Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი

Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი Woman can, Women act, Women change!
ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

მენსტრუალური ტკივილი რეალური და ხშირი გამოცდილებაა.მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტკივილის იგნორირება არ არის აუცილებელი „ნ...
22/06/2026

მენსტრუალური ტკივილი რეალური და ხშირი გამოცდილებაა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტკივილის იგნორირება არ არის აუცილებელი „ნორმა“ და მასთან მარტო გამკლავება არ უნდა გვიწევდეს.

სხეულის მხარდაჭერა სხვადასხვა გზით შეიძლება: დასვენება, სითბო, წყლის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია

ტკივილზე საუბარი სირცხვილი არ არის, ზრუნვაა. 🫂

21 ივნისი მამების დღეა❤️
20/06/2026

21 ივნისი მამების დღეა❤️

📌მსოფლიოში გასულ წელს კონფლიქტებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის თითქმის 10,000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელ...
19/06/2026

📌მსოფლიოში გასულ წელს კონფლიქტებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის თითქმის 10,000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

📌მხოლოდ 2025 წელს ძალადობის 9,788 შემთხვევა გამოვლინდა(გაეროს ანგარიში), თუმცა ეს მაჩვენებელი არ ასახავს სრულ რეალობას და მხოლოდ დოკუმენტირებული შემთხვევების ნაწილია.

📌ძირითადი სამიზნე ქალები და გოგოები არიან, თუმცა ძალადობა შეეხო, ასევე, მამაკაცებსა და ბიჭებს.

📌 წელს ჩვენი გზავნილია: სიჩუმის ნაცვლად - ხმა; სტიგმის ნაცვლად - მხარდაჭერა.❤️

ვრცელდება ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავ...
18/06/2026

ვრცელდება ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.📢

📍პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და ღირსეული მოპყრობის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება; ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკურნალობის უწყვეტობას და მონიტორინგს.

რა არის ცნობილი ამ ეტაპზე:
📌ადვოკატის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შემდეგ, საუბარია მკურნალობის გეგმის შემუშავებაზე;
📌 გავრცელებული ინფორმაციით, მას აქვს ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის რევმატიული ართრიტი და ავტოიმუნური დაავადება;
📌მისი ახლობლების განცხადებით, ამ ეტაპზე კონკრეტული სამედიცინო ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა;
📌ელენე ხოშტარია 24 მარტს დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

გუშინ, ერთსაათიანი ლაივის განმავლობაში, ადამიანების ერთიანობითა და მხარდაჭერით, ხათუნა სამნიძის დასახმარებლად 96 000 ლარ...
18/06/2026

გუშინ, ერთსაათიანი ლაივის განმავლობაში, ადამიანების ერთიანობითა და მხარდაჭერით, ხათუნა სამნიძის დასახმარებლად 96 000 ლარი შეგროვდა. 🙏
ინიციატივა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ეკუთვნის.

დარჩენილია კიდევ 4 000 ლარი და დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეუძლიათ. 💛

TBC

მიმღები: ხათუნა სამნიძე
BOG

მიმღები: ხათუნა სამნიძე
💌 PayPal
[email protected]
მიმღები: Tamar Samnidze

⭕️ 23:00 საათზე ხათუნა სამნიძის დასახმარებლად “პირველი ხაზის” ეთერში ერთსაათიანი მარათონი გაიმართება.

15 ივნისი  ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.📍სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით...
15/06/2026

15 ივნისი ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.

📍სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი.

ასევე, ანგარიშის თანახმად:
📌 ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.
📌 ბოლო წლებში გაიზარდა ქალ მსხვერპლებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა.
📌 ხანდაზმულთა ნაწილი, ვისაც შეზღუდული აქვს თვითმოვლის შესაძლებლობა, ხშირად ვერ სარგებლობს თავშესაფრის მომსახურებით.
📌 დემენციის მქონე ხანდაზმულებისთვის არსებული სერვისები ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად ეფექტიანი.
📌 საქართველოში ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა კანონმდებლობაში ცალკე კატეგორიად არ არის გამოყოფილი.
📌თუმცა 2022–2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი ხანდაზმულთა უფლებების დაცვის შესახებ.

💔,,ვერე მდინარეა, ქალაქის გულში დამარხული. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში.”▪️2015 წლის 13 ...
13/06/2026

💔,,ვერე მდინარეა, ქალაქის გულში დამარხული. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში.”

▪️2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 200-მდე ოჯახი და 1000-მდე ადამიანი.

▫️სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, დაიტბორა მზიურის ტერიტორია

▪️წყალდიდობას ემხვერპლა ცხოველების დიდი ნაწილი, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

▫️ 11 წლის შემდეგ, სევდასთან და ტკივილთან ერთად, გვახსოვს ადამიანების ერთიანობაც, ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა და სოლიდარობა. 🫂

ნებისმირი პირველი გამოცდილება ინდივიდუალურია, მაგრამ ხშირად ემოციები მაინც ერთია - გაურკვევლობა, შიში, შფოთვა და უხერხულ...
12/06/2026

ნებისმირი პირველი გამოცდილება ინდივიდუალურია, მაგრამ ხშირად ემოციები მაინც ერთია - გაურკვევლობა, შიში, შფოთვა და უხერხულობა.

უჩქარესი ნაბიჯებით გარბიხარ უახლოეს ადამიანთან, რომელიც გეტყვის, რომ საცვალზე გაჩენილი სისხლის წვეთები მენსტრუაციას ნიშნავს და ეს სხეულის ბუნებრივი პროცესია. შეიძლება ამ ახსნამაც ვერ ჩაანაცვლოს იმ მომენტში გაჩენილი დაბნეულობა. მეტიც, სახლში, ოჯახის წევრი კაცებისგან მალულად, ჩურჩულით მოგაწვდიან ხოლმე ჰიგიენურ საფენს და არც იმ დღეს და არც მას შემდეგ, მამა და ძმები არასდროს მოისმენენ, რომ თვეში ერთხელ მენსტრუაცია გაქვს. ხშირად, მათაც უბრალოდ არ იციან, რომ ეს ყოველდღიური, ნორმალური გამოცდილებაა, რომელიც გოგოებს ყოველთვიურად აქვთ.

✨ბავშვებთან მენსტრუაციაზე საუბარი ასაკის შესაბამისი, ღია და მხარდამჭერი ფორმით მნიშვნელოვანია მანამ, სანამ დაიწყება. როდესაც ბავშვმა იცის, რა ელოდება, რატომ ხდება და ვის შეუძლია დახმარება სთხოვოს, შიშს ნელ-ნელა ანაცვლებს სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.

ინფორმაცია, მხარდაჭერა და ემპათიური საუბარი გოგოებს აძლიერებს.🫂

12/06/2026

ვამაყობთ, რომ მარი ჯობავა, ჩვენი მეგობარი, კოლეგა და თანამოაზრე, GTWT 2026-ის მთავარი კონფერენციის სპიკერია.✨

მარი ჯობავა Slow Concept Travel-ის დამფუძნებელი და Spend 4 Seasons in Georgia-ს თანადამფუძნებელია. მისი საქმიანობა ტურიზმის სფეროში სცილდება ტრადიციულ მიდგომებს და ქმნის ახალ ხედვას იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოგზაურობა გადაიქცეს ღრმა, ავთენტურ და კულტურულ გამოცდილებად.

ის მუშაობს გამოცდილების დიზაინისა და ტურიზმის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, სადაც აერთიანებს კულტურას, მასპინძლობასა და ინოვაციას. ასევე ხელმძღვანელობს Global Tech Weekend-ის Tourism Integration მიმართულებას და აქტიურად იკვლევს, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია, ციფრული კულტურა და გასტრონომიული გამოცდილებები თანამედროვე მოგზაურობის ინდუსტრიას.

GTWT 2026 არის რეგიონში ყველაზე დიდი დეცენტრალიზებული ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ტექნოლოგიასა და სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებს.

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის  საკითხი საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ნაკლე...
12/06/2026

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის საკითხი საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ნაკლებად შესწავლილ სოციალურ გამოწვევად.

📍 ბავშვთა შრომა გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომელიც არის მავნე, ექსპლუატაციური და ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებას ან აფერხებს განათლების პროცესს.
📍 ბავშვთა ეკონომიკური საქმიანობა კი ნეიტრალური ან პოზიტიური ხასიათის მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არ აზიანებს ბავშვს და შესაძლოა მისი განვითარების ან სწავლის პროცესის ნაწილიც იყოს (მაგალითად, მსუბუქი საოჯახო დახმარება ან სასწავლო/შემოქმედებითი აქტივობები). ამ განსხვავების სწორად გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ბავშვთა უფლებების დაცვის პოლიტიკის სწორ დაგეგმვას.
📍მიუხედავად თემის აქტუალობისა, საქართველოში ამ მიმართულებით განახლებული კვლევები პრაქტიკულად არ არსებობს. ბავშვთა შრომის მიმართულებით ბოლო მნიშვნელოვანი სისტემური შეფასება არის საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში (2021), რომელიც UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადდა და ბავშვთა შრომის რისკებს, მათ შორის პანდემიის კონტექსტშიც, აფასებს.
📍ამ ანგარიშის შემდეგ ბავშვთა შრომის მიმართულებით განახლებული მასშტაბური კვლევა ან ყოვლისმომცველი შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები კვლავ რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფად. ისინი ხშირად ხვდებიან ტრეფიკინგის, შრომითი ექსპლუატაციისა და სხვა სახის ძალადობის/დანაშაულის რისკის ქვეშ. ამ ბავშვების შესახებ ზუსტი და განახლებული სტატისტიკური მონაცემები პრაქტიკულად არ იწარმოება, რაც მათ კიდევ უფრო უხილავს ხდის სისტემისთვის.

განახლებული მონაცემებისა და სისტემური კვლევების ნაკლებობა ართულებს რეალური სურათის დანახვას და ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვას ბავშვთა დაცვის მიმართულებით.

📌 რეგულარული კვლევები და განახლებული მონაცემები აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებებს და არა ფრაგმენტულ ინფორმაციას

Address

წინამძღვრიშვილის ქუჩა #40; Tsinamdzgvrishvili Street #40
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30
Saturday 09:30 - 17:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Women's Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი:

Share