სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ?

1. ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივების, სახელმწიფო რეფორმების და სხვა ღონისძიებების მომზადება - განხორციელების მიზნით, ასევე სხვადასხვა საგანმანათებლო და შემეცნებითი პროექტების მომზადება განხორციელებაში.
• სამინისტროებსა და თვითმმართველ ერთეულებთან დაკავშირებული რეფორმები
• საკანონმდებლო ცვლილებები
• ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
• სოციალური თანასწორობა
• ეროვნული

და რელიგიური ღირებულებების დაცვა
• სხვადასხვა სოციალური პროგრამები
• საგანმანათებლო რეფორმები

2. ორგანიზაცია პერიოდულად ჩაატარებს სხვადასხვა სახის სოციოლოგიურ კვლევებს, ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. ამასთან, ორგანიზაცია იმუშავებს „ფოკუს ჯგუფებთან“ და „სამიზნე ჯგუფებთან“, კონკრეტული საკითხის შესწავლის მიზნით.

3. ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს სააარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენა-შესწავლას, შესაბამისი ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და რეკომენდაციების მომზადებას. ასევე, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიზნით.
• დამკვირვებლების გადამზადება (ტრეინინგი, მოდელირებული არჩევნები)
• საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგი
• საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

4. საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბების პროცესის მხარდაჭერა.
• სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება
• ენერგო დამოუკიდებლობა და ეკონომიკური საკითხები
• საერთაშორისო ღონისძიებებზე ქვეყნის პოპულარიზაცია
• მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება

5. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები.
• არსებული პრობლემების ანალიზი
• სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით

27/04/2026

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თ.....

ქრისტე აღსდგა 🙏გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
11/04/2026

ქრისტე აღსდგა 🙏
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

გვახსოვს
09/04/2026

გვახსოვს

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი CDMC გილოცავთ ახალ წელს !
31/12/2025

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი CDMC გილოცავთ ახალ წელს !

გილოცავთ ბზობას
12/04/2025

გილოცავთ ბზობას

CDMC  გილოცავთ ახალ წელს
01/01/2025

CDMC გილოცავთ ახალ წელს

30/10/2024

„სამოქალაქო განვითარების დამონიტორინგის ცენტრი“-ის (CDMC) ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ორგანიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 105 დამკვირვებელი ჰყავდა, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, სადაც აქტიურად აკვირდებოდნენ როგორც საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესს ასევ საარჩევნო უბნის გარეთ მიმიდინარე მოვლენებს.
ორგანიზაციის დამკვირვებელთა მხრიდან გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები :
მთელი დღის განმავლობაში საუბნო კომისიის თანამშრომლები და მმართველი პარტიის დამკვირვებლები, აწყოდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რითც ხელს უშლიდნენ დამოუკიდები დამკვირვებლებს თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესს. CDMC-მ გამოავლინა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის და უბნიდან გაძევების ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამკვირვებლები მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ.
ასევე გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით - ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო.
ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები, რაზეც სხვა სადამკვირვებლო მისიებისგან განცხადებებიც გაკეთდა.
მთელი დღის განმავლობაში უბნის გარეთ ფიქსირდებოდა დაძაბულობა, მოსული ამომრჩევლების მიმარათ და მიმიდინარეობდა მათი აღრიცხვვა ქართული ოცნების ეგრედწოდებული კოორდინატორების მხრიდან. ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ხელისუფლებასთან დაახლოებული დაჯგუფებების მიერ, დამკვირვებლებზე თავდასმისადა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ორგანიზაციის მიერ შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს თავდამსხმელი პირების იდენტიფიცირების პროცედურა და შემდგომ იდენტიპიცირებულ პირებზე ინფორმაციის გადაცემა, სამართალ დამცველ ორგანოებზე.
ასევე აქტიურად ფიქსირდებოდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. უბნის დახურვის შემდგომ დაფიქსირდა ბიულეტენის ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასა და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები.
ასევე გამოვლენილი იქნა რიგი ტექნიქური ხარვეზები, რაზედაც ორგანიზაციის მხრიდან მოხდება ინფორმაციის მიწოდება ცენტრალური საარჩევნო კომიისიისთვის და თან დაერთვება რეკომენდაციებიც.
„სამოქალაქო განვითარების დამონიტორინგის ცენტრი“-ის (CDMC) ველოდებით საბოლოო დათვლის შედეგებს და ასევე ყველა საჩივრის განხილვას რაც კი არჩევნების დღეს დაფიქსირდა, რის შემდეგაც ორგანიზაცია გააკეთებს საბოლოო განცხადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

02/09/2024

"სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი" წარმატებით დარეგისტრირდა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ცესკოში!
ორგანიზაცია აქტიურად დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პროცესს და რათქმა უნდა არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში.
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ვისაც გსურთ დამკვირვებლად ჩაწერა დაგვიკავშირდით პირადი მიმოწერით!

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი -    გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
25/05/2024

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

15/05/2024

“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” უკვე ერთი თვეა აქტუალურად აკვირდება თბილისში მიმდინარე საპრ...

09/04/2024

Address

Samasi Aragveli III Turn N5/სამასი არაგველის III შესახვევი N5
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 11:00 - 14:00

Telephone

+995595003531

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი:

Share