24/06/2024
📍 20 ივნისს LEADx Summit 2024-ის მეხუთე, სპეციალური გამოშვება გაიმართა!
LEADx Summit IWPR-ისა და Fletcher School of Law and Diplomacy-ის მხარდაჭერით ხორციელდება. წელს სამიტის პარტნიორთა რიცხვში DemLab-იც იყო!
▪ სამიტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისეთი კომპანიების, გამოცემებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, როგორიცაა Google, Microsoft, The New York Times, BBC, The Wall Street Journal, The Guardian, The Financial Times, TikTok.
▪ დისკუსიები და მასტერკლასები გაიმართა ჟურნალისტიკის, დემოკრატიის, ციფრული დიპლომატიის, ინფორმაციის სანდოობის, ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თემების გარშემო.