GFP ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • GFP ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია

GFP ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული ქოლგა საქართველოში - NUO represents EAP in Georgia since 2014

A human being as a bio-social element possesses various mechanisms for integration into society and environment, and the means of communication – speech, behavior and adaptation – adjustment to changed bio-social conditions serve as the basis of such mechanisms. During the last few decades the population of our country had to live in rapidly changeable social-political environment. They had to end

ure the terror of the wars, had to face death, destruction and financial distress along with the worldwide economic crisis. A human being as an individual has been left all alone, closed himself/herself up inside of his/her shell, got estranged from the society and even societies got estranged from each other, diseases caused by stress, depression and other psychiatric disorders has become more and more frequent. Conflicts increasingly occur not only between a society and an individual but between societies as well. The number of conflict situations and violence in families has defineltly increased. The main objective of our organization is to make it easier for an individual to reintegrate into society (s)he belongs to through psycho-correction, to change the “hostile” world (as perceived by an individual) into a friendly, peaceful, serene and loving world, without which it is practically impossible to maintain a healthy way of life. Our Organization “DENDRONI” is staffed by highly professional and compassionate practitioners, possessing a high standard of practical and theoretical knowledge and experience, various methods that favorably influence the mental health and the ways people see themselves and the world. These professionals will guide you how to think to better

1) perceive your own inner world and the outer world;

2) assess and realize your abilities;

3) regulate your feelings and behaviors;

And that, on the other hand will decrease the possibility for development of post stress and depressive syndromes, agitation and conflicts, violence, which will definitely result in a reduction in the disease index of the population.

ეთიკური და სამართლებრივი რისკები ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში13-14 ივნისს ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართუ...
22/05/2026

ეთიკური და სამართლებრივი რისკები ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში

13-14 ივნისს ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წარდგენით ჩატარდება ინტენსიური მოკლევადიანი სატრენინგო კურსი ფსიქოთერაპიულ ეთიკაში

კურსის ფარგლებში განხილული იქნება:
- პროფესიული უსაფრთხოება ფსიქოთერაპიაში: ეთიკა, საზღვრები და პასუხისმგებლობა;
- ეთიკური დარღვევის კონკრეტული შემთხვევები და მათი პრევენციის მექანიზმები;
- კონფიდენციალობის ეთიკური და სამართლებრივი მხარეები;
- კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად დაშვებული ეთიკური გადაცდომები;
- ეთიკის ევროპული სტანდარტები;

კურსი განკუთვნილია:
- პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის,
- ფსიქოკონსულტანტებისთვის
- მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის
- ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პროგრამების მონაწილეებისთვის;
- ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის

კურსის ავტორი და წარმდგენია ანანო ნიაური - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკის ოფიცერი.

სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია სამუშაო გარემოსგან მოწყვეტის გარეშე
პროგრამის ხანგრძლივობაა 10 საათი.
✅️პროგრამის განრიგი:
შაბათი 13 ივნისი 12-დან 18 საათამდე
კვირა 14 ივნისი 12-დან 18 საათამდე

პროგრამის სრული ღირებულებაა 250 ლარი
საშეღავათო პირობები:
- 10 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის ღირებულებაა 210 ლარი
- სტუდენტებისთვის პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი
- პროგრამაზე წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისათვის პრორამის ღირებულებაა 180 ლარი
- ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წევრებისთვის პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი

მონაწილეობა ჩაითვლება უწყვეტი პროფესიული განათლების - CPD საათებში

პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი ციფრული სერტიფიკატი

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:
https://forms.gle/undn7nEFvaGWRotN9

სწორია თუ არა გადამისამართება ფსიქოთერაპევტის მიერ?ფსიქოთერაპია არის პროფესიული ჩარჩოებში მოქცეული პროცესი.✔️ თერაპევტი ...
09/05/2026

სწორია თუ არა გადამისამართება ფსიქოთერაპევტის მიერ?

ფსიქოთერაპია არის პროფესიული ჩარჩოებში მოქცეული პროცესი.

✔️ თერაპევტი უნდა მუშაობდეს თავის კომპეტენციის ფარგლებში.
✔️ უნდა ესმოდეს რა შეუძლია და რა არ შეუძლია. მათ შორის, აცნობიერებდეს ფსიქოთერაპიის იმ მიმდინარეობის შესაძლებლიბების საზღვრებს, რომლითაც თერაპევტი მუშაობს.
✔️ აფასებს რისკებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს სხვა სპეციალისტს.

‼️ფსიქოთერაპევტი არ არის ფსიქიატრი
❗ არ ნიშნავს მედიკამენტებს (თუ ასევე არ არის ექიმი)
❗ და არ უნდა მუშაობდეს ფსიქოპათოლოგიასთან ფსიქიატრის ჩარევის გარეშე

ეს არ არის შეზღუდვა, ეს არის უსაფრთხოების სტანდარტი.

თუ თერაპევტი ამბობს, რომ "გირჩევთ ფსიქიატრთან კონსულტაციას“ ან „საჭიროა სხვა სპეციალისტის ჩართვა“ ეს ნიშნავს, რომ ის აცნობიერებს საკუთარ პროფესიულ საზღვრებს.
✔️ მოქმედებს ეთიკის ფარგლებში
✔️ იცავს პაციენტის ჯანმრთელობას და პროფესიულ სტანდარტს

კარგი თერაპევტი წარმართავს გეგმიურ პროცესს, სწორ ჩარჩოში, საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისგან!

#კვალიფიციური #ფსიქოთერაპიისთვის #საქართველოში #ფსიქოგანათლება

პროფესიული უსაფრთხოება ფსიქოთერაპიაში: ეთიკა, საზღვრები და პასუხისმგებლობა✅️მოკლევადიანი ინტენსიური კურსი პროფესიონალი ფ...
08/05/2026

პროფესიული უსაფრთხოება ფსიქოთერაპიაში: ეთიკა, საზღვრები და პასუხისმგებლობა

✅️მოკლევადიანი ინტენსიური კურსი პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოკონსულტანტებისთვის და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის

ტრენინგი აერთიანებს ეთიკურ, კლინიკურ და იურიდიულ ხედვას, რათა სპეციალისტმა უკეთ დაიცვას:
როგორც კლიენტის ინტერესები, ისე საკუთარი უფლებები.

✅️პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ:

- ეთიკური დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებს და მათი პრევენციის მექანიზმებს
- ფსიქოთერაპიული ეთიკის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს
- სპეციალისტის პროფესიულ უსაფრთხოებას
- პროფესიულ პასუხისმგებლობას და რისკების პრევენციას
- კონფიდენციალურობის სამართლებრივ და ეთიკურ მნიშვნელობას
- ინფორმირებულ თანხმობას
- პროფესიულ საზღვრებს და მათი დარღვევის რისკებს

✅️პროგრამას გაუძღვება ანანო ნიაური
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანათავმჯდომარე
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ეთიკის ოფიცერი
ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის იურიდიული მრჩეველი

სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია სამუშაო გარემოსგან მოწყვეტის გარეშე
პროგრამის ხანგრძლივობაა 10 საათი.

✅️პროგრამის განრიგი:
შაბათი 12 ივნისი 12-დან 18 საათამდე
კვირა 13 ივნისი 12-დან 18 საათამდე

პროგრამის სრული ღირებულებაა 250 ლარი

საშეღავათო პირობები:

- სტუდენტებისთვის პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი
- პროგრამაზე წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისათვის პრორამის ღირებულებაა 180 ლარი
- ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის წევრებისთვის პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი
- 10 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის ღირებულებაა 210 ლარი

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:
https://forms.gle/undn7nEFvaGWRotN9

‼️უნდა გამოვდიოდე თუ არა თერაპიიდან ყოველთვის მხიარული?არა და თუ ასეა არსებობს ალბათობა, რომ პროცესი სწორად არ მიდის. თე...
03/05/2026

‼️უნდა გამოვდიოდე თუ არა თერაპიიდან ყოველთვის მხიარული?

არა და თუ ასეა არსებობს ალბათობა, რომ პროცესი სწორად არ მიდის.

თერაპია არ არის მხოლოდ „სასიამოვნო საუბარი“, მუდმივი დამშვიდება, დამოწმება და „კარგად ხარ“-ის გამეორება.

ხშირად, პირიქით , თერაპია არის ადგილი, სადაც პირველად ხვდები იმას, რასაც მთელი ცხოვრება არიდებდი თავს.

✅️ რას აკეთებს რეალური თერაპია?
- არღვევს ილუზიებს, რომლებიც კომფორტს ქმნიდა, მაგრამ გაჩერებდა;
- გაჩვენებს საკუთარ პასუხისმგებლობას იქ, სადაც ადრე მხოლოდ გარემოს ადანაშაულებდი;
- გეხმარება კრიტიკულად გააანალიზო საკუთარი ქმედებები;
- გეხმარება განდევნილი, რეპრესირებული გრძნობების აღდგენაში.

ამ პროცესში შეიძლება თავი იგრძნო:
- დაბნეულად
- მოწყენილად
- გაღიზიანებულად
- უფრო მძიმედ, ვიდრე შეხვედრამდე

➡️ეს არ ნიშნავს, რომ თერაპია „არ მუშაობს“.
ხშირად ეს ნიშნავს, რომ თერაპიამ აღძრა პროცესი რომელსაც ადაპტირების ახალ ჯანსაღ მექანიზმამდე მიჰყავხარ.

მნიშვნელოვანი საზღვარი: თუ თერაპია მხოლოდ კომფორტი, კომპლიმენტები და არსებული ქმედებების წახალისებაა რაღაც აკლია.

✅️რეალური თერაპია არის დინამიკური პროცესი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ტიპის განცდებთან იყოს დაკავშირებული, მათ შორის წარსულის ახლებურ გადააზრებასთან და აწმყოში არსებული მიდგომების ახლებურად ჩამოყალიბებასთან.

🚩 სიფრთხილის ნიშანი: თუ შენი თერაპევტი:
ყოველთვის გაქებს და გეთანხმება, არასდროს გაფიქრებს მაშინ შესაძლოა ის არ ასრულებს თერაპიულ ფუნქციას სრულად და უფრო წამხალისებლის როლშია, ვიდრე პროფესიული ინტერვენციის მქონე სპეციალისტის.
🧠 თერაპია არ არის "კომედიური ფილმი" რომელმაც უნდა გაგამხიარულოს.

მისი მიზანია დაგეხმაროს საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან სწორად ადაპტირებაში.
ხშირად ეს გზა მოიცავს:
➡️ დისკომფორტს
➡️ საკუთარ თავთან რთულ შეხვედრას
➡️ ილუზიების დაშლას
➡️ თერაპიულ ეფექტს

➡️თუ თერაპიიდან ყოველთვის მხიარული გამოდიხარ, შეიძლება კითხვა დასვა არა საკუთარ თავზე, არამედ პროცესზე:
👉 მართლა ვმუშაობ, თუ უბრალოდ კომფორტში ვრჩები?

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისგან.
#კვალიფიციური #ფსიქოთერაპიისთვის #საქართველოში
#ფსიქოთერაპიისეროვნულიქოლგა

‼️გაფრთხილება შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის შესახებ➡️დაუშვებელია ფსიქოლოგის მხრიდან ნებისმიერი სახის მედიკამენტის დანიშვნ...
01/05/2026

‼️გაფრთხილება შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის შესახებ

➡️დაუშვებელია ფსიქოლოგის მხრიდან ნებისმიერი სახის მედიკამენტის დანიშვნა ან რეკომენდაცია!

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი ეს სამი პროფესია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მიუხედავად იმისა რომ სიტყვიერად და შესწავლის საგნით სამივე უკავშირდება ადამიანის ფსიქიკას.

➡️ფსიქოლოგი არის ადამიანი რომელსაც შესწავლილი აქვს ადამიანის ფსიქიკა, მისი ფუნქციონირების თავისებურებები მაგრამ არ აწარმოებს მასში ინტერვენციას - კლიენტთან მუშაობას გარდა იმ შემთხვევისა, თუ აქვს შესაბამისი განათლება კლინიკური ფსიქოლოგიის ან ფსიქოკონსულტირების მიმართულებით.
ფსიქოლოგი არ არის ექიმი და არ აქვს მედიკამენტის გამოწერის ან რეკომენდაციის უფლება.

➡️ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც სამედიცინო განათლება (ექიმი-ფსიქოთერაპევტი) ან არასამედიცინო განათლება (თავდაპირველი პროფესიით ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ან სოციალური ან ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების წარმომადგენელი) რომელსაც დიპლომის შემდგომ საფეხურზე შესწავლილო აქვს ფსიქოთერაპია.
ფსიქოთერაპევტს არ აქვს უფლება დანიშნოს მედიკამენტი გარდა იმ შემთხვევისა თუ ის ასევე არის ექიმი (აქვს სამედიცინო ლიცენზია).

➡️ფსიქიატრი არის მხოლოდ სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მედიკამენტი.

‼️პროფესული ჩარჩოს დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის/კლიენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება და გახდეს ეთიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

აიმაღლე ცოდნა მენტალური ჯანმრთელობისნშესახებ და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისგან.

#კვალიფიციური #ფსიქოთერაპიისთვის #საქართველოში

12/04/2026
გაცნობებთ, აღნიშნული საჯარო ლექცია ხვალ არ ჩატარდება! დაინტერესებულმა პირებმა თვალი ადევნეთ გვერდს! ახალი თარიღი მოგვიან...
18/03/2026

გაცნობებთ, აღნიშნული საჯარო ლექცია ხვალ არ ჩატარდება! დაინტერესებულმა პირებმა თვალი ადევნეთ გვერდს! ახალი თარიღი მოგვიანებით დაანონსდება.

21 მარტს ვაკის მედიათეკაში 17:00 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია " საოჯახო რიტუალები, ტრადიციები და მათი გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე".

ლექციას გაუძღვება მარიამ ხმალაძე. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი, ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:

https://docs.google.com/forms/d/1PTtRzcfGZpuh-NTRy8cGH2622mTW2d-UVFFqBDf3xKM/viewform?edit_requested=true

საკონტაქტო ინფორმაცია:
[email protected]
(+995) 595 078 182

17/03/2026

სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით მართლმადიდებელ მრევლს ვუსამძიმრებთ ჩვენი სულიერი წინამძღოლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებას.
შეუფასებელია მისი ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

Address

ჩუბინაშვილის 50
Tbilisi

Telephone

+995595078182

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GFP ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GFP ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია:

Share