13/09/2025
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა 33-ე და ბოლო ხარისხის საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელით
👇 მიჰყევით და იხილეთ ბმულზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია 👇
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა 33-ე და ბოლო ხარისხის საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელით:
ძვირფასო ძმებო და მეგობრებო, ვინც იზიარებს ჰუმანიზმისა და სოლიდარობის ღირებულებებს,
გაცნობებთ, რომ 2024 წლის სექტემბერში საქართველოს უმაღლესი საბჭო ღირსეულად იქნა მიღებული AIME-ს (Alliance Internationale Maçonnique Écossés — International Alliance of Scottish Rite Masons) პანევროპულ გაერთიანებაში. ეს მოვლენა წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენს ერთგულებას ტრადიციებისადმი, არამედ საქართველოს მასონური საზოგადოების მზარდ საერთაშორისო ავტორიტეტსაც.
დღეს, 2025 წლის 13 სექტემბერს, დღის წესრიგში დგას საქართველოს უმაღლესი საბჭოს AIME-ს საერთაშორისო ოჯახში სრულ წევრად მიღების საკითხი. ეს ისტორიული ნაბიჯი განამტკიცებს საქართველოს ადგილს ევროპული და გლობალური მასონური სამყაროს დიდ ოჯახში და აძლიერებს ჩვენი ძმობის იდეალებს - თავისუფლებას, თანასწორობასა და სულიერ სრულყოფილებას.
ლოზანის კონვენტი, რომელიც 1875 წელს გაიმართა შვეიცარიაში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და არის. ევროპის და ამერიკის სუვერენული უმაღლესი საბჭოების შეკრებამ განამტკიცა ერთობა, განსაზღვრა წესდების ფილოსოფიური საფუძვლები და გაავრცელა ტოლერანტობისა და ძმობის იდეალები. კონვენტის მიერ ჩამოყალიბებული ფუნდამენტი დღესაც რჩება შოტლანდიური წესდების საქმიანობის გზამკვლევად.
150 წლის შემდეგ, ეს პრინციპები კვლავ ცოცხალი და აქტუალურია - გვახსენებს, რომ მასონური ძმობა არა მხოლოდ ტრადიციის დაცვაა, არამედ პასუხისმგებლობაა თანამედროვე საზოგადოების წინაშე.
ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოს უმაღლესი საბჭო თანასწორი და სრულფასოვანი წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ლოზანის კონვენტის 150 წლის საიუბილეო ცერემონიაში - მომენტში, რომელიც აერთიანებს წარსულს, აძლიერებს აწმყოს და ხსნის გზას მომავლისკენ.
საქართველოს უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს ყოვლად ძლევამოსილი სუვერენული დიადი კომანდორი ირაკლი მ*.*, და 33 და ბოლო ხარისხის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ძმობა - ტრადიციებით გამყარებული და თანამედროვეობის გამოწვევებისთვის მტკიცედ მომზადებული - განაგრძობს გზას ჰარმონიისა და სოლიდარობისკენ.
#საქუს #უმაღლესისაბჭო #33 #შოტლანდიურიწესდება #საქართველო #მასონობა