ახალგაზრდები და რეპროდუქციული განათლება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდები და რეპროდუქციული განათლება

ახალგაზრდები და რეპროდუქციული განათლება ასოციაცია "HERA XXI"-ის ახალგაზრდული ქსელი .

ასოციაცია “HERA XXI” 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯამრთელობისა და უფლებების სფეროში, შემდეგი პროგრამული მიმართულებებით: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ხელშეწყობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების ხელშეწყობა, მოხალისეობრივი ჩართულობა, ახალგაზრდების მობილიზაცია და მათი ჩართულობა. კვლევები,

მონიტორინგი, ადვოკატირება, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები არის მთავარი ინსტრუმენტი აღნიშნული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.


1.ახალგაზრდული ჯგუფები

ახალგაზრდული ჯგუფების მუშაობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას

ასოციაცია “HERA XXI-ის” ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდული ჯგუფები თბილისში, სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე), იმერეთში (ქუთაისი), შიდა ქართლი(გორი) და წეროვანში (დევნილთა კომპაქტური დასახლება). ჯგუფების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას, ახალგაზრდების სრჯუ საკითხების წინ წამოწევას, რათა გაძლიერდეს ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების და იმპლემენტაციის პროცესში, როგორც ორგანიზაციის, ისე სახელმწიფო დონეზე. პროგრამის ფარგლებში შერჩეული აქტიური ახალგაზრდები ჩართული არიან ასოციაციის საქმიანობაში, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.


2.თანასწორ განმანათლებლობა

თანასწორთა განათლება გულისხმობს საკუთარი თანასწორების/თანატოლების არაფორმალური განათლების პროცესს. იგი მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფების ცოდნის, დამოკიდებულებების და უნარ-ჩვევების განვითარებას თანასწორების მეშვეობით, რადგან მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ ნდობა, საერთო ინტერესები, ენა და სოციალური მოთხოვნები. ასოციაცია “ჰერა ოცდაერთის” მიერ “თანასწორი-თანასწორს” მეთოდოლოგიით 600-მდე ახალგაზრდა გადამზადდა და ჩატარდა 5000-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ასოციაცია ახალგაზრდების გადამზადებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს იყენებს, მათ შორისაა სახელმძღვანელო „ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში“, რომელიც შემუშავდა UNAIDS-ის, WHO-ს, WAS-ის და UNESCO-ს სტანდარტების შესაბამისად.

3.მოხალისეობა და აქტივიზმი

ასოციაცია “HERA XXI” 1998 წლიდან მხარს უჭერს მოხალისეობრივ საქმიანობას. მოხალისეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზნობრივი ჯგუფებია: საქართველოს მოსახლეობა და თბილისსა და რეგიონებში მომუშავე აქტივისტები.

ასოციაცია “HERA XXI-ის” მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა მოხალისეთა მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით; დამკვიდრდა ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომები და ორგანიზაციის საქმიანობაში პრიორიტეტული მიმართულება გახდა ახალგაზრდებისა და მოხალისეთა ჩართულობა. ორგანიზაცია ასევე ხელს უწყობს მენტორობას და გამოცდილების გაზიარებას ორგანიზაციის გამოცდილ და შედარებით ახალ მოხალისეებს შორის.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს ახ...
12/08/2025

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს ახალგაზრდობის საკითხებზე და აღნიშნოს ახალგაზრდების პოტენციალი, როგორც პარტნიორების დღევანდელ გლობალურ საზოგადოებაში.

ახალგაზრდების ყველა დონეზე ჩართულობით ქვეყნები არა მხოლოდ აჩქარებენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, არამედ ხელს უწყობენ მომავალი საზოგადოების ლიდერებისა და ცვლილებების შემქმნელების ჩამოყალიბებას.

წლებია ასოციაცია HERA XXI იყენებსხალგაზრდობაზე ორიენტირებულ მიდგომას (YCA). ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიდგომა გულისხმობს მარგინალიზებული ახალგაზრდებისთვის ორგანიზაციის ყველა დონეზე, მათ შორის საბჭოებსა და პროგრამებში ჩართულობას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას.

ასოციაცია HERA XXI-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით თანასწორ-განმანათლებლების, ლიდერების, მოხალისეებისა და აქტივისტების სახით ჰყავს თანამედროვე ცოდნით და უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსი, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას და წვდომას კეთილგანწყობილ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ეროვნულ დონეზე პასუხობს საქართველოს 2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის მეორე სტრატეგიულ ამოცანას: „ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება.

#ახალგაზრდობისსაერთაშორისოდღე

22/07/2025

🤯 დაბნეული ხარ?
❤️ გიყვარს, მაგრამ არ იცი როგორ ილაპარაკო?
🤐 გერიდება მშობელთან საუბარი?

🎙️ ახალგაზრდების ხმა ერთ ვიდეოში — ჰკითხე, ილაპარაკე, გაუზიარე.
📌 მშობლის ჩართულობა ნიშნავს: უსაფრთხოებას, ნდობას, და სწორი ინფორმაციის მიღებას.

🎥 ნახე ვიდეო — იქნებ ეს ზუსტად ის ბიძგია, რაც გჭირდებოდა იმისთვის, რომ გაბედო და ესაუბრო მშობელს!

📞თუ დახმარება გჭირდება მოგვწერე ან დაგვირეკე — 032 201 12 21
#სექსუალურიაღზრდა #გაბედეესაუბრე #მშობელი #გულწრფელიამბავი

10/07/2025

🔍 როგორ მივხვდეთ — არის თუ არა ექიმი ახალგაზრდებისთვის შესაფერისი?
🤷 უხერხულია კითხვა სექსუალობაზე, კონტრაცეპტივებზე ან ემოციურ მდგომარეობაზე?
🧑‍⚕️ მეგობრული ექიმი გისმენს — განსჯის გარეშე, უხსნის გასაგებად და პატივს სცემს შენს არჩევანს.

📌 თუ ექიმი:
✅ გესაუბრება პატივისცემით
✅ გიმარტავს ყველაფერს მშვიდად
✅ იცავს შენს კონფიდენციალურობას
👉 მაშინ სწორ ადგილას ხარ!

🎧 მოუსმინე პოდკასტს და გაიგე მეტი უსაფრთხო კონსულტაციაზე.

📞 თუ კითხევბი გაქვს მოგვწერე ან დაგვირეკე - 032 201 12 21

27/06/2025

🤔 რა არის თანხმობა?

🙅‍♀️ ნიშნავს თუ არა დუმილი თანხმობას?

🙌 როდის უნდა ვკითხოთ ნებართვა შეხებაზე?

❗და როგორ უნდა ვთქვათ “არა” — მტკიცედ და მშვიდად?
ეს და სხვა კითხვები — გულწრფელ დიალოგში👇
🎥 გიზიარებთ რეალურ მაგალითებს და მარტივ გზებს, როგორ ვიმოქმედოთ საზღვრების პატივისცემით.
📞 გაქვს კითხვები? მოგვწერე ან დაგვირეკე — 032 201 12 21

#თანხმობა #კომუნიკაცია #საზღვრები #ნებართვა #უსაფრთხოება

26/06/2025

🙌 თანხმობა აუცილებელია!

„თუ არ უთქვამს ‘არა’, ეს არ ნიშნავს ‘კი’ — შეხება და ურთიერთობა ყოველთვის უნდა იწყებოდეს ნათელი თანხმობით.“

🎧 მოუსმინე ლაზარეს, ნინის და HERA XXI-ის თანასწორგანმანათლებლის საუბარს თანხმობაზე.
გაიგე, რატომ გაქვს ყოველთვის უფლება თქვა „არა“, თუნდაც მაშინ როდესაც თქვი „კი“.

📞 კითხვებისთვის: 032 201 12 21
#თანხმობა #კომუნიკაცია

👧🏼 ყოველი მეხუთე გოგონა მსოფლიოში 𝟏𝟖 წლამდე ქორწინდება.ეს არ არის მხოლოდ ბავშვის დროის წართმევა — ეს სიცოცხლისთვის სახიფ...
23/06/2025

👧🏼 ყოველი მეხუთე გოგონა მსოფლიოში 𝟏𝟖 წლამდე ქორწინდება.
ეს არ არის მხოლოდ ბავშვის დროის წართმევა — ეს სიცოცხლისთვის სახიფათოა.

💔 ბავშვთა ქორწინება ზრდის შემდეგი რისკების ალბათობას:
🔹 ნაადრევი ორსულობა
🔹 ძალადობა
🔹 ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
🔹 განათლების შეწყვეტა
🔹 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
🔹 დედის სიკვდილი მშობიარობისას

👉🏼 ყოველწლიურად 𝟐𝟏 მილიონზე მეტი მოზარდი ფეხმძიმდება, მათგან ნახევარი – უნებლიედ. ეს გოგონებს ართმევს განათლების, კარიერის და ღირსეული ცხოვრების შანსს.

📚 ჯანმოს ახალი სახელმძღვანელო მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს:
✔️ შეწყვიტონ ბავშვთა ქორწინება
✔️ უზრუნველყონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა
✔️ გააგრძელონ გოგონების განათლების ხელშეწყობა

🛑 ბავშვთა ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა.
🎓 განათლება, ინფორმირება და მხარდაჭერა – ესაა გზა უსაფრთხო მომავალისკენ.

📌 წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (𝐖𝐇𝐎) Globally, 1 in 5 girls is married before the age of 18. | World Health Organization
პოსტი ქართულ ენაზე ითარგმნა ასოციაცია HERA XXI-ს მიერ

#გოგონებისუფლება #ჯანმრთელობადაგანათლება

23/06/2025

🔴 რას უნდა ველოდოთ მენსტრუაციის დროს?
🔴 რა არის ნორმალური და რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება?
🔴 როგორ შევიმსუბუქოთ ტკივილი და როგორია თავის მოვლის სწორი გზა?

📌 ციკლის თვალყურის დევნება, კომფორტული ჰიგიენური პროდუქტები და სითბო — ეს ყველაფერი გეხმარება უკეთ იგრძნო თავი.

👉 ნახე ვიდეო და გაიგე ყველაფერი მარტივად და გასაგებად.

📞 კითხვები გაქვს? მოგვწერე ან დარეკე — 032 20 11 221
#მენსტრუაცია #თავისმოვლა #ციკლი #სექსუალურიაღზრდა

11/06/2025

📱„მხოლოდ მეგობრებს ვუზიარებ“ — გგონია, საკმარისია?
🙅‍♀️ არაა! ინტერნეტი ბევრ კარგთან ერთად სარისკოც შეიძლება იყოს.

🎧 ახალ პოდკასტში ჰერას თანასწორგანმანათლებელთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე:

▪️როგორ დავიცვათ თავი ონლაინ?
▪️რა არის პირადი მონაცემი და რატომ არ უნდა გავაზიაროთ ყველას?
▪️როდის არის საშიში ინტერნეტით გაცნობილთან შეხვედრა?
▪️და რა ვქნათ, თუ ვიღაც გვიყენებს ან გვბულინგავს?

💡 ჩვენმა სტუმარმა მარტივი წესებიც გაგვიზიარა — როგორ შევქმნათ ონლაინ სივრცე, სადაც თავს დაცულად და მშვიდად ვიგრძნობთ.

👉 სცადე ახლა – გადაამოწმე შენი პროფილის პარამეტრები.
შეიძლება რაღაც გამოგრჩა!

#ონლაინუსაფრთხოება #კიბერბულინგი #სოციალურიქსელები #ახალგაზრდებისთვის #პირადიმონაცემები

04/06/2025

❓რატომ მეცვლება ხასიათი ასე ხშირად?
❓რატომ მრცხვენია მენსტრუაციაზე ან ემოციებზე საუბარი?
❓მართლაც შეუძლებელია ამ თემებზე მშობლებთან ლაპარაკი?..

🎧 ახალ პოდკასტში ჰერას თანასწორგანმანათლებელთან ერთად ვლაპარაკობთ იმ ყველაფერზე, რაც თითქოს უხერხულია — მაგრამ რეალურად, ყველანი ვგრძნობთ ამას.

💬 მოდი, გავარკვიოთ, რატომ გვგონია ზოგჯერ უცნაური ის, რაც ჩვეულებრივია — და როგორ შეიძლება რთული თემები გახდეს უფრო გასაგები და მარტივი.

#უხერხულისაუბრები #პოდკასტი #ახალგაზრდებისთვის #სხეული #გრძნობები #სირცხვილისგარეშე

📢 ქუჩაში გამართული საინფორმაციო კამპანია მშობლებისთვის და მათთან გულწრფელი დიალოგისთვის!მაისის განმავლობაში 𝐇𝐄𝐑𝐀 𝐗𝐗𝐈-ის ...
29/05/2025

📢 ქუჩაში გამართული საინფორმაციო კამპანია მშობლებისთვის და მათთან გულწრფელი დიალოგისთვის!

მაისის განმავლობაში 𝐇𝐄𝐑𝐀 𝐗𝐗𝐈-ის გორის ახალგაზრდული გუნდი გამოვიდა ქუჩაში, რათა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაეზიარებინა მშობლებისთვის:

💬 “სექსუალური განათლება უნდა დაიწყოს სახლში – სანდო, უსაფრთხო და ადაპტირებული ინფორმაციისგან.”

🔹 ვისაუბრეთ, რატომ არის საჭირო ღია კომუნიკაცია შვილებთან
🔹 გავაცანით 𝐇𝐄𝐑𝐀 𝐗𝐗𝐈-ის სერვისები, მშობლებისთვის შექმნილი ვებგვერდი და აპლიკაცია
🔹 გადავეცით სიმბოლური საჩუქრები წარწერით “ესაუბრე შვილს” და ბროშურები — რომ მთავარი გზავნილი არ დაიკარგოს

👉 კამპანია ჩატარდა YSAFE -ის 𝐘𝐨𝐮𝐭𝐡𝐋𝐞𝐝 𝐂𝐒𝐄 პროექტის ფარგლებში, რადგან გვჯერა, რომ ინფორმირებული მშობელი = დაცული თაობა.

ჩვენ ვირჩევთ საუბარს სიჩუმის ნაცვლად — შენც შემოუერთდი!

#ესაუბრე #სექსუალურიგანათლება #მშობლებისროლი #ახალგაზრდები #ღიასაუბარი

🎓 ჩვენი ახალგაზრდები ცვლიან დამოკიდებულებებს – ცოდნით და გულწრფელი საუბრით!სქესობრივი მომწიფება, რეპროდუქცია, თანხმობა —...
27/05/2025

🎓 ჩვენი ახალგაზრდები ცვლიან დამოკიდებულებებს – ცოდნით და გულწრფელი საუბრით!

სქესობრივი მომწიფება, რეპროდუქცია, თანხმობა — ეს თემებია, რომლებზეც ჩვენი ახალგაზრდები თანატოლებთან ერთად გახსნილად და ცოდნაზე დაყრდნობით საუბრობენ.

სესიების განმავლობაში ისინი აქტიურად იყენებენ ანიმაციურ ვიდეოებს, რომლებიც:
✨ ამსუბუქებენ უხერხულობას
✨ ამსხვრევენ სირცხვილის განცდას
✨ ქმნიან პოზიტიურ და უსაფრთხო სივრცეს საუბრისთვის

ანიმაციური მასალა ეხმარება მონაწილეებს ინფორმაციის მარტივად გაგებაში და უშუალო კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში — რაც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარს ადამიანურ, ბუნებრივ და საჭირო გამოცდილებად აქცევს.

💬 როცა ახალგაზრდებს ვუსმენთ და ვაძლევთ სივრცეს, ისინი ქმნიან ცვლილებებს.

#სექსუალურიგანათლება #თანხმობაარისსაჭირო #ახალგაზრდებისხმა #სარცხვილოარარის #გენდერულიტოლერანტობა #ჯანმრთელობაწინავერია #თანატოლგანმანათლებლები

გინდათ, გაიგოთ მეტი საკუთარ უფლებებსა და ჯანმრთელობაზე? 💥❗დაგეგმილია უფასო ონლაინ სესია, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ერთა...
22/05/2025

გინდათ, გაიგოთ მეტი საკუთარ უფლებებსა და ჯანმრთელობაზე? 💥

❗დაგეგმილია უფასო ონლაინ სესია, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ერთად ვისაუბრებთ.

🗓 როდის? —24,25 მარტი
🕕 რომელ საათზე? — 𝟏𝟖:𝟎𝟎
🌐 სად? — 𝐙𝐨𝐨𝐦-ში

👩‍🏫 შეხვედრას გაუძღვება ჩვენი თანამეგზური და თანასწორ-განმანათლებელი — მარიამ ყიფიანი ✨

💬 ვისაუბრებთ თემებზე, რომლებიც ეხება:
▪️თანხმობას
▪️სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას
▪️შენი უფლებების ცოდნასა და დაცვას

📌 დასწრება სრულიად უფასოა — გამოიყენე ეს შანსი, რომ განათლდე და საკუთარი თავი უკეთ დაიცვა!

👇 რეგისტრაციისთვის შეავსე ფორმა:
🔗 https://forms.gle/TZee5WbRWKJeUXFy5

📣 არ გამოტოვო — შემოგვიერთდი და გაზარდე შენი ცოდნა!

#თანხმობა #უფლებები #რეპროდუქციულიჯანმრთელობა #განათლება

Address

ქ. თბილისი გამსახურდიას გამზ IIკვ შენობა 9 ბ 2
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 12:00 - 00:00
Sunday 12:00 - 00:00

Telephone

+995322011221

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდები და რეპროდუქციული განათლება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდები და რეპროდუქციული განათლება:

Share