13/09/2025
სერტიფიცირებულ ბუღალტერთა საყურადღებოდ!
კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ ფედერაცია ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამის შესაბამისად იწყებს 2025 წლის განგრძობითი განათლების ტრენინგებს.
შეგახსენებთ, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ (მუხლი 6, პუნქტი: 1) შესაბამისად, „სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ყოველწლიურად აკმაყოფილებდეს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს და სერტიფიცირების შემდეგ ადასტურებდეს თავის კვალიფიკაციას.
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სტატუსის შეჩერებას, აქედან გამომდინარე შედეგებით.
განგრძობით განათლების ტრენინგებს ჩაატარებენ შპს ბიდიოს „ბიდიო აკადემიის“ ლექტორები.
ტრენინგები დაიწყება 6 ოქტომბერს და გასტანს 14 დეკემბრამდე. ლექციების დაწყების დრო 18.00 საათი; სწავლება წარიმართება სამ ნაკადად.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლება განხორციელდება 30 საათიანი პროგრამით. სწავლება ფასიანია და საფასური შეადგენს 350 ლარს სრულ პროგრამაში.
ტრენინგები განხორციელდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, საკომუნიკაციო ტექნოლოგიის Microsoft Teams-ის დახმარებით. Microsoft Teams-ის არის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამუშაო ადგილზე მუდმივი ჩეთის, ვიდეო შეხვედრების, ფაილების შენახვისა და პროგრამების ინტეგრაციას. თითოეულ მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება ლექციაზე დასწრების ბმული თანდართული ინსტრუქციით, რომლის დახმარებითაც პირადი ტელეფონით ან კომპიუტერით შეძლებენ დისტანციურად ლექციაზე დასწრებას. ასევე აღნიშნული ბმული დაიდება პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდზე. ყველა მონაწილე ვალდებული იქნება, რომ თავის სახელი და გვარით მოახდინონ მომხმარებლის რეგისტრაცია. ლექციებზე დაიშვება მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები, აგრეთვე პროფესიული ორგანიზაციისა და სამსახურის წარმომადგენლები. სალექციო კურსის ორგანიზატორი ვალდებულია ლექციის დაწყებამდე უზრუნველყოს ბმულის გაგზავნა პროფესიული ორგანიზაციისა და სამსახურისათვის. კურსის მონიტორინგი განხორციელდება ადმინისტრატორების მიერ, რომლებიც აღრიცხავენ მსენელების დასწრებას, უზრუნველყოფენ სასწავლო მასალების მიწოდებას და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას. სალექციო კურსის ორგანიზატორი, სესიის დასრულების შემდგომ ვალდებულია, რომ პროფესიულ ორგანიზაციას გაუგზავნოს იმ მონაწილეთა სია, რომელიც მთელი სესიის მსვლელობისას ესწრებოდა კურსს. რეგისტრაციის გავლის დროს, ყველა მონაწილეს გაეგზავნება დისტანციურად ლექციაზე დასწრების სახელმძღვანელო, რომელშიც საილუსტრაციო მაგალითის გამოყენებით აღწერილი იქნება პირადი კომპიუტერით ან ტელეფონით ლექციაზე ჩართვის სქემა. ლექცია წარიმართება ონლაინ რეჟიმში, სადაც თითოეულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება, რომ ჩაერთოს დისკუსიაში. კურსის განმავლობაში განხილული იქნება მაგალითებზე მსჯელობა: წარმოდგენილი სტანდარტების ახსნა-განმარტებები და მათი პრაქტიკული გამოყენების მეთოდი; ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება. განგრძობითი სწავლების სრულ მასალას თქვენ მიიღებთ სწავლების პროცესში.
სწავლება ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
# სავალდებულო სასწავლო კურსი საათები
I ნაკადი
6.10 – 21.10.2025
II ნაკადი
03.11–15.11.2025
III ნაკადი
01.12–13.12.2025
1 პროფესიონალი ბუღალტრის ეთიკის კოდექსი;აუდიტის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები 12 6.10. - 09.10.2025 3.11– 6.11.2025 1.12.-4.12.2025
2 ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები 9 10.10 - 14.10.2025 7.11-11.11.2025 5.12 - 09.12.2024
3 საგადასახადო და ბიზნეს კანონმდებლობის სიახლეები; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით კანონმდებლობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტები 9 16.10- 19.10.2025 12.11-15.11.2025 10.12-14.12.2025
გაუთვალისწინებელ შემთხვევებისთვის, შესაძლოა გრაფიკი შეიცვალოს, რაც გეცნობებათ დამატებით.
სწავლებაში ჩარვისთვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა:
ა) აირჩიოს ნაკადი, გრაფი და პროცესში ჩაერთონ ისე, რომ ყველა სავალდებულო დისციპლინის სწავლებაში მიიღონ მონაწილება;
ბ) გაიარონ რეგისტრაცია - შეავსონ განაცხადი (თანდართული ნიმუშის მიხედვით) და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გამოაგზავნონ ფედერაციის ელ. მისამართზე ([email protected]) ;
გ) გადაიხადონ სწავლის საფასური (350 ლარი) - თანხა ჩარიცხონ ფედერაციის სასწავლო ცენტრის ანგარიშზე: შპს „აუდიტი და ფინანსური მენეჯერი“ ს/კ 404920519, საბანკო რეკვიზიტები: ა/ა GE31BG0000000320477000; სს „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი: BAGAGE22.);
სწავლებაზე არ დაიშვებიან პირები, რომლებსაც არ აქვთ გადახდილი ფედერაციაში საწევრო გადასახადი, ან გააჩნიათ დავალიანება (საწევრო გადასახადი გადახდილი უნდა იყოს ფედერაციის ანგარიშზე: (ა/ა ნომერი GE15BG0000000355038000 სს „საქართველოს ბანკი“ კოდი BAGAGE22).
ფედერაციის ადმინისტრაცია
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ
მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის
გამგეობის თავმჯდომარეს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
1. სახელი
2. გვარი
3. პირადი ნომერი (თერთმეტ ციფრიანი ნომერი)
4. საკონტაქტო ტელეფონი
5. ელ ფოსტა
გთხოვთ, ჩამრთოთ 2025 წლის განგრძობითი განათლების ტრენინგებში შემდეგი გრაფიკით: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიუთითეთ ნაკადი, საგანი, თარიღი)
ხელმოწერა
თარიღი