საქართველოს უსინათლოთა კავშირი Blinds' Union of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს უსინათლოთა კავშირი Blinds' Union of Georgia
Directions Website Contact the organization

საქართველოს უსინათლოთა კავშირი Blinds' Union of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს უსინათლოთა კავშირი Blinds' Union of Georgia, Non-Governmental Organization (NGO), ც. დადიანის ქუჩა N90ა, Tbilisi.

19/08/2026

🧡 დამოუკიდებელი საბანკო გამოცდილება ყველასთვის

საქართველოს ბანკში უსინათლო და მცირემხედველი მომხმარებლებისთვის სპეციალურად ადაპტირებული სერვისები და სივრცეები შეიქმნა, რათა დამოუკიდებელი საბანკო გამოცდილება ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს

ბინაურალური აუდიო ტექნიკის საშუალებით, ვიდეო მსმენელს უსინათლო ადამიანის გარემოს აღქმის გამოცდილებას აძლევს

13/07/2026

საქართველოს უსინათლოთა კავშირი აცხადებს ვაკანსიას კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
: უმაღლესი განათლება სახელოვნებო სფეროში მუშაობის ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ავტობიოგრაფია სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 16. 07. 2026.
დაინტერესeბულმა პირებმა წარმოადგინეთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მისამართზე- [email protected]

03/07/2026

საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატის- თამარ ცალქალამანიძის საარჩევნო პროგრამა

წარმოგიდგენთ საქართველოს უსინათლოთა კავშირის განვითარებისა და წინსვლის ჩემეულ ხედვას.
აღნიშნული განვითარების გეგმა წარმოადგენს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელ მიზნებსა და ამოცანებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია წინამდებარე გეგმის განხორციელების ეტაპზე კოორდინირებული მუშაობა მომავალ გამგეობის წევრებთან და მათი რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება, რათა გუნდური მუშაობით შევძლოთ ეფექტური და წინსვლაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. საჭიროდ მიმაჩნია, მოხდეს დელეგატთა ინფორმირება ყოველთვიურად, თითოეული დელეგატისათვის გამგეობის დადგენილებების გაცნობა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ წევრთა ინფორმირება და მათთვის სიახლეების მიწოდება.
მნიშვნელოვანია, ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც ფილიალები, ასევე თითოეული წევრი, აღნიშნული მუშაობის პრინციპი შესაძლებლობას მოგვცემს ერთობლივად ვიმუშაოთ ორგანიზაციის განვითარებაზე, რაც პირდაპირ აისახება წევრების ყოველდღიურობასა და ცხოვრების ხარისხზე.
ქვემოთ უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ განსახორციელებელი მიზნებისა და ამოცანების დეტალურ აღწერას.
1.უმნიშვნელოვანესია, სწორად შეირჩეს კადრები. სწორი და ადამიანების სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებული საკადრო პოლიტიკა გაზრდის როგორც მუშაობის ხარისხს, ასევე გაამარტივებს დაგეგმილი მიზნების მიღწევას. საჭიროა მუდმივი ზრუნვა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აუცილებელია დასაქმებულებისათვის განვითარებაზე და მოტივაციის გაზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა, რათა უფრო ნაყოფიერი იყყოს მათი მუშაობა.
2.აუცილებელია შეიქმნას ცხელი ხაზი, რომელიც აღრიცხავს წევრთა საჭიროებებსა და პრობლემებს, რის საფუძველზე სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება პრობლემების იდენტიფიცირება და განზოგადება, რაც დაგვეხმარება უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ წევრების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხები, ზუსტად მოვერგოთ საჭიროებებს და შევთავაზოთ სრულფასოვანი მომსახურება.
3საჭიროა, ფილიალების გაძლიერება. ამისათვის აუცილებელია, აქტიური კომუნიკაცია და ხშირი სამუშაო შეხვედრების მოწყობა, რაც შესაძლებლობას მიცემს ფილიალებს განვითარდნენ და გააუმჯობესონ მუშაობის ხარისხი. ასევე მნიშვნელოვანია სერვისების მიმწოდებლად დარეგისტრირება სხვადასხვა რეგიონში, სადაც გვაქვს ამჟამად ფილიალი. ამისათვის აუცილებელია დაემატოს კადრი სერვისებს ~, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ფილიალებთან სერვისების მიწოდების კუთხით.
4.მნიშვნელოვანია ორგანიზაციას ჰყავდეს ძლიერი პროექტების მენეჯერი, 2025 წლიდან საქართველოში შექმნილია სსიპსახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც უკვე ერთი წელია გასცემს საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიან გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. 2025 წელს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრისათვის განვახორციელე აღნიშნული სააგენტოს მცირე გრანტის პროექტი 100000 ლარის ოდენობით. მსგავსი პროექტების მოპოვება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორგანიზაციას და ხელს შეუწყობს როგორც თბილისის, ასევე რეგიონებში ფილიალების განვითარებას.
5.უსინათლოთა კავშირის ფინანსურ დასაყრდენს წარმოადგენს მის დაქვემდებარებაში შემავალი საწარმოები და ქონება. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, მართვის სპეციფიკიდან გამომდინარე, მართებული იქნება, მოვიწვიოთ ძლიერი ეკონომისტების მცირე ჯგუფი, აღნიშნულ გუნდს დაევალება შეისწავლონ საწარმოების პოტენციალი, ბაზრის მოთხოვნები და წარმოგვიდგინოს ეფექტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს მისი ეფექტური მართვა. ვფიქრობ ამისათვის საკმარისი იქნება მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების მცირე ჯგუფი, თუნდაც 3 კაცის შემადგენლობით, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს კავშირის ქონების ოფტიმალურად გამოყენებისა და საწარმოებთან ურთიერთობების იმგვარად მოწყობას, რათა გაიზარდოს კავშირის შემოსავლები, რაც თავის მხრივ მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ კავშირის წევრთა მიმართ განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა. აღნიშნული სპეციალისტების გუნდი ხელს შეუწყობს არსებული რესურსებისა და პოტენციალის სწორ გამოყენებას.
6.საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის განვითარება უმნიშვნელოვანესია. ცენტრი წარმოადგენს კავშირის განუყოფელ ნაწილს. 2022 წლიდან ვარ კულტურის ცენტრის დირექტორი და საკმაოდ კარგად შევისწავლე, როგორც მისი მუშაობის სპეციფიკა, ასევე საჭიროებები და განვითარების გზები. ამჟამად საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს, ახორციელებს რამოდენიმე პროექტს, მისი წლიური ბიუჯეტი გაიზარდა და ჩემი დირექტორად დანიშვნის დროს თუ კი შეადგენდა 339000 ლარს, ამჟამად შეადგენს 507000 ლარს. ჩემი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში კვლავ გავაგრძელებ ცენტრის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვას.
7. აუცილებელია სასტუმრო „მეგობრობის“ განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა, რათა გაიზარდოს როგორც სასტუმროს შემოსავალი, ასევე მაქსიმალურად მოხდეს კავშირის წევრებისათვის კომფორტული და ადაფტირებული გარემოს შექმნა. მნიშვნელოვანია, სასტუმრო აკმაყოფილებდეს ბაზრის მოთხოვნასა და ერგებოდეს თანამედროვე სტანდარტებს.
8ერთერთ საჭირო ნაბიჯს წარმოადგენს .მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მუნიციპალიტეტების ჩართულობით საკმაოდ ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება ყოველწლიურად. გავაგრძელებ მუშაობას სამინისტროებთან და მერიებთან სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის დაფინანსების კუთხით. მოვიძიებ საქართველოს უსინათლოთა კავშირის მსგავს ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათთან დავამყარებ კონტაქტს და ერთობლივად განვახორციელებთ საინტერესო და წევრების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
9.სამწუხაროდ ბოლო წლებია აღარ არსებობს 202-ე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლაში შაშისა და ჭადრაკის წრეები, რაც აფერხებს აღნიშნული სპორტის სახეობების განვითარებას. სასურველია სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლაში. აუცილებელია მოეწყოს წამახალისებელი ღონისძიებები, რათა გაიზარდოს დაინტერესება მოსწავლეებს შორის.
10.უმნიშვნელოვანესი მიზანია, ზრუნვა ყოველი წევრის მიმართ. კერძოდ ახალი პროგრამების დანერგვა, რომელიც გააუმჯობესებს წევრთა მდგომარეობას. ჩემი მიზანია, ერთიანი გუნდური მუშაობით, თითოეული წევრის ჩართულობით შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიურობა უკეთესისკენ. აუცილებელია, აღმოიფხვრას ამ დროისათვის არსებული დაპირისპირება და გათიშულობა.

30/03/2026

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2026 წლის 12 ივლისს 11 საათზე შპს „ფონიჭალა - 10“-ის სააქტო დარბაზში (რუსთავის გზატკეცილი N18-22) ჩატარდება საქართველოს უსინათლოთა კავშირის 42-ე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატთა განცხადების და საარჩევნო პროგრამის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 01 აპრილიდან 15 ივნისის 16 საათამდე.
კანდიდატს უფლება აქვს მითითებულ ვადებში განცხადება და პროგრამა წარმოადგინოს სხვადასხვა დროს, ამასთან მას უფლება აქვს პროგრამა წარმოადგინოს დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც კომისიის მიერ გაიხსნება 2026 წლის 15 ივნისის შემდეგ.
თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატებმა, განცხადებასა და პროგრამასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ განათლების დამადასტურებელი საბუთი.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მოიწვიოს დამკვირვებელი მისი ნდობით აღჭურვილი პირი.

18/03/2026

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა იყო გამორჩეული სულიერი მსახურებით, სამშობლოსა და ეკლესიისადმი უდიდესი ერთგულებით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ერის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებაში.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ამ დიდი დანაკლისის გამო.

17/11/2025

თბილისის მერია / Tbilisi City Hall
რუსთავის მერია / Rustavi City Hall
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall

დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი, ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მკვეთრად გამოხატული (ტოტალური მხედველობითი შეზღუდვის მქონე პირების გამცილებლით უზრუნველყოფის ხელშეწყობას.
პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად გადამზადებული გამცილებელი უსინათლო პირებს მომსახურებას უწევს სამედიცინო, საზოგადოებრივ, სახელმწიფო და სხვა დანიშნულების დაწესებულებებში გადაადგილებისას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბენეფიციართა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს.
უსინათლო პირთათვის გამცილებლით მომსახურება წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სერვისი ამცირებს ბენეფიციართა იზოლაციის რისკს, ზრდის მათ დამოუკიდებლობას და ქმნის უსაფრთხო გარემოს ყოველდღიური საჭიროებების მოსაგვარებლად, რაც ხელს უწყობს სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას და საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
პროგრამის მხარდამჭერი მუნიციპალიტეტები:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია _ 2014 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს პროგრამას. წლიურად მომსახურებით სარგებლობს დაახლოებით 65 ბენეფიციარი, მომსახურებას კი 3 გამცილებელი უზრუნველყოფს.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია _ პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამჟამად წლიურად მომსახურებას დაახლოებით 40-მდე ბენეფიციარი იღებს, რომელსაც 2 გამცილებელი უზრუნველყოფს.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია _ პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. ამჟამად წლიურად მომსახურებით სარგებლობს დაახლოებით 30-მდე ბენეფიციარი, მომსახურებას კი 1 გამცილებელი უზრუნველყოფს.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტებს თანამშრომლობისთვის, პროგრამის დაფინანსებისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

Address

ც. დადიანის ქუჩა N90ა
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Tuesday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს უსინათლოთა კავშირი Blinds' Union of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს უსინათლოთა კავშირი Blinds' Union of Georgia:

Shortcuts

Share