სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch

სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch The goal of the organization is to promote democratic development of Georgia.

🟡 ორგანიზაციის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების მეშვეობით.

02/05/2025

👁‍🗨იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატურობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობამდე. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა მესამე ინსტანციაში დასამტკიცებლად არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

🔊ძირათი პრობლემები, რაც საერთო სასამართლოების სისტემაში მთარგმნელობითი/სათარჯიმნო მომსახურების სარგებლობას უკავშირდება ა...
25/04/2025

🔊ძირათი პრობლემები, რაც საერთო სასამართლოების სისტემაში მთარგმნელობითი/სათარჯიმნო მომსახურების სარგებლობას უკავშირდება არის შემდეგი:

⚫️გაუგებარია, რამდენად ხელმისაწვდომია თარჯიმანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას;
⚫️სასამართლოებში, ფაქტობრივად, არ მოწმდება თარჯიმანთა/მთარგმნელთა კვალიფიციურობა;
⚫️სასამართლოების მხრიდან არ კონტროლდება თარგმნის ხარისხი;
⚫️არ არსებობს სამართლოს თარჯიმანთა/მთარგმნელთა ერთიანი ბაზა.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

📢საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო დეკემბერში რეგულაციები გაამკაცრა. ერთ-...
25/04/2025

📢საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო დეკემბერში რეგულაციები გაამკაცრა. ერთ-ერთი გამკაცრებული რეგულაცია, რომელიც პროტესტის მონაწილეების დიდ ნაწილს შეეხო, გზის გადაკეტვისთვის დაწესებული ჯარიმაა, რომელიც დეკემბრის ცვლილებამდე 500 ლარს შეადგენდა და 5 000 ლარი გახდა. მართალია, კანონმდებლობა მოსამართლეს სახდელისგან გათავისუფლების ან, თუნდაც, პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რაც, ჯარიმის ოდენობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში შეიძლება უკეთესი გამოსავალიც იყოს, თუმცა მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მაინც 5 000 ლარის ოდენობით აჯარიმებენ.

👁‍🗨კანონში განხორციელებული ცვლილება რეპრესიულ ხასიათზე მოწმობს ის, რომ მისი გადახდა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენს 2217.5 ლარს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ჯარიმის ოდენობაზე. საინტერესოა იმ პრაქტიკისა და კანონმდებლობის მიმოხილვა, რომელიც ევროპის ქვეყნებში მსგავს სამართალდარღვევებს არეგულირებს.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

🤝იმისთვის, რომ წარმოიშვას შრომითი ურთიერთობა, საჭიროა შემდეგი ელემენტების არსებობა კუმულატიურად:✔️აუცილებელია ერთი პირი ...
25/04/2025

🤝იმისთვის, რომ წარმოიშვას შრომითი ურთიერთობა, საჭიროა შემდეგი ელემენტების არსებობა კუმულატიურად:

✔️აუცილებელია ერთი პირი ასრულებდეს გარკვეულ სამუშაოს მეორე პირის სასარგებლოდ ანუ სახეზე იყოს დასაქმებული (ვინც ასრულებს სამუშაოს) და დამსაქმებელი (ვინც იღებს შესრულებულ სამუშაოს);

✔️ამ სამუშაოს განხორციელება უნდა ხდებოდეს ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაო უნდა სრულდებოდეს გარკვეული წესების შესაბამისად. ამ წესებს, როგორც წესი, ადგენს დამსაქმებელი. აღნიშნული წესები შეიძლება ეხებოდეს სამუშაო დროს და დასვენების დროს, სამუშაო ადგილს და სხვ.

✔️მესამე აუცილებელი კომპონენტია დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის სამუშაოს შესრულება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მოიაზრება ანაზღაურებაში — ფულადი ანაზღაურება თუ სხვა სახით ანაზღაურება, რომელიც მთავარია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. აუცილებელია, ანაზღაურებას ჰქონდეს ეკონომიკური ღირებულება.

📢ამ კომპონენტების ერთობლიობა ქმნის შრომით ურთიერთობას, რომელიც, თავის მხრივ,შესაძლებელია შეჩერდეს ან შეწყდეს. აღნიშნულ საკითხს კანონი და მხარეთა შეთანხმება არეგულირებს.

შრომის სამართალი არეგულირებს ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებს. მისი მიზანია, მოაწესრიგოს და შეამციროს სოციალ.....

👁‍🗨ვენეციის კომისიამ 2025 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე,...
24/04/2025

👁‍🗨ვენეციის კომისიამ 2025 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე, სადაც მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები, კერძოდ, შესაბამის კანონში შესული ცვლილებები შეაფასა ნაჩქარევად. ასევე, კრიტიკა გამოთქვა იმის გამოც, რომ ცვლილებების მიღების პროცესში არ იყვნენ ჩართულები დაინტერესებული მხარეები, რაც ცხადია, ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას. მით უმეტეს, იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით არის საქართველოში. შესაბამისად, ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ჩაითვალა არსებითად ხარვეზიანად.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

🔊დაკვირვებული სხდომებიდან 27 სხდომაზე გაუზიარა პირმა მოსამართლეს სამართალდამცავის მიერ მისი ცემის ფაქტი. რიგ შემთხვევაში...
24/04/2025

🔊დაკვირვებული სხდომებიდან 27 სხდომაზე გაუზიარა პირმა მოსამართლეს სამართალდამცავის მიერ მისი ცემის ფაქტი. რიგ შემთხვევაში აღნიშნული განცხადება დასტურდებოდა ჯანმრთელობის შესახებ ცნობით ან/და სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებებითაც კი. მოცემული 27 შემთხვევიდან:

✔️6 პროცესის შემთხვევაში მოსამართლე დაინტერესდა მიმართა თუ არა მოპასუხემ, როგორს დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო ორგანოს, ან ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა, აქედან 1 შემთხვევაში, თავად მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნა პროცესზე, რომ ვინაიდან არ მიუმართავს მხარეს უფლებამოსილი ორგანისთვის გამოძიების დაწყების თაობაზე თავად ისარგებლებდა ამ უფლებით.

✔️1 პროცესის შემთხვევაში ,,სასამართლოს გუშაგის’’ დამკვირვებელმა ჩათვალა, რომ მოპასუხის ცემის ფაქტი მოსამართლემ გაითვალისწინა სანქციის დაკისრებისას, კერძოდ ისარგებლა სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების უფლებით.

✔️1 შემთხვევაში, მოსამართლემ განმარტა, რომ დაკავებული პირის ცემის ფაქტს გარკვეულწილად ჰქონდა საქმესთან შემხებლობა.

✔️დანარჩენ 19 შემთხვევაში მოსამართლეს ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაქცია არ ჰქონია ან განმარტავდა რომ ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაკავებისას მიიღო ფიზიკური დაზიანება არ იყო მისი განსჯადი.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

⚖️მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის  საქართველოს “სასამართლო სისტემების შეფასების”  2022 წლის დოკუმენტის მი...
23/04/2025

⚖️მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის საქართველოს “სასამართლო სისტემების შეფასების” 2022 წლის დოკუმენტის მიხედვით, საქმეთა რაოდენობა რომელიც 2 ან მეტი წლის განმავლობაში 16 000 - ს აღემატება, რომელთაგან დაყოვნებული საქმეებიდან 15 500 - ზე მეტი საქმე დაყოვნებულია პირველი ინსტანციის სასამართლოებში.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

⚖️გასულ წელს "საქართველოს სასამართლო გუშაგის" კვლევის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემა მოთხოვნის საფუძველზე 24.44%- ია...
23/04/2025

⚖️გასულ წელს "საქართველოს სასამართლო გუშაგის" კვლევის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემა მოთხოვნის საფუძველზე 24.44%- ია.

📢 საჯარო ინფორმაციის გაცემის დაბალი მაჩვენებელი ზოგად წარმოადგენას გვაძლევს იმის შესახებ რომ რეალურად, საერთო სასამართლოების სისტემაში ანგარიშვალდებულება საკმაოდ დაბალია. კვლევის ფარგლებში სასამართლოების უმეტესობამ მხოლოდ მოთხოვნათა მცირე ნაწილზე გასცა პასუხი.

🔊ხოლო რუსთავის საქალაქო, მცხეთის, გორის, თელავის, ცაგერისა და სიღნაღის სასამართლოებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მოთხოვნა თითქმის ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილეს.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

📢რიგ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე აქვთ შემუშავებული სასამართლოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა სერტიფიცირება, რაც ითვალისწინებს სა...
22/04/2025

📢რიგ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე აქვთ შემუშავებული სასამართლოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა სერტიფიცირება, რაც ითვალისწინებს სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნისა და როგორც ზეპირი, ისე წერილობითი თარგმნის დონის შემოწმებას. პარალელურად აღსანიშნავია მთარგმნელთა და თარჯიმანთა ბაზები, რაც მთარგმნელობით მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის. აგრეთვე, ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რაც პერიოდულად ამოწმებს მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხს სასამართლოებში.

⚖️მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში:

✔️შეიქმნას თარჯიმანთა და მთარგნელთა ეროვნული ბაზა, რომელიც პროაქტიულად უზრუნველყოფს სასამართლოში პროცესის მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდებას;
✔️შემუშავდეს დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაწერს მთარგმნელობითი / სათარჯიმნო მომსახურების ხარისხის კრიტერიუმებს, შეფასების ქულათა სისტემას და იმ პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლიც აფასებს თარჯიმანთა/მთარგმნელთა მომსახურებას;
✔️სავალდებულო გახდეს სასამართლოს თარჯიმნებისა და მთარგმნელებისთვის სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნა;
✔️შემუშავდეს სამართლებრივი აქტი, რომელიც დეტალურად გაწერს როგორც თარჯიმნის, ისე მთარგმნელის საგამოცდო ეტაპებს და შეფასების სისტემას;
✔️სასამართლოს თარჯიმნებსა და მთარგნელებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შემუშავდეს სასწავლო მოდული.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

🗣იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდის მიხედვით, მარტის თვეში სხდომა სულ 4-ჯერ ჩატარდა. ოთხივე შემთხვევაში დღის წესრიგით გ...
22/04/2025

🗣იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდის მიხედვით, მარტის თვეში სხდომა სულ 4-ჯერ ჩატარდა. ოთხივე შემთხვევაში დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო:

⚫️ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
⚫️ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
⚫️საორგანიზაციო საკითხები.

🔊იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე მარტის განმავლობაში სიახლეების ველში ინფორმაცია სულ 5-ჯერ განთავსდა.

Courtwatch საქართველოს სასამართლოს გუშაგი

18/04/2025

"საკადრო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში არის იმ ცვლილებების გაგრძელება რომელიც ჯერ კიდევ ვასილ როინიშვილის დროს დაიწყო მაგალითად ასევე კიკილაშვილის დროს, წლების წინ ასეთი მძაფრი გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კლანს არ ჰქონდა"- ნაზი ჯანეზაშვილი.

15/04/2025

⚖️ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მხრივ საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მეოთხე ადგილზეა და მას მხოლოდ ალბანეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი ჩამორჩებიან.

Address

Lubliana Str. # 13b
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322197004

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch:

Share