დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი Museum of Environment Dighomi Meadows

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი Museum of Environment Dighomi Meadows

დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი Museum of Environment Dighomi Meadows Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი Museum of Environment Dighomi Meadows, Nonprofit Organization, Bob Walsh Street, Tbilisi.

13/11/2025
07/11/2025

ვინც ეწინააღმდეგებით რუსთავიდან 5 წუთის სავალზე კრწანისის ტყე-პარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩაბეტონება-ჩაკორპუსებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქალაქის გარემოსაც,

✊ ორშაბათს 17:00 საათზე, თბილისში კანცელარიასთან გაქვთ თქვენი პროტესტის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მადლობა "საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს" ამ აქციის ორგანიზებისთვის. რუსთაველებო, ნუ შევირცხვენთ თავს და დავიცვათ ის, რაც ჩვენი დასაცავია.

გთხოვთ, მაქსიმალურად გავუზიაროთ ინფორმაცია თანამოაზრეებს, თორემ პოსტფაქტუმ წუწუნი მერე ვეღარ გვიშველის.

05/11/2025

10 ნოემბერს, 17:00 საათზე, კანცელარიასთან!

ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ეროვნული ინტერესების გამტარია,
მაშინ როდესაც:
ყიდის ტყეებს !
მოპოვებითი სამუშაოებისას ნიადაგს აცლის სოფლებს!
ასხვისებს მდინარეებს!
ყველანაირი რესურსის გარეშე ტოვებს მოსახლეობას!
აბეტონებს ქალაქებს!
გვაიძულებს ემიგრაციაში წასვლას!

ამის ერთ-ერთი დასტურია არაბულ კომპანია Eagle Hills-ზე გასხვისებული გონიოს სანაპირო, კრწანისის ტყე-პარკი და მიმდებარე ტერიტორია.
ნუ მივცემთ ქართულ ოცნებას უფლებას, ივაჭროს ყველაზე ძვირფასით - საქართველოს მიწა-წყლით.

ვიკრიბებით 10 ნოემბერს, კანცელარიასთან, რათა დავიცვათ ის, რაც ჩვენია.

1 თებერვალს, დიღმის ჭალებში საინფორმაციო დაფის გახსნის ღონისძიებასა და საფეხმავლო ტურს ვუმასპინძლეთ. 🥳🌿🗺 საინფორმაციო და...
03/02/2025

1 თებერვალს, დიღმის ჭალებში საინფორმაციო დაფის გახსნის ღონისძიებასა და საფეხმავლო ტურს ვუმასპინძლეთ. 🥳🌿

🗺 საინფორმაციო დაფა ვიზიტორებს ჭალების ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნებისა და მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ მოუყვება.

🔭 საფეხმავლო ტურის ფარგლებში მონაწილეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ჭალის უნიკალური ბიომრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი გამოწვევები.

💚 საინფორმაციო დაფა და საფეხმავლო ტური განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში.

მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდით! თქვენი მხარდაჭერა ამტკიცებს, რომ დიღმის ჭალების დაცვა და აღდგენა პრიორიტეტია.

📸 გიზიარებთ ღონისძიების ფოტოებს და
გელით დიღმის ჭალებში!


#დიღმისჭალები
#ჭალისტყე

01/04/2024

დღეს, თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შევხვდვით, დიღმის ჭალებში ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით.

ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ კრეატიული, პოზიტიური მოწოდებები დიღმის ჭალების დაცვის შესახებ.

აბა, გამოუშვით იდეები კომენტარებში 💚

მეგობრებო, ძალიან მალე გვაცნობებენ დეტალებს და აპრილში დაინიშნება დიღმის ჭალების რეაბილიტაციისთვის შემოთავაზებული რეკომე...
26/03/2024

მეგობრებო, ძალიან მალე გვაცნობებენ დეტალებს და აპრილში დაინიშნება დიღმის ჭალების რეაბილიტაციისთვის შემოთავაზებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა.

თქვენი მაღალი ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი!

ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა, ყ-ვ-ე-ლ-ა დაინტერესებული მხარე უნდა მოვიდეს, კრიტიკულად მოისმინოს რეკომენდაციები და დააფიქსიროს პოზიცია. აქ წყდება დიღმის ჭალების ბედი!

სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი, მედია, თქვენი იმედი აქვს დიღმის ჭალებს!

თუ სურვილი გაქვთ რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მეილზე მიიღოთ, მაშინ შეავსეთ ფორმულარი.

დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია 2023 წლის ივნისიდან მუშავდება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და .....

11/03/2024

დღეს, საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა დიღმის ჭალების სამშენებლო ნარჩენებისგან დასუფთავების საკითხზე.

ძალიან საინტერესო პროცესია. აქამდე ასეთი საკითხი არ დამდგარა მუნიციპალიტეტის და სამინისტროს წინაშე. ადვოკატები დაბნეულები არიან და მოსამართლე ცნობისმოყვარეობას ვერ მალავს.

რამდენიმე კვირაში ბატონი მოსამართლე დიღმის ჭალებში პირადად მობრძანდება და ადგილზე გაეცნობა რას ნიშნავს ინერტული ნარჩენი, სამშენებლო და ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი, ინერტული მასალა, შეცვლილი კალაპოტი, დამარხული ტყე და ჭეშმარიტი ჭალის ტყე.

დიდი მადლობა ჩვენ საუკეთესო ადვოკატებს Mariam Robakidze Kakha Kozhoridze ❤
ჩვენ გავიმარჯვებთ!

Address

Bob Walsh Street
Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი Museum of Environment Dighomi Meadows posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share