Iavnana

Iavnana ფონდი იავნანა, Iavnana, 0901 30 30 30

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ 🇬🇪
26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ 🇬🇪

11/04/2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი AGNUS DEI / „ღვთის კრავი“

სოლისტები: ნანა ქავთარაშვილი & პაატა ბურჭულაძე

თბილისის ოპერის გუნდი
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკეტრი

ორიგინალური ვერსიის ავტორი და დირიჟორი
ზვიად ბოლქვაძე

ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტი პარიზში
Salle Pleyel, Paris, 2012.

21/03/2026

"წმინდაო ღმერთო"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ შექმნილი საგალობელი

ფონდ "იავნანას" არქივი

19/03/2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავე მარია ✨

პაატა ბურჭულაძე . ლანა კოსი . ნატო მეტონიძე . მძლევარი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ვერსიის ავტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი
გუნდის ხელმძღვანელი და დირიჟორი - კახა ონაშვილი

ფონდ "იავნანას" არქივი, 2010 წლის 25 სექტემბერი

18/03/2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ შექმნილი ნაწარმოები.

ერეკლეს დალოცვა

პაატა ბურჭულაძე & შვიდკაცა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & საგუნდო კაპელა
საორკესტრო ვერსიის ავტორი - ნიკოლოზ რაჭველი

ფონდი "იავნანა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო. ვუს...
18/03/2026

ფონდი "იავნანა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროს.

მადლობას ვუხდით მის უწმიდესობას დიდი ღვაწლისთვის და ნდობისთვის, "იავნანას" საქველმოქმედო საღამოებზე აჟღერებული მისი მუსიკალური ნაწარმოებებისთვის. ✨

02/03/2026

"იავნანა" დღეს 22 წლის გახდა, დიდი მადლობა მეგობრობისთვის!

გილოცავთ დედის დღეს ✨

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელს, მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს დღეს 71 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ მა...
11/02/2026

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელს, მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს დღეს 71 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ მას, ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს ვუსურვებთ.

1981 წელს გახდა კონკურსის „ვერდის ხმები“ გამარჯვებული

1982 წელს მიენიჭა ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია და ოქროს მედალი

1983 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება

1984 წელს მიენიჭა ათენის დამსახურებული საოპერო მომღერალის წოდება

1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება

1985 წელს გახდა ლუჩანო პავაროტის კონკურსის I პრიზის მფლობელი

1986 წელს გახდა მარია კალასის სახელობის კონკურსის გამარჯვებული. I პრემია

1986 ქალაქ ვენის საქალაქო დარბაზის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა პაატა ბურჭულაძის თაყვანისმცემელთა კლუბი

1987 მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები ”თავისუფლების ზარი

1987 წელს გადაეცა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ეროვნული აკადემიის პრიზი - ლირიკული სიმღერის ფირფიტა

1991 წელს გადაეცა იაკობ გოგებაშვილის პრემია გაწეული ქველმოქმედებისათვის

1991 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის პრემია

1991 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია

1992 წელს მიენიჭა ვაჟა ფშაველას პრემია

1992 წელს გახდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი

1997 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი

1998 წელს რუსეთის პატრიარქის, ალექსეი II ლოცვა კურთხევითა და წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციის თანახმად მიენიჭა თავადის წოდება

1998 წელს მიენიჭა გერმანიის საპატიო არტისტის „კამერზინგერის“ წოდება

2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. (ამასთანავე სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს რუსთავის, ფოთის, ქუთაისის, ჩოხატაურის, წალკის, წინანდლის და ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება)

2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ( მეორედ)

2003 წელს გახდა ღვთისა და სამშობლოს დიდების ორდენის კავალერი

2004 წელს გახდა „BISHOP DEED“ -ის მედლის კავალერი, ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვებისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის

2004 წელს დააფუძნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“

2006 წელს მიენიჭა გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება

2006 წელს მშობლიურ სოფელ სამებაში მისი თანადგომით ტაძარი აშენდა

2008 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ პაატა ბურჭულაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ საპატიო სიგელითა და ოქროს მინანქრის სამკერდე ხატით დააჯილდოვა

2009 წელს მიენიჭა წლის ადამიანის წოდება

2009 წელს მიიღო მიხეილ თუმანიშვილის პრემია გაწეული საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის
2010 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით სათავეში ჩაუდგა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას.

2010 წელს მიენიჭა თელ-ავივის საპატიო მოქალაქის წოდება.

2010 წელს ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა ბრწყინვალების ორდენი

2010 წელს მიენიჭა გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის კეთილი ნების ელჩის წოდება

2010 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა ქართული კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის ‘’სიკეთის რაინდის ‘’ წოდება მიანიჭა.

2011 წელს იტალიის პრეზიდენტის სახელით, გადაეცა იტალიის სახელწიფოს უმაღლესი ჯილდო კომენდატორის წოდების მინიჭებით.

2012 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა ქართული კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის ‘’სიკეთის რაინდის ‘’ წოდება მიანიჭა.

2014 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა თაღში“ პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ხელოვნების ქურუმის წოდება მიანიჭა.

2014 წელს ავსტრიის პრეზიდენტის ჰანს ფიშერის მიერ მიენიჭა სახელმწიფო ჯილდო. I ხარისხის ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის

2014 წელს მიენიჭა „ სდასუს“ საპატიო დოქტორის წოდება და დაჯილდოვდა დავით აღმაშენებლის მედლით.

2014 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის „EMAAS“ - გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, პაატა ბურჭულაძეს “ EMAAS“-ის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

2015 წელს მიენიჭა საქართველოს მეციერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება.

2015 წელს მიენიჭა საქართველოს ბიზნეს აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება.

2015 წელს მიენიჭა ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

22/01/2026

SANCTUS - წმინდა არს

პაატა ბურჭულაძე / ანიტა რაჭველიშვილი / ბადრი მაისურაძე / თეონა დვალი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ვერსიის ავტორი და დირიჟორი - ზვიად ბოლქვაძე

წმინდა სამების სახელმწიფო კამერული გუნდი
ხელმძღვანელი - სვიმონ ჯანგულაშვილი

მუსიკის ავტორი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტი პარიზში
2012 წელი

Address

პეკინის 28
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Iavnana posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Iavnana:

Shortcuts

Share