Public Movement "Multinational Georgia"

Public Movement "Multinational Georgia" NGO working on protection of ethnic, linguistic and religious minorities' rights and development of tolerance in Georgia

საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო დაარსდა 1999 წელს და აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებს.
სსმმს – ეს არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს რესურით მხარდაჭერას და თანამშრომლობს 18 სათვისტომოსა და 56-მდე საზოგადოებრივ ორგანზიაციასთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოში მცხოვრებ სხვა

დასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებთან ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში.
მოძრაობა მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სსმმს-ს ძირითადი აქტიობები მიმართულია საქართველოს დედაქალაქსა და ხუთ რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება – ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი და აჭარა. მოცემულ რეგიონებში მუდმივად მოქმედებს სსმმს-ს წარმომადგენლობები.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სსმმს მიისწრაფვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებად აღიარებისაკენ
პრიორიტეტული მიმართულებები:

ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობათა პოტენციალის აქტივაცია, უფლებების დაცვა და განვითარება, ასევე მათი აქტიური მოქალაქეობრივი მონაწილეობა ყველა დონეზე.

კონფლიქტების გადაჭრა და პრევენცია, მშვიდობის აღმშენებლობა და სამოქალაქო თანხმობა.

დემოკრატიულ ტრანსფორმაციისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა.

დეცენტრალიზაციის პროცესებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა.

ადგილობრივი სათვისტომოების განვითარება.

კულტურათაშორისი დიალოგისა განვითარება,

საზოგადოებაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ჰარმონიზაცია

საარჩევნო პროცესების მონიტორინგი

12-14 აპრილს, მრავალეროვანმა საქართველომ (PMMG) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯა...
14/04/2025

12-14 აპრილს, მრავალეროვანმა საქართველომ (PMMG) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი თემების წარმომადგენელი მცირე და საშუალო მეწარმეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გამართა.

მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ბიზნესის დაგეგმვის, დაფინანსების მიღებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით.

აქტივობა განხორციელდა პროგრამის ფარგლებში:
„საქართველოში ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანულ თემებს შორის შერიგების, თემთაშორისი თანამშრომლობისა და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა“,
ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

შეხვედრის დასკვნით დღეს, ღონისძიებას ესწრებოდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად. ელჩმა მიმართა მონაწილეებს, გაესაუბრა მათ პირადად და ხაზი გაუსვა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას — საერთო, მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მრავალეროვანი საქართველო მომავალშიც გეგმავს ეთნიკური თემების წარმომადგენელთა შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების წახალისებას, როგორც თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობის ერთ-ერთ გზას.

On April 12–14, Public Movement Multinational Georgia (PMMG) held a working meeting with the participation of small and medium entrepreneurs representing ethnic Armenian and Azerbaijani communities residing in the Samtskhe-Javakheti and Kvemo Kartli regions.

Participants gained practical knowledge and skills in business planning, accessing financial support, and utilizing local economic opportunities.

The activity was implemented within the framework of the program:
“Delivery of assistance in the promotion of reconciliation, amicable intercommunity interactions and sustained peace between ethnic Armenian and Azerbaijani communities residing in Georgia”,
with the support of the Embassy of the Netherlands in Georgia.

On the final day of the meeting, H.E. Meline Arakelian, Ambassador of the Kingdom of the Netherlands to Georgia, attended the event together with embassy representatives. The Ambassador addressed the participants, engaged in personal conversations, and emphasized the importance of the active involvement of SMEs from the Samtskhe-Javakheti and Kvemo Kartli regions in building a shared, peaceful, and sustainable future.

PMMG plans to continue encouraging joint business initiatives among representatives of ethnic communities as a means of fostering cooperation and long-term peace.

🇬🇧 🇬🇪„მრავალეროვანი საქართველოს“ ხელშეწყობით ორგანიზებული, ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის შეხვედრა ახალქალაქისა და ნინოწ...
08/04/2025

🇬🇧 🇬🇪

„მრავალეროვანი საქართველოს“ ხელშეწყობით ორგანიზებული, ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის შეხვედრა ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასთან.

Have assisted the British Ambassador Gareth Ward meeting grass-root CSOs and local media from Akhalkalaki and Ninotsminda.

🇨🇿 🇬🇪გავაფორმეთ საგრანტო ხელშეკრულება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თბილისში და ჩვენს გუნდთან ერთად ვიწყებთ ახალ საინტე...
07/04/2025

🇨🇿 🇬🇪

გავაფორმეთ საგრანტო ხელშეკრულება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თბილისში და ჩვენს გუნდთან ერთად ვიწყებთ ახალ საინტერესო პროექტს. დიდი მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის!

Starting new exciting journey with our team - a grant agreement has been signed with the Embassy of Czech Republic in Tbilisi. Thank you for your confidence and support!

Слава Україні!Героям Слава!🇺🇦🇬🇪
24/02/2025

Слава Україні!
Героям Слава!
🇺🇦🇬🇪

For English Scroll Down:საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ POSTV-ის მიერ ეთიკის დარღვევა დაადასტურასაერთო-სამოქალაქ...
14/01/2025

For English Scroll Down:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ POSTV-ის მიერ ეთიკის დარღვევა დაადასტურა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ მიესალმება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც POSTV‘ს მიერ ეთიკური სტანდარტების დარღვევა საჯაროდ დაადასტურა.

ქარტიის განხილვამ აჩვენა, რომ POSTV‘ს მასალები არღვევდა ეთიკური ჟურნალისტიკის არაერთ პრინციპს, მათ შორის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას და დისკრიმინაციული ნარატივების გამოყენებას. აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის ჟურნალისტური საქმიანობის სანდოობას და აძლიერებს საზიანო სტერეოტიპებს, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო პოლარიზებულს ხდის. ქარტიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ზუსტი და მიუკერძოებელი გაშუქების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებში.

“მრავალეროვანი საქართველო”, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ინკლუზიურობის ხელშეწყობასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მედიის ანგარიშვალდებულების გაზრდის პროცესში. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაიცვან ეთიკური სტანდარტები და ხელი შეუწყონ სოციალურ თანხმობასა და საზოგადოების ერთიანობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/99495-gadatsyvetileba-saqmeze-saertho-samoqalaqo-modzraoba-mravalerovani-saqarthvelo-postv-is-zhurnalistis-guranda-bilikhodzis-tsinaaghmdeg

Georgian Charter of Journalistic Ethics Finds Violations in POSTV Reporting

Public Movement Multinational Georgia (PMMG) welcomes the final decision of the Georgian Charter of Journalistic Ethics, which publicly confirmed violations of ethical standards in POSTV's reporting.

The Charter’s review determined that POSTV breached multiple principles of journalistic ethics, including the dissemination of unverified information and the use of discriminatory narratives. These actions not only undermined journalistic integrity but also perpetuated harmful stereotypes, further dividing society. The Charter’s decision underscores the importance of accurate and unbiased reporting, particularly in politically sensitive contexts.

As an organization dedicated to fostering inclusion and combating misinformation, PMMG highlights this ruling as a pivotal step toward promoting accountability in the media. We call on all media outlets to adhere to ethical standards and ensure that their work contributes to a cohesive and informed society.

For more information, please follow the link https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/99495-gadatsyvetileba-saqmeze-saertho-samoqalaqo-modzraoba-mravalerovani-saqarthvelo-postv-is-zhurnalistis-guranda-bilikhodzis-tsinaaghmdeg

30 დეკემბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" გამართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგ...
31/12/2024

30 დეკემბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" გამართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან, სადაც წარმოდგენილი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიში.

ანგარიში მოიცავს 2024 წლის წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგებს.

წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები
წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა 68 ინციდენტი, რომელთა შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლისა და პოლიტიკური აქტივობების ხელშეშლის ფაქტები იყო.

არჩევნების დღის მონიტორინგის შედეგები
არჩევნების დღეს გამოვლინდა 119 ინციდენტი, რაც მოიცავდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვას და ძალადობის შემთხვევებს.

30 დეკემბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" გამართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგ...
31/12/2024

30 დეკემბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" გამართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან.

შეხვედრისას განხილული იყო სიძულვილის ენის გამოყენებისა და რადიკალიზაციის ტენდენციის ზრდა, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სიძულვილის ენის გამოვლენის ფაქტებზე დროულად და ეფექტურად რეაგირების მიზნით შესაბამისი ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნული ჯგუფი შეიქმნა სიძულვილის ენის გავრცელების შემცირების და მის წინააღმდეგ რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით. ჯგუფის ძირითადი ამოცანებია:

ინციდენტების სწრაფი იდენტიფიკაცია და შესაბამისი უწყებების ინფორმირება;

სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფა;

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

შეხვედრისას ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ომბუდსმენთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული საბჭო ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას.

მონაწილეები შეათანხმდნენ საბჭოს რეფორმირების აუცილებლობის შესახებ, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფის მიზანია:

ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

საბჭოს ფუნქციონირებაში ახალი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც პასუხობს თანამედროვე საჭიროებებს და უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების უფლებების უკეთ დაცვას.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" განაგრძობს მუშაობას ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად და რადიკალიზაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზების დანერგვისთვის.

27/12/2024

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას,

04/12/2024

For English Scroll Down:

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ ღამით ელვინ ქარიმოვის დაკავებასთან დაკავშირებით.

ელვინი აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიულ ჩართულობას.

არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასა და ეთნიკურ ნიშნებზე დაფუძნებულ შეურაცხყოფას.

კატეგორიულად მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მისი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

ასევე, მივმართავთ სახალხო დამცველს, რომელიც უკვე დაინტერესდა აღნიშნული შემთხვევით, განახორციელოს საქმის დეტალური მონიტორინგი და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრულფასოვანი დაცვა.

Public Movement Multinational Georgia expresses deep concern over the detention of Elvin Karimov last night.

Elvin has been actively participating in programs implemented by our organization aimed at fostering youth development and promoting democratic engagement in social and political life.

According to available information, the detention involved physical violence and insults based on ethnic background.

We categorically call on the Ministry of Internal Affairs to ensure the immediate release of Elvin and other unlawfully detained individuals. We also urge the Special Investigation Service to thoroughly investigate this incident and take all necessary measures to hold those responsible accountable.

Additionally, we appeal to the Public Defender, who has already shown interest in this case, to conduct detailed monitoring of the situation and ensure the full protection of human rights.

For English scroll down ⬇️„მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებასაქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და მშვიდ...
29/11/2024

For English scroll down ⬇️

„მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადება

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი დარბევის შესახებ

„მრავალეროვანი საქართველო“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. აღნიშნული ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროინტეგრაციის კურსსა და საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინკლუზიური მომავლის ხედვას.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს, გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია, რომელიც დღეს საფრთხის ქვეშაა ხელისუფლების ქმედებების გამო.

ასევე, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსადა მედიის წარმომადგენლებზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

• დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე და საშუალება მისცეს, თავისუფლად ისარგებლონ თავისი კონსტიტუციური უფლებებით;

• გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა;

• ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ მოვლენების შეუფერხებელი გაშუქება;

• გადახედოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით.

„მრავალეროვანი საქართველო“ კვლავ ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატულებაა და ამ გზაზე სვლა შეუქცევადი უნდა იყოს.

ამასთან ერთად, ვაცხადებთ მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე (ტელ: 2 96 21 25).

Statement by Public Movement Multinational Georgia (PMMG)

On the suspension of Georgia’s European integration process and the violent crackdown on peaceful protests

PMMG expresses deep concern over the decision of the Georgian government to suspend consultations on launch of the EU accession talks until 2028. This step contradicts the European integration course guaranteed by the Constitution of Georgia and the will of the vast majority of Georgian citizens, including the vision of an inclusive future for ethnic minorities.

Article 78 of the Constitution of Georgia directly obliges the government to utilize all necessary means to achieve the EU membership, which is Georgia’s long-term strategic priority, currently being under threat due to the government’s actions.

We also categorically condemn the violence against peaceful protesters and media representatives.

PMMG calls on the authorities to:

• Immediately cease the use of force against peaceful protesters and allow them to freely exercise their constitutional rights;

• Release those illegally detained and ensure the protection of their rights;

• Ensure that media representatives can uninterruptedly realize their professional duties and cover the events;

• Review the Government’s decision regarding suspension of consultations on launch of the EU accession talks and continue working in this direction.

PMMG once again emphasizes that the country’s European integration is an expression of the will of the citizens of Georgia and that moving along this path must be irreversible.

At the same time, we declare our readiness to provide legal assistance in ethnic minority languages to citizens affected by the protests.

For English scroll down ⬇️საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პრო...
20/11/2024

For English scroll down ⬇️

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე „ქართული ოცნების“ მიმართ მის მიერ წინა საარჩევნო პროცესებში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარეს არნოლდ სტეფანიანს დაუკავშირდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელი და მოითხოვა მისი გამოკითხვა.

გამოკითხვის საგანს წარმოადგენს „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯომარის მიერ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაჟღერებული მიგნებები, რის შესაბამისადაც „ქართული ოცნება“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წინასაარჩევნო პერიოდში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურს.

გამოკითხვა ჩანიშნულია 26 ნოემბერს.

„მრავალეროვანი საქართველო“ საოლქო პროკურატურას წარუდგენს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც შეეხება მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას.

Arnold Stepanian, chairman of Public Movement Multinational Georgia (PMMG) is asked to visit Samtskhe-Javakheti district prosecutor’s office for interrogation concerning the violations on the part of “Georgian Dream” as revealed during pre-election period

On 18 November, Arnold Stepanian, chairman of Public Movement Multinational Georgia was reached by the representative of Samtskhe-Javakheti district prosecutor’s office for the purpose of interrogation.

The subject of interrogation is the findings provided by Arnold Stepanian on 22 October, during his interview given to the TV company “Mtavari Arkhi” according to which “Georgian Dream” was using administrative resources in Samtkhe-Javakheti region in a pre-election period.

The interrogation is set for 26 November.

PMMG will provide all the necessary information to the district prosecutor’s office concerning the usage of administrative resources by the ruling party during a pre-election period.

მრავალეროვანი საქართველოს განცხადებამრავალეროვანი საქართველო კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზ...
19/11/2024

მრავალეროვანი საქართველოს განცხადება

მრავალეროვანი საქართველო კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირზე.

საქართველოს მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს. აღნიშნული აქცია წარმოადგენს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება და მათი უკანონო დაკავება;

გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა;

ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მრავალეროვანი საქართველო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობისა და კანონდარღვევის თითოეული შემთხვევის სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება. აუცილებელია მოძალადე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.

მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლება, ისევე როგორც მედიის თავისუფლება, დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

Address

D. Uznadze Street #117
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Public Movement "Multinational Georgia" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Public Movement "Multinational Georgia":

Share