Geurolution • ჯევროლუცია

Geurolution • ჯევროლუცია Georgia’s European evolution / საქართველოს ევროპული განვითარება

 #6 ეპიზოდი: ევროპის საბჭო ⚖ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების ევროპულ სისტემაზე; განვიხილავთ ევროპის საბჭოს სტრუქტურას, წევ...
28/01/2026

#6 ეპიზოდი: ევროპის საბჭო ⚖

ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების ევროპულ სისტემაზე; განვიხილავთ ევროპის საბჭოს სტრუქტურას, წევრებს და საქართველოს, როგორც მის ნაწილს.

განვმარტავთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას. ვიხსენებთ ისტორიულ კონტექსტს და ვხსნით სტრასბურგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას.

https://youtu.be/5v-j_uuYQA4?si=ep6pC-SN1fAim-QU

#ადამიანისუფლებები #ევროპისსაბჭო #საერთაშორისოსამართალი #კონვენცია #საერთაშორისოურთიერთობები #დიპლომატია

#პოდკასტი: #გლობალურისივრცე

ჯევროლუციის გლობალური სივრცე არის პოდკასტი, რომელშიც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილებ....

🌐 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა ⚖️საიდან იწყება და რას უკავშირდება ამ დღის ისტორია❓1948 წლის ...
10/12/2025

🌐 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა ⚖️

საიდან იწყება და რას უკავშირდება ამ დღის ისტორია❓

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.

✅ მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია არ არის ტრაქტატი და მას არ აქვს სამართლებრივი ვალდებულებები, იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ადამიანის უფლებების იატორიაში და ითვლება, როგორც ,,ყველა ხალხისა და ყველა ერის მიღწევის საერთო სტანდარტი’’. მან შექმნა ერთგვარი საფუძველი, რომლის გარშემოც როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ყალიბდება ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემები.

ქვემოთ შეგიძლია გაეცნო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შინაარსს:

(პრეამბულა)
,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს…’’ დეკლარაცია აცხადებს, რომ:

1️⃣
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით.

2️⃣
ყოველ ადამიანს ენიჭება ყველა ამ დეკლარაციით დადგენილი უფლება და თავისუფლება, განურჩევლად რაიმე ნიშნისა.

3️⃣
ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

4️⃣
არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში. მონათვაჭრობა იკრძალება ყველა ფორმით.

5️⃣
იკრძალება წამება, და სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მეთოდები.

6️⃣
ყველას აქვს უფლება იცნობოდეს სამართლის წინაშე ყველგან.

7️⃣
სამართლის წინაშე ყველა თანასწორია და აქვს უფლება თანაბრად იცავდეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე.

8️⃣
ყველა ადამიანს აქვს უფლება ეფექტურად დაიცვან მისი კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში.

9️⃣
არ შეიძლება არავის დაკავება, დაპატიმრება ან გაძევება თვითნებურად.

1️⃣0️⃣
ყველას აქვს უფლება, გონივრულ ვადაში, სრული თანასწორობით განიხილოს მისი საქმე დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.

1️⃣1️⃣
ყველა ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა და ვერავინ ჩაითვლება დამნაშავედ, ვისი საქციელის ჩადენის დროსაც აღნიშნული მოქმედება (ან უმოქმედობა) არ ითვლებოდა დანაშაულად. შესაბამისად, ვერ გამოიყენებენ მის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სასჯელს, ვიდრე ჩადენის მომენტში დადგენილს.

1️⃣2️⃣
არ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრების, პატივისა და რეპუტაციის ხელყოფა.

1️⃣3️⃣
ყველას აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში, ასევე მისი დატოვების და დაბრუნების.

1️⃣4️⃣
ყველას აქვს უფლება სხა ქვეყნებში ეძიოს თავშესაფარი დევნისგან.
📌 ეს უფლება არ მიენიჭება არაპოლიტიკური დანაშაულის ჩამდენ ან გაეროს მიზნებისა და პრინციპების დამრღვევ პირს.

1️⃣5️⃣
ყველა ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება და არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქსლაქეობა ან უარი ეთქვას მის შეცვლაზე.

1️⃣6️⃣
ყველა სრულწლოვან კაცსა და ქალს, განურჩევლად რასის, ეროვნებისა თუ რელიგიისა, აქვს დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება და ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და განქორწინების შემთხვევაში. ეს უფლება მიენიჭებათ ორივე მხარის თავისუფალი თანხმობის შემთხვევაში. ხოლო ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, უფლება აქვს იცავდეს სახელმწიფო.

1️⃣7️⃣
ყველას აქვს ქონების ფლობის უფლება და არავის შეუძლია მისი თვითნებურად ჩამორთმევა.

1️⃣8️⃣
ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. მათ შორის, საკუთარი რელიგიისა თუ რწმენის შეცვლის უფლება.

1️⃣9️⃣
ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.

2️⃣0️⃣
ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და არ შეიძლება არავის იძულება, რომ შეუერთდეს რომელიმე გაერთიანებას.

2️⃣1️⃣
ყველას აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვაში, უშუალოდ ან თავისუფლად შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით.
ასევე, ყველას შეუძლია თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში ჩართვა.
ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების წყარო დამოკიდებულია ხალხის ნებაზე, რაც უნდა გამოიხატოს სამართლიან და თანასწორ გარემოში, ფარული კენჭისყრით და თავისუფლად ჩატარებულ პერიოდულ არჩევნებში.

2️⃣2️⃣
ყველას, როგორც საზიგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის, ღირსების შენარჩუნებისა და თავისუფალი განვითარების უფლება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების გამოყენებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

2️⃣3️⃣
ყვლას აქვს სამართლიან და ხელსაყრელ პირობებში შრომის და დასაქმების თავისუფალი არჩევანის უფლება.
აგრეთვე, დისკრიმინაციის გარეშე, სამართლიანი და დამაკმაყოფილებელი ანაზღაურების მიღება.
ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაემატოს სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

2️⃣4️⃣
ყველას აქვს დასვენებისა და შვებულების უფლება.

2️⃣5️⃣
ყველას აქვს მისთვის და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილღეობისთვის ადეკვატური ცხოვრების სტანდარტის უფლება, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და სოცილური მომსახურების ჩათვლით.
ხოლო თითოეული ჩვილი და დედა იმსახურებს განსაკუთრებული მზრუნველობის უფლებას.

2️⃣6️⃣
ყველას აქვს განათლების უფლება, რაც ემსახურება ურთიერთგაგებას და მშვიდობის შენარჩუნებას.
მშობლებს აწვთ უფლებან აირჩიონ განათლების სახე შვილისთვის.

2️⃣7️⃣
ყველას აქვს საზიგადოების კულტურულ ცხოვრრბაშუ თავისუფლად მონაწილეობის უფლება.
აგრეთვე, დაიცვან მათი ინტერესები, როგორც მათ მიერ შექმნილი ნაშრომის შედეგი.

2️⃣8️⃣
ყველას აქვს სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომრლშიც ამ დეკლარაციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუცლებები იქნება სრულად განხორციელებული.

2️⃣9️⃣
ყველას აქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რადგან მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი.
ხოლო ამ უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და ამით არ უნდა დაირღვეს სხვათა უფლებები, ან წინააღმდეგობაში მოდიოდეს გაეროს მიზნებთან და პრინციპებთან.

3️⃣0️⃣
ამ დეკლარაციის საფუძველზე არავის აქვს უფლება იმოქმედოს ისე, რომ მოსპოს ამავე დოკუმენტით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები.

1950 წელს ასამბლეამ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, აღნიშნონ 10 დეკემბერი როგორც ადამიანის უფლებების დაცვის დღე.

13/11/2025

⚖️რას გულისხმობს ადამიანის უფლებები? - გაიგე მეტი ადამიანის უფლებების შესახებ ➡️ https://shorturl.at/5UfmO

#ადამიანისუფლებები
#საერთაშორისოსამართალი
#მოქალაქე
#სახელმწიფო
#მსოფლიო
#2

27/10/2025

⚖️ საიდან იწყება ადამიანის უფლებების დაცვა? - გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ ➡️ https://shorturl.at/w6lY9

#ადამიანისუფლებები
#საერთაშორისოსამართალი
#მოქალაქე
#სახელმწიფო
#მსოფლიო
#2

💡 ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვა - ინიციატივა, რომელიც შენი, ჩემი და სხვების უფლებებისა და ვალდებულებების შესახე...
26/10/2025

💡 ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვა - ინიციატივა, რომელიც შენი, ჩემი და სხვების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

🌐 ჯევროლუციის გლობალურ სივრცეში ახალი რუბრიკა გამოჩნდა, რომელიც, პოდკასტის სერიებთან ერთად, პროექტის - ,,მოქალაქე, სახელმწიფო და მსოფლიო’’ - ნაწილია.

📰 საინფორმაციო პორტალის ფარგლებში სტატიები და შემეცნებითი ბროშურები დღეიდან უკვე ჯევროლუციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება: www.geurolution.org

 #5 ეპიზოდი: ლიბერალიზმი ⚖ ვსაუბრობთ ლიბერალიზმის ფესვებზე, განვითარებასა და ახალი მიმართულებების - სოციალური ლიბერალიზმ...
18/08/2025

#5 ეპიზოდი: ლიბერალიზმი ⚖

ვსაუბრობთ ლიბერალიზმის ფესვებზე, განვითარებასა და ახალი მიმართულებების - სოციალური ლიბერალიზმისა და ნეოლიბერალიზმის გაჩენაზე, მის გავლენაზე საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ვადარებთ ისტორიულ დაპირისპირებას ლიბერალიზმსა და რეალიზმს შორის და განვიხილავთ საქართველოს კონტექსტს.

გავიხსენეთ #ჯონლოკი #იმანუელკანტი #ვუდროუილსონი #ჟანჟაკრუსო #შარლლუიდემონტესკიე #ადამსმიტი, ცხადია, #ილიაჭავჭავაძე და სხვები.

https://youtu.be/jzyNEYfYMz4?feature=shared

#ლიბერალიზმი #საერთაშორისოურთიერთობები #დიპლომატია #პოლიტოლოგია #პოლიტიკისმეცნიერება

#პოდკასტი: #გლობალურისივრცე

ჯევროლუციის გლობალური სივრცე არის პოდკასტი, რომელშიც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილებ....

10/05/2025

🇪🇺🇬🇪

 #4 ეპიზოდი: რეალიზმი ვსაუბრობთ რეალიზმის საფუძვლებზე, ვეხებით ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან  #თუკიდიდე,  #ჰობსი,  #მორ...
03/05/2025

#4 ეპიზოდი: რეალიზმი

ვსაუბრობთ რეალიზმის საფუძვლებზე, ვეხებით ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან #თუკიდიდე, #ჰობსი, #მორგენთაუ, #უოლტსი, #კარი, #კლაუზევიცი, #მაკიაველი, #მირშაიმერი.
განვიხილავთ ნულოვანი ჯამის, ძალთა ბალანსის, პატიმრის დილემის თეორიებს, განვმარტავთ სოციალურ კონტრაქტს და ვიხსენებთ ისტორიულ შემთხვევებს, მაგ. მელოსის დიალოგი.

👉 https://youtu.be/jcb3IZAIQ7A?si=KJ3ad-2GmfkXIy2k

#პოლიტიკურირეალიზმი #საერთაშორისოურთიერთობები #დიპლომატია #გლობალურისივრცე

ისტორია უდიდეს როლს თამაშობს მომავლის განსაზღვრაში ❗️კონფერენცია "კატინი და თბილისი: გვახსოვდეს წარსული და დავიცვათ მომა...
21/03/2025

ისტორია უდიდეს როლს თამაშობს მომავლის განსაზღვრაში ❗️

კონფერენცია "კატინი და თბილისი: გვახსოვდეს წარსული და დავიცვათ მომავალი" ჩატარდა საქართველოსა და პოლონეთის საერთო მოგონებების პატივსაცემად, თანაგრძნობისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად ქართული და პოლონური ფესვების მქონე ახალგაზრდებში 🇬🇪🇵🇱

პროექტის მიმდინარეობისას გავიხსენეთ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ვეცადეთ გამოგვეკვეთა ისტორიული უსამართლობა, სიმართლისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გარჩევით. დავინახეთ კავშირები ამ ორი ქვეყნის ტრაგედიებს შორის და ხაზი გავუსვით ჭეშმარიტების მნიშვნელობას დემოკრატიის დაცვაში.

ქართველი და პოლონელი ერი უამრავი წელია ერთად ხვდება რთულ გამოწვევებს და მოხარული ვართ, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ ამ ორმხრივი მხარდაჭერის განვითარებაში ♥️

მადლობას ვუხდით თბილისში არსებული პოლონური სკოლის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და მათ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რომლებმაც პატივი მიაგეს წარსულ გმირებს და გვაჩვენეს, რომ სიმართლისა და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე დგანან ✊

🇬🇪 🇵🇱 საქართველოსა და პოლონეთს ძლიერი ისტორიული კავშირები აქვთ. თანამშრომლობისა და სოლიდარობის გარდა, ორივე ქვეყანას ახს...
07/02/2025

🇬🇪 🇵🇱
საქართველოსა და პოლონეთს ძლიერი ისტორიული კავშირები აქვთ. თანამშრომლობისა და სოლიდარობის გარდა, ორივე ქვეყანას ახსოვს ისეთი სამწუხარო ფაქტებიც, როგორიცაა საბჭოთა ჩაგვრის საერთო ისტორია.

თბილისში არსებულ პოლონურ სკოლაში ჯევროლუციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექცია, სადაც სწორედ საბჭოთა რეპრესიების ისტორია განიხილეს.
მოხარულები ვართ, რომ მოსწავლეები ასე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში! ლექციის ბოლოს გამოვავლინეთ საუკეთესო მსმენელიც, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა შემაჯამებელ "ქვიზში" 🏅

პროექტის მომავალ ეტაპზე იგეგმება კონფერენცია, რომლის დეტალებსაც ღონისძიების შემდეგ გაგაცნობთ.

მადლობას ვუხდით szkoła świętej królowej Jadwigi w Tbilisi-ს სკოლას და ბავშვებს ჩართულობისათვის 💜

📣 საერთაშორისო ურთიერთობების აქტორები - რამდენიმე სიტყვით მათ შესახებ, ვინც გადამწყვეტ როლს ასრულებს დღევანდელი მსოფლიო ...
06/11/2024

📣 საერთაშორისო ურთიერთობების აქტორები - რამდენიმე სიტყვით მათ შესახებ, ვინც გადამწყვეტ როლს ასრულებს დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში 🌍

მესამე ეპიზოდი ჯევროლუციის გლობალურ სივრცეში 👇

ჯევროლუციის გლობალური სივრცე არის პოდკასტი, რომელშიც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილებ....

განათლების მიმართულებით ჩვენი პარტნიორი 🌟
22/10/2024

განათლების მიმართულებით ჩვენი პარტნიორი 🌟

📣 გრიფინში -ის კურსი დაგვემატა ✅

კურსი 100%-ით მორგებულია საგამოცდო პროგრამაზე და შეგიძლია სრულყოფილად მოემზადო სახლიდან გაუსვლელად 💻

შეავსე მარტივი სარეგისრაციო ფორმა 👇

https://forms.gle/y6EbXKoC9z4Wmr4E9

დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი გვერდზე მოგვწერე 💛

Address

Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Geurolution • ჯევროლუცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Geurolution • ჯევროლუცია:

Share