სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Directions Website Contact the organization

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს მრავალფეროვან ინიციატივებს ძლიერი სამოქალაქო სექტორისა და დემოკრატიული საზოგადოების დასამკვიდრებლად.

თითქმის 30 წელია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) გუნდი საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის მუშაობს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან.

___

For almost 30 years, the team of the Civil Society Foundation (former Open Society Georgia Foundation) has been committed to promoting and developing civil society in Georgia.

Civil Society Foundation bolsters those independent and diverse voices and initiatives that serve Georgia’s European aspirations, protection of human rights and freedom of media, integration of minorities and establishment of social justice in the country. The Civil Society Foundation is a platform bringing together people, organizations and coalitions for democratic change and public good.

2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - „სამოქალაქო საზოგადო...
29/06/2026

2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", „სოციალური სამართლიანობის ცენტრის", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" და „საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.

აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.

ეს საქმე სცდება ინდივიდუალური დარღვევის შეფასების ფარგლებს და მის ფარგლებში ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებების ეფექტიან დაცვასა და აღდგენაზე და ასევე, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება: https://shorturl.at/p89KU

24/06/2026

ევროსაბჭოში ყველას გული წყდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გამო და ყველას სურს, რომ ქართველი ხალხი მართლაც შედგეს დემოკრატიული განვითარების გზაზე - ქეთი ხუციშვილი მიმოიხილავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებულ კრიტიკულ საკითხებს ეთმობა, იქნება ეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური პატიმრები, ადამიანის უფლებათა დარღვევები თუ რეპრესიული კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ.

14/01/2026

Ერთი წელია, მზია ამაღლობელი ტყვეობაშია. Ამ პერიოდში, საზოგადოებამ ის დააფასა როგორც არა მხოლოდ კარგი და უკომპორომისო ჟურნალისტი, არამედ როგორც ქალი, რომელიც იბრძვის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. Მზიას გაუტეხლობა ნამდვილად იყო გადამწვეტი იმისთის, თუ როგორ დაინახეს ის ადამიანებმა. მისმა სიმტკიცემ და შეუპოვრობამ სოლიდარობის ძაფები კიდევ უფრო განამტკიცა - ხატია ჯინჯიხაძე, ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი მზია ამაღლობელის შესახებ.

ჩვენი საერთო ბრძოლა სიმართლისთვის კვლავ გრძელდება! გილოცავთ ახალ წელს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ!
01/01/2026

ჩვენი საერთო ბრძოლა სიმართლისთვის კვლავ გრძელდება!
გილოცავთ ახალ წელს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ!

რუსული კანონის საქმეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, რვა მესამე მხარის მოსაზრებაა წარდგენილი. ეს მოსაზრებ...
25/11/2025

რუსული კანონის საქმეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, რვა მესამე მხარის მოსაზრებაა წარდგენილი. ეს მოსაზრებები სასამართლოს საქართველოს კონტექსტის უკეთეს გააზრებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. საერთო ჯამში, მესამე მხარის მოსაზრებების ავტორები რუსულ კანონს რუსეთის მოდელზე შექმნილ, დისკრიმინაციულ მექანიზმად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მისი მიზანი საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაა.

მესამე მხარის მოსაზრების ინიციატორები თავად არ არიან დავის მხარეები, თუმცა აქვთ საჯარო, პროფესიული ან სამართლებრივი ინტერესი იმისა, რომ დაცული იყოს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ისეთი უფლებები, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა ძირითადი უფლებები – ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სხვა მოსარჩელეებთან ერთად, რუსული კანონის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით ცდილობს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ასეთი უპრეცედენტო რაოდენობის მესამე მხარის მოსაზრებების დაშვება ნიშნავს, რომ სასამართლო ხედავს რუსული კანონის საქმის მნიშვნელობას ევროპული პრაქტიკის კონტექტში – ანუ, საქმე აღიქმება როგორც საჭირო დისკუსიის საგანი ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციისთვის. როგორც წესი, სასამართლო კიდევ უფრო მეტად ფრთხილად და სიღრმისეულად უდგება საქმის განხილვას იმ შემთხვევაში, როცა მესამე მხარის არგუმენტებს წარადგენს ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – როგორც ეს არის რუსული კანონის საქმის შემთხვევაში.

მესამე მხარის მოსაზრებების ავტორები ოფიციალურად დეკლარირებულ „გამჭვირვალობის“ მიზანს ეჭვქვეშ აყენებენ და რუსულ კანონს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველ, დისკრიმინაციულ და მასტიგმატიზებელ კანონმდებლობად განიხილავენ, რომლის მიზანია არასამთვრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობა საქართველოში.

სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის მოსაზრებებს გაეცანით ბმულზე: https://shorturl.at/3x3Cr

21/11/2025

რეპრესიები მოქალაქეების წინააღმდეგ — გიორგი ბურჯანაძე პროტესტისა და ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინ...
10/11/2025

ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს.

ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა - ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომელითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.

სამოქალაქო საზოგადოების ვრცელი განცხადება და ხელმომწერი ორგანიზაციები: https://shorturl.at/B0JI4

ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილე...
23/10/2025

ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო აკავებს. რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ ნაწილს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ, აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი - სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით აღნიშნული პირების დაკავება ბოლო დღეებში მიღებული რეპრესიული კანონებით მოხდა.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენჯერმე შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ” კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რითაც, აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის დევნის ობიექტები გახადა. მაგალითად, პირბადის ტარება, ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთი და ორ წლიანი პატიმრობით.

ცალსახაა, რომ ამ კანონის ცვლილებების მთავარი მიზნებია:
● გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად მოსპობაც კი;
● მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან;
● თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში;
● აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა.
● ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.

პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს.

გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.
დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა, წინა დღეებში მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა.

რაც შეეხება ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან/და ყველანაირი ახსნა - განმარტების გარეშე აკავებენ და გადაყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, შსს ინფორმაციას პირის ადგილსამყოფელის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის. უმეტესად, ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად ინიშნება, რომელსაც უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს. დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ. ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება, მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან.

პოლიცილეების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმა მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.
დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.
დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის.

#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს

ბოლო ათი თვეა, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი მოქალაქეებს სამართლებრივად ეხმარება. • ქსელი ...
23/10/2025

ბოლო ათი თვეა, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი მოქალაქეებს სამართლებრივად ეხმარება.

• ქსელი მუდმივ რეჟიმში იღებს შეტყობინებებს დაკავებულთა და დაჯარიმებულთა შესახებ;

• ქსელის ადვოკატები დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევენ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

ქსელის ინფორმაციით, ამ პერიოდში შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2,000-მდე პირის მიმართ, სხვადასხვა საფუძვლით. მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობისას ან მასთან კავშირში ადმინისტრაციული წესით დააკავეს 544 პირი.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის საქმიანობის შედეგები ასე გამოიყურება:

• ბოლო ათ თვეში, ქსელში შემოსულია 8,500-ზე მეტი ზარი;
• ქსელის ადვოკატები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაში 1400-ზე მეტ პირს დაეხმარნენ.
• ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი იზოლატორებში მოინახულეს და მათ პირველადი სამართლებრივი დახმარება გაუწიეს.

15/10/2025

„საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია, მიმართოს ეუთო/ოდირს და მოითხოვოს სამართლებრივი დასკვნა აქციების შემზღუდავ ახალ დრაკონულ წესებზე“ — გიორგი ბურჯანაძის შეფასება.

Address

4, Chovelidze Street
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation:

Shortcuts

Share