სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum

სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum სმირნოვების მუზეუმი

საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი განთქმულია ღირსშესანიშნაობებით და მუზეუმებით. შეიძლება ითქვას, რომ ,,სმირნოვების მუზეუმი'' ერთადერთია თბილისის მუზეუმებს შორის სადაც ასე მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი გასული, XVIII-XIX საუკუნეების, ევროპის (გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური, ქართული) მხატვრული კულტურის ნიმუშები. სახლი, სადაც სმირნოვების სამმა თაობამ იცხოვრა, (ამჟამინელი გ.ტაბიძის N

20) სომეხი ვაჭრისა და მეცენტის, იაგორ თამამშევის დაკვეთით, გერმანელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტით, 1859 წელს იქნა აგებული. იაგორ თამამშევმა, სახლი, თბილისში, მთავარმართებლის მოადგილედ სამუშაოდ გამოგზავნილ და მის შვილიშვილ- ლიზა (ელისაბედ) თამამშევაზე დაქორწნებულ მიხეილ ნიკოლოზის ძესმირნოვს გადასცა მზითვში. მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობისთვის განკუთვნილ მუზეუმისთვის მცირე, ოთხოთახიან სივრცეში გვერდიგვერდაა განთავსებული ქართული ისტორიული მემკვიდრეობისა და მსოფლიოს მხატვრულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. იშვიათია კოლექცია, სადაც ერთადაა თავმოყრილი ესოდენ განსხვავებული ხასიათის, მასალისა და დანიშნულების ექსპონატები.
„სმირნოვების მუზეუმი“, ძველი თბილისის სოლოლაკის უბანში, სმირნოვების სახელით ცნობილ შენობაშია განთავსებული. XIX- XX საუკუნეებში, სახლი, მის ბინადრებთან ერთად, ცნობილ ევროპელ, ქართველ და რუს საზოგადო მოღვაწეებს მასპინძლობდა, რომელთა შორისაც იყვნენ: ი.ჭავჭავაძე, დ. სარაჯიშვილი, პ.ჩაიკოვსკი, ი.აივაზოვსკი, ი,ნიკოლაძე, პ.მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე და სხვები.
სახლში ინახება XVIII-XIX სს. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები. ფ-ქ. ვინტერჰარტერის, ი. ზანკოვსკის, ა.რემის, ფ. ბაიკოვის, ი. პაევსკის, ა. აკოფიანის, ა. ნეიმანის, პ.-დ. მიტრეიერის, ფ.კრიუგერის, თ. ჰორშელდტის, უ. ჰოგარტის და სხვათა ნამუშევრები. ფაიფურის მწარმოებელი ცნობილი ქარხნების მიერ დამზადებული ჭურჭლის ნიმუშები (ძმებ კორნილოვების, კუზნეცოვის, ლიმოჟის, გარნერის და სხვა.) უძვირფასესი ავეჯი : გამბსი, ბაუერი. მართლმადიდებლური ხატების შესანიშნავი კოლექცია.
მუზეუმის კოლექცია აღსანიშნია იშვიათი და უნიკალური გამოცემებით. ექსპოზიციაში შეხვდებით ძველ გამოცემებს ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ილია ჭავჭავაძის ბარათებს, მიწერილს კოლა ერისთავისადმი, რომელიც იაგორ თამაშევის მეორე შვილიშვილზე, ეკატერინეზე გახლდათ დაქორწინებული. პიანინოს, რომელზეც, თბილისში სმირნოვების ოჯახში ვიზიტისას, უკრავდა პეტრე ჩაიკოვსკი და რუბინშტეინი. ძველი და ახალი აღთქმების გამოცემებს და ა.შ.
მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XIX საუკუნის პეტერბურგის, ალ.პუშკინის ეპოქის ცნობილი ქალბატონის, ალ. პუშკინის, ნ. გოგოლის, მ. ლერმონიტოვის მეგობრისა და მათი არაერთი ლექსის მუზის, (იმპერატორ ნიკოლოზ I -ის კარის, ალექსანდრა ფიოდოროვნას ფრეელინას), ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის სალონის ნივთები. ეს ნივთები, მისმა შვილმა, მიხეილ ნიკოლოზს ძე სმირნოვმა ჩამოიტანა თბილისში. სმირნოვების შემდგომი ორი თაობაც რუდუნებით უვლიდა და მემკვიდრიდან მემკვიდრეს გადასცემდა ოჯახის ამ უნიკალურ კოლექციას. სმირნოვების გვარის უკანსკნელმა წარმომდგენელმა, მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა და მისმა დედამ, ევგენია ფონ შლეიერმა კი, სახლიცა და მასში განთავებული ნივთები და მთელი ქონება, ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს აუანდერძა.
მუზეუმში, დღესაც იგრძნობა XIX საუკუნის ეპოქის სული. რომანტიკული ატმოსფერო და ძველი თბილისის მრავალეთნიკური ბუნებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი კულტურების სინთეზი.

ჩვენს ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერი. საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58; მეილი: [email protected].

გამოფენა,, ხიდები დროსა და სივრცეში".წარმატებას ვისურვებთ ყველა გამომფენს💖
04/06/2026

გამოფენა,, ხიდები დროსა და სივრცეში".წარმატებას ვისურვებთ ყველა გამომფენს💖

"სმირნოვების მუზეუმი'' გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26/05/2026

"სმირნოვების მუზეუმი'' გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

23/05/2026

🎨 ჯგუფური გამოფენა „ხიდები დროსა და სივრცეში“
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და თემატურად შერჩეული ნამუშევრები, რომლებიც ერთ სივრცეში სხვადასხვა ავტორის ხედვებს, ემოციებსა და ისტორიებს აერთიანებდა ✨

გამოფენა გაიმართა მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ✨

#გამოფენა

20/05/2026

🎨 SM Gallery-ში მიმდინარეობს ჯგუფური გამოფენა
„ხიდები დროსა და სივრცეში“, სადაც დაგხვდებათ მრავალფეროვანი და თემატურად შერჩეული ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა ავტორის ხედვებს, ემოციებსა და ისტორიებს აერთიანებს ერთ სივრცეში ✨

გამოფენა იმართება მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში და ეხმიანება 2026 წლის თემას -
„მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“

მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, გამოფენაზე დასწრება თავისუფალია! ☺️✨

#გამოფენა Smirnovsmuseum

19/05/2026
გაიხსნა  და გრძელდება ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა ,, ხიდები დროსა და სივრცეში. წარმოდგენილი იქნა საინტერესო ნამუშევრები.გაი...
19/05/2026

გაიხსნა და გრძელდება ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა ,, ხიდები დროსა და სივრცეში. წარმოდგენილი იქნა საინტერესო ნამუშევრები.
გაიმართა დაჯილდოება.
გამოფენა გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით! 13:00 საათიდან - 20:00 საათამდე!
დასწრება თავისუფალია!

Address

გ. ტაბიძის ქ. N20; Улица Галактиона 20; Galaktioni Street 20
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995 322 95 59 69

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum:

Share