ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია The main goal is to improve services of children with mental disorders

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია არის არაკომერციული იურიდიული პირი (ს/კ 405075760, რეგისტრირებული 2014 წლის 16 დეკემბერს), რომელიც დაფუძნდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაუმჯობესებლად, სერვისში ჩართული პერსონალის მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გასავრცელებლად, პროფესიული ეთიკის დასაცავად და ასოციაციის წევრების ინტერესების დასაცავად.

ბმა-ს

აღმასრულებელი კომიტეტის ამჟამინდელი წევრები არიან:

მაია გაბუნია, თავმჯდომარე, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობსი ცენტრ გამმას დირექტორი;

მედეა ზირაქაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი;

ლანა ბურჯანაძე, მდივანი, ფსიქოლოგი.

01/06/2026
🔍სტაბილურობის მნიშვნელობა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის💡დოკუმენტის ავტორია ადრეული ბავშვობის სამეცნიერო საბჭო თან...
20/05/2026

🔍სტაბილურობის მნიშვნელობა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

💡დოკუმენტის ავტორია ადრეული ბავშვობის სამეცნიერო საბჭო თანასწორობისა და გარემოს საკითხებზე (ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი)

🔍სტაბილურობა ხელს უწყობს ადრეულ განვითარებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობას
საკვებზე სტაბილური ხელმისაწვდომობა, მუდმივი საცხოვრებელი, უსაფრთხო მწვანე სივრცეები და ოჯახის ეკონომიკური მდგრადობა ბავშვის სოციალურ გარემოსთან ერთად (ოჯახი, მასწავლებლები, თანატოლები) ხელს უწყობს თავის ტვინისა და ბავშვის ორგანიზმის სხვა ძირითადი სისტემების (იმუნური, გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური) ჯანსაღ განვითარებას. არასტაბილურობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

🔍სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში, ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგან ამ დროს ორგანიზმი და თავის ტვინი სწრაფად ვითარდება და განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს მიმართ — იმ გამოცდილებისა და ზემოქმედების სრული სპექტრის მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ, იზრდებიან, თამაშობენ და სწავლობენ. ეს ურთიერთდაკავშირებული ქსელი ფორმირდება საზოგადოებრივი გადაწყვეტილებებით, მათ შორის ისეთ სფეროებშიც, რომლებიც ერთი შეხედვით შორს ჩანს ბავშვებისგან, მაგალითად, სამშენებლო კოდექსი ან ურბანული დაგეგმარება.

🔍სტაბილურობის ურთიერთდაკავშირებული ქსელი
სტაბილურობის, როგორც მრავალი ძაფისგან (მუდმივი შემოსავალი, სასურსათო უსაფრთხოება, მზრუნველი ურთიერთობები) შემდგარი ქსელის იდეა ეფუძნება ურბანული ინსტიტუტის (Urban Institute) მიერ შემუშავებულ მოდელს. ეს მოდელი ხაზს უსვამს ელემენტების ფართო სპექტრს, რომლებიც აყალიბებენ სტაბილურობის განცდას ბავშვის გარემოში და აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს თითოეული ძაფი სხვებზე, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გზით.

🔍ხშირად ერთ სფეროში არსებული პრობლემა იწვევს ჯაჭვურ რეაქციას სხვებში — მაგალითად, ოჯახის შემოსავლის მოულოდნელმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს საცხოვრებლის დაკარგვა, ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობის სირთულე და მხარდამჭერი ურთიერთობების გაწყვეტა იძულებითი გადაადგილების გამო.

💡სტაბილურობა და პროგნოზირებადობა მომვლელის რეაგირებაში

🔍ჯერ კიდევ დაბადებამდე, ბავშვის თავის ტვინი და სხეული ვითარდება იმ კანონზომიერებებისა და პატერნების საპასუხოდ, რომლებსაც ისინი გარემოში აწყდებიან. ბიოლოგიური სისტემებისთვის ეს პატერნები არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ მომავალში. ისინი ააქტიურებენ ტვინის ნეირონულ კავშირებს, რომლებიც განმეორებითი გამოყენებისას უფრო ეფექტური ხდება. მაგალითად, ჩვილის ტვინი ელოდება ორმხრივი კომუნიკაციის („serve and return“) ინტერაქციას მომვლელებთან.

🔍ნეირონული კავშირების ჯანსაღი განვითარება სწორედ ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული; თუ ისინი თანმიმდევრულად და პროგნოზირებადად არ ხდება, ტვინის ტიპური განვითარება შეიძლება შეფერხდეს. ამან შეიძლება დააზიანოს საფუძველი ენობრივი უნარებისა და ემოციური რეგულაციისთვის. ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ასევე ეყრდნობიან მომვლელებს, რათა დაცულნი იყვნენ ზიანისგან, ისწავლონ რა არის საშიში და როგორ მართონ ემოციები. ასეთი მოდელირება საფუძველს უყრის ბავშვის უნარს, მოგვიანებით დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ემოციები და ქცევა.

💡სტაბილურობა VS პროგნოზირებადობა

🔍სტაბილურობა და პროგნოზირებადობა მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული ცნებებია. სტაბილურობა გულისხმობს ბავშვის გარემოში თანმიმდევრული რესურსების, ურთიერთობებისა და მხარდაჭერის არსებობას, რაც აკმაყოფილებს მათ საბაზისო საჭიროებებს. პროგნოზირებადობა კი ეხება იმას, შეუძლია თუ არა ბავშვს წინასწარ განსაზღვროს და ელოდოს გარკვეულ გამოცდილებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს დღის რეჟიმი თუ მომვლელის მუდმივი მზრუნველობა. გარემოში სტაბილურობის შექმნით ჩვენ საფუძველს ვუყრით პროგნოზირებად რუტინასა და ურთიერთობებს. პირიქით, არაპროგნოზირებადობამ — მაგალითად, კვების დამხმარე პროგრამების დაკარგვამ ან ექსტრემალური ამინდის გამო მოულოდნელმა გადასახლებამ — შეიძლება ძირი გამოუთხაროს სტაბილურობას.

💡როდესაც არაპროგნოზირებადი გარემო არღვევს სტაბილურობას

🔍თუ ბავშვის ცხოვრებაში მოსალოდნელი პატერნები ხშირად ირღვევა — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოვლენები მუქარის შემცველია ან უსაფრთხოების განცდის ნაკლებობას უკავშირდება — ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს განვითარებაზე.

🔍არაპროგნოზირებადი გარემოს საპასუხოდ, ბავშვის ორგანიზმი ადაპტირდება სამი გზით, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში დამცავია, მაგრამ ხანგრძლივად მავნებელი:

1. სტრესის საპასუხო სისტემის გააქტიურება: ჩვილებისთვის არაპროგნოზირებადობა არის ნიშანი იმისა, რომ სამყარო არ არის უსაფრთხო. ბიოლოგიურად ეს იწვევს სტრესის ჰორმონების (მაგ. კორტიზოლის) გამოყოფას და ანთებით პროცესებს მთელ სხეულში. მოკლე ვადით ეს გვეხმარება საფრთხესთან გამკლავებაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სტრესი არ შემსუბუქდა სტაბილური ურთიერთობებით, ჭარბმა ანთებამ და სტრესმა შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი და სხვა განვითარებადი ორგანოები. ეს ზრდის ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შფოთვა და დეპრესია მთელი სიცოცხლის მანძილზე.

2. ჰიპერვიგილანტობა (ზედმეტი ფხიზლობა) საფრთხის მიმართ: როდესაც ადრეულ ბავშვობაში ხშირად გვხვდება არაპროგნოზირებადი გარემო, ტვინის ის სქემები, რომლებიც შიშს აღიქვამენ და მასზე რეაგირებენ, უფრო ძლიერი და ზედმეტად აქტიური ხდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს საფრთხის ცრუ განცდა ნეიტრალურ სიტუაციებშიც კი. ასეთ ბავშვებს უჭირთ ემოციებისა და ქცევის კონტროლი, უნდებათ მეტი ძალისხმევა რეალური და მოჩვენებითი საფრთხის გასარჩევად, რაც იწვევს პრობლემებს სახლში, ბაღსა თუ სკოლაში.

3. დაჩქარებული სქესობრივი მომწიფება: როდესაც ბავშვები გარემოს აღიქვამენ როგორც მკაცრს და არაპროგნოზირებადს, მიღებული სტრესი შეიძლება გახდეს ადრეული სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი ფაქტორი. ქაოტურ სამყაროში გადასარჩენად ეს ოდესღაც ევოლუციურად მომგებიანი იყო, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ადრეული მომწიფება ზრდის ზოგიერთი სახის კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის, სიმსუქნის, მენტალური დარღვევებისა და ადრეული მენოპაუზის რისკს.

🔍სტაბილურობის შექმნა რუტინის მეშვეობით
ბავშვების კეთილდღეობისთვის რუტინა უმნიშვნელოვანესია. ძილის, კვებისა და თამაშის პროგნოზირებადი განრიგი ეხმარება ბავშვის ბიოლოგიური რიტმების ორგანიზებას.
მაგალითად, ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მასზე დიდ გავლენას ახდენს რუტინა. ორსულობის დროს დედის ძილის რეჟიმის დარღვევამ (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არაპროგნოზირებადი სამუშაო გრაფიკით ან ექსტრემალური ამინდის გამო ევაკუაციით) შეიძლება შეანელოს ახალშობილის ტვინის განვითარება.
ბავშვები, რომლებიც რეგულარულად იძინებენ დღისით, უკეთ იმახსოვრებენ ახალ სიტყვებს და აქვთ გაუმჯობესებული ემოციური მეხსიერება. პირიქით, რეჟიმის ნაკლებობა ამას ართულებს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 წლის ასაკში ძილის რუტინის არარსებობა ასოცირდებოდა სხეულის ჭარბ ცხიმთან 8 წლის შემდეგ. ძილის გარდა, არასტაბილურობამ შეიძლება დაარღვიოს ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა ბანაობა, ერთობლივი კვება და ბაღის თუ სამუშაოს განრიგი.

💡სტაბილურობისა და სიახლის ბალანსი

🔍მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე დოზით არაპროგნოზირებადობა და სიახლე შეიძლება სასარგებლოც კი იყოს. მაგალითად, უკეთეს უბანში გადასვლა, უფრო მაღალი ხარისხის ბაღის შერჩევა, მოძალადე მეუღლესთან განქორწინება ან უკეთესი სამსახურის პოვნა — ეს ის ცვლილებებია, რომლებმაც შეიძლება მოკლე ვადით დაარღვიონ სტაბილურობა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უფროსების მხარდაჭერით, ბავშვისთვის სასიკეთო აღმოჩნდეს. ახალი გამოცდილება მთავარია სწავლისთვის, ინტერესის გაღვივებისა და მოტივაციის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბალანსი უსაფრთხო კვლევასა და საერთო სტაბილურ კონტექსტს შორის.

💡რა გავაკეთოთ სტაბილურობის შესაქმნელად, შესანარჩუნებლად და აღსადგენად

🔍გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ როგორც ამომრჩევლები, პოლიტიკოსები, თემის ლიდერები და ბიზნესის წარმომადგენლები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. მაშინაც კი, როდესაც სტაბილურობა უკვე დარღვეულია, მისი აღდგენის პროგრამებს შეუძლიათ პოტენციური ზიანის თავიდან აცილება ან თუნდაც მისი შემცირება. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ როდესაც ბავშვები აწყდებიან არასტაბილურობას, მათი მდგომარეობის დროული დასტაბილურება იწვევს ქცევის, კოგნიტური და ემოციური განვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ეს კანონზომიერება ვრცელდება სხვადასხვა კულტურასა და გეოგრაფიულ არეალზე.

🔍შესაძლებლობები არსებობს და ესენია:
• ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პოლიტიკა (Paid family leave): ეხმარება ურთიერთობების სტაბილურობას დაბადებიდან პირველ კრიტიკულ თვეებში, ამცირებს მშობლების სტრესს, ინარჩუნებს შემოსავალს და ხელს უწყობს სასურსათო უსაფრთხოებას.
• საცხოვრებელი პოლიტიკის რეფორმა: გამოსახლების რეგულაციების რეფორმირება და ხარისხიანი შენობების მიწოდება უზრუნველყოფს ბავშვების სტაბილურობას სახლში, უბანსა და სკოლაში.
• სამუშაო ადგილების სტაბილურობა: როდესაც პოლიტიკა ხელს უწყობს მოქნილ და პროგნოზირებად სამუშაო საათებს მშობლებისთვის, ბიზნესიც იგებს უფრო სტაბილური და პროდუქტიული მუშახელით, ხოლო განათლების სისტემაში იკლებს ბავშვების გაცდენებისა და ქცევითი პრობლემების რაოდენობა.

🔍სხვადასხვა სექტორს შორის ერთობლივი მუშაობით ჩვენ შევიმუშავებთ მყარ გარემოს, სადაც სისტემური უთანასწორობა შემცირდება და როგორც ბავშვები, ისე მათი მომვლელები შეძლებენ სრულფასოვან განვითარებასა და წინსვლას.

წყარო: https://developingchild.harvard.edu/resources/working-paper/importance-of-stability-in-developmental-environment/

    23 აპრილი ჩვილების, ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა (WICAMHD) 2026 წლის თემაა: ემოციური ...
24/04/2026




23 აპრილი ჩვილების, ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა (WICAMHD)

2026 წლის თემაა: ემოციური უსაფრთხოება და სუიციდის პრევენცია პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში

ბავშვები და მოზარდები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვობის პერიოდის არასასურველი გამოცდილება გავლენას ახდენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. ფსიქიკური აშლილობის უმეტესობა ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობაში (25 წლამდე). ფსიქიკურ აშლილობათა პრევალენტობა მოზარდებში მზარდია და უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში. პრობლემის გააზრების საჭიროებამ და ფართო საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების აუცილებლობამ განაპირობა ამ დღის დაწესება.

ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის (WICAMHD) ამოცანებია:

- გაუმჯობესდეს საზოგადოების ინფორმირებულობა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ;
- შეიქმნას ცოდნა და კომპეტენცია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და შემცირდეს ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმა;
- გაუმჯობესდეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით;
- მწირი რესურსების ქვეყნებში გაიზარდოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების რაოდენობა.

1-4 ივლისს ჰამბურგში იმართება IACAPAP-ის 27-ე კონგრესი.პროგრამა: https://www.iacapap-congress.com/programme/congress-pro...
16/04/2026

1-4 ივლისს ჰამბურგში იმართება IACAPAP-ის 27-ე კონგრესი.
პროგრამა: https://www.iacapap-congress.com/programme/congress-programme.html

🚀 First Keynote Speakers Announced for IACAPAP 2026!

We’re thrilled to reveal our first confirmed keynote speakers for the IACAPAP Congress:

These experts are tackling some of the most critical issues in child and adolescent mental health – climate resilience and personalized neurodevelopmental care. Their insights promise to inspire action and change. More information about their lectures to be posted here. Follow us to stay up to date with the programme.

📅 IACAPAP 27th World Congress, 1–4 July 2026, Hamburg, Germany
www.iacapap-congress.com

06/04/2026


ვსაუბრობთ აუტიზმის მქონე პირების პრობლემებზე საქართველოში
ტვ ფორმულას გადაცემაში „ყოველდღე“ საუბრობენ აუტიზმის ეპიდემიოლოგიური კვლევის, აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების პრობლემების შესახებ მაია გაბუნია, საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარე, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი და მარი კორკოტაძე, მშობელი.

02/04/2026


აუტიზმის ცნობადობის ამაღლებისთვის - ჩვენი ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გამმას კლინიკური დირექტორი, პროფესორი მედეა ზირაქაშვილი საუბრობს მარი მალაზონიას გადაცემაში

ინტერვიუ ჩვენი ასოციაციის თავმჯდომარესთან👇
02/04/2026

ინტერვიუ ჩვენი ასოციაციის თავმჯდომარესთან
👇

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უკვე მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა ადრეული განათლებისა და განვითარების სერვისებ...

📢2 აპრილი აუტიზმის დღეა და ჩვენც წამოვიწყეთ მედია კამპანია. გვიხარია, რომ უკვე ბევრნი ვართ, ვინც ვცდილობთ აუტიზმის შესახ...
31/03/2026

📢2 აპრილი აუტიზმის დღეა და ჩვენც წამოვიწყეთ მედია კამპანია. გვიხარია, რომ უკვე ბევრნი ვართ, ვინც ვცდილობთ აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას. თანდათან მოგაწვდით ყველა ინფორმაციას.

წლევანდელი 2 აპრილისთვის, აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, Autism-Europe-ის მრავალწლიანი კამპანია გრძელდება სლოგანით:

"Not invisible" (არა უხილავი)

მთავარი მესიჯი: "Sharing stories from the autism community" (ისტორიების გაზიარება აუტიზმის მქონე თემიდან).

ეს კამპანია მიზნად ისახავს იმ ბარიერებისა და გამოწვევების წარმოჩენას, რომლებიც ხშირად "უხილავია" საზოგადოებისთვის. მისი მთავარი გზავნილებია:

ხილვადობის გაზრდა: აუტიზმის მქონე ადამიანების გამოცდილება ხშირად იგნორირებული ან არასწორად გაგებულია. კამპანია ცდილობს შუქი მოჰფინოს არა მხოლოდ მათ სირთულეებს, არამედ მათ ნიჭს, იმედებსა და მიღწევებს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა: მთავარი პრინციპია, რომ აუტიზმის მქონე პირები თავად იყვნენ იმ დისკუსიების ცენტრში, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება (პოლიტიკა, მხარდაჭერის სტრუქტურები და ა.შ.).

თანაბარი შესაძლებლობები: ხაზგასმულია უფლება განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობაზე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

პარალელურად, გაეროს (UN) მიერ 2026 წლისთვის გამოცხადებული თემაა: Autism and Humanity – Every Life Has Value" (აუტიზმი და კაცობრიობა – ყოველი სიცოცხლე ღირებულია). ეს თემა ხაზს უსვამს ნეირომრავალფეროვნების მნიშვნელობას მდგრადი განვითარებისა და უფრო სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისთვის.

სიმბოლურად, წელსაც ბევრი ორგანიზაცია იყენებს უსასრულობის სიმბოლოს (Infinity loop), რაც ნეირომრავალფეროვნების და უსასრულო შესაძლებლობების ნიშანია.

11/03/2026

ჩვენი კვლევის პირველი ნაწილის შედეგების პრეზენტაცია ილიაუნში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის კონფერენციაზე

Address

პატარძეულის ქ. 55
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+ 995599161809

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია:

Share