13/12/2023
ისედაც მხოლოდ
წუთია - ჟამი
საჭესთან ფრთხილად
ყოველი წამი!
რამდენ შვილს-ცრემლი
მეუღლეს-დარდი
და გაუფრინდი,
როს შეუყვარდი.
ტირიან და-ძმა,
ქვითინებს დედა
და ამის მერე
სიჩქარეს ბედავ?!
აღარც ღიმილი
და აღარც ჭამა,
დარდს გულში იკლავს
ჭიშკართან მამა.
ადრენალინით
ვნება აშლილებს,
იქნებ ეშველოთ,
ნეტავ, სხვა შვილებს.
ვჩქარობთ და თავსაც
ვიწონებთ ამით,
ჩვენს გამო სხვებს კი
ვერ სძინავთ ღამით.
ყველაფერს შეცვლის
სულ ერთი წამი
ჩვენ მივდივართ და
სხვებს - თვალზე ნამი.
ისედაც მხოლოდ
წუთია - ჟამი
საჭესთან ფრთხილად
ყოველი წამი!
ფხიზლად და ნელა,
არ გვინდა მეტი,
საჭესთან ყველას
გფარავდეთ ღმერთი.
დეკ. ბასილ ფოსური
11.12.23