25/06/2025
🥁ვაცხადებთ მონაწილეთა მიღებას ტრანკავკასიური ბილიკის ტექნიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ ულამაზეს ლოკაციაზე ცხენისწყლის ხეობაში, ქვემო სვანეთში!
ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT) პირველი გრძელმანძილიანი ბილიკთა ქსელია რეგიონში, რომელიც ორი საფეხმავლო დერეფნით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებულ ეროვნულ პარკებსა და სალაშქრო ბილიკებს დააკავშირებს.
➡️დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://transcaucasiantrail.org/en/home/
ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია საზაფხულო საველე პროგრამა მოხალისეებისთვის.
მოცემული აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გაატაროთ 10 დღე ლაფურზე სამთო ბანაკში და წვლილი შეიტანოთ ტრანსკავკასიური ბილიკის მშენებლობაში.
2025 წლის სეზონზე მოხალისეთა პროგრამა მხოლოდ ივლისი-აგვისტოს თვეში ხორციელდება მოხალისეთა შეზღუდული რაოდენობით.
გთხოვთ, აპლიკაცია შეავსოთ მხოლოდ მაშინ თუ მითითებულ რიცხვებში მონაწილეობის მიღებას შეძლებთ პროგრამაში - ამ სეზონზე ლოკაციიდან გამომდინარე ლოჯისტიკა კიდევ უფრო რთულად მოსაგვარებელია და წამსვლელების შესახებ ზუსტი რაოდენობის ცოდნა ძალიან დაგვეხმარება.
➡️იხილეთ აპლიკაციის ფორმა: https://forms.gle/a346DU2QGwwPt3M1A
მოხალისეები იმუშავებენ და იცხოვრებენ სამთო ბანაკებში საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამის მონაწილეებთან ერთად.
👉სანამ აპლიკაციის შევსებას დაგაწყვეტთ, გთხოვთ, გაეცნოთ მოკლე საინფორმაციო ბროშურას, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით TCT-ის მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ: https://rb.gy/lknwpt
🟠მოხალისეობისთვის საჭიროა:
* იყოთ სრულწლოვანი
* გქონდეთ მოხალისეობის სურვილი და დრო
* შეგეძლოთ ყოველდღიურად მძიმე ფიზიკურ გამოწვევებთან გამკლავება
* შეგეძლოთ სალაშქრო ზურგჩანთით და ტვირთით გრძელი მანძილების გავლა
* სასურველია, გქონდეთ საბანაკე აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები)
🟢რას უზრუნველყოფს TCT:
* საკვებს
*ტრანსპორტირებას ქუთაისიდან სამუშაო ადგილამდე და უკან
* სამუშაო იარაღებს
* ჩვენს ლამაზ მაისურს
* პირად დამცავ საშუალებებს ბილიკზე სამუშაოდ
* ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას
* საბანაკე აღჭურვილობას შესაძლებლობის ფარგლებში (ზაფხულის სეზონზე ორგანიზაციის აღჭურვილობა სამუშაო ჯგუფის წევრების და ლიდერების მიერ თითქმის სრულად არის ათვისებული)
❗️აპლიკაცია დაიხურება მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფებში ადგილები შეივსება. ასე რომ, იჩქარეთ!
მოცემული კითხვარი პროგრამით დაინტერესებული მონაწილეების შერჩევაში გვეხმარება. გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ კითხვებს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.
შერჩეული მონაწილეები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას შეკრების ადგილის და სამთო ბანაკში წასაღები ნივთების შესახებ.
წარმატებები,
ბილიკზე შევხვდებით! 🏕