თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია • Tbilisi Association of Sculptors

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია • Tbilisi Association of Sculptors

თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია • Tbilisi Association of Sculptors Tbilisi Architects and Sculptors Association
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია
(1)

◽თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია, დაფუძნდა 2008 წელს მოქანდაკეებისა და არქიტექტორების მიერ, საქართველოში აღნიშნული დარგების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

◽წლების მანძილზე ასოციაციის წევრები მონაწილეობს ქანდაკების და არქიტექტურის სფეროებში გამართულ სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ კერძო ღონისძიებებსა და აქტივობებში. მაგალითისთვის, კულტურის სტრატეგიის 2025 შემუშავებ

ა, კულტურის სამინისტროს ეგიდით; არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დადგმის წესის შემუშავება, თბილისის საკრებულოს თაოსნობით და მრავალი სხვა.

◽ასოციაციის მუშაობის შედეგად თბილისის მერიაში შემუშავდა საკონკურსო პირობები, შეფასების კრიტერიუმები, მინიმალური ბიუჯეტები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც უკვე არაერთხელ გამოადგა ქართულ საზოგადოებას. ასოციაციის მხარდაჭერა მოქანდაკეთა საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით ასევე, არაერთხელ გამხდარა გადამწყვეტი ქართველი ავტორებისათვის.

◽გამომდინარე იქედან, რომ არქიტექტურა და ქანდაკება მნიშვნელოვანი და ამავე დროს საკმაოდ რთული დარგებია, ბოლო წლებში ჩვენი ინიციატივა მიმართულია ამ დარგების ქვეყნის რეგიონებში განვითარების ხელშეწყობისაკენ.

◽ასოციაცია ეწევა საგამოფენო და საგანმანათლებლო საქმიანობას, ჩართულია სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში. მისი თაოსნობით ასევე, სისტემატურად იმართება ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო და სხვა თემებისადმი მიძღვნილი ლექციები და კონფერენციები.
-------------------
◽The Tbilisi Architects and Sculptors Association was created in 2008 by sculptors and architects to support the aforementioned fields in Georgian public space.

◽Members of the association have taken part in a variety of public and private events and activities in the fields of sculpture and architecture over the years, including the development of the Georgian Culture Strategy 2025 - under the auspices of the Ministry of Culture and Monuments Protection, the development of the rules for establishing the architectural-artistic composition - under the leadership of the Tbilisi City Council, to name but a few.

◽Members of our association have been represented by the Commission on the expediency of placing architectural-artistic compositions and memorial boards within the administrative boundaries of Tbilisi Municipality, as well as the best documentation of sketches and cost estimates of monumental fine art statues commemorating various historical events or personalities, other memorial objects, and sculptural compositions by Tbilisi Municipality's City Hall.

◽Due to our efforts, Tbilisi City Hall set tender terms, assessment criteria, potential minimum budgets, and many other significant issues that have benefited Georgian society multiple times.

◽The association's support in protecting sculptors' copyrights has also proven to be crucial for Georgian authors.

◽The association holds exhibitions, participates in scientific-research events, and organizes a series of lectures and conferences on philosophical, historical-artistic, and ethnographic topics.

📚 „ღანი“ | ლექცია15 მაისს, კონკურს „ღანი“-ის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ლექცია -„საქართველოს ქრისტიანუ...
21/05/2026

📚 „ღანი“ | ლექცია

15 მაისს, კონკურს „ღანი“-ის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ლექცია -
„საქართველოს ქრისტიანული ხელოვნება და კულტურის პარადიგმა“.

მომხსენებელი:
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე

ლექციაზე განხილული იყო ქართული ქრისტიანული არქიტექტურისა და ხელოვნების მხატვრული თავისებურებები, მათი სულიერი და სიმბოლური საფუძვლები, ასევე ქართული კულტურის პარადიგმასთან მათი მიმართება.

ღონისძიება გაიმართა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით.

#ღანი #ლექცია #ქართულიხელოვნება #ასმათოქროპირიძე

⌛ „ღანი“ – ღია კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის!📆რეგისტრაციის ბოლო ვადა - 31 მაისი!🔗 სარეგისტრაციო ბმული:    https://...
18/05/2026

⌛ „ღანი“ – ღია კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის!
📆რეგისტრაციის ბოლო ვადა - 31 მაისი!

🔗 სარეგისტრაციო ბმული:

https://forms.gle/5p55YpbWPgtX79cu8

📍 პროექტი ეძღვნება საქართველოს ნათლისღების 1700 წლის იუბილეს.

🌀 საკონკურსო თემა: „სიყვარული – როგორც განღმრთობის გზა“ (როგორ შეუძლია სიყვარულს შეცვალოს ადამიანი და სამყარო?)

🏛️ მიმართულებები: 🗿 ქანდაკება | 🏛️ არქიტექტურა | 🖌️ ფერწერა / გრაფიკა

💰 საპრიზო ფონდი: 34,500 ლარი

🔗 დეტალური პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე: https://tasa.ge/eventge-22.html

📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 44 22 01

#სიყვარულიგანღმრთობისგზა #ღანი2026 #ახალგაზრდახელოვანები #კონკურსი

05/05/2026
05/05/2026

თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ორი განსხვავებული კონკურსი გამოაცხადა:

🔹 „ღანი – სიყვარული, როგორც განღმრთობის გზა“
🔹 „თბილისური სახსოვარი“

გადაცემაში #ერთსულოვნებისდილა ლევან სალუქვაძე საუბრობს ორივე პროექტის მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ისინი ახალგაზრდა ხელოვანებს სთავაზობს.

📺 იხილეთ სიუჟეტი

📩 რეგისტრაცია უკვე დაწყებულია

#ღანი #თბილისურისახსოვარი #არქიტექტურა #ხელოვნება

„თბილისური სახსოვარი“ – საგამოფენო კონკურსი იწყება!თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია (TASA) იწვევს ყველა დაი...
20/04/2026

„თბილისური სახსოვარი“ – საგამოფენო კონკურსი იწყება!

თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია (TASA) იწვევს ყველა დაინტერესებულ ხელოვანს ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ეძღვნება საქართველოს ნათლისღების 1700 წლის იუბილეს.

ეს არის შესაძლებლობა, თქვენი შემოქმედება იქცეს ქართული ისტორიისა და ქრისტიანული სიმბოლიკის თანამედროვე გამოძახილად.

🎯 კონკურსის მიმართულებები:
▪️ მცირე ფორმის სკულპტურები
▪️ რელიეფური ნამუშევრები
▪️ სასაჩუქრე მედალიონები
▪️ დიზაინ-პროდუქტის ესკიზები

თემატიკა: ნამუშევრები უნდა ეფუძნებოდეს ქრისტიანულ სიმბოლიკას და ქართულ ისტორიულ არქიტექტურულ-პლასტიკურ მოტივებს.

🗓 განაცხადების მიღება: 20 აპრილი – 25 მაისი
ჯილდო: შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება საგანგებო ექსპოზიციაზე, ხოლო 3 საუკეთესო ნამუშევარი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

🔗 საკონკურსო პირობები და განაცხადის ფორმა:
https://drive.google.com/drive/folders/1cFyctBYBHRt1F0zOZ8MqxcIcJTD1NDik?usp=sharing

📩 განაცხადები გამოგვიგზავნეთ: [email protected]

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 📞 555 44 22 01

📍შეინახე ეს პოსტი, რომ არ დაგავიწყდეს ვადები.
დაიწყე მუშაობა დღეს და გამოაგზავნე განაცხადი 25 მაისამდე

📍პროექტის მხარდამჭერი: თბილისის მერია

#თბილისურისახსოვარი #კონკურსი #ხელოვნება #ქართულიკულტურა #გამოფენა #სუვენირი #სკულპტურა

✨ „ღანი“ – ღია კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვისრეგისტრაცია დაიწყო! ➡️https://forms.gle/5p55YpbWPgtX79cu8🌀 თემა:სიყვარ...
15/04/2026

✨ „ღანი“ – ღია კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის

რეგისტრაცია დაიწყო! ➡️
https://forms.gle/5p55YpbWPgtX79cu8

🌀 თემა:
სიყვარული – როგორც განღმრთობის გზა
როგორ შეუძლია სიყვარულს შეცვალოს ადამიანი და სამყარო?

📍 პროექტი ეძღვნება საქართველოს ნათლისღების 1700 წლის იუბილეს

მიმართულებები:
🔹 არქიტექტურა
🔹 ქანდაკება
🔹 ფერწერა / გრაფიკა

ვადები:
• რეგისტრაცია – 15 აპრილი – 31 მაისი
• განაცხადების მიღება – 1 ივნისი – 15 აგვისტო

საპრიზო ფონდი (თითოეულ მიმართულებაში):
🥇 5 000 ლარი | 🥈 2 000 ლარი | 🥉 1 000 ლარი

კონკურსის ფარგლებში:
ლექციები • შეხვედრები • პოდკასტები

🔗 გაიგე მეტი და შემოიტანე განაცხადი ➡️
https://tasa.ge/eventge-22.html
📞 555 44 22 01

#ღანი #ახალგაზრდახელოვანები #კონკურსი #სიყვარულიგანღმრთობისგზა

✨ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
11/04/2026

✨ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 #ფოტოექსპოზიციიდან„მეგობრის პორტრეტი“ტერაკოტა, თაბაშირი, 2024მოქანდაკე: ბექა ჩხაიძეგამოფენიდან: „ქართული ქანდაკება – თა...
06/03/2026

#ფოტოექსპოზიციიდან
„მეგობრის პორტრეტი“
ტერაკოტა, თაბაშირი, 2024

მოქანდაკე: ბექა ჩხაიძე

გამოფენიდან: „ქართული ქანდაკება – თანამედროვე ინტერპრეტაციები“

ქანდაკების ფესტივალი -2024

#ქანდაკება #ქანდაკებისფესტივალი

✅გიორგი სვანიშვილი და მარიამ თავბერიძეარქიტექტურა | ღანი – სიყვარული, როგორც განღმრთობის გზამედიათეკა „ღანი“ – სივრცე, რ...
16/02/2026

✅გიორგი სვანიშვილი და მარიამ თავბერიძე
არქიტექტურა | ღანი – სიყვარული, როგორც განღმრთობის გზა

მედიათეკა „ღანი“ – სივრცე, როგორც შემეცნების ხიდი

„საერთო სარგებლობის სივრცეები დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს – განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გათვლილია ყველა ადამიანზე. თუ ასეთი ადგილი ცოდნის მიღებასთან ერთად მშვიდად მუშაობისა და დასვენების საშუალებასაც იძლევა, უკვე დიდ საერთო სიკეთესთან გვაქვს საქმე.

მედიათეკა სწორედ ასეთი სივრცეა – ადგილი, სადაც ადამიანი მუშაობს დამოუკიდებლად და ამავდროულად ყველასთან ერთად. მისი არქიტექტურა განწყობას ამაღლებს და ორგანულად ერწყმის ბუნებას.

პროექტი ერთგვარი ხიდია შემეცნებისა – სივრცე, რომელიც ადამიანს სულიერი თვალის გახსნისაკენ უბიძგებს.

მედიათეკის პორტალი ასო „ღანის“ ფორმას იმეორებს – იგი სივრცეში გადააბიჯებინებს, სადაც ცოდნა,
შემოქმედება და შინაგანი გარდაქმნა ერთიანდება.“

📍 ღია კონკურსი „ღანი – სიყვარული, როგორც განღმრთობის გზა“

#ღანი #არქიტექტურა #მედიათეკა #სიყვარულიროგორცგანღმრთობისგზა

 #ფოტოექსპოზიციიდან„ევროპის მოტაცება“შავი მეტალი, ბრინჯაო, 2022მოქანდაკე: რეზო ხასიაქანდაკების ფესტივალი – 2024 #ქართული...
11/02/2026

#ფოტოექსპოზიციიდან

„ევროპის მოტაცება“
შავი მეტალი, ბრინჯაო, 2022
მოქანდაკე: რეზო ხასია

ქანდაკების ფესტივალი – 2024

#ქართულიქანდაკება
#თბილისისარქიტექტორთადასკულპტორთაასოციაცია
#ქანდაკებისფესტივალი

Address

ალექსანდრე გრიბოედოვის N21
Tbilisi
0108

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია • Tbilisi Association of Sculptors posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share