09/01/2026
🦋 არსებობს პერიოდები, როდესაც საზოგადოებრივი საქმიანობა განსაკუთრებულ წნეხს განიცდის. რესურსების სიმცირე, არასტაბილური გარემო და გაზრდილი საჭიროებები ბევრ ინიციატივას სტრატეგიული არჩევანის წინაშე აყენებს.
"მირაბალდები" შექმნის დღიდან საქმიანობს უცხოური დაფინანსების გარეშე. ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება სამოქალაქო პასუხისმგებლობას და პრინციპს, რომ ქალებისა და ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე.
ამ მიდგომით, წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში მოეწყო საგანმანათლებლო და საბავშვო სივრცეები. გაიზარდა წიგნსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ე.წ. ''სახელმწიფო საიდუმლო თავშესაფარი“ 2006 წელს შეიქმნა და 2023 წლამდე არ გააჩნდა ეზო და უსაფრთხო გარე სივრცე. აღნიშნული სივრცე მოეწყო ჩვენი მედიატორობითა და მოხალისეობრივი ძალისხმევით.
ამ საქმიანობას თან სდევს „26 მაისის ქალების“ პროექტი და ქალთა ისტორიების სისტემური გავრცელება სხვადასხვა ფორმით, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ბოლო წლები ორგანიზაციისთვისაც რთული იყო, თუმცა საქმიანობის შეჩერება არასდროს განიხილებოდა სტრატეგიულ ალტერნატივად. ქალთა და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული საქმიანობა განისაზღვრება ღირებულებებით და არა მხოლოდ გარემოებებით.
აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს პოზიციის დაფიქსირებას და არ ისახავს მიზნად შეფასებებს ან შედარებებს.
''მირაბალდები'' ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა იმ ინდივიდთან და ორგანიზაციასთან, ვისაც აინტერესებს ძალადობის მსხვერპლ გოგონათა და ქალთა გაძლიერება განათლების გზით, საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება და ქალთა ისტორიების გავრცელება.
განსაკუთრებულ მადლიერებას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია ჩვენს გვერდით დგანან და გვაძლიერებენ. მათი ნდობა და თანადგომა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
🦋 There are periods when civic eAAngagement faces particular pressure. Scarcity of resources, an unstable environment, and growing needs place many initiatives before difficult strategic choices.
“Mirabaldebi” has operated without foreign funding since its establishment. The organization’s work is grounded in civic responsibility and the principle that support for women and children should not depend solely on financial resources.
Guided by this approach, a number of significant initiatives have been implemented over the years. Educational and child-friendly spaces were established in state shelters for survivors of domestic violence. Access to books and education was expanded. In addition, the so-called Tbilisi State Secret Shelter for Survivors of Domestic Violence was established in 2006 and had no yard or safe outdoor space until 2023. This space was created through our mediation and volunteer-based efforts.
This work is complemented by the “Women of May 26” project and the systematic dissemination of women’s histories in various formats, as an important component of strengthening public awareness.
The past few years have also been challenging for the organization. However, suspending activities has never been considered a strategic alternative. Work focused on the rights of women and children is guided by values, not solely by circumstances.
This text represents a statement of position and does not aim to compare or evaluate others.
“Mirabaldebi” is open to cooperation with all individuals and organizations interested in empowering girls and women affected by violence through education, developing educational spaces, and promoting women’s histories.
We express our sincere gratitude to those who have stood by us and strengthened us over the years. Their trust and support are a vital foundation for the continuity of our work.
#მირაბალდები #სოციალურიპროექტი