სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” • Student Movement “For Freedom”

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” • Student Movement “For Freedom”

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” • Student Movement “For Freedom” ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა

🔴 ვერ შეძელით საკუთარი დაქირავებული სისხლიანი ზონდერების იდენტიფიცირება?!
07/05/2026

🔴 ვერ შეძელით საკუთარი დაქირავებული სისხლიანი ზონდერების იდენტიფიცირება?!

‼️ სულ 10 წუთი მჭირდება თქვენგან — რამდენიმე დღის წინ ვაპირებდი დაწერას, ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ მაინც — სამი პუნქტი, რ...
16/04/2026

‼️ სულ 10 წუთი მჭირდება თქვენგან — რამდენიმე დღის წინ ვაპირებდი დაწერას, ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ მაინც — სამი პუნქტი, რომელზეც მინდა საუბარი უნგრული გაკვეთილიდან და ბოლო დღეების დისკუსიის ფონზე:

1️⃣. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ჩვენთან ყველაფერი ისე მარტივადაა, როგორც უნგრეთში იყო 12 აპრილამდე. ბოლო 2 თვეა უნგრული შიდა პოლიტიკის დეტალებში ვიყავი გადაშვებული თავით, თავიდან ბოლომდე შევისწავლე იქაური გარემო, მთელი დღე შემეძლო გარშემომყოფებთან მესაუბრა იქაურ ამბებზე დეტალურად და უსასრულოდ (თავიდანვე ეს ინტერესი ცხადია იმან განაპირობა, რომ ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგის დადგომას). და ნამდვილად ბევრ და ერთი შეხედვით საოცარ მსგავსებებს იპოვიდი, თუ არ დაუშვებ იმას, რომ ორივე რეჟიმი (ორბანის და ივანიშვილის) ერთი ცენტრის სახელმძღვანელოთი მოქმედებდა და იმართებოდა — ერთი და იმავე ტიპის რიტორიკა და პროპაგანდისტული გზავნილები, სრულიად იდენტური ვორდინგი, იდენტური ფრაზები, ქუჩის ბანერებით ოპოზიციის (როგორც ომში ჩამთრევების და “ბრიუსელის აგენტების”) დისკრედიტაცია-სტიგმატიზაცია და ა.შ..

ხელთ ჰქონდათ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტებიც, რაც არათანაბარ გარემოს ქმნიდა:

- მასობრივი პროპაგანდის კარგად აწყობილი სისტემა;
- საკუთარ თავზე მორგებული საარჩევნო სისტემა და პირობები;
- უზურპირებული ინსტიტუციები (მათ შორის, სასამართლო);
- მონოპოლიზირებული მედია სივრცე;
- ადმინისტრაციული რესურსი (მოსყიდვის ინსტრუმენტებით).

და ამ მკაფიო სახელისუფლებო უპირატესობის ფონზე ოპოზიციამ მაინც შეძლო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.

რატომ?

იმიტომ, რომ იქ ამის ფონზეც კი წარმოუდგენელი მოცემულობაა:

- პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები;
- სახლთან ან ქუჩებში ნიღბიანი ზონდერების ჩასაფრებით თავდასხმები ხელისუფლების ოპონენტებზე;
- მოსახლეობასთან შეხვედრებზე ტიტუშკების მოქსევა და პოლიტიკოსებისთვის/ხალხისთვის თავ-პირის ლეწვა;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის სრულად შეზღუდვა (რომლებიც მათ შორის აკვირდებიან არჩევნებს);
- ქუჩაში გამოსული ადამიანების სასტიკი რბევა, საწამებელ მანქანებში დასახიჩრება და გაძარცვა, ქიმიური საშუალებებით მოწამვლა;
- ხელისუფლების ნებართვის გარეშე ტროტუარზე დგომისთვისაც კი ადამიანების ციხეში გამოკეტვა;
- ყველა ოპოზიციონერი ლიდერის, ვინც კამპანია უნდა ჩაატაროს, გისოსებში ჩასმა;
- ყველაზე მსხვილი პარტიების აკრძალვის პროცესი.

და რაც მთავარია — ჯერ კიდევ არსებობდა არჩევნები, როგორც დემოკრატიული ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი.

ბოლოს და ბოლოს, იმედს და რ2-ს უფრო გაუჭირდათ ორბანის მარცხის აღიარება, ვიდრე თავად ორბანს — ამაზე მეტად თვალსაჩინო ფაქტი რა გვინდა საკუთარი მდგომარეობის გასააზრებლად..

ყველაფერი ის, რაც ჩვენთან ხდება, უნგრელებისთვის რომ მოგეყოლა, პირს დააღებდნენ და ვერაფრით წარმოიდგენდნენ, ამ პირობებში ვინ და როგორ უნდა ისაუბროს ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაზე: როცა ვერც კამპანიას ატარებ თავისუფლად; ადამიანები მასობრივ ტერორში არიან (ან ჯანმრთელობის, ან ფიზიკური თავისუფლების რისკის, არათუ უბრალოდ მაგალითად სამსახურის დაკარგვის); ადამიანს ტროტუარზე დადგომაც კი აფრთხობს ციხის შიშით; ან სახლთან ჩაგისაფრდებიან, ან ქუჩაში დაგასახიჩრებენ; ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკურ ლიდერს, ვინც კამპანია უნდა ჩაატაროს, ციხეში გამოკეტავენ და მისი პარტია საერთოდ აიკრძალება; და რაც მთავარია, არჩევნები ბუნებაში ამ მოცემულობით აღარ არსებობს (ნულოვანი ნდობაა ამ პროცესის მიმართ საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც).

ამიტომ — “ოპოზიციამ მოინდომოს, მიბაძოს მადიარს და ჩვეენც შევცვლით იმავე გზით ხელისუფლებას, როცა არჩევნები მოვა” — არის ისევ ყალბ რეალობაში ტრიალის გაგრძელება.

2️⃣. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველა, ვინც დღეს პოლიტიკაში რჩება და შესაბამისად პრეტენზიას აცხადებს ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟის მცდელობის პროცესში მთავარ როლში იყოს, ამით იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ თავიც გადადოს ბოლომდე, ნებისმიერი რისკის მიუხედავად არ მოშორდეს ადამიანებს, ჩაატაროს სკურპულოზური სამუშაო, იაროს ფეხდაფეხ, დაძლიოს ყველა დაბრკოლება (რამდენადაც შესაძლებელია), მიიტანოს საკუთარი სათქმელი ხალხამდე და შეინარჩუნოს მათთან ფიზიკური სიახლოვე.

და მთავარი პრობლემა სწორედ იმ ხედვაშია, რომ “თუ იქნება არჩევნები, გავალთ 1-2 თვით ადრე ხალხთან, აბა ისე რა გვინდა?! რა ვუთხრათ?!” — ეს გვესმის ფაქტობრივად ოპოზიციისგან. წლები მხოლოდ სატელევიზიო სტუდიებში, მითინგ რუმებში და ოფისებში ვისხდებით, საკუთარ სოციუმთან გვექნება პირადი კომუნიკაცია და ბოლო 2 თვეში შტაბებს გავხსნით, მივალთ რიგით ადამიანებთან ხელის ჩამოსართმევად, ფოტოს გადასაღებად — ასე არათუ (თუნდაც ოდნავ ნორმალურ) არჩევნებზე ავტორიტარის დამარცხება არის რთულად წარმოსადგენი, არამედ რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერის და შესაბამისი კლიმატის შექმნაც ფაქტობრივად გამორიცხულია.

რეგიონებში კამპანიაზე, ხალხში ფეხდაფეხ სიარულზე და ამ გზით განწყობების მომწიფებაზე არ გელაპარაკებით იმ ადამიანის როლში, რომელსაც მხოლოდ სატელევიზიო ეკრანებიდან კადრებად აქვს ეს ნანახი.

2024-ში, 2 თვის განმავლობაში, რა რესურსიც მოვიპოვეთ იმის შესაბამისად, ჩემს სტუდენტური მოძრაობის წევრებთან ერთად ფეხდაფეხ ვიარე, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, იმ მწირი რესურსით — ფაქტობრივად თბილისიდან გადასახლებულები ვიყავით, რაღაც 1-2 დღის შუალედით თუ ჩამოვირბენდით აქ.. კამერების შიშიც იყო და ხშირად ფოტოს გადაღებასაც ვერიდებოდით, მაგრამ პრაქტიკულად ვერ იპოვიდი ადამიანს, რომელიც ამ უშუალო ურთიერთობაში და საუბარში არ შემოდიოდა. ხანდახან რომელიღაც სკვერში, ბაზარში თუ სოფლის ცენტრში 2-3 ადამიანთან დავიწყებდით საუბარს და მომენტალურად 10-15-20 კაცი მოგვესეოდა, დისკუსიაში ჩაერთვებოდა, მოსაზრებებს ვუზიარებდით ერთმანეთს, გამოსავლის გზებზე ვმსჯელობდით და კონსენსუსამდე მივდიოდით — ფაქტობრივად ერთ დიდ შეხვედრად გადაიქცეოდა ხოლმე. ვინც ასე არ მოდიოდა, მასთან პირადად მივდიოდით, არცერთ წუთს არ ვიზარებდით, რომ ადამიანებთან დეტალური საუბრისთვის დაგვეთმო. “მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებით ყველასო” ზოგი ჩაილაპარაკებდა და ეს კი ნამდვილად მხვდებოდა გულზე და ვერც ვეწინააღმდეგებოდი..

არც წინააღმდეგობებს და რისკებს შეუჩერებია ჩვენი სვლა. ერთი დიდი ისტორიაა მოსაყოლად როგორი (ფაქტობრივად) ლამის სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომ ერთ-ერთ დაბაში გაჩერებული ჩვენი მანქანა გადაეღებათ, რო როგორღაც შევეფერხებინეთ, თუ შური ეძიათ, თუ არ ვიცი რას ემსახურებოდა… მაგრამ მხოლოდ იმას ავლენდა, რომ აწუხებდათ, რასაც ვაკეთებდით და ამაზე კარგი არაფერი იყო.

სამწუხაროდ ბევრი ოპოზიციონერი ვერ ვნახე ასე — არ ვიცი ვის ეთაკილებოდა და ვის უბრალოდ ეზარებოდა, მაგრამ მთელი ოპოზიცია რომ გაშლილიყო ასე ქვეყნის მასშტაბით (არა მხოლოდ 2 საათით, ფოტოებისთვის) — მეტი რეზონანსიც ექნებოდა ამას, მეტი იმედი და მოტივაციაც გაჩნდებოდა, და რაც მთავარია რწმენა ხალხში, რომ ვიღაცას ნამდვილად აინტერესებს მისი პრობლემები, ისმენს და “მისიანია”, გულთან მიაქვს, იმახსოვრებს, არჩევის შემდგომ მართლა მისიანი ეყოლება… ხელისუფლებაში მოსვლამდე თუ ადამიანი მხოლოდ ეკრანებიდან გხედავს და ფიქრობს, რომ მის პრობლემებზე წარმოდგენა არ გაქვს, როგორ გამოგყვეს ასეთ რისკიან გზაზე და გვერდით დაგიდგეს?!

იყვნენ პოლიტიკოსებიც (და მათი პარტიის აქტივისტები), ვინც ამას აკეთებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში საუბარი ისევ იმაზეა, რომ “არჩევნებამდე 1-2 თვის განმავლობაში მივიდეთ ხალხთან” არის ერთი ადგილის ტკეპნის ფორმულა.

არაა საჭირო მანდამაინც არჩევნებისთვის ემზადებოდე. თუ ადამიანებს შენს სასარგებლოდ განაწყობ, შენიანად გაიხდი და შენ მისიანი გახდები (მის აღქმაში), განწყობების ფორმირებას შეძლებ — ასეთ შემთხვევაში:

ა) თუ აღმოჩნდება ივანიშვილი რაიმე გარემოებით ისეთ კონდიციაში (რასაც ახლა უცდის ოპოზიციის ნაწილი), რომ ოდნავ მაინც სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოუხდეს — იქნები მზად არჩევნებისთვის და ეს ხალხი ბიულეტინით მოვა შენს მხარდასაჭერად;

ბ) არ იქნება არჩევნები და ქუჩიდან დაგჭირდება მხარდაჭერა? — იგივე ხალხი, რომელშიც ეს ნდობა მოიპოვე და განწყობა შექმენი, ქუჩაში დაგიდგება გვერდით და ბოლომდე გამოგყვება.

ამისთვის იყო მადიარიც მზად.
არჩევნებამდე ჩაწერილ ყველა ინტერვიუში ეტყობოდა, რომ არაფრით აპირებდა ორბანისთვის ძალაუფლება შეერჩინა, თუ რაღაც “რიგზე არ იქნებოდა” არჩევნებზე მისგან და ხალხის აბსოლუტური რწმენაც ჰქონდა ამ საქმეში. ხალხის მხრიდანაც იგივე განწყობა მოდიოდა. 2 წელი ფეხდაფეხ ტყუილად არ შემოუვლია უნგრეთის ყველა ოლქი. ვართ ამისთვის მზად?

3️⃣. უნგრული მაგალითი მნიშვნელოვანია აქაური პროპაგანდის დემონტაჟისთვის და თითით საჩვენებელია პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის — როგორ შეიძლება ემუქრებოდეს პრორუსი ავტორიტარი ხალხს ომში ჩათრევით, დედის და მამის ცნების ამოტრიალებით, ტრადიციული ფასეულობების და ღირებულებების განადგურებით, თუკი ხელისუფლებას გადაირჩევენ და ძალაუფლებას “ბრიუსელის აგენტებად” გამოცხადებულ ძალას გადასცემენ — ამის ინსტრუმენტალიზება უმნიშვნელოვანესია და უნგრეთის მაგალითის ტრანსფარანტზე დატანა საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციისას, რომ ამგვარი მუქარა მხოლოდ პროპაგანდაა პირადი ძალაუფლების და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის კორუფციით და ხალხის ძარცვით დაკავებული ხელისუფლისთვის, და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ამ ყალბ ნარატივებს და შიშებს უნგრეთის მაგალითის მოხმობაზე უკეთ არაფერი მოხსნის.

კიდევ ერთი რამ, რაც უნგრული სახელმძღვანელოდან უნდა გავითვალისწინოთ: ამ ტიპის (კონსერვატიული, ტრადიციული) ღირებულებების ქვეყნებში ვერასდროს მოუგებს მემარცხენე-ლიბერალური რიტორიკა აღვირახსნილ ფსევდო კონსერვატიულ დღის წესრიგს. სჯობს პროდასავლური ოპოზიციის კონსერვატიულმა ფლანგმა ერთხელ და სამუდამოდ მოვიხსნათ რაღაც ხელოვნური პოზა, რომელშიც ვიმყოფებდით თავებს ბევრი წლის განმავლობაში, რეჟიმის საწინააღმდეგო ფლანგზე მყოფებთან დასაახლოვებლად, თუ სახის გასაერთიანებლად. მემარცხენე-ლიბერალური ფრთა ცოტა კონსერვატიულ ნარატივს შეეკრებოდა, მემარჯვენე-კონსერვატიული განწყობის ადამიანები პირიქითა რაღაცებს შევიზელდით, რომ საბოლოო ჯამში ერთგვაროვან მონოლითად ჩამოვყალიბებულიყავით ყველანი რეჟიმის პირისპირ, მაგრამ ამ მცდელობამ, როგორც ჩანს, ამოწურა თავი. სჯობს ყველა დავუბრუნდეთ საკუთარ თავებს, იმას, რაც რეალურად ვართ, ხელოვნური გადახრების გარეშე.

კიდევ ერთხელ: მტკიცედ მწამს, რომ ამ ქვეყანაში, ასეთი რეჟიმის დამარცხება, მხოლოდ ზომიერად კონსერვატიული და გულწრფელი ხედვის ტირაჟირებითაა შესაძლებელი.

რაც ასევე მთავარია — ადამიანებს პირისპირი ინტერაქციისას სჭირდებათ ორი რამ:

1) რა თქმა უნდა, ახსნა იმისა, რეალურად ვისთან გვაქვს საქმე და რატომ ანადგურებს ივანიშვილის მმართველობა მისი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას (ვიღაცას მეტად სჭირდება ამის ახსნა, ვიღაცას ნაკლებად);

2) რა შეიცვლება თუ შენ გამოგყვება, მომავლის რა ხედვას სთავაზობ და როგორ აპირებ ამას.

სინამდვილეში, ხალხის მიერ დაკვეთილი ყბადაღებული ‘ალტერნატივა’ უკეთესი პარტიული ორგანიზაციების სურვილზე კი არ გადის, არამედ სწორედ ალტერნატიული საქართველოს და უკეთესი პერსპექტივის მკაფიოდ და რეალისტურად ჩვენების უნარზე.

ასე წარმომიდგენია რეცეპტი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ — მგონი მაქსიმალურად მარტივად გადმოვეცი ყველაფერი, რაც ამ დღეების დისკუსიებს აჯამებს.

გამეხარდება, თუ უნგრულ გაკვეთილს კარგად შევისწავლით, ადეკვატურად გადავიაზრებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ.

პირადად მე ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი პერსონალური გეგმები მაქვს, რომელიც დიდწილად არ უკავშირდება პოლიტიკას, მაგრამ თუ რაიმეში გამოვადგები ჩვენს ქვეყანას, იმ ადგილას მიგულეთ ჩემი შემართებით, გულწრფელი მოტივაციით, დაგროვილი მცირე გამოცდილებით და თავის გადადების უნარით, სადაც საჭიროება შეიქმნება.

✊🏼🇬🇪

©️ NiKo Managadze

15/04/2026

🔻

✊🏼❤️ Magyar fiatalok — gratulálunk Grúziából!Reméljük, hogy hamarosan mi is kivívjuk a szabadságunkat, és együtt építünk...
13/04/2026

✊🏼❤️ Magyar fiatalok — gratulálunk Grúziából!

Reméljük, hogy hamarosan mi is kivívjuk a szabadságunkat, és együtt építünk boldog jövőt az európai családban.

———————————————

🟦 Hungarian youth — congratulations from Georgia!

We hope that soon, like you, we will also gain our freedom and build a happy future together in the European family.

———————————————

🇬🇪🇪🇺🇭🇺 ვულოცავ უნგრელ ხალხს და მის ახალგაზრდობას დღევანდელ გამარჯვებას!

იმედი მაქვს მალე, მათ მსგავსად, ჩვენც გავთავისუფლდებით ავტოკრატიული რეჟიმისგან და ავაშენებთ ბედნიერ მომავალს მათთან ერთად - დიდ ევროპულ ოჯახში.

©️ NiKo Managadze [Leader of the Student Movement in Georgia]

🗣️ Üzenet Grúziából a magyar barátainknak 🇬🇪🇭🇺 — Message from Georgia to Our Hungarian Friends [For English scroll down ...
11/04/2026

🗣️ Üzenet Grúziából a magyar barátainknak 🇬🇪🇭🇺 — Message from Georgia to Our Hungarian Friends [For English scroll down 👇🏼]

📌 Már csak néhány óra van hátra a Magyarország számára sorsdöntő választásokig, és szeretnék hozzátok szólni mint egy grúz ember, aki nagyon szereti a ti országotokat.

Az elmúlt két hónapban aktívan követtem a magyar politikát. Bár korábban is tudtam, mit képvisel Viktor Orbán – aki a Grúziában uralkodó oroszbarát rezsim egyik legfőbb szövetségese –, mégis meglepett, mennyire pontos a hasonlóság a retorikájuk és a lépéseik között.

Grúziában jelenleg egy oroszbarát rezsim uralkodik, amely fokozatosan a diktatúra útjára lépett. Ez a folyamat különösen 2022 után gyorsult fel, amikor Oroszország megtámadta Ukrajnát, és a rezsim lényegében levette az álarcát.

2024-ben nálunk választásokat tartottak, amelyeket elloptak. Egy hónappal később a kormány bejelentette, hogy felfüggeszti Grúzia európai uniós csatlakozási folyamatát.

Ezekben az években én és a honfitársaim rendkívül súlyos elnyomást tapasztaltunk. A történetek önmagukban is sokkolóak lennének. De most nem erről szeretnék beszélni. Inkább meg szeretném osztani veletek azt a retorikát, amelyet ez az ál-konzervatív rezsim használ, hogy manipulálja a társadalom egy részét és meghosszabbítsa a hatalmát.

A retorikájuk így hangzik:

„A brüsszeli bürokraták háborúba akarnak minket sodorni. Mi megmentettük Grúziát a háborútól. Az ellenzék Brüsszel ügynöke, és ha hatalomra kerülnek, háborúba viszik az országot. Külföldi erők meg akarják dönteni a kormányt. A választás a háború és a béke között van. A Nyugat az erkölcsi romlás fészke, és ránk akarják erőltetni az LMBT életmódot. Az anya nő, az apa férfi – csak mi védjük a családi értékeket.”

Ez csak egy kis része a propagandájuknak.

2018 óta minden választás előtt hatalmas, véres plakátok jelennek meg az utcákon, amelyek ellenzéki politikusok eltorzított arcképeit ábrázolják.

A nagyvárosok lakosságának és a fiatalok többsége erősen ellenzéki. Ugyanakkor a vidéki területeken és az idősebb generáció egy részén a propaganda és a befolyás eszközei hatékonyan működnek.

Amikor megismertem a választások előtti magyarországi helyzetet, erős gyanúm támadt, hogy ennyi hasonlóság nem lehet puszta véletlen. Nagyon valószínűnek tűnik, hogy mindez egy közös központból irányított stratégia – nagy valószínűséggel Moszkvából érkeznek ezek az üzenetek és iránymutatások.

A 2024-es választások után Grúziában a helyzet rendkívül nehézzé és szinte reménytelenné vált. Sokan már nem hisznek abban, hogy egy ilyen megerősödött autoriter rendszert meg lehet változtatni. Sok fiatal egyszerűen elhagyta az országot.

Ma Grúzia börtönei tele vannak politikai foglyokkal, sokuk fiatal, akik a szabadságért harcoltak. Az elmúlt években emberek százait verték meg, kínozták meg és csonkították meg brutálisan – tüntetéseken a különleges rendőri egységek által, vagy maszkos támadók által, akik az otthonaik közelében támadtak rájuk. Az országot elárasztja a korrupció. Olyan törvényeket fogadtak el, amelyek szinte teljesen ellehetetlenítették a civil szervezetek működését. A független média pusztul. Politikai vezetőket börtönbe zártak. Még olyan törvényt is elfogadtak, amely a három legnagyobb ellenzéki párt betiltását célozza. Ma már embereket azért is letartóztatnak, mert a rezsim engedélye nélkül gyűlnek össze egy járdán.

Egyszer jártam Magyarországon, és nagyon megszerettem az országotokat. Soha nem kívánnám nektek, hogy arra az útra lépjetek, amelyre minket kényszerítettek.

Remélem, hogy vasárnap a világosabb jövő mellett döntötök, és hogy az Európai Unió tagállamainak álláspontja a jövőben teljesen egységes lesz a grúz nép küzdelmének támogatásában is.

Ne dőljetek be a Kremlben írt propagandának – ugyanannak a propagandának, amely már megmérgezte a társadalmunk egy részét.

Békét kívánok mindkét országunknak, és remélem, hogy egy nap együtt, boldogan fogunk élni az Európai Unióban.

———————————————

Only a few hours remain before the decisive elections in Hungary, and I would like to address you as a Georgian who truly loves your country.

For the past two months I have been closely following Hungarian politics. Even though I already knew what Viktor Orbán represents (a close ally of the pro-Russian regime currently ruling Georgia), I was still surprised by how strikingly similar their rhetoric and actions are.

In Georgia we are living under a pro-Russian regime that has gradually moved onto the path of dictatorship. This process accelerated dramatically after 2022, when Russia invaded Ukraine and the regime effectively dropped its mask.

In 2024 we had parliamentary elections that were stolen. One month later, the government announced the suspension of Georgia’s process of joining the European Union.

During these years, my fellow citizens and I have experienced extremely harsh repression. The stories alone would shock you. But today I do not want to speak about that. Instead, I want to share with you the rhetoric that this pseudo-conservative regime uses to manipulate part of the population and prolong its rule.

Their rhetoric sounds like this:

“Brussels bureaucrats want to drag us into war. We saved Georgia from war. The opposition are agents of Brussels, and if they come to power they will drag us into war. Foreign forces want to overthrow the government. In the elections, the choice is between war and peace. The West is a nest of moral decay and they want to impose the LGBT lifestyle on us. A mother is a mother, a father is a father — only we defend traditional family values.”

This is only a small part of their propaganda narrative.

Since the 2018 elections, before every vote they also cover the streets with huge bloody posters showing distorted images of opposition politicians.

Most people in large cities and the majority of young people strongly support the opposition. However, their propaganda and tools of influence work effectively in rural areas and among parts of the older generation.

When I began studying the situation in Hungary ahead of the elections, I had a strong feeling that so many similarities cannot simply be a coincidence. It increasingly looks like these strategies and messages come from the same center — most likely from Moscow.

After the 2024 elections, the situation in Georgia became extremely difficult and almost hopeless. Many people no longer believe that such a strengthened authoritarian regime can be changed. Many young people have simply left the country.

Today Georgian prisons are full of political prisoners, many of them young people who fought for freedom. Hundreds of people have been brutally beaten, tortured and injured in recent years — both by special police units during protests and by masked attackers waiting near their homes. The country is drowning in corruption. Laws have been adopted that have almost completely restricted the work of non-governmental organizations. Independent media is being destroyed. Political leaders have been imprisoned. A new law has even been adopted to ban the three largest opposition parties. People are now even being arrested simply for gathering on a sidewalk without permission from the regime.

I have visited Hungary once, and I fell in love with your country. I would never wish for you to follow the path that we have been forced onto.

I hope that on Sunday you will choose a brighter future — and that the position of European Union member states will be fully united in supporting the struggle of the Georgian people as well.

Do not fall for propaganda written in the Kremlin — the same propaganda that has already poisoned part of our society.

I wish peace for both of our countries, and I hope that one day we will live happily together in the European Union.

©️ NiKo Managadze | Leader of the Student Movement in Georgia

🗣️ Üzenet Grúziából a magyar barátainknak 🇬🇪🇭🇺 — Message from Georgia to Our Hungarian Friends📌 A teljes szöveg a kommen...
11/04/2026

🗣️ Üzenet Grúziából a magyar barátainknak 🇬🇪🇭🇺 — Message from Georgia to Our Hungarian Friends

📌 A teljes szöveg a kommentek között található — kérlek nyissátok meg az első kommentet 👇🏼 | The full text is in the comments — please open the first comment to read it 👇🏼

📨 Osszátok meg a barátaitokkal!
Share with your friends!

©️ NiKo Managadze

🗣️ ანტიეროვნული “ქართული ოცნება” განაგრძობს ეროვნულობის სახელით ანტიქართულიპოლიტიკის წარმოებას:ილჰამ ალიევის ვიზიტამდე 3...
10/04/2026

🗣️ ანტიეროვნული “ქართული ოცნება” განაგრძობს ეროვნულობის სახელით ანტიქართული
პოლიტიკის წარმოებას:

ილჰამ ალიევის ვიზიტამდე 3 დღით ადრე, “ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, თბილისში, აბანოთუბანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის მიზნით, ოჯახებს, რომლებმაც უარი განაცხადეს საკუთარი ნებით დაეთმოთ ისტორიულ უბანში არსებული თავიანთი საცხოვრებელი სახლები, საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. ნუთუ, რა მნიშვნელობის და ღირებულებისაა ალიევისთვის მისართმევი ეს ძღვენი, რომ საკუთარ მოსახლეობას ზედ უვლიდე, იძულებით ათმობინებდე მამაპაპისეულ სახლებს და ამდენად არაფრად აგდებდე მის ნებას?!

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხელისუფალზე, რომელმაც ჯერ არჩევნების წინ პროპაგანდისტული მანიპულაციისთვის გამოიყენა ლოზუნგი “გარეჯი საქართველოა” და ხნიერი მეცნიერები ციხეში გამოკეტა, ძალაუფლების განაღდების შემდგომ კი არათუ აღარ გახსენებია გარეჯის საკითხი, არამედ ალიევის თბილისში ბოლო ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტები საერთოდ არ დაუშვეს, რომ ვინმეს ამ საკითხზე შემთხვევით შეკითხვა არ დაესვა.

კიდევ უფრო მძიმე ამბავი: ლაზარე ჯორბენაძე, რომელიც 2 კვირის წინ სკანდალურ საგაზეთო ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა ის საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიები გადასცა, ალიევის ვიზიტის წინა დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს — ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.. მაგრამ მისი ბევრი ნაცნობისთვის რთულად დასაჯერებელია, რომ მორწმუნე კაცმა, რომელიც საკუთარ გეგმებზე საუბრობდა, მოულოდნელად თავი ჩამოიხრჩო. არ ვიცი, გაეცემა თუ არა შესაბამისი უწყებების მხრიდან ოდესმე ამ საკითხზე დაგროვილ შეკითხვებს დამაჯერებელი პასუხები.

მანამ კი ფაქტი ერთია: ივანიშვილი ყიდის და ვაჭრობს ყველაფრით, რაც ფასეულია საქართველოს მოქალაქისთვის, ისე, რომ ღიად დემონსტრირებს მისი ნების უგულვებელყოფას და არაფრად აგდებს მას.

საქართველოს ეროვნული ინტერესები არაა ვიღაცის სავაჭრო დახლზე გამოსადები საქონელი, რომლითაც ვინმე ჩარჩი საკუთარ მერკანტილურ საჭიროებებს დაიკმაყოფილებს.

ამისთვის არ მოუტანიათ წინაპრებს სისხლით ეს ქვეყანა აქამდე.

და დიახ, ეროვნული ინტერესების ნაწილია ჩვენი ისტორიული მიწებისა და სალოცავების დაცვაც, და ამ ქვეყნის მოქალაქეთა ღირსების, უფლებების და საკუთრების პატივისცემაც უცხო ქვეყნის მმართველთა ვნებების წინაშე.

©️ NiKo Managadze

✍🏼 ამ დღეებში სიტყვებით ძალიან ცოტა ვთქვი მის უწმინდესობაზე, ვარჩიე სხვა ფორმით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და მხოლოდ...
22/03/2026

✍🏼 ამ დღეებში სიტყვებით ძალიან ცოტა ვთქვი მის უწმინდესობაზე, ვარჩიე სხვა ფორმით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ მომეთხრო ვრცლად ის, რაც გულში და მოგონებებში დამიგროვდა..

ბებიაჩემისგან, რომელიც ზვიადისტი იყო და რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა, სახლში ბავშვობიდან პატრიარქის ხსენებისას, კრიტიკის მეტი არაფერი მესმოდა. ჩემი ოჯახი (მისი ჩათვლით) ძალიან მორწმუნე და ზოგადად კონსერვატიული ღირებულებებისაა, ამიტომ ოჯახის დანარჩენი წევრები ხშირად აჩერებდნენ და სთხოვდნენ, მასზე, როგორც ერის სულიერ ლიდერზე, აუგი არ ეთქვა, მაგრამ ბებია ვერაფრით ინელებდა გასული საუკუნის მძიმე მოგონებებს და მისი კრიტიკა ეხმაურებოდა იმ ფაქტებს, რომელზე პრეტენზიებიც ალბათ ლეგიტიმურია იმდენად, რომ შეკამათებადაც არ ღირს.

და ამაში არც არაფერია უჩვეულო, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ სრულიად უცოდველ და შეუცდომელ მაცხოვარზე, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ევლინება ამ ქვეყანას, ცხოვრობს შეცდომებით, ინანიებს, მაგრამ საბოლოოდ ფასდება იმით, რას ტოვებს ამქვეყნად.. - თავად ბიბლია გვასწავლის: “…რადგან არა არს კაცი მართალი ქვეყანასა ზედა, რომელი იქმოდის კეთილს და არა სცოდოს..“

ეს ყველაფერი იმან გამახსენა, რაც პატრიარქის გარდაცვალების პირველივე წუთებიდან საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისგან, მაგრამ თვალშისაცემად მოედინებოდა - ყველა აუგის გახსენება, ღვარძლის და ბოღმის ნთხევა გაურკვეველი ცხოველური ვნებით, ბოროტების გაღვიძება.. არაუშავს, შეცდომები ყველას დაგვიშვია, ბოროტ ძალას შემოუტევია შინაგანად ისე, რომ ჩვენი პირიდან ამოსულა ის, რაც შემდგომში გვინანია, მაგრამ რაც მთავარია ოდესღაც დავფიქრებულვართ და გულწრფელად გვინანია.

გულწრფელი სინანული სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო თვისებაა, რაც თავად პატრიარქისგან ვისწავლე — არასდროს ამომივა ყურებიდან მისი გულაჩუყებით ნათქვამი სინანული და შენდობის თხოვნა საჯაროდ ხალხის წინაშე, ცრემლით: “გთხოვთ შენდობას ყოველი ჩემი შეცოდებისათვის… შემინდეთ, მაპატიეთ ჩემი ცოდვები…”

ტკივილიც ბევრი მიუღია, შეურაცხყოფაც, მიზანმიმართული თავდასხმებიც, დაუმსახურებელი ბრალდებებიც, მაგრამ არასდროს გაბოროტებულა, არასდროს აგრესიით არ უპასუხია, არასდროს უთქვამს უარი მის მაგინებელზე.. რადგან ის ყოველგვარ დაპირისპირებაზე მაღლა იდგა. არც სუსის ნაკეთები კრებსები დავიწყებია ვინმეს ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე, პირადად მასზე, მაგრამ ვერაფერმა შეარყია მისი ავტორიტეტი და ეს კიდევ უფრო აბოროტებდა მის მოძულეთ.

მაგრამ ეს პოსტი სხვა რამეზეა.

ეს პოსტი არის იმ კათალიკოსზე, რომელიც ჩვენს დროებაში სიკეთის, სიყვარულის და ერთიანობის ყველაზე კაშკაშა განსხეულებულებად იქცა.

დღეს უკვე ყველა უდავოდ თანხმდება, რომ ილია II ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არ იყო მხოლოდ სასულიერო ფიგურა. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ჩვენი ერის იდენტობის საფუძვლების რეკონსტრუქციის საქმეში, იმის აღდგენით, რაც მის საფუძვლებს წარმოადგენდა — ქართული ეკლესიის და რწმენის.

მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობიდან, რომელიც დევნიდა რწმენას, ხალხი ტაძრებს უბრუნდებოდა, საერთოდაც თავად ტაძარი დააბრუნა. დააბრუნა ქართულად წირვა-ლოცვა მაშინ, როცა ადამიანებმა “მამაო ჩვენოც” კი არ იცოდნენ. და სწორედ ეკლესიიდან დაიწყო ქართული იდენტობის რეკონსტრუირება, რასაც შემდგომ დაეფუძნა მისი პოლიტიკური მდგენელი. ეკლესიიდან დაიწყო მაშინდელი რეჟიმისთვის “საშიში” ეროვნული ცნობიერების ფორმირება. ილია ჭავჭავაძის, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამფუძნებლის წმინდანად (ილია მართლად) გამოცხადებაც სხვა რას ემსახურებოდა, თუ არა ამ ეროვნული იდეის რეინკარნაციას…

და ნაბიჯ-ნაბიჯ, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის თანამედროვე დროებაში, თავისი ნაკეთები საქმის და უშრეტი სიკეთის დამსახურებით თანდათანობით დაგროვებული საყოველთაო ავტორიტეტით იქცა ერის მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, მთავარ იმედად ყველა ადამიანისთვის, უკიდურესად დაპირისპირებულთათვისაც კი.

ყველაზე კრიზისულ მომენტებში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად უკანასკნელი იმედიც კი ადამიანებისთვის, ერთიანობის, სიმშვიდის და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტი.

როცა რაღაც მძიმე ხდებოდა, როცა ვიღაც იჩაგრებოდა, როცა ვიღაც სასოწარკვეთილი უკანასკნელ ხსნას დაეძებდა, ამ ხსნას სწორედ პატრიარქთან პოულობდა — ეს ხდებოდა პოლიტიკაშიც და საზოგადო ცხოვრებაშიც. უამრავ კრიზისულ მომენტში გამოჩნდა ეს ცხადად.

და როცა პირველად, რამდენიმე დღის წინ მისი გარდაცვალების მწუხარებით გაერთიანებული ერი ვნახე (მათ შორის კლინიკასთან, ყველა პოლიტიკური ძალა, ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული), მაშინვე მისი, როგორც ერთიანობის ფენომენზე დავფიქრდი და გამახსენდა 2012 წელი.

მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი, პატარა ბიჭი ვიყავი და გაოცებით ვუყურებდი თვალწინ და ცოცხლად, გადამწყვეტ, ძალიან დაძაბულ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, პოლარიზაცია უკიდურეს წერტილამდე იყო მისული, განახლებული ბაგრატის ტაძრის (როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს) კურთხევისას, როგორ გააერთიანა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საგანგებო მიწვევით და ერთმანეთის გვერდით დააყენა.

არჩევნების შემდეგაც, ძალაუფლების ტრანზიციისას, საგანგებოდ ახვედრებდა ორივე ლიდერს ერთმანეთთან საკუთარი მასპინძლობით და დაპირისპირების ხარისხის შემცირებას მცდელობას არ აკლებდა. მის სივრცეში ერთმანეთთან საუბარსაც კი ახერხებდნენ ეს ადამიანები.

თავისი ტიტულატურითაც, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენდა და არასდროს წყვეტდა ფიქრს სოხუმზე, ნინოშვილის ქუჩაზე, მის საეპარქიო სახლზე, იქ დაბრუნებაზე…

ერი გააერთიანა ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე წმინდა კავშირით, ნათელ-მირონობითაც, როცა საყოველთაო ყოველწლიური ნათლობის ტრადიცია დანერგა და ათიათასობით ახალშობილი მის ნათლულად იქცა, ერთმანეთის თანამოძმედ, მათ შორის, ჩემი პატარა და.

ეს ხიდების გაბმის, შერიგების, ერთმანეთთან დაახლოვების მცდელობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე იყო ამ ქვეყნის ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ფიზიკურად აღარ შესწევდა ძალა, ეს უმნიშვნელოვანესი როლი კვლავ შეესრულებინა ჩვენს რეალობაში და საუბედუროდ ქვეყანასაც მძიმედ დაეტყო. თითქოს გაქრა ძალა, რომელიც სიყვარულს იქადაგებდა, ნუგეშს და იმედს მისცემდა ჩაგრულს თუ გასაჭირში მყოფს, ყველაზე კრიზისულ მომენტებში ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა და მდგომარეობის რაღაც კალაპოტში დაბრუნებას შეძლებდა, იქნებოდა შუამავალი ყველა ძალას შორის..

ალბათ ბოლოჯერ, მაგრამ მაინც, უკანასკნელად, ამ დღეებში ისევ შეძლო ჩვენი გაერთიანება — მართალია მწუხარებით, თუმცა უდიდესი გულწრფელობით. ამ მწუხარებაში გააერთიანა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელიც კი, თავისი სიყვარულით, ღვთაებრივი სათნოების უდიდესი ნიჭით.

ვიღაცამ მგლოვიარე ქართველების დიდ ნაწილში ამ დღეებში ფარისეველი დაინახა.. მაგრამ, აბა როგორ წარმოგიდგენიათ ფარისევლობით შეპყრობილი ადამიანი ხუთი, შვიდი თუ ათი საათი იდგეს ყოველგვარი დაჩივლების გარეშე მისი უწმინდესობისთვის გამოთხოვების კილომეტრიან რიგებში?!..

ის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ამ დღეებში, იყო ყველაფრის მთქმელი.

ჩვენი ერთსულოვნებით დავანახეთ ყველას ქვეყნის გარეთაც, როგორი ერთიანობა შეგვიძლია, და ვაჩვენეთ ერთმანეთსაც, რომ შეგვწევს ძალა ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს, სიყვარული გავუზიაროთ და უარყოფითი განცდები გვერდით გადავდოთ.

ასეთი გაერთიანებული ჩემს ცხოვრებაში საქართველო ორჯერ მახსენდება: ერთხელ 26 მარტს, როცა ჩვენი ნაკრების უდიდესი წარმატების სიხარულმა გაგვაერთიანა, 1 კვირა თითქოს სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც ყველა ერთმანეთს უღიმოდა და სიყვარულით ეკიდებოდა, ბედნიერებას უზიარებდა, სანამ 1 კვირის თავზე ის ავადსახსენებელი კანონი არ შემოათრიეს მეორე წრეზე და ქვეყანა უდიდესი დაპირისპირების უსასრულო მორევში არ გადააგდეს.. და მეორედ ახლა, მწუხარებით, მაგრამ გულწრფელი განცდით, სოლიდარობით და ერთმანეთის გვერდით დგომით.

ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ ერთიანობის საბოლოოდ მიღწევა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომის ცხოვრების წესად ჩვევა, ჭირში თუ ლხინში, ყოველდღიურობაში.. ერთმანეთის ტკივილის და გაჭირვების თუ სიხარულის გაზიარება, სოლიდარობა, თანაგრძნობა, ჩაგრულისთვის ხელის გაწვდენა და საერთო წარმატებებისკენ სწრაფვა. ის, რაც უწმინდესის მთავარი ანდერძია, მთავარი სურვილია.

მგონია, რომ ყველას მოგვწონს ასეთი ერი, ერთეულების გარდა, რომელიც თავის კეთილდღეობას სხვების მტრობაზე, ერთმანეთის გადაკიდებაზე აშენებს. და ამის მაგალითი სამწუხაროდ დღესაც ვნახეთ — არ მინდა საუბარი იმ სისაძაგლეზე, ამ მომენტის ლამის საკუთარ პოლიტიკურ თუ პარტიულ ღონისძიებად დამსგავსებას რომ შეეცადა მავანი… მათ უარი თქვეს ერთიანობაზე, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი მოიქცა სხვაგვარად ერთმანეთთან მიმართებაში, როცა არავინ არავის ეკითხებოდა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება თუ კუთვნილება ჰქონდა, ისე ედგა ერთმანეთს გვერდში, მწყურვალს წყალს უწილადებდა კილომეტრიან რიგში და ერთსულოვნად მიაგებდა პატივს საერთო სულიერ მამას.

არ ვიცი რა იქნება ხვალიდან, როგორ გააგრძელებს ქვეყანა ამ დიდი ავტორიტეტის და შემაკავშირებელი ძალის ამქვეყნიური ყოფის დასრულების შემდგომ ცხოვრებას, მაგრამ იმედი მაქვს, იქიდან, ღვთის ანგელოზად დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კვლავაც გაერთიანების საქმეში და ისიც დიდი საქმე იქნება, თუ ეს დღეები რაღაცაზე დაგვაფიქრებს, რაღაც მცირედი მაინც შეიცვლება ჩვენში — ამით იხარებს მისი სულიც სასუფეველში.

მადლობა პატრიარქო, მადლობა ყველა სიკეთისთვის და თქვენი იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომლის სარკედაც და გამოძახილადაც ამ დღეებში ხალხით სავსე თბილისის ქუჩები იქცა.

ისეთი ქვეყანა აგვეშენებინოს, თქვენ რომ ნატრობდით თქვენს სიცოცხლეში და საკუთარი ხელით რომ ძერწავდით, ერთიან, სიყვარულით და სიკეთით სავსე საქართველოს.

უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის წმინდა სულს…

©️ NiKo Managadze

Address

26 Iv. Tarkhnishvili Street
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” • Student Movement “For Freedom” posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share