შინ მომავლისთვის • Homecoming for future

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შინ მომავლისთვის • Homecoming for future

შინ მომავლისთვის • Homecoming for future სამოქალაქო პლატფორმა ემიგრანტებისა და სამშობლოში დაბრუნებული პირების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად

„შინ მომავლისთვის“ პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ემიგრაციიდან დაბრუნებული და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა და ამ მიზნით მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებაა.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოში შეიქმნას თანამემამულეთა რეპატრიაციის პირველი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების საზოგადოებ

აში სრულფასოვან ინტეგრაციას;

შესთავაზებს მათ ქართული ენის და ისტორიის შემსწავლელ უფასო კურსებს;
გაუწევს იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ თემებზე, მათ შორის, მოქალაქეობის სტატუსის მინიჭება/აღდგენა/შენარჩუნება, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვების, საყოველთაო ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებში.

ორგანიზაციის ამოცანაა რეპატრიანტების პრობლემების ადვოკატირება, ყველა შესაძლო ინსტრუმენტით ნებისმიერ პლატფორმაზე.

მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელშისაქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული ...
18/05/2026

მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში
საქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე გაიხსნება.

ქალაქ ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — Aegidium (“აეგიდიუმი”), წარსულში Diamant Palace — „ხაზარაძეების ფონდის” (ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის) საკუთრებაში გადავიდა, რათა მას დაუბრუნდეს მისი ტრადიციული, კულტურული ცენტრის დანიშნულება და შეიძინოს ახალი ისტორიული ფუნქცია — იქცეს ქართველ და ევროპელ ხალხთა შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული კავშირის სივრცედ.

Address

Tbilisi
0100

Telephone

+995555000386

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შინ მომავლისთვის • Homecoming for future posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შინ მომავლისთვის • Homecoming for future:

Share