Civitas Georgica

Call Directions Website Contact the organization

Civitas Georgica Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Civitas Georgica, Non-Governmental Organization (NGO), 97 Tsinamdzgvrishvili str, Tbilisi.

“Civitas Georgica” is a nongovernmental organization targeting mainly rural communities to promote local democracy, access to education, migration issues and protects child rights, women and vulnerable groups. საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.

🌏🇩🇪🇦🇱 ალბანეთში, ქალაქ ტირანაში მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული ...
30/09/2026

🌏🇩🇪🇦🇱 ალბანეთში, ქალაქ ტირანაში მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული გლობალური დიალოგი შრომითი მიგრაციის საკითხებზე. ღონისძიებაში მონაწილეობენ ათი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე GIZ-ის ქვეყნების ოფისების წარმომადგენლები.

🤝 ღონისძიებაზე პრაქტიკული მაგალითის (case study) სახით წარმოდგენილი იყო „კივიტას გეორგიკას“ მიერ GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ორი ფაზის ფარგლებში გაწეული საქმიანობა და მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერის მოდელის განვითარების გამოცდილება.

👩‍💻 გამოცდილების გაზიარება მიზნად ისახავს სხვა ქვეყნებში სამშობლოში დარჩენილი ბავშვების მხარდაჭერის მიდგომების განვითარებას.

🌏🇩🇪🇦🇱 The GIZ Global Dialogue on Labour Migration is taking place in Tirana, Albania’s capital, bringing together representatives of state institutions, local authorities and civil society organisations from ten countries, alongside representatives of GIZ country offices.

🤝 Civitas Georgica’s work across two phases of a GIZ-supported project, including its experience in developing a support model for children of migrant parents, was presented as a case study.

👩‍💻Sharing this experience aims to help other countries develop approaches to supporting children who remain in their countries of origin while their parents migrate for work.

20/09/2026

🛑 თბილისის საბავშვო ბაღებში განვითარებული შემთხვევების შემდეგ დღემდე დაზუსტებული არ არის, რამ გამოიწვია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და რა გარემოებები უკავშირდება აღნიშნულ შემთხვევებს.

📺 დღეს TV პირველის ეთერში „კივიტას გეორგიკას“ განათლების ექსპერტმა თეა ძოწენიძემ ისაუბრა ბაღებში კვების უსაფრთხოებაზე.

გადაცემის სრული ვერსია:

https://www.youtube.com/live/SHHR0maobVE?si=8jH-PkJrBDg5bVt8

📢 თბილისის სკოლამდელი განათლების სფეროს პროფესიონალებს ვიწვევთ სამუშაო შეხვედრაზეროგორ აისახება მშობლის ემიგრაცია სკოლამ...
17/09/2026

📢 თბილისის სკოლამდელი განათლების სფეროს პროფესიონალებს ვიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე

როგორ აისახება მშობლის ემიგრაცია სკოლამდელი ასაკის ბავშვის ემოციურ კეთილდღეობაზე, განვითარებასა და ქცევაზე? როგორ შეუძლია საბავშვო ბაღს ბავშვის საჭიროებების დროულად ამოცნობა და სათანადო მხარდაჭერა?

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ იწვევს:

🔹 აღმზრდელებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს;
🔹 საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
🔹 ფსიქოლოგებს, სპეციალურ პედაგოგებსა და სხვა მხარდამჭერ სპეციალისტებს.

ვორქშოფზე განვიხილავთ ემიგრანტი მშობლების საქართველოში მყოფი ბავშვების საჭიროებებს, სკოლამდელი დაწესებულებების როლსა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. მონაწილეები გაეცნობიან საბავშვო ბაღებისთვის მომზადებულ სპეციალურ პროტოკოლს, ნახავენ თემაზე შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში.

📅 29 სექტემბერი, 2026
🕔 17:00-20:00 საათი
📍 თბილისი

✅ ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:

🔗 https://forms.gle/9jV7XE5cnSSCUfGw5

რეგისტრაცია გრძელდება 21 სექტემრამდე.

შეხვედრა ტარდება პროექტის „ზრუნვა ემიგრანტი მშობლების საქართველოში მყოფ ბავშვებზე: მშობელთა მიგრაციით გამოწვეული საჭიროებების საპასუხო მხარდაჭერის სისტემების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

08/09/2026

🎥 საბავშვო ბაღის პირველი დღეები: როგორ დავეხმაროთ ბავშვს ადაპტაციაში?

ბაღის დაწყება მნიშვნელოვანი ცვლილებაა როგორც ბავშვისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის. ადაპტაცია ერთი დღე არ არის და თითოეული ბავშვი ამ პროცესს განსხვავებული ტემპით გადის.

„მშობლის რუბრიკის“ ახალ სეზონშიი სკოლამდელი განათლების სპეციალისტმა ნანა ქაშიბაძემ და ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა თინათინ გობაძემ, მაია ნასრაშვილთან ერთად ისაუბრეს:

🔹 როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის;
🔹 როგორი უნდა იყოს პირველი დღეები და დამშვიდობების რიტუალი;
🔹 რა რეაქციებია ბუნებრივი ადაპტაციის პერიოდში;
🔹 რისი უფლება აქვს მშობელს და რა მხარდაჭერა უნდა მიიღოს ბაღისგან;
🔹 როგორ უნდა დაიგეგმოს დამატებითი საჭიროებების მქონე ბავშვის ადაპტაცია;
🔹 რა შემთხვევაშია საჭირო სპეციალისტის ჩართვა.

წარმატებული ადაპტაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვი პირველივე დღიდან აღარ იტირებს. მთავარია, მან თანდათან იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, შეძლოს გარემოს კვლევა, თამაში, ურთიერთობა და უფროსისგან მხარდაჭერის მიღება.

26/08/2026

👩‍👧‍👦✈️💙 „მშობლის ემიგრაციის გავლენა ბავშვის კეთილდღეობაზე“
👤 მაია ნასრაშვილი, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტი

✨ ჩვენთვის დიდი პატივი იყო პროექტის „მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერა საქართველოში“ (UNITE LBC) ფარგლებში ორწლიანი...
13/07/2026

✨ ჩვენთვის დიდი პატივი იყო პროექტის „მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერა საქართველოში“ (UNITE LBC) ფარგლებში ორწლიანი მუშაობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება.
📍 3 ივლისს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკამ“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელმაც გააერთიანა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სხვა პროფესიონალები.
🤝 ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის, GIZ-ის პროგრამის „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის ხელშეწყობა“ დირექტორის, დევიდ ნი ადის მასპინძლობა.
💬 შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარების, პარტნიორებთან ერთად მიღწევების შეფასებისა და მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერის გასაძლიერებლად საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობისთვის.
🙏 გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, მონაწილესა და პროფესიონალს, რომლებმაც ამ ორი წლის განმავლობაში პროექტის განხორციელებასა და მიგრანტი მშობლების შვილების უფლებებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
🇩🇪 პროექტი განხორციელდა საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

✨ It was a great honour for us to reflect on and celebrate the results of two years of work under the project “Supporting Children of Migrant Parents in Georgia” (UNITE LBC).
📍 On 3 July, the International Association Civitas Georgica held the project’s closing event, bringing together representatives of international organisations, civil society, academia, schools and preschools, psychologists, and other professionals.
🤝 We were especially honoured to welcome David Nii Addy, Programme Director of the GIZ global programme Shaping Development-Oriented Migration, as our distinguished guest.
💬 The event provided an important opportunity to share the experience gained throughout the project, reflect on the achievements together with our partners, and discuss future steps to strengthen support for children whose parents have migrated abroad.
🙏 We sincerely thank all partners, participants, and professionals who contributed to the project over the past two years and supported our work to promote the rights and well-being of children of migrant parents.
🇩🇪 The project was implemented with the support of the Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH Country Office in Georgia.

12/06/2026

📢საერთშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას პრეზიდენტის, მაია ნასრაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ შემთხვევაზე

📘 ახალი რესურსი სკოლის მასწავლებლებისთვისსაერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ წარმოგიდგენთ სახელმძღვანელოს, რომელიც...
10/06/2026

📘 ახალი რესურსი სკოლის მასწავლებლებისთვის
საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ წარმოგიდგენთ სახელმძღვანელოს, რომელიც შექმნილია მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერისთვის სკოლებში.
მიგრაცია ათასობით ბავშვის ყოველდღიურ რეალობას ცვლის. მშობლის საზღვარგარეთ ყოფნა ხშირად დაკავშირებულია ემოციურ სირთულეებთან, ქცევის ცვლილებებთან, სწავლის პროცესში გამოწვევებთან და მხარდაჭერის განსაკუთრებულ საჭიროებასთან.
სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებლებს:
✅ უკეთ გაიგონ მიგრანტი მშობლების შვილების საჭიროებები;
✅ დროულად ამოიცნონ მხარდაჭერის საჭიროების ნიშნები;
✅ გამოიყენონ პრაქტიკული მიდგომები კლასში;
✅ შექმნან უსაფრთხო, მხარდამჭერი და ინკლუზიური სასწავლო გარემო;
✅ ეფექტიანად ითანამშრომლონ ოჯახებთან და შესაბამის სპეციალისტებთან.
გვჯერა, რომ სკოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ბავშვი შეიძლება იგრძნოს მხარდაჭერა, უსაფრთხოება და მიკუთვნებულობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელი მის გვერდით არ იმყოფება.
📥 სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულზე:https://www.civitas.ge/files/Publication%20texts/School%20Protocol.pdf
🇩🇪 პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ასოციაცია Civitas Georgica-ს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა საქართველოში მხარდაჭერით.

📘 New Resource for School Teachers
The International Association Civitas Georgica presents a practical guide designed to support school teachers in working with children of migrant parents.
Migration significantly impacts the lives of thousands of children. The absence of a parent due to migration can be associated with emotional challenges, behavioral changes, educational difficulties, and increased support needs.
This guide will help teachers to:
✅ better understand the needs of children of migrant parents;
✅ identify signs that a child may need additional support;
✅ apply practical approaches in the classroom;
✅ create a safe, supportive, and inclusive learning environment;
✅ collaborate effectively with families and relevant professionals.
We believe that schools play a vital role in ensuring that every child feels safe, supported, and included, especially when a parent is living abroad.
📥 Download the guide here: 📘 New Resource for School Teachers
The International Association Civitas Georgica presents a practical guide designed to support school teachers in working with children of migrant parents.
Migration significantly impacts the lives of thousands of children. The absence of a parent due to migration can be associated with emotional challenges, behavioral changes, educational difficulties, and increased support needs.
This guide will help teachers to:
✅ better understand the needs of children of migrant parents;
✅ identify signs that a child may need additional support;
✅ apply practical approaches in the classroom;
✅ create a safe, supportive, and inclusive learning environment;
✅ collaborate effectively with families and relevant professionals.
We believe that schools play a vital role in ensuring that every child feels safe, supported, and included, especially when a parent is living abroad.
📥 Download the guide here:https://www.civitas.ge/files/Publication%20texts/School%20Protocol.pdf
🇩🇪 This project is implemented by the International Association Civitas Georgica with the support of the German Society for International Cooperation (GIZ) Representation in Georgia.
🇩🇪 This project is implemented by the International Association Civitas Georgica with the support of the German Society for International Cooperation (GIZ) Representation in Georgia.

📚თქვენი შვილი სკოლაში მიდის?🎒გსურთ, რომ უფრო თავდაჯერებული და მომზადებული იყოს სკოლისთვის?🌞საერთაშორისო ასოციაცია „კივიტ...
07/06/2026

📚თქვენი შვილი სკოლაში მიდის?

🎒გსურთ, რომ უფრო თავდაჯერებული და მომზადებული იყოს სკოლისთვის?

🌞საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ იწყებს რეგისტრაციას სასკოლო მზაობის საზაფხულო პროგრამაზე!

თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ზაფხული გაატაროს უსაფრთხო, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შეიძინოს ახალი მეგობრები, განივითაროს მნიშვნელოვანი უნარები და სასიამოვნოდ მოემზადოს სასკოლო ცხოვრებისთვის, ეს პროგრამა სწორედ თქვენთვისაა.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები:

✅ განივითარებენ ყურადღების, კონცენტრაციისა და დამოუკიდებლობის უნარებს;

✅ გაიუმჯობესებენ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს;

✅ ისწავლიან გუნდურობას და ურთიერთპატივისცემას;

✅ განივითარებენ შემოქმედებით, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას;

✅ ჩაერთვებიან მრავალფეროვან შემეცნებით და განმავითარებელ აქტივობებში;

✅ მოემზადებიან სასკოლო ცხოვრებისათვის თამაშზე დაფუძნებული მიდგომებით.

🎨 შემოქმედებითი აქტივობები

📚 სასკოლო მზაობისა და წიგნიერების აქტივობები

🧩 ლოგიკური აზროვნებისა და STEM აქტივობები

🎭 როლური და თეატრალიზებული თამაშები

🌱 ბუნების კვლევისა და გარემოსდაცვითი აქტივობები

🎵 მუსიკა, რითმი და მოძრაობა

💬 კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარების აქტივობები

👧 მცირე ჯგუფები (მაქსიმუმ 15 ბავშვი)

👩‍🏫 გამოცდილი სპეციალისტები

🍎 ჯანსაღი და ასაკის შესაბამისი ხემსი

🗣️ ლოგოპედის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში

💛 ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, მეგობრულ და ბავშვზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ, იძენენ ახალ გამოცდილებას, ავითარებენ უნარებს და თავდაჯერებულად ემზადებიან სასკოლო ცხოვრებისათვის.

📅 პროგრამა ტარდება კვირაში 5 დღე (ორშაბათი–პარასკევი)

⏰ ყოველდღიურად 4 საათი

💰 ორკვირიანი პროგრამა – 400 ლარი

💰 ოთხკვირიანი პროგრამა – 750 ლარი

📍 თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N97

🚇 მარჯანიშვილის მეტროდან დაახლოებით 7 წუთის სავალზე

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის:
+995 577 111 888

📝 დარეგისტრირდით და გაიგეთ მეტი: https://forms.gle/zsxAHJtzXmi2CxDw7

📅 რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 18:00 საათი.

სასკოლო მზაობის საზაფხულო პროგრამა — სივრცე, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ, იძენენ მეგობრებს, ავითარებენ მნიშვნელოვან უნარებს და მხიარულად ემზადებიან სკოლისათვის.

👏კივიტას გეოგრიკას მეგობარი და უდიდესი მხარდამჭერი - GIZ-ის გლობალური პროგრამის "Shaping Development-Oriented Migration"...
06/06/2026

👏კივიტას გეოგრიკას მეგობარი და უდიდესი მხარდამჭერი - GIZ-ის გლობალური პროგრამის "Shaping Development-Oriented Migration"გუნდი აცხადებს ყოველწლიურ საზაფხულო სკოლაზე მიღებას სტუდენტებისთვის - 27-31 ივლისს.

გთხოვთ, გაუზიაროთ ეს ინფორმაცია თქვენ გარშემო მყოფ ყველა სტუდენტს❗️❕

არც მეტი და არც ნაკლები, წლევანდელი საზაფხულო სკოლის მთავარი თემატიკა ხელოვნური ინტელექტი (AI) იქნება.
ყველაზე მაგარი ამბავი კი ის არის, რომ ცოდნას გლობალური ბაზრიდან პირდაპირ სამშობლოში ვაბრუნებთ! 🇬🇪✈️
პროგრამას ნიუ-იორკიდან სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ჩვენი თანამემამულე, ქართული დიასპორის გამორჩეული წევრი — ნიკოლოზ სხირტლაძე (Director of AI/ML | Tealium NYC) გაუძღვება.

ეს არის 5-დღიანი ინტენსიური, პრაქტიკული მენტორობის პროგრამა, სადაც ქართველი სტუდენტები შეისწავლიან AI ინსტრუმენტების რეალურ გამოყენებას, იმუშავებენ გუნდურ პროექტებზე და შეიძენენ უნიკალურ კავშირებს სამომავლო კარიერის დაგეგმისათვის. ჩვენი მიზანია, დავამყაროთ მყარი კავშირი უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ პროფესიონალებსა და ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის.

📌ვის ვეძებთ?
მოტივირებულ სტუდენტებს ნებისმიერი ფაკულტეტიდან, ვისაც აინტერესებს ეს მიმართულება.

✨ რაც ყველაზე მთავარია, თითოეული მონაწილის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს (ტრანსპორტირება, კვება, განთავსება) GIZ დაფარავს! 🙂

აპლიკაციასთან დაკავშირებულ სხვა ყველა დეტალს, ქვემოთ პოსტერზე იხილავთ

Address

97 Tsinamdzgvrishvili Str
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Civitas Georgica posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Civitas Georgica:

Shortcuts

Share