის საათი. არ დაგავიწყდეთ დარეგისტრირება https://docs.google.co...
04/05/2026

📢 შეგახსენებთ რომ ხვალ გვაქვს კურსდამთავრებულთა კონსულტაციის საათი. არ დაგავიწყდეთ დარეგისტრირება https://docs.google.com/forms/d/182-PUQyeOIdP1aBwCujO3nSXfak5T3lJ67So7OLrz10/edit?pli=1

📢 ვაგრძელებთ უფასო საკონსულტაციო საათებს კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ჩვენი კურსის გავლის შემდეგ დასაქმდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებად და საჭიროებენ კონსულტაციას პრაქტიკული საკითხების გადაჭრისათვის!

⚖️ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსის დასრულებით ჩვენი ურთიერთობა კურსდამთავრებულებთან არ მთავრდება.

📍 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ოფიცერმა იგრძნოს მხარდაჭერა პრაქტიკულ საქმიანობაში და ჰქონდეს შესაძლებლობა ნებისმიერ კითხვაზე მიიღოს პასუხი.

📍ჩვენი ცენტრის წარმატება თქვენი წარმატებით იზომება ❤

📍 კონსულტაციის საათი ჩატარდება ონლაინ. რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/182-PUQyeOIdP1aBwCujO3nSXfak5T3lJ67So7OLrz10/edit

🎓ბიძინა ხარაზიშვილი - სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასოციაციის ტრენერი. ბი...
02/05/2026

🎓ბიძინა ხარაზიშვილი - სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასოციაციის ტრენერი. ბიძინა ხარაზიშვილს აქვს პროფესიული საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, არასამთავრებო ორგანიზაციებში და სასწავლო/სატრენინგო მიმართულებით. იგი ათი წელია იყო კომერციული ბანკის იურისტი.
✅LS იურიდიული სწავლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრში ბიძინა ხარაზიშვილი სამშენებლო სამართლის კურსის ერთ-ერთი ტრენერია და მონაწილეებს აცნობს საბანკო გარანტიების პრაქტიკულ და სამართლებრივ ასპექტებს სამშენებლო ბიზნესში.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული სწავლების ცენტრი LS posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to იურიდიული სწავლების ცენტრი LS:

Share