ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია

ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია � ჩვენ ვზრუნავთ ნარჩენი საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების შეგროვება-გადამუშავებაზე.

🍀 ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შუამავლობით, გაიმართა შეხვ...
19/06/2026

🍀 ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა PMCG-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევას ახორციელებენ.

შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ EPR-ის პრიორიტეტული ნარჩენების ნაკადების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მრავალწლიანი მართვის გეგმების შემუშავების პროცესი. მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაძლიერების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების და გარემოსდაცვითი მიზნების ეფექტიანად მიღწევის გზაზე.

მადლობას ვუხდით UNDP-ს, PMCG-სა და პროცესში ჩართულ ყველა პარტნიორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ კერძო და საჯარო სექტორების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში EPR სისტემების წარმატებულ დანერგვასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

18/06/2026

🍀 როგორ ზრუნავს ნარჩენების სწორად მართვაზე კომპანია „ამბოლი“

🛢️ „ამბოლმა“ 2025 წელს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას 165 ტონა ნარჩენი ზეთი ჩააბარა

პასუხისმგებლიანი ბიზნესი გარემოზე ზრუნვით იწყება

სწორი გადაწყვეტილებები დღეს ნიშნავს უფრო სუფთა და უსაფრთხო გარემოს ხვალ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის მდგრად მომავალს!

#ნარჩენებისმართვა #პასუხისმგებელიბიზნესი #გარემოსდაცვა

15/06/2026

❌ მითი: საბურავის დაწვა საფრთხეს არ წარმოადგენს!

✅ ფაქტი: ის გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას

10/06/2026

🔝 TOP 4 პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი ნარჩენი ზეთი ჩაგვაბარა

- ამბოლი
- ავტობანი
- GT Group
- ვინტო

მადლობა თითოეულ კომპანიას გარემოზე ზრუნვისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკისთვის. სწორედ ასეთი ნაბიჯები ქმნის სუფთა და უფრო მდგრად მომავალს

♻️ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, დაესწრო საქართველოში გამართულ პირველ...
08/06/2026

♻️ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, დაესწრო საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო ცირკულარულ ბიზნესსამიტს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით გაიმართა.

სამიტმა თავი მოუყარა საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, ფინანსური სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები.

ვანო მთვრალაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე:
„მგვ ორგანიზაციების როლი საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის განვითარებაში: ადგილობრივი გადამუშავების ტექნოლოგიების ანალიზი“, სადაც ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებაზე, ადგილობრივი გადამამუშავებელი სექტორის გაძლიერებასა და ეფექტიანი EPR სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე.

ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საჯარო, კერძო და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასა და მდგრადი ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებას.

♻️ მდგრადი მომავალი ერთობლივი ძალისხმევით იქმნება

03/06/2026

♻️ ნარჩენების მართვა და ეკო აკადემიის როლი მდგრადი მომავლის შექმნაში

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ნარჩენების მართვის სექტორი და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ:

🔹 ვანო მთვრალაშვილი – ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

🔹 ქეთა აფციაური – ეკო აკადემიის მენტორი

02/06/2026

🍀 სპეციფიკური ნარჩენების არასწორად მართვა და ჯარიმები

💬 ელენე კორშია, იურისტი

01/06/2026

🛑 როგორ უნდა აირიდოს ჯარიმები კომპანიამ, თუ ის წარმოქმნის სპეციფიკურ ნარჩენებს

💬 ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი

01/06/2026

🛞 რა უნდა იცოდეთ, თუ საბურავების, აკუმულატორებისა და საავტომობილო ზეთების მწარმოებელი ან იმპორტიორი კომპანია ხართ

🛑 როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ დაჯარიმდეთ

🎬 საქართველოს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ ხოდელი და საქართველოს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი სტუმრად „მონეტიზაციში“

28/05/2026

🍀 რა უნდა იცოდეთ, თუ საბურავების, აკუმულატორებისა და საავტომობილო ზეთების მწარმოებელი/იმპორტიორი კომპანია ხართ

❗️როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ დაჯარიმდეთ

ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ოფისმენეჯერი ნათია გვაზავა ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შესახებ

Address

116, Tsereteli Avenue
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995574778787

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია:

Share