Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი

Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი თანამშრომლობის პლატფორმა ტექნოლოგიური სფეროს დაინტერესებულ მხარეებს შორის.

29/05/2025
27/05/2025

🔐 გაინტერესებთ, როგორ აისახება ციფრული სანდოობის მექანიზმების დანერგვა მომხმარებლის ნდობაზე თქვენი კომპანიის მიმართ?

📌დღეს მომხმარებლის ნდობა მხოლოდ ხარისხიან მომსახურებას არ ეფუძნება — ის მნიშვნელოვნად ეფუძნება იმას, როგორ იცავთ მონაცემებს, როგორ რეაგირებთ კიბერშეტევებზე და რამდენად გამჭვირვალე ხართ ციფრულ კომუნიკაციაში.

📘 გაეცანით ჩვენს ახალ გაიდლაინს:
„ციფრული სანდოობა მომხმარებლის პერსპექტივიდან“
– როგორ აღიქვამს მომხმარებელი თქვენს ციფრულ ქცევას?
– რა ქმნის ნდობას და რა აკარგვინებს მას?
– როგორ შეიძლება მცირე ცვლილებებით მიაღწიოთ დიდ შედეგს?
👉 გაიდლაინი დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული რეპუტაცია, გაზარდოთ მომხმარებელთა ლოიალობა და უზრუნველყოთ რეგულაციებთან შესაბამისობა.

#გაიდლაინი #ციფრულიტრანსფორმაცია #ინოვაცია

For English scroll down------🚀 INFIMO: ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთსიხარულით გიზი...
27/05/2025

For English scroll down
------
🚀 INFIMO: ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

სიხარულით გიზიარებთ ახალ ვიდეოს INFIMO პროექტის შესახებ, რომელიც აერთიანებს კლასტერულ ორგანიზაციებს ესტონეთიდან, პორტუგალიიდან და საქართველოდან, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიური და ურთიერთდაკავშირებული ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას ევროპასა და საქართველოში.

პროექტს ხელმძღვანელობს ესტონეთის ICT კლასტერი, პარტნიორებთან — MOBINOV (პორტუგალია), BIA (ესტონეთი) და საქართველოს ICT კლასტერთან — ერთად. INFIMO-ის მიზანია სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება ციფრული და მწვანე თვინ-ტრანზიციის მიმართულებით, რაც ემყარება ინდუსტრია 5.0-ის და მომავალი ინდუსტრია 6.0-ის პრინციპებს. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ICT სექტორის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას. ასევე, მრავალფეროვნებასა და გენდერულ ჩართულობას.

🔗 გაიგეთ, როგორ თანამშრომლობენ კლასტერები, ინოვაციის მხარდამჭერი ორგანიზაციები და მცირე და საშუალო ბიზნესები ICT, მობილობისა და მდგრადი განვითარების სფეროებში ცვლილებების მოსახდენად.

🎥 ნახეთ ვიდეო: https://youtu.be/UtmGIAGrR7o



--------
🚀 INFIMO: Connecting Innovation Ecosystems Across Europe and Beyond

We’re excited to share a new video about the INFIMO project, which brings together cluster organizations from Estonia, Portugal, and Georgia to promote inclusive and interconnected innovation ecosystems across Europe and Georgia.

The project is led by the Estonian ICT Cluster in partnership with MOBINOV (Portugal), BIA (Estonia), and the Georgian ICT Cluster. INFIMO aims to strengthen strategic collaboration in the areas of digital and green twin transition, aligned with the principles of Industry 5.0 and the emerging Industry 6.0. The project places strong emphasis on empowering small and medium-sized enterprises (SMEs) through ICT-driven support, as well as promoting diversity and gender inclusion.

🔗 Learn how clusters, innovation support organizations, and SMEs are working together to drive meaningful change in ICT, mobility, and sustainable development.

🎥 Watch the video: https://youtu.be/UtmGIAGrR7o

INFIMO is a Horizon Europe project focused on strategic collaboration between clusters and diverse innovation actors from Estonia, Portugal, and Georgia. INF...

24/05/2025

🚨 ფიქრობთ, რომ კიბერუსაფრთხოება ძვირია?
💥 გარწმუნებთ, რომ დაუცველობა ბევრად უფრო ძვირი ჯდება!

🔐 ჩვენი ახალი გაიდლაინი მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება ეფექტიანად გაუმკლავდნენ კიბერუსაფრთხოების საფრთხეებს.

გაიგეთ:

📉 რა ზიანს აყენებს მონაცემთა გაჟონვა ბიზნესს
🦠 კიბერშეტევის ძირითადი ფორმები
⚙️ როგორ გავლენას ახდენს კიბერშეტევა ბიზნეს ოპერაციებზე
💡 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ დაიცვათ თქვენი ორგანიზაცია

📽️ ▶️ უყურეთ ვიდეოს და გადმოიწერეთ გაიდლაინი — გადადგით ნაბიჯი კიბერუსაფრთხოებისკენ!

#კიბერუსაფრთხოება #ბიზნესი #გაიდლაინი #დაცულიინფორმაცია

22/05/2025

გაინტერესებთ, რა არის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება?

იცით, როგორ იცავს თქვენი ბიზნესის სტაბილურობას ამ მექანიზმების დროული დანერგვა?

📘 გაეცანით ჩვენს ახალ გაიდლაინს და აღმოაჩინეთ, რატომ არის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება კრიტიკული ფაქტორი თანამედროვე ბიზნესგარემოში.

#მიწოდებისჯაჭვი #უსაფრთხოება #ბიზნესუსაფრთხოება #გაიდლაინი

20/05/2025

📌 ციფრული სანდოობა = წარმატების ახალი ფორმულა მცირე ბიზნესისთვის? გაიგე როგორ!

გაინტერესებთ, რას ნიშნავს ციფრული სანდოობა და რატომ საუბრობენ მასზე სულ უფრო ხშირად?

👉 რა გავლენას ახდენს ის მომხმარებელთა ნდობაზე?
👉 როგორ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ დაიმკვიდრონ თავი ციფრულ ბაზარზე?
👉 რა რეალურ სარგებელს მოგიტანს შენი კომპანიისთვის?

📽️ სწორედ ამაზეა ჩვენი ახალი ვიდეო გაიდლაინი!

📌 ნახე ვიდეო და გაიგე:
• როგორ იზრდება მომხმარებელთა ნდობა
• როგორ იცავს ციფრული სანდოობა შენი ბრენდის რეპუტაციას ციფრულ სივრცეში
• და როგორ გადააქციო სანდოობა კონკურენტულ უპირატესობად

➡️ გახსენი ვიდეო და დაიწყე შენი კომპანიის ციფრული გაძლიერება უკვე დღეს.

#ციფრული სანდოობა #ბიზნესზრდა #გაიდლაინი #ციფრული განვითარება

For English scroll downსაქართველოს აისიტი კლასტერმა ონლაინ ვებინარს უმასპინძლა 30 აპრილს, საქართველოს ICT კლასტერის ორგა...
13/05/2025

For English scroll down

საქართველოს აისიტი კლასტერმა ონლაინ ვებინარს უმასპინძლა

30 აპრილს, საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია სახელწოდებით ,, შესაძლებლობები, რომლებსაც გამჟღავნება სჭირდება: პრაქტიკული გზები ევროკავშირის ბაზრისკენ საქართველოს კერძო სექტორისთვის“.

დისკუსია მიზნად ისახავდა ქართული კომპანიების წინაშე ციფრული სანდოობის მნიშვნელობის გააქტიურებას. ციფრული სანდოობის პრინციპების დანერგვა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს კომპანიების არა მარტო დაცულობას და მდგრადობას, არამედ მათი მხრიდან ევროკავშირის ბაზრის სრულყოფილად ათვისებას და შესაბამის ფინანსურ ზრდას.

შეხვედრაზე კიბერ უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ესტონური ორგანიზაციების, RiskSight-ის და Lean Digital-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს Security-by-Design, Privacy-by-Design პრინციპების დანერგვისა და GDPR, NIS2, DORA რეგულაციების მნიშვნელობის რეალური მაგალითები. ესტონური გამოცდილება ქართულ კომპანიებს დაეხმარა ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევის გზების უკეთ გაგებაში.

შეხვედრის ძირითადი თემები მოიცავდა:
✅ მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება
✅ Shift Left მიდგომა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში
✅ რეგულაციებთან შესაბამისობის ხშირი შეცდომები და მათი თავიდან არიდება
✅ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებული მხარდაჭერის მექანიზმები

ვებინარი ჩატარდა INFIMO პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის Horizon Europe პროგრამის მიერ და გააერთიანა კიბერუსაფრთხოების და ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტები საქართველოდან და ესტონეთიდან.

Georgian ICT Cluster Hosted an Online Webinar

On April 30, the Georgian ICT Cluster organized a virtual discussion titled “Opportunities That Need to Be Unleashed: Practical Pathways to the EU Market for Georgia’s Private Sector.”

The discussion aimed to highlight the importance of building digital trust among Georgian companies. In the medium and long term, implementing digital trust principles will not only strengthen companies' security and resilience, but also support their full integration into the EU market and facilitate sustainable financial growth.

During the webinar, representatives of leading Estonian organizations in the field of cybersecurity — RiskSight and Lean Digital — presented real-world examples of implementing Security-by-Design and Privacy-by-Design principles, as well as complying with GDPR, NIS2, and DORA regulations. Their experience provided Georgian companies with valuable insights into how to align with EU regulatory standards more effectively.

Key topics of the discussion included:
✅ Supply chain security
✅ The Shift Left approach in software development
✅ Common compliance pitfalls and how to avoid them
✅ Available support mechanisms for small and medium-sized enterprises (SMEs)

The webinar was held within the framework of the INFIMO project, funded by the European Union’s Horizon Europe programme, and brought together cybersecurity and digital transformation experts from Georgia and Estonia.

,,INFIMO-ს ქალთა კოორდინაციის ჯგუფის მთავარი გზავნილი მარტივ, მაგრამ ძალიან ძლიერ შინაარსს ატარებს: ტექნოლოგიის მომავალი...
25/04/2025

,,INFIMO-ს ქალთა კოორდინაციის ჯგუფის მთავარი გზავნილი მარტივ, მაგრამ ძალიან ძლიერ შინაარსს ატარებს: ტექნოლოგიის მომავალი უნდა ასახავდეს მთლიანად საზოგადოების პოტენციალს — და არა მხოლოდ მის ნახევარს!"

25/04/2025

📢INVITATION: Opportunities That Need to Be Unleashed: Practical Pathways to the EU Market for Georgia’s Private Sector 🔔

The Georgian ICT Cluster is pleased to invite you to the virtual discussion " Opportunities That Need to Be Unleashed: Practical Pathways to the EU Market for Georgia’s Private Sector “which will take place on April 30, at 16:00 GMT+4 (Tbilisi time) / 15:00 (CET) on Zoom Webinar Platform.🕓

📋📌The discussion will focus on the following questions:

· What are the core requirements for Georgian companies to enter and remain competitive in the EU market?

· How can Security-by-Design and Privacy-by-Design principles be effectively integrated into product development from the earliest stages?

· How do GDPR, NIS2, and DORA regulations impact Georgian businesses aiming to scale into the EU?

· What are the most common security and compliance pitfalls Georgian companies face, and how can they be avoided?

· How can the Shift Left approach be practically applied to enhance security in the software development lifecycle?

· What support mechanisms (technical, financial, regulatory) are available to help Georgian SMEs align with EU digital and cybersecurity standards?

· What are the key lessons Georgian businesses can learn from the success and failure stories of Estonian and Portuguese companies regarding the necessity of ensuring security-by-design, Privacy-by-Design principles, and the EU General Data Protection Regulation (GDPR)?

🎤Speakers:

Cybexer Technologies (Estonia)
OIXIO (Estonia)
Representative of the Portuguese Company (TBD)
Moderator: David Shavgulidze, GITAC

Working language: English
To attend the event, please register here: https://docs.google.com/forms/d/1NOdCKrQGXoSxVLspsih__QjET7NyUEiCTfTogtChES0/edit🔗

🌎Please also note that the invitation is transferable to your designated representative from your organization.

📋📌The final agenda will be distributed prior to the event.

We are looking forward to seeing you at the discussion.

Best regards,

Georgian ICT Cluster

The event is being held within the framework of the 🇪🇺Horizon Europe-supported project, Interconnected and Inclusive Innovation Ecosystems Focused on ICT and Mobility🇬🇪🇪🇪 🇵🇹

Fro English scroll downსაქართველოს ICT კლასტერმა ინტერაქტიულ ტრენინგი ჩაატარა2025 წლის 24 მარტს საქართველოს ICT კლასტერმ...
21/04/2025

Fro English scroll down

საქართველოს ICT კლასტერმა ინტერაქტიულ ტრენინგი ჩაატარა

2025 წლის 24 მარტს საქართველოს ICT კლასტერმა ჩაატარა ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება“, რომელიც სპეციალურად იყო განკუთვნილი ფინანსური, სამშენებლო და აგრარული სექტორების მენეჯერებისთვის.

ტრენინგი ჩატარდა კლასტერის ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას აღნიშნულ ინდუსტრიებში. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და პრაქტიკული რეკომენდაციები მათი დანერგვისთვის.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო კიბერუსაფრთხოების სიმულაციური სავარჯიშო (Cyber Drill), რომელიც ჩატარდა Immersive-ის უახლესი პლატფორმის გამოყენებით. მონაწილეებმა რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ კიბერკრიზისში მიიღეს მონაწილეობა და თავად გამოცადეს, რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს კიბერინციდენტი და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე.

ტრენინგს უძღვებოდნენ დავით შავგულიძე და გიორგი გურგენიძე, GITAC-ის თანადამფუძნებლები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება კიბერრისკებთან გამკლავებისა და მათი ეფექტური მართვის გზებზე.

ღონისძიება ასევე მოიცავდა ფინანსური, სამშენებლო და აგრარული სექტორების წარმომადგენლების და ICT კომპანიებს (Innotech და GITAC) შორის ინტერაქციული დისკუსიის სესიას, რაც მიზნად ისახავდა სფეროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრული ინოვაციების განვითარებას.

ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ქართულ ენაზე, ფიზიკურ ფორმატში.

🇪🇺ღონისძიება გაიმართა Horizon Europe-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური ინოვაციების ეკოსისტემები, ფოკუსირებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მობილობაზე“ ფარგლებში.

Georgian ICT Cluster Conducts Interactive Training

On 24 March 2025, the Georgian ICT Cluster conducted an interactive and practical training titled “Personal Data Protection, Cybersecurity, and Supply Chain Security”, specifically designed for managers from the financial, construction, and agricultural sectors.

The training was held as part of the Cluster’s initiative to promote digital transformation across these industries. During the workshop, participants received insights into best practices in cybersecurity, data protection, and supply chain security, along with practical recommendations for implementing them.

One of the key components of the event was a cybersecurity simulation exercise (Cyber Drill), conducted using the latest platform developed by Immersive. Participants took part in a realistic cyber crisis scenario and experienced firsthand how quickly a cyber incident can escalate and affect an organization’s operations.

The training was facilitated by Davit Shavgulidze and Giorgi Gurgenidze, co-founders of GITAC, who shared practical experience on how to respond to and effectively manage cyber risks.
The event also included an interactive discussion session between representatives of the financial, construction, and agricultural sectors and ICT companies (Innotech and GITAC), aimed at fostering cross-sector collaboration and driving digital innovation.

The training was held in Georgian, in a physical format, in Tbilisi.

🇪🇺The event was organized within the framework of the Horizon Europe-supported project “Interconnected and Inclusive Innovation Ecosystems Focused on ICT and Mobility.”

20/03/2025

24 მარტს, საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით იმაართება ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე...

📢 საქართველოს ICT კლასტერის ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი! 🚀🔒📅 თარიღი: 24 მარტი, 2025📍 ლოკაცია: თბილისი, საქართველ...
20/03/2025

📢 საქართველოს ICT კლასტერის ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი! 🚀🔒
📅 თარიღი: 24 მარტი, 2025
📍 ლოკაცია: თბილისი, საქართველო
🗣 ენა: ქართული
📌 ფორმატი: ფიზიკური

თემა:
🔐 პერსონალურ მონაცემთა დაცვა
🛡 კიბერუსაფრთხოება
📦 მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება

🎯 ვისთვის არის განკუთვნილი?
✅ სამშენებლო, ფინანსური (ფინტექი) და აგრარული სექტორის მენეჯერებისთვის, ვისაც სურს გლობალური სტანდარტების შესაბამისი დაცული და კონკურენტუნარიანი ბიზნესი.

🌍 გლობალური ბაზრებისთვის მზადება იწყება კიბერმდგრადობით!
იცით თუ არა, რამდენად დაცულია თქვენი მონაცემები, მიწოდების ჯაჭვი და ოპერაციული პროცესები? 🤔

📢 რა გელოდებათ?
💡 საუკეთესო პრაქტიკები კიბერუსაფრთხოების, პრივატულობის და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების მიმართულებით.
🛠 პრაქტიკული რეკომენდაციები თქვენი ბიზნესის დაცულობის გასაუმჯობესებლად.
🕵‍♂ სიმულაციური სავარჯიშო (კიბერდრილი) Immersive-ის უახლეს პლატფორმაზე!
🤝 ქართულ და საერთაშორისო ICT კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა.

📆 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 მარტი, 2025 ⏳
🔗 დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/UVKpk

⚠ ადგილები შეზღუდულია! რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 22 მარტს მიიღებთ მოსაწვევს დეტალური დღის წესრიგით.

🇬🇪🇪🇺ღონისძიება იმართება Horizon Europe-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "საქართველოს, ესტონეთსა და პორტუგალიას შორის ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური ეკოსისტემები" ფარგლებში. 🌍💡

Address

ინოვაციების ქუჩა 7
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995595057453

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი:

Share