ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი-მწვანე სახლი / La Maison Verte

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი-მწვანე სახლი / La Maison Verte

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი-მწვანე სახლი / La Maison Verte ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული მომსახურება ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახებისთვის.

2006 წელს თბილისში “ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მწვანე სახლი” გაიხსნა, 0-3 წლის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვების სოციალიზაციისა და ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციის მიზნით. პირველი “მწვანე სახლი” ფ. დოლტომ (ფრანგი ბავშვთა ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი) დაარსა პარიზში 1979 წელს, მას შემდეგ მომსახურების ეს მოდელი ფართოდ გავრცელდა და დღეს მსოფლიოს მრ

ავალ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.
თბილისის „მწვანე სახლის” მომსახურება 2006 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაფართოვდა; პატარების სოციალიზაციისა და პრევენციისთვის შექმნილ დოლტოს “მწვანე სახლთან” ერთად ის უკვე არაერთ თერაპიულ სერვისს სთავაზობს როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს , ფსიქო-ემოციური, ფსიქო-მოტორული , განვითარების, ქცევის, მეტყველების, კომუნიკაციის დარღვევებისა თუ სხვა პრობლემების შემთხვევაში.
თბილისის “მწვანე სახლის” გახსნასა და ფუნქციონირებას საფუძვლად ფრანგი ფსიქოანალიტიკოსებისა და ქართველი ფსიქოლოგების თანამშრომლობა უდევს, რაც 1999 წლიდან დაიწყო და თეორიულ სწავლებას და ერთობლივ კლინიკურ მუშაობას მოიცავს. ESPACE ANALYTIQUE (Association de Formation Psychanalytique et de Recherche Freudienne) არის ის ფრანგული პროფესიული ასოციაცია, რომელთანაც მთელი ამ წლების მანძილზე თბილისის “მწვანე სახლს” მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა აქვს და საიდანაც ის პროფესიულ დახმარებასა და სუპერვიზიებს იღებს.
ფსიქოანალიტიკური თერაპიული მუშაობა სუპერვიზიის თანხლებით “მწვანე სახლის” ძირითადი სპეციფიკაა, რითაც ის განსხვავდება თბილისში არსებული სხვა ცენტრებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიტიკური თერაპიის გარდა დღეს მწვანე სახლში სხვადასხვა თერაპიული მომსახურებაა (მეტყველების თერაპია, არტთერაპია, ქვიშით თერაპია, ფლორთაიმი, მითოდრამა, სპეცპედაგოგი და სხვ.) , თითოეული კონკრეტული შემთხვევის განხილვა და ანალიზი ძირითადად ფსიქოანალიზის ჭრილში მიმდინარეობს და მის საუკუნოვან ცოდნასა და კლინიკურ გამოცდილებას ეყრდნობა. კონკრეტულ თერაპიულ თუ კლინიკურ სტრატეგიას უპირატესობა ენიჭება არა ზოგადად დადგენილი სტანდარტების მიხედვით, არამედ ბავშვისა და ოჯახის რეალური ფსიქიკური საჭიროებებისა და ინდივიდუალობის გათვალიწინებით. აქ ნებისმიერი დიაგნოზის თუ მდგომარეობის მიუხედავად, ბავშვისა და მოზარდის პირად და ოჯახურ ისტორიას, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა. თუ ბავშვი ვერ ან არ ლაპარაკობს, თერაპევტი უსმენს ნახატით, თამაშით, მიმიკით თუ ქცევით გამოხატულ მის ფსიქიკურ განცდებს, რასაც ანალიზი და ინტერპრეტაცია მოსდევს. ეს არის ბავშვის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა ფსიქოთერაპევტთან, რომელიც მისი არც მშობელია, არც ექიმი და არც აღმზრდელი. ამ პროცესში ბავშვი პირდაპირ ან სიმბოლური ფორმით გადმოსცემს თავის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, პრობლემას, წუხილს, ფსიქიკურ ტკივილს... ამ ყველაფრის მოსმენა, გაცნობიერება, ანალიზი არის პროცესი, რომელსაც თერაპევტი წარმართავს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა თუ განკურნებისთვის.
მწვანე სახლის მომსახურება გარკვეული პრინციპების, წესების დაცვას ითვალისწინებს. სეანსების დრო, ხანგრძლივობა, ურთიერთობა ბავშვებთან თუ მშობლებთან, სეანსების რაოდენობა, საფასური და სხვ. გარკვეულ ჩარჩოებს მოითხოვს, რისი დაცვაც სავალდებულოა როგორც მშობლების, ასევე სპეციალისტების მხრიდან.
მწვანე სახლში არსებულ თითოეულ თერაპიულ მომსახურებას საკუთარი სპეციფიკა, საკუთარი მიდგომა და თერაპიული ჩარჩო აქვს. შერჩევა თითოეულისთვის ინდივიდუალურად ხდება, ინტერესების, საჭიროებების შესაბამისად და მშობლების დამოკიდებულების გათვალისწინებით.
“მწვანე სახლის” პარტნიორია საფრანგეთის საელჩო საქართველოში. ფრანგი სპეციალისტების თბილისში ვიზიტების დროს საფრანგეთის საელჩოსა და თბილისის “მწვანე სახლის” ორგანიზებით 2006 წლიდან დღემდე არაერთი კონფერენცია და საჯარო სემინარი ჩატარდა ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიაში, ფსიქოლოგების, სტუდენტებისა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისათვის.
2011 წელს მწვანე სახლმა ფილიალი გაიხსნა ქალაქ ახალციხეში, 2015 წელს კი ახალციხის ფილიალი დამოუკიდებელ ასოციაციად დაარეგისტრირეს “მწვანე სახლის” დამფუძნებლებმა. ახალ ასოციაციას „მწვანე სახლი ახალციხეში“ დაერქვა და 2119 წლიდან დღემდე მის მომსახურებას ახალციხის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.
2024 წლის სექტემბრიდან “მწვანე სახლის” კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა ქალაქ მცხეთაში, ქ. მცხეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის. ისიც მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება როგორც ფსიქიკური დარღვევების პრევენციის, ასევე ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის მიზნით.

ბ-ნ ოლივიე დუვილის სუპერვიზიები მწვანე სახლში. 2026 წ.
03/05/2026

ბ-ნ ოლივიე დუვილის სუპერვიზიები მწვანე სახლში. 2026 წ.

ოლივიე დუვილისა და კრისტიან ჰოფმანის კონფერენცია- სემინარები თსუ-სა და მწვანე სახლში
02/05/2026

ოლივიე დუვილისა და კრისტიან ჰოფმანის კონფერენცია- სემინარები თსუ-სა და მწვანე სახლში

მითოდრამა - მწვანე სახლში! აპრილიდან განახლდა მითოდრამის სეანსებზე ბავშვებისა და მოზარდების მიღება თერაპიას წარმართავენ ...
01/04/2026

მითოდრამა - მწვანე სახლში!

აპრილიდან განახლდა მითოდრამის სეანსებზე ბავშვებისა და მოზარდების მიღება
თერაპიას წარმართავენ მითოდრამის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტები: ნინო ღამბაშიძე და ინგა გუჯაბიძე.
თბილისი, გ. ჩიტაიას 17. ტელ. 593573075, 577728668

მითოდრამა - მწვანე სახლში!

ყალიბდება სხვადასხვა ასაკობრვი ჯგუფები 8-დან 15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

თერაპიას გაუძღვებიან მითოდრამის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტები: ნინო ღამბაშიძე და ინგა გუჯაბიძე.
თბილისი, გ. ჩიტაიას 17. ტელ. 593573075, 577728668

სიახლე მწვანე სახლში 🏡0-დან 4 წლამდე   ბავშვებისა და მათი მშობლების  უფასო მიღება ...  თუ თქვენი პატარა:🧸 ვერ ეგუება საბ...
28/02/2026

სიახლე მწვანე სახლში 🏡
0-დან 4 წლამდე ბავშვებისა და მათი მშობლების უფასო მიღება ...
თუ თქვენი პატარა:
🧸 ვერ ეგუება საბავშვო ბაღს,
👶 უჭირს სხვებთან თამაში,
😟 შფოთავთ მისი განვითარების გამო,
🔍 გაშინებთ მისი ზოგიერთი თვისება ან ქცევა,
💬 ზოგჯერ არ იცით, როგორ უპასუხოთ მის ემოციებსა და სურვილებს
📍 დაგვიკავშირდით!
👩‍👧 ეს ჯგუფი შექმნილია პატარების და მათი მშობლების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
📍მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ
+995 599 64 90 67

სიახლე მწვანე სახლში მარტის თვიდან უფასო ჯგუფები 0-დან 4 წლამდე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.    თუ თქვენი პატარა ვე...
13/02/2026

სიახლე მწვანე სახლში
მარტის თვიდან უფასო ჯგუფები 0-დან 4 წლამდე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
თუ თქვენი პატარა ვერ ეგუება საბავშვო ბაღს, უჭირს სხვებთან თამაში, თუ შფოთავთ მის განვითარებაზე, გაშინებთ მისი ზოგიერთი ქცევა თუ თვისება, ან თუ ზოგჯერ არ იცით, როგორ უპასუხოთ მის ემოციებსა და სურვილებს, დაგვიკავშირდით. ეს ჯგუფები ყველა პატარასა და მათი მშობლებისთვისაა.

„მწვანე სახლის“ მომსახურება
0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
(ფრანსუაზ დოლტოს La Maison Verte მოდელის მიხედვით)

📍 მიზანი:
🤱 დედასთან ( მშობელთან) ემოციური მიჯაჭვულობის გაძლიერება.
🧸 სოციალური უნარების განვითარება — ერთად თამაში, წესების მიღება, უარის ატანა.
🔍 ბავშვის განვითარებაში პრობლემის შემჩნევა და პრევენცია.
👩‍👧 მშობლების მხარდაჭერა — რჩევები, რეკომენდაციები და სივრცე, სადაც საუბარი შესაძლებელია.

სეანსები ტარდება ჯგუფურად, პატარებთან ერთად ესწრებიან მათი მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები.
📅 კურსი მოიცავს 8 შეხვედრას, ყოველ კვირა დღეს,, 11:30 დან –13:00 საათამდე.

ჯგუფს უძღვებიან ბავშვთა ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები
(2 ძირითადი და 1 დამხმარე სპეციალისტი).

📍 ადგილები შეზღუდულია — წინასწარი ჩაწერა აუცილებელია.

📞 +995 599 64 90 67
💌 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 💬

მითოდრამა - მწვანე სახლში! ყალიბდება სხვადასხვა ასაკობრვი ჯგუფები 8-დან 15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.თერაპიას ...
04/02/2026

მითოდრამა - მწვანე სახლში!

ყალიბდება სხვადასხვა ასაკობრვი ჯგუფები 8-დან 15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

თერაპიას გაუძღვებიან მითოდრამის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტები: ნინო ღამბაშიძე და ინგა გუჯაბიძე.
თბილისი, გ. ჩიტაიას 17. ტელ. 593573075, 577728668

ვებინარი მშობლებისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისათვის თემაზე - "სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ასაკშ...
23/01/2026

ვებინარი მშობლებისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისათვის თემაზე - "სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში".
მომხს. მარინე ტარასაშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, "მწვანე სახლის" ხელმძღვანელი

განათლების E სახლი, ელექტრონული სერვისების და რესურსების პორტალი

🌿 მწვანე სახლის ✨ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობს 👉 მრავალფეროვან თერაპიულ დახმარე...
19/11/2025

🌿 მწვანე სახლის ✨ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობს
👉 მრავალფეროვან თერაპიულ დახმარებას 💚

👶 0–3 წლის ბავშვების ჯგუფი – პრევენცია, განვითარება & სოციალიზაცია.
🧒 5 წლამდე ბავშვების ფსიქოთერაპიული ჯგუფი.
👩‍⚕️ ინდივიდუალური ფსიქოთერაპია.
🎨 არტთერაპია.
🏖 ქვიშით თერაპია.
🗣 მეტყველების თერაპია.
📚 სპეციალური პედაგოგიური დახმარება.
🌈 ფლორთაიმი (DIR/Floortime).
🎭 მითოდრამა.
🕺 მოძრაობის თერაპია.
🎵 მუსიკით თერაპია.
👶 ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამა.

📍 თბილისი, გიორგი ჩიტაიას ქ. 17
📞 599 64 90 67

🌿 ფლორთაიმი – მწვანე სახლში! 🌿ბავშვის განვითარება იწყება ურთიერთობიდან 💚ფლორთაიმი ეხმარება ბავშვს კომუნიკაციაში, ემოციებ...
10/11/2025

🌿 ფლორთაიმი – მწვანე სახლში! 🌿

ბავშვის განვითარება იწყება ურთიერთობიდან 💚
ფლორთაიმი ეხმარება ბავშვს კომუნიკაციაში, ემოციების გამოხატვასა და სამყაროსთან ბუნებრივი კავშირის პოვნაში.

👩‍🏫 თერაპიას წარმართავს ფსიქოლოგი და DIR Floortime-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი ნინო ზარდიაშვილი,
რომელსაც აქვს ათწლიანი გამოცდილება 📍 მონრეალსა და თბილისში.

🗣 სამუშაო ენა: ქართული 🇬🇪 და ფრანგული 🇫🇷

ფლორთაიმი განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ბავშვს აქვს:
👶 ადაპტაციის ან სოციალიზაციის სირთულე.
💬 მეტყველების ან განვითარების შეფერხება.
💞 ემოციური რეგულაციის სირთულე.
🧩 აუტისტური სპექტრი.

📍 თბილისი, გიორგი ჩიტაიას ქ. 17
📞 591 80 20 56 | 599 64 90 67

Address

თბილისი, გიორგი ჩიტაიას ქ. 17
Tbilisi
0102

Telephone

+995599649067

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი-მწვანე სახლი / La Maison Verte posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი-მწვანე სახლი / La Maison Verte:

Share