03/10/2026
ქარ/Рус
დღეს, დაურ ბუავას გარდაცვალებიდან ორმოც დღესთან დაკავშირებით, მის საფლავთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები შევიკრიბეთ.
მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა გაბრიელმა საფლავი აკურთხა და დაურის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
საფლავთან შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა დაურის განვლილი გზა, მისი მნიშვნელოვანი როლი ოკუპაციით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ასევე მისი ძალისხმევა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.გავიხსენეთ დაურის მეგობრობა, მისი ადამიანური ღირსებები და ის მნიშვნელოვანი კვალი, რომელიც მან ახლობლების, მეგობრებისა და თანამოაზრეების გულებში დატოვა.
უფალმა ნათელში ამყოფოს დაურ ბუავას სული და დაუმკვიდროს ადგილი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
ნათელი მის ხსოვნას.
Сегодня, в 40-ю годовщину смерти Даура Буавы, члены семьи, родственники и друзья собрались у его могилы.
Отец Габриэль, настоятель церкви Сто тысяч мучеников в Мухатгверди, освятил могилу и совершил заупокойную службу в память о Дауре.
Собравшаяся у могилы община вновь вспомнила путь Даура, его важную роль в процессе примирения и восстановления доверия в обществе, разделённом оккупацией, а также его усилия в борьбе с дезинформацией, распространяемой оккупационным режимом. Мы вспомнили дружбу Даура, его человеческие ценности и тот важный след, который он оставил в сердцах своих родственников, друзей и соратников.
Да упокоит Господь душу Даура Буавы с миром и дарует ему место, где покоятся праведники.
Да будет светлая память о нём.