Institute for Development of Freedom of Information

Directions Website Contact the organization

Institute for Development of Freedom of Information Contact: 20, T. Shevchenko Street, 0108, Tbilisi, Georgia
Phone: +99532 2921514
E-mail: [email protected] /
www.idfi.ge /
Mon. - Fri 10:00 am - 7:00 pm

გარდაიცვალა გურამ სოსელია (1935–2026) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნ...
13/10/2026

გარდაიცვალა გურამ სოსელია (1935–2026) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ გამგეობის თავმჯდომარე.

გურამ სოსელია მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მამამისი, გრიგოლ ყარამანის ძე სოსელია, 1937 წლის 25 ოქტომბერს დააპატიმრეს და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში დასდეს ბრალი. გრიგოლ სოსელიას დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. მცირეწლოვან გურამს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში „ხალხის მტრის“ შვილის მძიმე ტვირთით მოუწია ცხოვრება.

1992–2018 წლებში იგი საზოგადოება „მემორიალის“ გამგეობის წევრი და თავმჯდომარე იყო. ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია აღრიცხავდა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ისტორიებს, იკვლევდა საარქივო დოკუმენტებს და აგროვებდა ზეპირ მოგონებებს. გურამ სოსელიას უშუალო ძალისხმევით, „მემორიალი“ ეხმარებოდა რეპრესირებულთა ოჯახებს და რეგულარულად მართავდა შეხვედრებს რეპრესირებულების, მათი შთამომავლებისა და ისტორიკოსების მონაწილეობით.

ამასთანავე, „მემორიალი“ აქტიურ საგანმანათლებლო და უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა: ამაღლებდა საზოგადოების ცნობიერებას, იბრძოდა რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების დასაცავად და მათი სამართლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად — პროცესს, რომელსაც გურამ სოსელია მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად უძღვებოდა. 2009 წლიდან „მემორიალი“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რეპრესირებულთა ისტორიებისა და საარქივო დოკუმენტების მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების საქმეში.

გურამ სოსელიას მოღვაწეობამ შეუფასებელი წვლილი შეიტანა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შენარჩუნებასა და მათი ისტორიების გაცოცხლებაში.

ბატონი გურამი ძალიან დააკლდება ჩვენს ორგანიზაციასა და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ადამიანების ოჯახებს. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ჩვენი ძვირფასი უფროსი მეგობრისა და კოლეგის ოჯახს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

გთავაზობთ ინტერვიუს გურამ სოსელიასთან: https://www.youtube.com/watch?v=d0QQ_-mOog4

***

Guram Soselia (1935–2026), Georgian engineer, scholar, educator, and long-standing chairman of the Board of Memorial—Society for the Commemoration and Support of Victims of Political Repression, has passed away.

Guram Soselia was just two years old when his father, Grigol Soselia, was arrested on October 25, 1937, falsely accused of plotting an assassination attempt against Lavrentiy Beria. Grigol Soselia was sentenced to death by ex*****on and had his property confiscated. Growing up under the Soviet Bolshevik regime, young Guram was forced to bear the heavy burden of being branded the son of an "enemy of the people."

From 1992 to 2018, Guram Soselia served as a board member and chairman of the Memorial Society. Under his leadership, the organization documented the fates of Soviet regime victims, researched archival records, and gathered oral histories. Through his direct dedication, Memorial provided support to the families of the repressed and regularly organized gatherings bringing together survivors, their descendants, and historians.

Memorial also engaged extensively in educational and human rights advocacy: raising public awareness, championing the rights of victims of repression, and working to improve their legal status—a mission Guram Soselia spearheaded with unwavering dedication for decades. Beginning in 2009, Memorial and the Institute for Development of Freedom of Information (IDFI) collaborated closely to research, archive, and publicize the stories and documentation of the repressed.

Guram Soselia’s lifelong work made an invaluable contribution to preserving the memory of the victims of Soviet terror and bringing their stories to light.

Mr. Guram will be deeply missed by our organization and by the families of those repressed during the Soviet era. We extend our heartfelt condolences to the family, loved ones, and colleagues of our cherished mentor, friend, and collaborator.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ...

📣 ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტ...
02/10/2026

📣 ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, მსხვერპლი გახდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად. პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა.

🔗 სრული განცხადება იხილეთ ბმულზე: https://idfi.ge/ge/gamodziebis-motkhovna-giorgi-davitadze-case

📉 საგარეო გრანტები მცირდება — დანაკლისს სახელმწიფო სსიპ-ებიდან მიღებული თანხებით აბალანსებს2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში...
25/09/2026

📉 საგარეო გრანტები მცირდება — დანაკლისს სახელმწიფო სსიპ-ებიდან მიღებული თანხებით აბალანსებს

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში საზღვარგარეთიდან 118.3 მილიონი ლარის გრანტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 60%-იანი კლებაა.

2025 წელს საზღვარგარეთიდან შემცირებული გრანტების მოცულობა, დაკომპენსირდა სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების სახით შესული შენატანებით

სახელმწიფო სსიპ-ების ფინანსური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი მათი საკუთარი შემოსავლებიდან ფორმირდება — მათ შორის, მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გაწეული ფასიანი მომსახურებიდან (ჭარბი შემოსავლებით განპირობებული სწორედ ეს რესურსი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის გადაწყვეტილებით).

➡️ შედეგად, საგარეო ფინანსური დახმარების შემცირების ფონზე, სახელმწიფო ბიუჯეტი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ადგილობრივი სსიპ-ებიდან მობილიზებულ რესურსებს.

🔎 სრულად იხილეთ: https://idfi.ge/ge/how-is-the-shortfall-in-grants-balanced-in-the-state-budget

📚 ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირებიეს მიმოხილვა გვიყვება იმ ადამიანებზე, რომელთა სახელები ქართული წ...
31/08/2026

📚 ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები

ეს მიმოხილვა გვიყვება იმ ადამიანებზე, რომელთა სახელები ქართული წინააღმდეგობის ისტორიაში ხშირად ჩრდილში რჩება — იროდიონ ფაჩულიაზე, ანრიდი სანაიაზე, ინდიკო და ზაურ ქობალიებზე, ვაჟა ჟღენტზე, ტარიელ ღვინიაშვილზე, ენრიკო თვალაძესა და თენგიზ გუდავაზე.

1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე ისინი ქმნიდნენ იატაკქვეშა ორგანიზაციებსა და არალეგალურ სტამბებს, ავრცელებდნენ პროკლამაციებსა და სამიზდატს, იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას და საბჭოთა ცენზურის გარღვევას საერთაშორისო საინფორმაციო კავშირებით ცდილობდნენ. მათი საქმიანობის პასუხად საბჭოთა რეჟიმი იყენებდა პატიმრობას, გადასახლებას, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას, ადმინისტრაციულ შეზღუდვებსა და რეპრესიის სხვა ფორმებს.

კვლევა „ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები“ ცდილობს ამ ადამიანების ისტორიების დაბრუნებას საზოგადოებრივ მეხსიერებაში და გვაჩვენებს, რომ ქართული წინააღმდეგობა იყო მრავალთაობიანი, მრავალცენტრიანი და უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

სრულად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://idfi.ge/ge/forgotten-heroes-of-georgian-anti-soviet-resistance

#საქართველოსისტორია #ანტისაბჭოთაწინააღმდეგობა #პოლიტიკურირეპრესიები #დისიდენტები #ისტორიულიმეხსიერება

1983 წელს საბჭოთა საქართველოში განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ეს იყო არა მხოლოდ ...
14/08/2026

1983 წელს საბჭოთა საქართველოში განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ეს იყო არა მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ ფართომასშტაბიანი იდეოლოგიური კამპანია, რომელიც რუსეთ-საქართველოს „საუკუნოვანი მეგობრობისა“ და ისტორიული ერთობის ნარატივის განმტკიცებას ემსახურებოდა.

კამპანიაში ჩართული იყო საზოგადოების თითქმის ყველა სფერო — ტარდებოდა კონფერენციები და საზეიმო ღონისძიებები, იქმნებოდა მხატვრული ფილმები და მონუმენტები, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში კი ვრცელდებოდა შესაბამისი იდეოლოგიური მასალა.

ამავე დროს, საბჭოთა ნარატივში თითქმის უგულებელყოფილი იყო ტრაქტატის რეალური ისტორია — რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება.

1983 წლის საიუბილეო კამპანია კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს ისტორიული მოვლენა პოლიტიკური მიზნებისთვის და დაამკვიდროს საზოგადოებრივ მეხსიერებაში სასურველი ნარატივი.

სტატია ჯერ კიდევ 2025 წელს მოვამზადეთ, თუმცა მასში განხილული საკითხი როგორც ჩანს დღესაც აქტუალურია.

🔎 ვრცლად იხილეთ კომენტარში — „გეორგიევსკის ტრაქტატი: 200 წლისთავის აღნიშვნა“

📌IDFI-ის მონიტორინგი აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების ნაწილი პროაქტიული გამჭვირვალობის ვალდებულებებს არასრულად და არათანმი...
12/08/2026

📌IDFI-ის მონიტორინგი აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების ნაწილი პროაქტიული გამჭვირვალობის ვალდებულებებს არასრულად და არათანმიმდევრულად ასრულებს — რიგ შემთხვევებში სავალდებულო ინფორმაცია წლების განმავლობაში არ განახლებულა ან საერთოდ არ ქვეყნდება.

🔗 დეტალები იხილეთ კომენტარში მითითებულ ბმულზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუ...
06/08/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს და თითოეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება.

6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმე და შემდგომ გამოტანილი პოლიტიზებული განაჩენი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირ შედეგს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმის ჩახშობა, მედიის დაშინება და სიტყვის თავისუფლების განადგურებაა. მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ქართული ოცნების“ ავტორიტარული სისტემის რეალური სახე.

მზია ამაღლობელმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა და აღიარება. სახაროვის პრემია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო ხედავს მის ბრძოლას და მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან მოძალადე რეჟიმს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს და თითოეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება.

სოლიდარობა მზიას!

რუსული პროპაგანდა მხოლოდ ფაქტებს კი არ ამახინჯებს — ის წარსულის აღქმასაც ცვლის. ანექსიის, საბჭოთა ოკუპაციისა და 2008 წლი...
24/07/2026

რუსული პროპაგანდა მხოლოდ ფაქტებს კი არ ამახინჯებს — ის წარსულის აღქმასაც ცვლის. ანექსიის, საბჭოთა ოკუპაციისა და 2008 წლის ომის გადახედვით რუსეთის პასუხისმგებლობა მცირდება, ხოლო დასავლური ინტეგრაცია საფრთხედ წარმოჩნდება.

შესაბამისად ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს დემოკრატიული მედეგობისა და უსაფრთხოების ნაწილია.

იხილეთ სრული ანალიზი: https://idfi.ge/ge/instrumentalization-of-history-memory-politics-and-georgia

📊 „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ინდექსები საქართველოს განვითარების ორ ურთიერთსაპირისპირო ტენდენციას აჩვენებს: ქვეყანაში...
20/07/2026

📊 „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ინდექსები საქართველოს განვითარების ორ ურთიერთსაპირისპირო ტენდენციას აჩვენებს: ქვეყანაში კეთილდღეობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება, თავისუფლების ხარისხი კი მნიშვნელოვნად უარესდება.

🔹 თავისუფლების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა — 2018 წელს დაფიქსირებული 76-ქულიანი ისტორიული მაქსიმუმიდან საქართველოს შედეგი 2025 წელს 66.6 ქულამდე დაეცა. ქვეყანა თავისუფლების ინდექსში 171 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილზეა.

🔹 კეთილდღეობის ზრდა ჯერ კიდევ გრძელდება — საქართველო 78.2 ქულით მსოფლიოში 43-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ქვეყანა კეთილდღეობის რეიტინგში თავისუფლების რეიტინგთან შედარებით 30 პოზიციით მაღლა დგას.

🔹 ყველაზე პრობლემური სფერო კანონის უზენაესობაა. განსაკუთრებით დაბალია კანონის სიცხადისა და განჭვრეტადობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის, საკუთრების უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მაჩვენებლები.

🔹 საქართველომ რეგიონული ლიდერის პოზიცია დაკარგა. თავისუფლების ინდექსში ქვეყანას უკვე უსწრებენ მოლდოვა და სომხეთი, ხოლო ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ინსტიტუციური განსხვავება კვლავ ძალიან დიდია.

⚠️ საქართველოს მთავარი სტრუქტურული პრობლემა სამართლებრივი ქვეინდექსის კრიზისია. საქართველოს შემთხვევა კლასიკური მაგალითია კეთილდღეობის ზრდისა და თავისუფლების კლების ასიმეტრიული ტრანსფორმაციისა.

🔗 სრული ანალიზი:
https://idfi.ge/ge/the-asymmetry-of-declining-freedom-and-rising-prosperity

#საქართველო #თავისუფლება #კეთილდღეობა #კანონისუზენაესობა #დემოკრატია

რუსული ნარატივები საქართველოში მხოლოდ გარედან შემოსული საინფორმაციო პროდუქტი არ არის; ისინი ადგილობრივ პოლიტიკურ და კულტ...
14/07/2026

რუსული ნარატივები საქართველოში მხოლოდ გარედან შემოსული საინფორმაციო პროდუქტი არ არის; ისინი ადგილობრივ პოლიტიკურ და კულტურულ ქსელებში ადაპტირდება, ითარგმნება და ადგილობრივ სოციალურ შიშებზე ეწყობა და უკვე ადგილობრივი, „სუვერენისტული“ რიტორიკის სახით ვრცელდება.


იხილეთ სრულად: https://idfi.ge/ge/historical-revisionism-russian-disinformation-and-georgia

Address

20, T. Shevchenko Str
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Institute for Development of Freedom of Information posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Institute for Development of Freedom of Information:

Shortcuts

Share