Epra - Educational Policy and Research Association

Epra - Educational Policy and Research Association საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევ?

საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA) აერთიანებს განათლების სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და მკვლევრებს. ასოციაცია 2012 წელს დაარსა იმ ექსპერტთა გუნდმა, რომლებმაც პოსტსაბჭოთა სივრცის საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეულად წარმატებული და მდგრადი რეფორმები გაატარეს. წლების განმავლობაში მათ შეიმუშავეს და დანერგეს შეფასების სანდო, სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემები. სასელექციო თუ სასერ

ტიფიკაციო ტესტირებების შინაარსობრივი თუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ინოვაციური მოდელები - მისაღები გამოცდების ახალი სისტემა ქვეყნის წარმატებული რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა: „საქართველოს კორუმპირებულობით განთქმული უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები გარდაიქმნა კონკურენტუნარიან, მხოლოდ მიღწევებზე დაფუძნებულ სისტემად. შეძლებულ ან კარგი კავშირების მქონე მოსწავლეებს აღარ შეუძლიათ ქრთამით გაიკვალონ გზა უმაღლესი სასწავლებლებისაკენ. რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებისათვის უმაღლესი განათლება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა“ (Fighting corruption in public services : chronicling Georgia's reforms, 2012).

​IRT მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების (Computer Adaptive Testing - CAT) ფართომასშტაბიანი ადმინისტრირების მსოფლიოში პირველი წარმატებული მაგალითი სწორედ ასოციაციის დამფუძნებლების მიერ შექმნილმა ურთულესმა ალგორითმმა განაპირობა. ეს მიღწევა არა ერთი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის განხილვის საგანი გახდა და სათანადოდ აისახა მსოფლიო ბანკის ანგარიშში: „ფსიქომეტრიის საერთაშორისო კონსულტანტები მოწმობენ, რომ ის, რაც მიღწეულ იქნა საქართველოში ფართომასშტაბიანი კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების მხრივ, არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიოში. ჩვენი აზრით, ეს არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფსიქომეტრისტთა და საინფორმაციო ტექნოლგიების ექსპერტთა უმაღლესი კომპეტენციის შედეგი.“ The introduction of large-scale Computer Adaptive Testing in Georgia, 2014 (მსოფლიო ბანკის ანგარიში).

ასოციაციის წევრები არიან პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში უძღვებოდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებსა თუ სახელმწიფო შეფასებებს, მათ მიერ მომზადებული ანგარიშები ცხადად წარმოაჩენს ქვეყანის განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას, პრობლემებსა და მიღწევებს.


ასოციაციის ექსპერტები კონსულტაციებს უწევენ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სამინისტროებსა თუ საგამოცდო ცენტრებს, საგანმანათლებლო სფეროში მოქმედ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Epra - Educational Policy and Research Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Epra - Educational Policy and Research Association:

Share